Demons..

tumblr_mm7xn5hdvo1s54m99o1_1280მოდიხარ, ხელს თმაში მიცურებ და დამჭკნარ ყვავილებს მაყოლებ ნაწნავებში.
მეფერები, მივლი, არასდროს არ მშორდები გვერდიდადნ..
რა უნდა იყოს იმაში გასაკვირი, რომ შეგეჩვიე და უკვე ვერ წარმომიდგენია შენს გარეშე ვერაფერი.
და რომ იცოდე, როგორ მაშფოთებს შენი არ ყოფნა სადმე.
რასაც ეხები ყველაფერს  ართმევ სიცოცხლის უნარს. 

Continue reading

It’s All Gone

უფრო მარტივია, გაქრე, ვიდრე იარსებო. 

ეს ყველამ იცის, ეს ყველას გამოუცდია. 

თუმცა.. გააქრო სხვა, ბევრად რთულია, როცა ის არსებობას ლამობს.

 

რა ხდება მაშინ, როცა  არ უნდა დარჩენა, მაგრამ ვერ მიდის?!

Continue reading

Take me

ასე მგონია, სადღაც მიწის ქვეშეთში მე და შენ ვისჯებოდით დიდი ცოდვებისთვის,
ბევრი წამების მერე კი დავნებდით და უბრალოდ მივესალმეთ ერთმანეთს.
ჩვენი სიამაყე ერთადერთ იყო რაც მაშინ გვქონდა, Continue reading

Oh…Shit!

large

თითქოს ისევ ერთი წლის ვარ და სიარულის დაწყებას ვცდილობ.
ნაბიჯებს ვდგამ ფრთხილად და შიშით, მეშინია რომ დავეცემი და რამეს ვიტკენ.
არა, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს წავიქეცი უკვე, ყველაფერი მეტკინა და ახლა უბრალოდ არ ვიცი, როგორ ავდგე.
რა სასაცილოა, ყოველთვის ყველაფერი მე მემართება, თითქოს ფილმის გმირი ვარ და ყვეალფერი რასაც წარმოიდგენ, ცუდს რა თქმა უნდა, თან ფიქრობ, რომ არა ასეთები საერთოდ არ ხდება ცხოვრებაში და მხოლოდ წარმოსახვაა, ბახ, მეორე დღეს ზუსტად ის გემართება რაც შეუძლებელი გეგონა.
აი, ვზივარ მე, სრულიად განადგურებული, ტირილის თავიც რომ არ მაქვს, ვუყურებ “სექსი დიდ ქალაქში”_ს მეორე სეზონის პირველ სერიას, რადგან პირველ სეზონს გუშინ ვუყურე მთლიანად, და ვფიქრობ რომ მეც ამ 4 მარტოხელა გოგონას ნაწილი ვარ, ამ 4 გოგონასი კი არა მთელი მანჰეტენის ნაწილი, მთელი სამყაროსიც. მეც იგივე ისტორიები მემართება, სულ სხვა ქვეყანაში, სხვა დროში, სულაც არ მაცვია დოლჩე და გაბანას ფეხსაცმელები და არ მაქვს სექსი პირველ პაემანზე, მაგრამ მაინც მემართება. როგორც ქერის, მეც მყავს ჩემი “ოცნების მამაკაცი”, რომელიც არ მეუბნება რომ მე ვარ მისი ერთადერთი, ისიც ჯდება მანქანაში, ან ავტობუსში და მტოვებს ტროტუარზე, განადგურებულს და თან მიაქვს ჩემი ყველა იმედი და რწმენა, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს.
ამის მერე რა მელოდება? Continue reading

Overthinking.

large (11)

და შენ პირველად, ჩემს ფიქრებში უფრო მეტი ხარ, ვიდრე მე.
არ მეკარება ძილი, რადგან ვერავინ გაბედავს ახლა ჩვენს დაშორებას.
ყველაზე შორს ხარ ჩემგან, ფიქრებით, ფიზიკურად.. ყველაზე შორს.
ვიდრე აქამდე ყოფილხარ,
იქამდეც კი, ვიდრე შევხვდებოდით ამ ცხოვრებაშიც ერთმანეთს. 
შორს ხარ, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ ასეთი ერთი.
რადგან შენ ჩემს ფიქრებში უფრო მეტი ხარ, ვიდრე მე. 
მუსიკას ვერ ვუსმენ,
ვერ გაბედავს მელოდია, სხვადასხვა ტექსტები, შემოვიდნენ ჩემს გონებაში
და გაგწიონ გვერდით.
მე ვერც ყავას ვსვამ, არც საჭმლის სურვილი მაწუხებს,
რადგან ვინახავ ჩემს ტუჩებს, რომ ჯერ შენ შეგეხონ და მერე სხვა ყველაფერ დანარჩენს. 
ადგილს ვერ ვპოულობ, მე დავძრწივარ აქეთ–იქით, 
ვეღაც ვსუნთქავ,
მხოლოდ სიცივე მოდის ჩემამდე, რადგან შენ ხარ ასე შორს..
და მე მცივა, 
სიცივე ერთადერთია რაც გგავს,
ამიტომ ბედავს ასე უტიფრად ჩადგომას ჩვენ შორის. 
ის მეხვევა შენს მაგივრად
და მე უბრალოდ ვკანკალებ.
ერთადერთი რასაც ახლა ვეძებ შენ ხარ, შენი ღიმილი ისევ,
შენს უჟურ სახეზე. 
ვეძებ მხოლოდ შენს ღიმილს, ჩემზე ნუ ღელავ, ჩემიც გვერდით უდევს შენსას.
მარტოობას ვეღარ ვგრძნობ,პირიქით, ლამის გავგიჟდე ამ სიგიჟით.
არ მასვენებენ ხმები, რომლებიც არ გვანან შენსას.
აქაც უნდა ვეძებო ალბათ, შვება სადღაც შენს ხმაში. 
სევდაც ვერ მეკარება, რადგან როცა მიახლოვდება ხედავს, რომ 
არასდროს არ ყოფილხარ ჩემს ფიქრებში იმაზე მეტი, ვიდრე მე. 
შენი ნახვიდან სამი დღის მერე, 
გაქრა გარშემო სამყარო,
კარგიც და ცუდიც,
მონატრებაც და
სიყვარულიც. 
და დარჩი მარტო შენ,
ჩემ ფიქრებში, ჩემზე მეტი. 

Nothing

მატარებლამდე მიმაცილა..

ათს რომ ათი დააკლდა დაიძრა,
ფანჯრიდან ვიხედებოდი და ნელ–ნელა სადღაც მიიმალა..
შემდეგ გადავხედე იქაურობას და სიცარიელე გამიმძაფრდა.
დავიწყე ფიქრი, რომ.. Continue reading

არაფრისთვის

200_s
Continue reading

ჩვენ ვცხოვრობდით

1622644_711556968896499_1968842961_n
Continue reading

არაუშავს.

ყველა სიმღერის ტექსტში ვეძებ სიტყვას, ფრაზას რომელიც აღწერს ახლა რა ხდება..
ყველა სიმღერაში ვეძებ ემოციებს რომლებიც აღარ მაქვს, სიყვარულს რომელსაც ვეღარ განვიცდი.
ყველგან ვეძებ, ყველგან, იმ რაღაცას რაც “გულით მინდა”
მაგრამ არ ვიცი როგორი გრძნობაა როცა გულით გინდა,
მხოლოდ გონების ხმა ჩამესმის რომ, არა შენ ის არ გჭირდება, მარტო ყოფნა ჯობს.
დღეს განსაკუთრებით მენატრები ნოა..

tumblr_mwsc17foE21sh7382o1_500
––

ერთი დღე მე და “ნოას” ცხოვრებიდან.

ყველას გამოგიცდიათ ხომ ეს? როცა დილით არ ხარ მთლიანად გამოფხიზლებული, ვერ იაზრებ რა დღეა, რიცხვი, საათი, გონებაში მხოლოდ მისი სახელი ან სახე ან რამე მასთან დაგავშირებული გიტრიალებს..
იმ დღესაც ასე იყო, ჩვენ ერთამანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით, მაგრამ არასდროს გაგვიღვიძია ერთდროულად, ერთად.
ის ყოველთვის უფრო ადრე იღვიძებდა, ჩემზე ადრე–ჩემს გონებაში, მასზე ადრე– ჩემს გონებაში.
ყველა დღე ასე იწყებოდა, რამდენიმე თვის განმავლობაში, ან იქნებ წლის.. აღარ მახსოვს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით და უკვე არეული მქონდა რიცხვები ერთმანეთში, ან რა მნიშნვნელობა აქვს დროს? როცა ერთი დღე საუკუნეს ნიშნავდა მასთან.

არც ყავას ვუდუღებდი დილით, არც იმაზე ვოცნებობდი ბლინები მიმეტანა მისთვის საწოლში და ცხელი შოკოლადი.საერთოდ არაფერზე ვოცნებობდი რაც მას ეხებოდა. რატომ?
სხვანაირი იყო ყველაფერი, არა–ჩვეულებრივი, არაფერი მინდოდა მისგან სანაცვლოდ, არც მე ვაპირებდი მისთვის რამის მიცემას, ჩვენ უბრალოდ ვიყავით ერთად და..

დილას ერთად გავედით სახლიდან, სკოლაში მივდიოდით, არც სკოლა მიყვარდა იმ პერიოდში და არც გარშემო არაფერი, მხოლოდ მე და ნოა ვიყავით ერთად.
გადავწყვიტეთ გაგვეცდინა გაკვეთილები და ეს დღე ყოფილიყო ჩვენი.
რა თქმა უნდა საყვარელ ადგილას წავედით, გაგიკვირდებათ და იმ პატარა სასაფლაოზე რომელიც ჩემს სახლთან ახლოსაა და სადაც მზე ყველაზე ლამაზად ანათებს.
მზიანი ამინდი იყო, სულ დამავიწყდა მეთქვა, მგონი ზამთარი იყო და სულაც არ ციოდა..
ჩვენ საყვარელ ადგილას დავსხედით, საიდანაც პატარა სახლები მოსჩანდა და სიმშვიდე ისმოდა,
ხმა არ ამოგვიღია არსერთს, ვისხედით გაუნძრევლად რამდენიმე საათი და ვუყურებდით ამ სიმშვიდეს.
მერე წამოვწექი და მუხლებზე დავადე თავი, თმაზე ნაზად გადამისვა ხელი და მითხრა რომ “არაუშავს”
ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, მაგრამ უსიტყოდ მჯეროდა მისი და დავიჯერე, რომ არაუშავს..
გამიღიმა და ახლა თვითონ გახედა პატარა სახლებს, მე ცას ვუყურებდი და ხმამაღლა ვუთხარი, მერედა როგორც უშავს ნოა..
ცოტა ბრაზმა გადამირბინა სახეზე,
მისი მშვიდი სახე კი ყველაფერს აქრობდა,
“ყველაფერი შეიცვლება, მთავარია გჯეროდეს”
ისევ გადამისვა ნაზად ხელი თმაზე და ღმად ამოისუნთქა,
მჯერა,მჯერა.. ჩავილაპარაკე ჩუმად და თვალები დავხუჭე როცა ნიავმა დაუბერა,
ნოამ კი სახეზე დამაფარა ხელი და სიცილით მითხრა, ხომ შეგპირდი რომ ცივ ნიავსაც არ მოგაკარებდი.
გამეღიმა და კიდევ ერთხელ ვიგრძენი ნოა გონებაში.

tumblr_mx3j5wrvr81sh7382o1_500

6 საათის შემდეგ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი და წამოვჯექი, მშვიდად, მოჭუტული თვალებით( რადგან მზე მანათებდა) გადავხედე იქაურობას, გავიღიმე და გვერდით ნოას გავხედე..
რა თქმა უნდა იქ არავინ იჯდა, რადგან ნოა მხოლოდ ჩემს გონებაში არსებობდა დილაობით, გაღვიძებამდე.
მე კი, შეყვარებული ვიყავი ჩემს მარტოობაზე.

ეს ყვეალფერი კი, არაუშავს..