საგიჟეთი (N3)

(N1)
(N2)

დილით ანანომ წყალი დამასხა თავზე, თბილი იყო კიდევ კარგი, წამოვხტი შეშინებული და რათქმაუნდა არ შევარჩინე და მეც გავწუწე..
ჯერ ოთახში ვიწუწავეთ, მერე გარეთ, უჰჰ არადა გრილოდა.. გავიყინეთ და გავჩერდით, პირსახოცებში გავეხვიეთ და ვისხედით ცოტახანი, მერე ყავა გავუკეთე, დავლიეთ და საწოლში შევგორდით, ფილმი ჩავრთეთ ისევ.
საკმაოდ კარგი ფილმები გადმოგვიწერია, ყველა მომეწონა, რათქმაუნდა ბევრი ნანახი მქონდა, მაგრამ გახსენება მაინც მესიამოვნა…
მერე საჭმელი ვჭამეთ, მერე გარეთ გავედით სასეირნოდ, დავათვალიერეთ მიმდებარე ტერიტორია და მდინარეზე წავედით, ხიდის ქვეშ ვისხედით და ქვებს ვისროდით, მრგვალ ქვებს ვეძებდი და ქვაზე ვასრიალებდი.. ანანოსაც ვასწავლე.
წამოვედით, დღეს ძალიან კარგი ამინდი იყო, ძლივს მზე გამოვიდა და სულ ოთახში არ ვისხედით..
გარეთ გავედით და ხილი დავკრიფე, მერე კარტი ვითამაშეთ..
ძალიან მომინდა საქანელა, პატარა ფიცარი ვიპოვე, ამოვჭერისავით გვერდებზე, ანანომ ბაწარი მოძებნა, ხეზე დავკიდეთ და ზედ ბალიში დავდეთ, უჰჰ რამდენი ვიკატავეთ, ხეს ვაწვდენდით ფეხის თითებს, სწრაფად, მაღლა, მაღლა!!!
მოკლედ ეხლა ისევ ლოგინებში ვართ შეფუთნულები, ისევ აგრილდა.. მორიგი ფილმი გველის ❤
წავედი ჩავაქრო შუქი და…
დროებით.
სიყვარულით, მე.

პ.ს. ამ სიმღერას ვუსმენდი, როცა პოსტს ვწერდი და მოუსმინეთ თქვენც ❤ სევდიანია..

საგიჟეთი (N2)

(N1)

ჩავედით.. სახლი ძალიან ლამაზია, კარგადაა გარემონტებული და ჩვეულებრივ სოფლის სახლებს არ ჰგავს. წინ დიდი ეზოა, ხასხასა ბალახი. გვერდით პატარა ბოსტანი, ბოსტანში უამრავი ხილი და ლამაზი ყვავილებია. მერე სართულამდე ასასვლელი კიბე შიგნიდანაა. ამოვალაგეთ ჩვენი ნივთები, დავლაგდით, ჩვენს საწოლ ოთახში.. გარეთ წვიმდა და მთელი დღე ფილმებს ვუყურებდით, ვჭამდით, აქედან წაღებულ ჩიფსებს და პოპკორნს, რადგან აქ მაღაზია არაა.. ღამე ადრე დავწექით, მგზავრობამ დაგვღალა.. სანამ დავიძინებდით ბევრი ვილაპარაკეთ, ზოგად თემებზე და პრიადულზეც.

დღეს მარიამობაა, გილოცავთ ყველას. მე და ანანოს დილაც ასე დაიწყო, 11 ზე ავდექით, მივულოცეთ ანანოს ბებიას და ბაბუას, ერთმანეთს , მეზობლებს.. მერე ოჯახური სუფრა, მერე მეზობლებში ვიხეტიალეთ, ბევრი ვიცინეთ და ისევ სახლში დავბრუნდით.. ჯერ ბალიშები ვურტყით ერთმანეთს, უჰ თავში იმდენი მომხვდა ძლივს ვაზროვნებ, მერე საწოლზე ვიხტუნავეთ, რო შეწუხდნენ ბებია და ბაბუა გავჩერდით. მერე საღებავები ვიპოვეთ სადღაც და ერთმანეთს სახეები მოვუხატეთ. მე ფისო ვიყავი, ცხვირზე შავი ლაქა და ულვაშები. ანანო კურდღელი იყო.. მერე ფურცლებზეც დავხატეთ რაღაცეები და ასე გავერთეთ. ახლა ისევ ფილმის ყურებას ვაპირებთ, მერე თუ ცოტა დათბა მდინარეზე წავალთ, წყალი ცივი იქნება, მაგრამ ქვებს მაინც ვისვრით წყალში.. ხომ ვამბობდი ყველაზე კარგი ვიქენდი იქნება მეთქი! დროებით. სიყვარულით, მე.

sagijeti (N1)

moutmenlad veli xvalindel dges, dilit adre unda avdge.. me da anano imeretshi mivdivart, ertad, ert saxlshi.
erti kvirit magram mainc magrad gavertobit da es iqneba dauviwyari viqendi chems cxovrebashi.
yvelaferi chavalage, 1 saatshi titkmis. samjer gadavitvale rame xo ar damcha metki. yvelaferi adgilzea, tumca mainc mrcheba ragac, vgrdznob..
guli gamiskdes lamis, ise mixaria. rom mitxra ananoms aqme maqvso ratomgac ragac cudi vifiqre.. emre rom mitxra, mivdivar da shenc wamodio..
uh ver agvwer rogor gamixarda, chavlpi marto tbilishi, tumca aq rom vimxobde tavze yvelafers mainc ananostan mirchevnia.
mokled letopi moaqvs ananos, bevri akrgi filmit.. iq mdinarec ariso da metiraga gvinda?
chventvis erti otaxi da gartoba.. armoviwyent ertad darwmunebulivar.
otaxs sul aurevs da me davalageb xo vici ara? yavasac gavuketeb xolme da sachmelsac. uh ar mezareba, mitumetes ananostvis..
imedia leptopshi rame tamashi ar aqvs chawerili tore mere naaxet game xvewna.. daweqi anano, dilit itamashe, daweqi.
imedi mavqs yvealferi ise iqneba rogorc me minda da warmomidgenia.
xval ra moxdeba yvelafers davwer.
aba droebit.

es gushin wavwere.. qartuli shrifti ar akvs leptops da mere gadavaqartuleb roca saxlshi davbrundebit..