ჩემს სიზმარს მოგიყვები დე…

თოვდა… ცისარტყელა იყო ცაზე და ნაცრისფერ ქვეყანას აფერადებდა,
მაგრამ მაინც უცნაურია თოვლის დროს ცისარტყელა..
მართალი რომ გითხრა აღარაფერი მიკვირს,
მაგალითად გუშინ დავინახე როგორ მიართვა შუა დეკემბერში ბიჭმა იასამნევი გოგოს..
როგორ ეხმარებოდა მოხუცი ბავშვს ბურთულების აკრეფაში..როგორ წყევლიდა დედა საკუთარ შვილს..
მაგრამ ცისარტყლელა ყველაზე კარგი უცნაურობაა, გაგვალამაზებს მაინც..
ფანჯრიდან ვიყურებოდი, გარეთ არავინ არ იყო, ციოდა..
რაღაც სისულელე გამახსენდა და ავტირდი.
მერე ოთახში ჩავიკეტე და ჩემს ფუმფულა ბალიშს დავადე თავი..
ჭერს მივაშტერდი და ერთ შავ წერტილში ჩავიძირე.. ვარსკვლავებს ვეხუტებოდი ჩემს ფანტაზიაში..
მერე შენ შამოხვედი, გამომაფხიზლე და ცხელი შოკოლადი მომაწოდე..
მერე ჩაგეხუტე და ისევ ფანჯრისკენ წავედი..
გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და დამერღვია სიჩუმე.
ისე თოვდა ვერაფერს ვხედავდი, ბავში მორბოდა, მხოლოდ ეგ შევამჩნიე..
მომიახლოვდა და შეჩერდა, თოვლი აიღო მიწიდან და ჰაერში აყარა, გამიცინა და გაიქცა..
მე ადგილზე გავიყინე, ღიმილიც მიმეყინა სახეზე, ამ ბავშვის თვალები ცისარტყელას ირეკლავდა,
მეც მაჩუქა რამდენიმე ფერი..
მერე ხეებიც გათბა, ნაცრისფერი წითელში შემომეცვითა, სახლები მწვანედ შევღებე.
გავიქეცი, რომ მეც გადამედო ეს სითბო სხვისთვის.. [ მე არ მჭირდება ფერადი ფანქრები.. მე ცისარტყელა მინდა! ]
მერე სახლში დავბრუნდი და ფიქრებს იქით დაგინახე ❤ შენ არგინდოდა სითბოს გადმოცემა, ისედაც ცხელი ხარ.. ისევ ჩაგეხუტე, მაგრად..
ჩემს ბალიშს დავუბრუნდი და კვლავ შავ წერტილში გავუჩინარდი..
ცა ყვითლად მოვხატე და ვასკვლავების სიკაშკაშე უფრო გავაღვივე, თამაშით რომ დავიღალეთ მთვარეზე ჩამომეძინა და დილას ველოდებოდი…სიზმრებში დამეკარგა ძილი… ისევ..
არმინდოდა გაღვიძება, ვხვდებოდი რომ წითელი ხეები, მწვანე სახლები, ყვითელი ცა და ცისარტყელა თოვლში, მხოლოდ სიზმარი იყო…
მერე გამეღვიძა დე.. მწარე რეალობას შევეჯახე.. გარეთ გაზაფხული იყო და მზე ანათებდა, მაგრამ ყვეალფერი მაინც ნაცრისფრად ჩანდა..
მერე ყვავილები დავკრიფე დე..

გოგონამ საფლავის ქვას ნაზად გადაუსვა ხელი, ყვავილები მიწაზე დაყარა, წამოდგა და..
მომენატრე დე..

გაზაფხული…

გაზაფხულს ყველა ბუნების გამოცოცხლებას უკავშირებს, მზეს და კარგ ამინდებს, ან კარგ სურნელს რომელიც თბილ ნიავს მოჰყვება..
მე კი გაზაფხულს შემოდგომას ვუკავშირებ.. არმიყვარს გაზაფხული, იმიტომ რომ ვიცი, შემოდგომაც მალე მოვა და ისევ დაჭკნება მწვანე და ლამაზი ფოთბელი, ისევ ჩავა მზე და ამოვარდება ქარი, რომელიც სახეში შემოგაყრის ობლად დარჩენილ გაყვითლებულ ფოთლებსა და ქვის მტვერს, როცა ირგვლივ მკვდარი ბალახია, სურნელიც ნაკლებად სასიამოვნოა, თუმცა მე გაზაფხული უნდა დავახასიათო და არა შემოდგომა, მის სილამაზეზე უნდა გავამახვილო ყურადღება..

მახსოვს ერთი ტყემლის ხე, რომლის აყვავილებას სიხარულით ველოდებოდი, რომ შემდეგ მის ტოტებზე ამოსული ყვავილები მომეწყვიტა და დედაჩემისთვის მიმეტანა.. მერე ისევ ველოდებოდი, ამჯერად ტყემალს ველოდებოდი,რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა..
უკვე დიდი ხანია აღარ მიხარია ამ ტყემლის აყვავილება და აღარც ამ ყვავილების შედეგად ამოსულ ტყემალს ველოდები..
იქნებ იმის ბრალია, რომ გავიზარდე?! იქნებ იმისაც რომ სხვები გაიზარდნენ..
ან იქნებ იმისაც რომ ტყემლის ხის პატრონი გარდაიცვალა და აღარაა ეს ტყემალი ისეთი გემრიელი როგორც მაშინ..
ან იქნებ უბრალოდ ხე დაბერდა და ლამაზ ყვავილებს აღარ ისხავს..
იქნებ გაზაფხული გაუფერულდა და მზე აღარ ათბობს ხის ტოტებს?
იქნებ სულაც ხელს ხის გარშემო შემორტყმული ხის ღობე მიშლის?
ტყემლის ხეზე წერა სისულელეა? და მაინც, ეს ხე არ ყოფილა უბრალოდ მეზობლის ვითომ ეზოში ამოსული ხე..
ამ ხემ დამიტოვა ბევრი მოგონება გაზაფხულზე, ბავშვობაზე და ჩემს მეგობრებზე..
გაზაფხული მისი წყალობით მახსოვს ლამაზი, ყვავილოვანი, სურნელოვანი, სასიამოვნოდ მჟავე, მახსოვს მხოლოდ მის გარშემო ამოსული გრძელი და ხასხასა მწვანე ბალახი..
ბავშვობა მისი წყალობით მახსოვს მხიარული და ეშმაკური, ძალიან თბილი..
მეგობრები მისი წყალობით მახსოვს ბავშვურები და გადარეულები, მახსოვს როგორ ვწუწაობდით ამ ხის წინ, მახსოვს ბევრი სირბილი და ამ სირბილის შემდეგ ძალიან გემრიელად მოჩვენებული უგემური წყალი, მახსოვს იმ ხასხასა ბალახზე ნათამაშები დაჭერობანა..
ამ ხემ ბევრი რამ მოიტანა ჩემს ცხოვრებაში ეს ხე კი მე გაზაფხულმა მომიტანა… ლამაზმა,მხიარულმა და თბილმა გაზაფხულმა..

P.S. შემოდგომას კი გაზაფხულზე ვფიქრობ.. როგორ შეისხამენ უკან ამ დაცვენილ ფოთლებს ხეები, როგორ გამწვანდება ბალახი და როგრო ახმაურდება ქუჩები, როგრო გაანათებს თოვლის შემდეგ მონატრებული ბებერი მზე და როგორ მოიტანს ნიავი წვიმის შემდეგ ქვის მტვერზე დარჩენილ სუნს..