It’s All Gone

უფრო მარტივია, გაქრე, ვიდრე იარსებო. 

ეს ყველამ იცის, ეს ყველას გამოუცდია. 

თუმცა.. გააქრო სხვა, ბევრად რთულია, როცა ის არსებობას ლამობს.

 

რა ხდება მაშინ, როცა  არ უნდა დარჩენა, მაგრამ ვერ მიდის?!

tumblr_o6k2burvtp1vruqgxo1_500

რამდენიმე წლიანი ფიქრები შენზე.

ერთი წამით კი ყველაფერი გაქრა.

 

ჩემს წარმოსახვებში ცხოვრობდი, არც ვიცოდი რა მიყვარდა ან მენატრებოდა, უბრალოდ ვგრძნობდი.      არასდროს გამხსენებია შენი ხმა, შენი გამოხედვები, შენი ნათქვამი სიტყვები, აღარც ის მახსოვდა, რა ფერი გიყვარს ან დაბადების დღე როდის გაქვს. მე შენ არ გიცნობ. მე შენ აღარ გცნობ.

ყველანაირი ზედმეტი ინფორმაციის გარეშე, ჩემს წარმოსახვაში არსებობდი, მიუწვდომელ ტკბილ არსებად, რომელსაც ვერასდროს დავიმსახურებდი.

მე კი ვრჩებოდი ჩემს იმედებთან, ვებღაუჭებოდი, რომ ოდესღაც შენ ჩემს სახელს ამბობდი. თუ ეს იყო ადრე, იქნებ განმეორდეს.

მე ყველაფერი მიყვარდა შენში, თუმცა არაფერი ვიცოდი შენზე.

მხოლოდ მე და შენ დავრჩით ჩემს გონებაში, სადღაც ძალიან კუთხეში, მიჩქმალული, დავიწყებას მიცემული. რომც არ მეფიქრა შენზე, წლობით, ერთ დღესაც მიჩხვლეტდი ტვინში და ისევ მხოლოდ შენ გხედავდი.

მე გნახე, ნამდვილი. ჩემი წარმოსახვის გარეთ, რომ მართლა არსებობ. შენ რეალობა ხარ.

რეალობა კი ისაა, რომ არ არსებობ.

შენ არ ხარ.

შენ არაფერი არ ხარ,

შენ არავინ არ ხარ,

ჩემთვის.

მე შენ არ გიცნობ, არ გცნობ.

წლობით ნაშენები ილუზიები, ერთ წამში გაქრა.

როცა დაგინახე და

ვერ გიცანი. 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s