Overthinking.

large (11)

და შენ პირველად, ჩემს ფიქრებში უფრო მეტი ხარ, ვიდრე მე.
არ მეკარება ძილი, რადგან ვერავინ გაბედავს ახლა ჩვენს დაშორებას.
ყველაზე შორს ხარ ჩემგან, ფიქრებით, ფიზიკურად.. ყველაზე შორს.
ვიდრე აქამდე ყოფილხარ,
იქამდეც კი, ვიდრე შევხვდებოდით ამ ცხოვრებაშიც ერთმანეთს. 
შორს ხარ, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ ასეთი ერთი.
რადგან შენ ჩემს ფიქრებში უფრო მეტი ხარ, ვიდრე მე. 
მუსიკას ვერ ვუსმენ,
ვერ გაბედავს მელოდია, სხვადასხვა ტექსტები, შემოვიდნენ ჩემს გონებაში
და გაგწიონ გვერდით.
მე ვერც ყავას ვსვამ, არც საჭმლის სურვილი მაწუხებს,
რადგან ვინახავ ჩემს ტუჩებს, რომ ჯერ შენ შეგეხონ და მერე სხვა ყველაფერ დანარჩენს. 
ადგილს ვერ ვპოულობ, მე დავძრწივარ აქეთ–იქით, 
ვეღაც ვსუნთქავ,
მხოლოდ სიცივე მოდის ჩემამდე, რადგან შენ ხარ ასე შორს..
და მე მცივა, 
სიცივე ერთადერთია რაც გგავს,
ამიტომ ბედავს ასე უტიფრად ჩადგომას ჩვენ შორის. 
ის მეხვევა შენს მაგივრად
და მე უბრალოდ ვკანკალებ.
ერთადერთი რასაც ახლა ვეძებ შენ ხარ, შენი ღიმილი ისევ,
შენს უჟურ სახეზე. 
ვეძებ მხოლოდ შენს ღიმილს, ჩემზე ნუ ღელავ, ჩემიც გვერდით უდევს შენსას.
მარტოობას ვეღარ ვგრძნობ,პირიქით, ლამის გავგიჟდე ამ სიგიჟით.
არ მასვენებენ ხმები, რომლებიც არ გვანან შენსას.
აქაც უნდა ვეძებო ალბათ, შვება სადღაც შენს ხმაში. 
სევდაც ვერ მეკარება, რადგან როცა მიახლოვდება ხედავს, რომ 
არასდროს არ ყოფილხარ ჩემს ფიქრებში იმაზე მეტი, ვიდრე მე. 
შენი ნახვიდან სამი დღის მერე, 
გაქრა გარშემო სამყარო,
კარგიც და ცუდიც,
მონატრებაც და
სიყვარულიც. 
და დარჩი მარტო შენ,
ჩემ ფიქრებში, ჩემზე მეტი. 

არაუშავს.

ყველა სიმღერის ტექსტში ვეძებ სიტყვას, ფრაზას რომელიც აღწერს ახლა რა ხდება..
ყველა სიმღერაში ვეძებ ემოციებს რომლებიც აღარ მაქვს, სიყვარულს რომელსაც ვეღარ განვიცდი.
ყველგან ვეძებ, ყველგან, იმ რაღაცას რაც “გულით მინდა”
მაგრამ არ ვიცი როგორი გრძნობაა როცა გულით გინდა,
მხოლოდ გონების ხმა ჩამესმის რომ, არა შენ ის არ გჭირდება, მარტო ყოფნა ჯობს.
დღეს განსაკუთრებით მენატრები ნოა..

tumblr_mwsc17foE21sh7382o1_500
––

ერთი დღე მე და “ნოას” ცხოვრებიდან.

ყველას გამოგიცდიათ ხომ ეს? როცა დილით არ ხარ მთლიანად გამოფხიზლებული, ვერ იაზრებ რა დღეა, რიცხვი, საათი, გონებაში მხოლოდ მისი სახელი ან სახე ან რამე მასთან დაგავშირებული გიტრიალებს..
იმ დღესაც ასე იყო, ჩვენ ერთამანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით, მაგრამ არასდროს გაგვიღვიძია ერთდროულად, ერთად.
ის ყოველთვის უფრო ადრე იღვიძებდა, ჩემზე ადრე–ჩემს გონებაში, მასზე ადრე– ჩემს გონებაში.
ყველა დღე ასე იწყებოდა, რამდენიმე თვის განმავლობაში, ან იქნებ წლის.. აღარ მახსოვს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით და უკვე არეული მქონდა რიცხვები ერთმანეთში, ან რა მნიშნვნელობა აქვს დროს? როცა ერთი დღე საუკუნეს ნიშნავდა მასთან.

არც ყავას ვუდუღებდი დილით, არც იმაზე ვოცნებობდი ბლინები მიმეტანა მისთვის საწოლში და ცხელი შოკოლადი.საერთოდ არაფერზე ვოცნებობდი რაც მას ეხებოდა. რატომ?
სხვანაირი იყო ყველაფერი, არა–ჩვეულებრივი, არაფერი მინდოდა მისგან სანაცვლოდ, არც მე ვაპირებდი მისთვის რამის მიცემას, ჩვენ უბრალოდ ვიყავით ერთად და..

დილას ერთად გავედით სახლიდან, სკოლაში მივდიოდით, არც სკოლა მიყვარდა იმ პერიოდში და არც გარშემო არაფერი, მხოლოდ მე და ნოა ვიყავით ერთად.
გადავწყვიტეთ გაგვეცდინა გაკვეთილები და ეს დღე ყოფილიყო ჩვენი.
რა თქმა უნდა საყვარელ ადგილას წავედით, გაგიკვირდებათ და იმ პატარა სასაფლაოზე რომელიც ჩემს სახლთან ახლოსაა და სადაც მზე ყველაზე ლამაზად ანათებს.
მზიანი ამინდი იყო, სულ დამავიწყდა მეთქვა, მგონი ზამთარი იყო და სულაც არ ციოდა..
ჩვენ საყვარელ ადგილას დავსხედით, საიდანაც პატარა სახლები მოსჩანდა და სიმშვიდე ისმოდა,
ხმა არ ამოგვიღია არსერთს, ვისხედით გაუნძრევლად რამდენიმე საათი და ვუყურებდით ამ სიმშვიდეს.
მერე წამოვწექი და მუხლებზე დავადე თავი, თმაზე ნაზად გადამისვა ხელი და მითხრა რომ “არაუშავს”
ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, მაგრამ უსიტყოდ მჯეროდა მისი და დავიჯერე, რომ არაუშავს..
გამიღიმა და ახლა თვითონ გახედა პატარა სახლებს, მე ცას ვუყურებდი და ხმამაღლა ვუთხარი, მერედა როგორც უშავს ნოა..
ცოტა ბრაზმა გადამირბინა სახეზე,
მისი მშვიდი სახე კი ყველაფერს აქრობდა,
“ყველაფერი შეიცვლება, მთავარია გჯეროდეს”
ისევ გადამისვა ნაზად ხელი თმაზე და ღმად ამოისუნთქა,
მჯერა,მჯერა.. ჩავილაპარაკე ჩუმად და თვალები დავხუჭე როცა ნიავმა დაუბერა,
ნოამ კი სახეზე დამაფარა ხელი და სიცილით მითხრა, ხომ შეგპირდი რომ ცივ ნიავსაც არ მოგაკარებდი.
გამეღიმა და კიდევ ერთხელ ვიგრძენი ნოა გონებაში.

tumblr_mx3j5wrvr81sh7382o1_500

6 საათის შემდეგ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი და წამოვჯექი, მშვიდად, მოჭუტული თვალებით( რადგან მზე მანათებდა) გადავხედე იქაურობას, გავიღიმე და გვერდით ნოას გავხედე..
რა თქმა უნდა იქ არავინ იჯდა, რადგან ნოა მხოლოდ ჩემს გონებაში არსებობდა დილაობით, გაღვიძებამდე.
მე კი, შეყვარებული ვიყავი ჩემს მარტოობაზე.

ეს ყვეალფერი კი, არაუშავს..

მოგზაურობა ფოტოსურათებით

tumblr_m22jwcLmib1qd44iao1_500

არსებობს ფოტოები, რომლის დანახვაზეც შეიძლება რაღაც გაგახსენდეს, მოგენატროს, მოგინდეს. არის ფოტოები რომლის დანახვაზეც გახსენდება ვინმე, რამე. და კიდევ არის ფოტოები რომლის დანახვაზეც გინდება იქ ყოფნა, თვითნ ამ ფოტოში. ეს ფოტო კი რამდენიმე კატეგორიას მოიცავს ერთდროულად.
გამახსენდა რაღაც სასიამოვნო, მაგრამ სულაც არ მომდომებია იმ დღის განმეორება, მომინდა ამ სურათში ყოფნა და კიდევ რაღაც მომინდა.
მომინდა რომ აქ გაგვევლო ერთად, მე და შენ, ხელიხელ ჩაკიდებულებს, ჩუმად და უსიტვყოდ, უბრალოდ გაგვევლო. ამ ბილიკით მივსულიყავით ზღვის პირას, ჩამოვმსხდარიყავით ნაპირზე, შენ თავი დაგედო ჩემს მხარზე და გეთქვა რა სიმშვიდეაო. მერე ხელი მომეკიდა ხელზე და მეპასუხა, ჰო,საოცარი სილამაზეა. რამდენიმე საათი ასე გაუნძრევლად და ჩუმად ვმსხდარიყავით, მერე მოგვბეზრდებოდა ეს სიჩუმე და დავიწყებდით ლაპარაკს, ჯერ იმაზე თუ რა ლამაზია სკარლეტი და იმაზე ვიჩხუბებდით რა დაგვერქმია ჩვენი ფისოსთვის. ისევ ამოვივლიდით ამ ბილიკს, უკვე ჩაბნელებული იქნებოდა ყველაფერი, რა თქმა უნდა სავსე მთვარე გადმოგვყურებს ციდან. შეგვცივდება მერე, მოგეხუტები და ასე მოხუტებულს მიგაცილებ სახლამდე.
მერე, სახლის ისტორიას სხვა ფოტოზე გავაგრძელებ.
Continue reading

We Might Be Dead By Tomorrow

1

დილით ფანჯრებიდან შემოსული სითბო.
შენს გვერდით გაღვიძება.
ისევ გადაძრობილი საბანი და ჩვენი გაყინუსი სხეულები, აზრადაც არ მოგსვლია არცერთს, რომ გაგვეთბო ერთმანეთი.
იღვიძებ, მკოცნი ნაზად და სწრაფად, თითფოს ჩვევაში გაქვს ეს და ასე იქნება მთელი ცხოვრება.
იცვამ თხელ, ფრიალა კაბას, მე საწოლიდან გაკვირდები როგორი თხელი და თეთრი ფეხები გაქვს.
წვრილი წელი და ნაზი ზურგი, ორი ნაჩხვეტი კუდუსუმის ძვალთან, აღმაგზნებ.
არც ადგომა მინდა და არც ის რომ სახლიდან წახვიდე, მინდა დავრჩეთ ერთად, სამუდამოდ.
ჩემი სურვილის საწინააღმედოგ ვდგები და მეც შენსავით თხელ, ფრიალა კაბას ვიცვამ, შენი ყვავილებიანია, ჩემი ზოლებით.
ხელი მომკიდე და სამზარეულოში გამიყვანე, ჯერ არცერთს არ გვითქვამს არაფერი.
ყავის გაკეთება დაიწყე, მე სკამზე ჩამოვჯექი და გარეთ ვიყურები, ვცდილობ მზეს გავუსწორო თვალი.
ყავა მომიტანე, ჩემს წინ დაჯექი, ნაზად შემომხედე და მითხარი “დილამშვიდობისა”
შენი სიტყვების გაგონება ნამდვილი გამოღვიძება იყო.
ტვინის აფეთქება, გულის აჩქარება, სისხლის სწრაფი მოძრაობა, ესაა ალბათ სიყვარული.
ის, რომ მე არ გეუბნები დილამშვიდობისას, უბრალოდ გიღიმი.
ყავა დავლიეთ, არაფერი გვითქვამს, სალაპარაკო თემა არ გვქონდა თითქოს.
ჩანთა აიღე და კარებისკენ წახვედი, მე ჩუმად, სევდიანი თვალებით გიყურებდი, თითქოს შეგეცოდებოდი და დარჩებოდი.
სახელურს ხელი მოკიდე, შეჩერდი, თავი ჩემსკენ შემოაბრუნე და დამემშვიდობე, ნაზად გამიღიმე, თავი ჩახარე და კარები გამოაღე..
მე წამოვხტი, ხელი მოგკიდე ხელზე, დარჩენა გთხოვე, კიდევ ერთი დღით.
ვერ მითხარი უარი, ვიცი, შენც გინდოდა დარჩენა.
Continue reading

let’s start with ‘forever’

პეპლები.
მივიხედ-მოვიხედე.
ჩემს ჭაღს პეპლები ახატია, ახლა შევამჩნიე.
მოშორებით, საწოლზე ჩემი დიშვილის “ფრთები” დევს. ლამაზი, მხრებზე გასაკეთებელი,თეთრი, პეპლის ფრთები.
კედელზე ბავშვობაში დიდი ყვავილი დავხატე, ყვითელი, ვითომ გვირილაა, მერე ზედ პეპელა მივახატე, ვითონ ყვავილზე ზის.
პეპელა, რამდენიმე დღე ცოცხლობს, როგორ ახერხებს, როგორ ასწრებს ნეტა ყველაფერს?!

რომ ვიცოდე რამდენიმე დღეში ვკვდები, ნეტა რას გავაკეთებდი?
პეპელა რომ ვიყო, დაბადებიდან 3 დღე რომ მქონდეს.
ვიცი რასაც გავაკეთებდი, ავიღებდი სიგარეტს, ყავას და შოკოლადს, ჩავრთავდი ლეძეპელინს და მოვუსმენდი.
სამივე დღეს ამაში გავატარებდი ალბათ, ოთახიდან გამოუსვლელად!
აღარ მომიწევდა ადამიანების გაცნობა, მერე მათი შეყვარება ან პირიქით, მერე მათი დაკარგვა და ახლის პოვნა, აღარ მომიწევდა მათი მოსმენა და ფიქრი იმაზე თუ “პორკე, ჩელავეკ, პორკე!”
ცხოვრება იქნებოდა მარტივი, სასიამოვნო, მოკლე და უპრობლემო.
ვის არუნდა ასეთი ცხოვრება?
ალბათ იმას, ვისაც ისედაც ყველაფერი კარგად აქვს ყოველთვის და ამას 3 დღე კი არა, წლობით განიცდის, ამ სიმშვიდეს.
ყველაზე მეტად კი ცხოვრებაში ზიზღი მაშინებს, ვინმესადმი. მე რომ ვერმიტანდნენ გადავიტან, მაგრამ არმინდა მე შემზიზღდეს ვინმე.
პეპელა რომ ვიყო, აღარ გამოვცდიდი იმ 5 ეტაბს რასაც ადამიანები ვინმე ძვირფასის დაკარგვის დროს განიცდიან..

1. უარყოფა
2. ვბრაზდებით ირგვლივ ყველაზე, ყველაფერზე და საკუთარ თავზე
3. ვიწყებთ ბედთან ვაჭრობას
4. სასოწარკვეთილება
5. აღიარება, შეგუება..

(ც) გერის ანატომია

ყველაფერი კარგად იქნებოდა სულ 3 დღით რომ მეცხოვრა, თან ისე, რომ მცოდნოდა 3 დღე და ვსო.
თუნდაც 5 დღით, ოღონდ არა 18 წელი და არა იმის ცოდნით რომ კდიევ დიდხანს ვიცხოვრებ.
მაგრამ ვინ თქვა რომ მე კარგად ყოფნა მინდა?
ან სიმშვიდე და უინტერესო ცხოვრება?
მთავარი კაიფი ხომ იმაშია,როცა არიცი წინ რამდენი დღე გელოდება. სიამოვნება ადამიანების დაკარგვაშია და სხვების პოვნაში.
სიამოვნება ის მეხუთე ეტაპია, როცა ვაღიარებთ, ვეგუებით და თავიდან ვიწყებთ.
რა საოცარი რამეა, პოსტის წერის დროს ცუდად ვარ, როცა ვიწყებ ვიცი რო ბოლოში ცუდად უნდა დავამთავრო, დეპრესიული დასკვნა გამოვიტანო და თავი მოვიკლა 15 წუთში. მაგრამ ამ საუბარში ვხდები რომ არა, კიდევ დარჩა რაღაც რაც უნად გავაკეთო, რაც უბრალოდ უნდა გავაკეთო, თუნდაც უმიზეზოდ, თუნდაც მარტომ. უნდა, უნდა ვიცოცხლო.
და პოსტს სათაურსაც შევუცვლი, იმიტომ რომ ეს ის არაა რისი თქმაც მინდოდა.
ეს ესაა რასაც ვერ გავექცევი.
life.

გამარჯობა, როგორ ხარ?!

-Nothing hurts more than waiting since I don’t even know what I’m waiting for anymore.

ნეტა თუ შევხვდებით ოდესმე ერთმანეთს?!
ნეტა თუ მეტყვი, გამარჯობა, როგორ ხარ?
ნეტა თუ გიცნობ ამდენ ხალხში, თუ გიგრძნობ..
ოდესმე დავიძნებთ ერთად? ვნახავ შენს თვალის გახელას?
დილით ყავას მომიტან?
დამელოდები სამსახურის მერე სახლში, წყალს მომიტან?
დივანზე თუ ჩამეძინა გადამაფარებ?
დამიბრუნდები, ნეტა..
გზაში რომ შემხვდე, მორიგი გამლელივით, თუ გიცნობ ნეტა..
დაგესიზმრები როდესმე?
გავხდები შენი ფიქრი, სულ ერთი წამით..
წამიც ბევრია.
სასწაულების თუ გჯერა?
დაბრუნებების და თავიდან დაწყებების?!
როდესმე თუ გნახე, მეტყვი რამეს? მეტყვი, გამარჯობა, როგორ ხარს?
სასწაულები არ ხდება.
შენ არ დაბრუნდები.
ადამიანის გუნება მაინც ასეა მოწყობილი, ის უნდა რასაც ვერასდროს მიიღებს, ამიტომ სულ ელოდებიან ვიღაცას/რაღაცას.
მაგრამ, მე ადამიანი არ ვარ, მე იგი ვარ.
მე არ გელოდები, ვიცი რომ ეს ყველაფერი აღარ მოხდება..

კარგი, გატყუებ.

მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..

– მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..
– რა გაზაფხული, თოვლის სუნი აქვს, ცივი..

შემოდგომამ მყარად შემოაბიჯა ქუჩებში, წვიმა გახშირდა, ფოთლები კი დათხელდა..
შემოდგომის სუნიანი სიყვარული იდგა ერთ-ერთ უბანში.
ცა დილაობით ფოთლებივით აყვითლ-გაწითლდებოდა და კარგა ხანს იყო ასეთი, მერე ცისფერში გადადიოდა და საღამოს
ისევ უბრუნდებოდა მოწითალოს..

– 5 ზე შევხვდეთ და სახურავზე ავიდეთ, გინდა?
– სახლიდან როგორ გამოვიდე?
– საბნის ქვეშ შედე ბალიშები და შენებს შენ ეგონები, სანამ გაიღვიძებენ იქმადე დაგაბრუნებ სახლში..
– კარგი მაშინ რამდენიმე საათში შევხდებით, ძილინებისა..

ხუთს აკლია თხუთმეტი (სმს მოდის)
” ჯერარგათენებულიდილამშვიდობისა, ჩაიცვი და გამოდი, გარეთ გელოდები”

– ტარამ, ტარამ, როგორ მეძინება.. წამო ავიდეთ, გასაღები შენ გაქვს ჰო?

– არ დაგიცურდეს ფეხი, ხელი მომკიდე.

– ვაჰ საბანიც ამოგიტანია და სიგარეტი, ეს რა არის?
– ცხელი ყავაა, უშაქრო, შენ რომ გიყვარს ისეთი.. დაჯექი და მოემზადე, მალე ამოვა..

– რა ლამაზია შეხედე.
– ვხედავ..
– რაკარგი სუნი აგდის, მანახე აბა კისერი..
– შენი ნაჩუქარი სუნამო მასხია..
– მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..
– რა გაზაფხული, თოვლის სუნი აქვს, ცივი..

მზე ამოვიდა.


სიყვარული ცამდე და იმის ზემოთაც!

ვინც კითხულობთ ჩემს ბლოგს ალბათ იცით ვინ არის ნათია, ჩემი დაქალია. ნუ ის დაქალზე მეტია, ჩემი ყველაფერია, სულიერი მეგობარი, სიხარული და ა.შ. გუშინ ვიჩხუბეთ, ვიეჭვიანე სხვა მეგობარზე)) მოკლედ აი ასე შემომირიგა. ეს დაწერა ჩემზე:

***

ის რასაც ქვია სუნთქვა… ის რასაც ვეძახით ბედნიერებას… ის რაც არსებობს მხოლოდ გულში… გინდა ერთად გავიქცეთ? გინდა ვირბინოთ? ვიხტუნაოთ, ვიჭიდაოთ, ვიწუწაოთ. გავაფუჭოთ, ვითამაშოთ, გინდა?
…. გინდა? გინდა ჩაგეხუტო? გინდა გაკოცო? გინდა შენი ვიყო? გინდა სულ ერთად ვიყოთ და არასდროს დაგტოვო? შენი ერთადერთი ნაკლი იცი რა არის? ის რომ ნაკლი არ გაქვს… მინდა შენთან ერთად ნაწვიმარ ქუჩებში სეირნობა, მინდა შენთან ერთად რომანტიული ფილმის ყურება და მერე ერთად დაძინება. მინდა შენთან ერთად ღამე ბალახზე წოლა და ვარსკვლავების ყურება. მინდა შენთან ერთად ზღვაში ცურვა. მინდა შენთან ერთად ყავის დალევა. სუნის შეგრძნება, მუსიკის მოსმენა, მინდა შენთან ერთად ქუჩაში ხეტიალი უმისამართო ობოლი ბავშვივით. მინდა თმაში ყვავილები ჩაგიწნა, მინდა ერთად გავიქცეთ დედამიწიდან. მინდა ავაშენოთ პატარა სახლი, სადაც ვიცხოვრებთ მე და შენ ერთად. მინდა შენი სუნი მეცემოდეს მუდამ, მინდა… მინდა… მე უბრალოდ მინდა შენთან!

***

ეს კიდე ჩემგან მას:

მინდა, ვიყვირო ბოლო ხმაზე, თუ როგორ მიყვარხარ..
მინდა ყოველ დღე მესმოდეს შენი ხმა, მინდა სულ გხედავდე, შენთან ერთად გადავიტანო ყველაზე ცუდიც და ყველაზე კარგიც.
მინდა, რომ შენ დაგირეკო პირველს როცა ოცნება ამიხდება, მინდა შენ გახარო რომ ბედნიერი ვარ. მინდა შენ იჯდე ჩემს საწოლთან, სავაადმყოფოში, თურამე მომივა და როცა გავიღვიძებ მინდა რომ შენ დაგინახო პირველი.
მინდა ვარსკვლავები დავითვალოთ და მერე ყველაზე ლამაზი შენ გაჩუქო.
….
ვიცი შენი გამოხედვა, ნაცნობი თვალები, ლამაზი.
ვიცი რისი თქმაც გინდა ხოლმე მაგრამ ვერ ბედავ, ვიცი რატო წევ ტუჩებს წინ და თავს ქვემოთ რატომ ხრი ხოლმე.
მე შენ გიცნობ და მე შენ მიყვარხარ.

მოგვიტევეთ ეს ბანალურობა.
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს!
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤

დილამშვიდობისა (?)

ღრმად მეძინა, მთლიანად ვიყავი ჩაძირული ტკბილ სიზმარში, ბალიშს ვეხუტებოდი და არ მინდოდა გაღვიძება. თავს ისე კონფორტულად ვგრძნობდი, აი მთელი სხეული ისვენებდა. კარები დედაჩემმა შემოაღო და რაღაც მითხრა, გამეღვიძა და დამავიწყდა სიზმარიც. გამოვფხიზლდი და დაძაბული ვიწექი, გაშეშებული.. გადავტრიალდი და ისევ ჩამეძინა. ცოტახანში მამაჩემმა გამაღვიძა და გაბრაზებული ავდექი. მარტო კაბა ამოვიცვი, ზემოთ ჩემი “პიჟამო” მეცვა, გახეული, ბრეტელებიანი მაიკა, თეთრი და შავი კუბუკებით. აბაზანაში შევედი და სახეზე წყალი შევისხი, უჰ თვალები მეწვოდა. მაისურით გავიმშრალე სახე, პირსახოცის აღება ისევ დამავიწყდა. მამაჩემი იყო მარტო, მეჩხუბა ჩაიცვი რას გავხარო. თმა საოცრად მქონდა)) გაბურძგნული, დახვეული და ერთმანეთში გაბლანდული.. სხვა მაიკა ჩავიცვი და მივალაგე ოთახი.

მომშივდა, გავაღე მაცივარი და.. ეჰ, აქეთ ქათმის ხორცი, იქით სოსისი, ძეხვი, საყინულეც გატენილი იყო ხორცით. და მხოლოდ პომიდორი იდო, დავეჭვდი ამაშიც ხომ არ არის ნეტა ხორცი –მეთქი. ა ჰო ხორც აღარ ვჭამ, უკვე 2 თვეა.. ადრე თითქმის ერთი წელი არ მიჭამია, მაგრამ მერე ასეთმა ხორცით გაჭედილმა მაცივარმა მაცდუნა. ავიღე პომიდორი, დავჭერი, ზემოდან მაიონეზი მოვასხი, ცოტა ზეთი და სხვანური მარილი. მამაჩემი გველებზე უყურებდა რაღაც გადაცემას, დამაინტერესა და მივუჯექი მაგიდას, თან ვჭამდი. მამაჩემს აშკარად არ ესიამოვნა ჩემი იქ ყოფნა და სხვა არხზე გადართო. მეც სხვა ოთახში გავედი და თან წყალი დავდგი გაზზე. ჩავრთე კომპიუტერი, ფეისბუქზე დავბოდიალობდი.. მერე გამახსენდა ბლოგი და აჰა ვწერ ახლა პოსტს… არგაინტერესებთ ალბათ როგორი დილა მქონდა და დიდიხანია შეწყვიტეთ პოსტის კითხვა, მაგრამ მე მაინც გავაგრძელებ შენთვის. შენ ხომ ერთადერთი ხარ ვინც ბოლომდე წაიკითხა.
წყალი ადუღდა და ყავა გავიკეთ, ჩემს ახალ, მარწყვებიან ჭიქაში ❤
რო მომქონდა ნახევარი გზაში დავაქციე..
კარგი მეყოფა, ნახევრად მძინავს, ყავაც დამილევია ბოლომდე.
თუ გამოჩნდება ჩემი მუზა (ლილი) მოგწერ რამეს.
ბედნიერ დღეს გისურვებ.
დროებით.
სიყვარულით, ნათია.