Demons..

tumblr_mm7xn5hdvo1s54m99o1_1280მოდიხარ, ხელს თმაში მიცურებ და დამჭკნარ ყვავილებს მაყოლებ ნაწნავებში.
მეფერები, მივლი, არასდროს არ მშორდები გვერდიდადნ..
რა უნდა იყოს იმაში გასაკვირი, რომ შეგეჩვიე და უკვე ვერ წარმომიდგენია შენს გარეშე ვერაფერი.
და რომ იცოდე, როგორ მაშფოთებს შენი არ ყოფნა სადმე.
რასაც ეხები ყველაფერს  ართმევ სიცოცხლის უნარს. 

Continue reading

It’s All Gone

უფრო მარტივია, გაქრე, ვიდრე იარსებო. 

ეს ყველამ იცის, ეს ყველას გამოუცდია. 

თუმცა.. გააქრო სხვა, ბევრად რთულია, როცა ის არსებობას ლამობს.

 

რა ხდება მაშინ, როცა  არ უნდა დარჩენა, მაგრამ ვერ მიდის?!

Continue reading

Take me

ასე მგონია, სადღაც მიწის ქვეშეთში მე და შენ ვისჯებოდით დიდი ცოდვებისთვის,
ბევრი წამების მერე კი დავნებდით და უბრალოდ მივესალმეთ ერთმანეთს.
ჩვენი სიამაყე ერთადერთ იყო რაც მაშინ გვქონდა, Continue reading

Oh…Shit!

large

თითქოს ისევ ერთი წლის ვარ და სიარულის დაწყებას ვცდილობ.
ნაბიჯებს ვდგამ ფრთხილად და შიშით, მეშინია რომ დავეცემი და რამეს ვიტკენ.
არა, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს წავიქეცი უკვე, ყველაფერი მეტკინა და ახლა უბრალოდ არ ვიცი, როგორ ავდგე.
რა სასაცილოა, ყოველთვის ყველაფერი მე მემართება, თითქოს ფილმის გმირი ვარ და ყვეალფერი რასაც წარმოიდგენ, ცუდს რა თქმა უნდა, თან ფიქრობ, რომ არა ასეთები საერთოდ არ ხდება ცხოვრებაში და მხოლოდ წარმოსახვაა, ბახ, მეორე დღეს ზუსტად ის გემართება რაც შეუძლებელი გეგონა.
აი, ვზივარ მე, სრულიად განადგურებული, ტირილის თავიც რომ არ მაქვს, ვუყურებ “სექსი დიდ ქალაქში”_ს მეორე სეზონის პირველ სერიას, რადგან პირველ სეზონს გუშინ ვუყურე მთლიანად, და ვფიქრობ რომ მეც ამ 4 მარტოხელა გოგონას ნაწილი ვარ, ამ 4 გოგონასი კი არა მთელი მანჰეტენის ნაწილი, მთელი სამყაროსიც. მეც იგივე ისტორიები მემართება, სულ სხვა ქვეყანაში, სხვა დროში, სულაც არ მაცვია დოლჩე და გაბანას ფეხსაცმელები და არ მაქვს სექსი პირველ პაემანზე, მაგრამ მაინც მემართება. როგორც ქერის, მეც მყავს ჩემი “ოცნების მამაკაცი”, რომელიც არ მეუბნება რომ მე ვარ მისი ერთადერთი, ისიც ჯდება მანქანაში, ან ავტობუსში და მტოვებს ტროტუარზე, განადგურებულს და თან მიაქვს ჩემი ყველა იმედი და რწმენა, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს.
ამის მერე რა მელოდება? Continue reading

Overthinking.

large (11)

და შენ პირველად, ჩემს ფიქრებში უფრო მეტი ხარ, ვიდრე მე.
არ მეკარება ძილი, რადგან ვერავინ გაბედავს ახლა ჩვენს დაშორებას.
ყველაზე შორს ხარ ჩემგან, ფიქრებით, ფიზიკურად.. ყველაზე შორს.
ვიდრე აქამდე ყოფილხარ,
იქამდეც კი, ვიდრე შევხვდებოდით ამ ცხოვრებაშიც ერთმანეთს. 
შორს ხარ, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ ასეთი ერთი.
რადგან შენ ჩემს ფიქრებში უფრო მეტი ხარ, ვიდრე მე. 
მუსიკას ვერ ვუსმენ,
ვერ გაბედავს მელოდია, სხვადასხვა ტექსტები, შემოვიდნენ ჩემს გონებაში
და გაგწიონ გვერდით.
მე ვერც ყავას ვსვამ, არც საჭმლის სურვილი მაწუხებს,
რადგან ვინახავ ჩემს ტუჩებს, რომ ჯერ შენ შეგეხონ და მერე სხვა ყველაფერ დანარჩენს. 
ადგილს ვერ ვპოულობ, მე დავძრწივარ აქეთ–იქით, 
ვეღაც ვსუნთქავ,
მხოლოდ სიცივე მოდის ჩემამდე, რადგან შენ ხარ ასე შორს..
და მე მცივა, 
სიცივე ერთადერთია რაც გგავს,
ამიტომ ბედავს ასე უტიფრად ჩადგომას ჩვენ შორის. 
ის მეხვევა შენს მაგივრად
და მე უბრალოდ ვკანკალებ.
ერთადერთი რასაც ახლა ვეძებ შენ ხარ, შენი ღიმილი ისევ,
შენს უჟურ სახეზე. 
ვეძებ მხოლოდ შენს ღიმილს, ჩემზე ნუ ღელავ, ჩემიც გვერდით უდევს შენსას.
მარტოობას ვეღარ ვგრძნობ,პირიქით, ლამის გავგიჟდე ამ სიგიჟით.
არ მასვენებენ ხმები, რომლებიც არ გვანან შენსას.
აქაც უნდა ვეძებო ალბათ, შვება სადღაც შენს ხმაში. 
სევდაც ვერ მეკარება, რადგან როცა მიახლოვდება ხედავს, რომ 
არასდროს არ ყოფილხარ ჩემს ფიქრებში იმაზე მეტი, ვიდრე მე. 
შენი ნახვიდან სამი დღის მერე, 
გაქრა გარშემო სამყარო,
კარგიც და ცუდიც,
მონატრებაც და
სიყვარულიც. 
და დარჩი მარტო შენ,
ჩემ ფიქრებში, ჩემზე მეტი. 

ჩვენ ვცხოვრობდით

1622644_711556968896499_1968842961_n
Continue reading

დამსდევ


ოდესღაც.
ადრე.
წარსულში.
ერთხელ.
გუშინ.
შარშან.

564677_546022935438213_1165442426_n

ის რაც უკან დარჩა, ყველაფერი როგორი არა–რეალურად გვეჩვენება, თითქოს არც უარსებია როდესმე და მხოლოდ ჩვენშია.
ის რაც კვალს არსად ტოვებს, მხოლოდ შენს შიგნით, მხოლოდ ნაჩუქარი ნივთების სახით.
დილას თვალებს ახელ და ცხოვობ იმ ცხოვრებით რომელიც დღეს გაქს, ამ წუთას, და სულაც არ გახსოვს ის დღე როცა
თვალების გახელის დროს სულ სხვაზე ფიქრობდი.
და ეს ყვეალფერი დარჩა იქ:
“ოდესღაც.
ადრე.
წარსულში.
ერთხელ.
გუშინ.
შარშან.”

არასდროს წარმოგედგინა “ოდესღაც” – ში, რომ შენ სხვა გეყვარებოდა, სხვაზე იფიქრებდი და იოეცნებებდი, სხვისი ნახვა გაგახარებდა, რომ როდესმე დამთავრდებოდა ეს დღეები. მაგრამ სულ გვავიწყდება, რომ არაფერია მარადიული.
ყველაფერი კი უკან რჩება.
მობეზრებული მქონდა შენი სახე, სუნი, გამოხედვა, ახლა კი ვეღარც ვიხსენებ შენი თვალების ფერს, ხმის ტემბრს და თითების სიგრძეს.
ნელ–ნელა ვიაზრებ უკვე რომ ეს იყო:
“ოდესღაც.
ადრე.
წარსულში.
ერთხელ.
გუშინ.
შარშან.”

მაგრამ, ახლა უკვე აღარ ხარ, აღარ ვართ და ეს ყველაფერი, გრძნობებთან ერთად, შენს წერილებთან ერთად, ჩვენს სიცილთან ერთად და “ჩვენ რომ ვიცით” იმასთან ერთად დარჩა უკან. ნელ–ნელა იმასაც გავიაზრებთ, რომ აღარ ღირს დაბრუნება და მაგ ყველაფრის წამოღება, დაბრუნება, ის, რომ თან ვატარო ეს წარსული და მოგონებები.
და ეს ზიზღი, რაც შენში დავტოვე, ტკივილი, იმედგაცრუება, ეს არაფერს უშველის, ვერ შეამსუბუქებს ვერაფერს, უბრალოდ უნდა
აღიარო და შეეგუო, შენც და მეც, რომ
ოდესმე ყველაფერი მთავრდება.

და შენ, დარჩი ჩემთან,
სამუდამოდ.
ჰო, შენ.
იმედი რომ გქვია,
იმედი, რომ ერთხელ, რაღაც ლამაზი,
არ დამთავრდება
და იქნება სულ.

მე ნაძირალა ვარ

tumblr_mem4s4vYPY1rljfj4o1_500_large

მე ნაძირალა ვარ მე სალახანა ვარ მე არამზადა ვარ
მე თვალთმაქცი ვარ მე ცბიერი ვარ მე გულჩათხრობილი ვარ მე საძაგელი ვარ
მე ახირებული ვარ მე ბუტია ვარ მე აუტანელი ვარ მე ქედმაღალი ვარ
მე მუდამ უკმაყოფილო ვარ მე პირქუში ვარ მე ავი ვარ მე გაბრაზებული ვარ მე აგრესიული ვარ
მე ეჭვიანი ვარ მე მეწვრილმანე ვარ მე ძუნწი ვარ მე ურცხვი ვარ მე უხამსი ვარ
მე ჩაკეტილი ვარ მე უკარება ვარ მე არაკომუნიკაბელური ვარ მე ფიცხი ვარ მე საზიზღარი ვარ
მე უცნაური ვარ მე თავშეუკავებელი ვარ მე ენაბლუ ვარ მე ძველმოდური ვარ
მე ბიწიერი ვარ მე გაფუჭებული ვარ მე გარყვნილი ვარ მე ცინიკური ვარ მე ავხორცი ვარ
მე ეგოისტი ვარ მე ანგარებიანი ვარ მე თვითმოყვარე ვარ მე ამპარტავანი ვარ მე ხარბი ვარ მე საშინელი ვარ
მე გულქვა ვარ მე უგულო ვარ მე სასტიკი ვარ მე უნამუსო ვარ მე უტიფარი ვარ
მე ნერვული ვარ მე ფეთქებადი ვარ მე უსამართლო ვარ მე შურიანი ვარ
მე დაკარგული ვარ მე დაღუპული ვარ მე უიმედო ვარ

შეუძლებელია ჩემთან ყოფნა ერთ კომპანიაში
ერთ ოთახში
ერთ ლოგინში
ერთ აბაზანაში
ერთ ტუალეტში
შეუძლებელია ჩემთან რამეზე საუბარი
შეუძლებელია ჩემი გადარწმუნება
შეუძლებელია ჩემთვის შეკითხვის დასმა
შეუძლებელია რამე დამიმტკიცო
შეუძლებელია ჩემი გამოსწორება
შეუძლებელია ჩემი ხელახლა აღზრდა
შეუძლებელია ჩემი გადაკეთება
შეუძლებელია ჩემი გადაჩვევა
ჩემთვის სიტყვის თქმაც კი შეუძლებელია
ჩემთან კამათს აზრი არა აქვს
ჩემს დარწმუნებას აზრი არა აქვს
არც კარგი მესმის
არც ცუდი მესმის
მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ
მე მტაცებელი ცხოველი ვარ
მე ნაძირალა ვარ
მე ნაგავი ვარ

და სწორედ ამიტომ
მე მოვითხოვ რომ თქვენ გიყვარდეთ
მე მოვითხოვ რომ თქვენ ყველას გიყვარდეთ
მე მოვითხოვ რომ თქვენ უკლებლივ ყველას გიყვარდეთ
რომ თქვენ ყველას გიყვარდეთ სიცოცხლეზე მეტად
რომ თქვენ მხოლოდ მე გიყვარდეთ
რომ თქვენ თაყვანს მცემდეთ
რომ თქვენ მაღმერთებდეთ
რომ თქვენ ხელით მატარებდეთ
რომ თქვენი მომაკვდინებელი სიყვარულის მარწუხებში ამომხდეს სული.


– ვალერი ნუგატოვი (თარგმანი – გ.ხასაია გ.წურწუმია)

მისი სიტყვები, ჰორიზონტს გასული და გადაკარგული..

– რას აკეთებ მანდ?
– მოიცა, ვცდილობ რამე დავწერო..
– მმ, აი ამაზე დაწერე, როგორ გიკოცნი ახლა ზურგს და როგორ გულმოდგინედ მივდივარ კეფისკენ.. –
– ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯუუულლკდდდდკ აააუუუ მაცადე თავი გავწიო კლავიატრიდანნ
– მმ და აი ისიც, მისი უდიდებულესობა – “კეფა” და რაც მთავარია.. ჩემი ყველაზე საყვარელი პიროვნება, თვით ის, შეუდარებელი “კისერი”
– ჰაჰა, კარგი მიდი შენ მკოცნე და მე თან დავწერ, ახლა რა დავწერო?
– ახლა, მმმ რო ვიმღერო დაწერ?
– თუ გარკვევით იმღერებ, კი..
– ლალ ლაალა ლალალა (არადა რაღაც რთული იმღერა)
– ჰა, ჩაიწერე?
– რათქმაუნდა ძვირფასო..
– მოიცადე ტუჩებით უნდა დავითვალო შენი ხერხემლის მალები
– ჰაჰაჰა მეღიტინება გაჩერდი..
– უი, გვერდით გადამიხვევია, უკაცრავად
– ბარემ აქ ვარ და გკითხავ, ეს ვინ გირეკავს ტელეფონზე, ახალი გინებები ვიცი, გინდა მაგაზე გამოვცადო?
– მოიცა რა, არგვინდა ახლა სხვები, მარტო მე და შენ, გადაისროლე ეგ მობილრი
– ასე უკეთესია, შემოტრიალდი რა, გაგიცვითე ზურგი, ხელები მათხოვე ახლა და ზურგით წერე
– ჰა, გადმოტრიალებულიც ვიყავი, ახლა რა დავწერო? რას აპირებ კიდე? აა წყალი უნდა მომიტანო? კარგი მიდი.
– ოხ როგორ იცი ხოლმე ეს რა.. მოგიტან ჯანდაბას
– ურა ურა
– ნახე რა მოვიტანე, გაიცანი ეს ყინულის ნატეხია, ახლა ის შენც ხერხემალზე ისრიალებს
– არ გაბედო, ააა აა გადი თორე ცუდ რამეს დავწერ შენზე!!
– მოიცა დადნეს და ენით ავაორთქლებ
– დადნა,მმ კიდე მეღიტინება..
– ახლა რა დავწერო?
– ახლა? დახურე ლეპტოპი, ის რაც ახლა უნდა ვქნა მარტო შენ მოგიყვები.
– აბა დახუჭე ლეპტოპო თვალები..