გამარჯობა, როგორ ხარ?!

-Nothing hurts more than waiting since I don’t even know what I’m waiting for anymore.

ნეტა თუ შევხვდებით ოდესმე ერთმანეთს?!
ნეტა თუ მეტყვი, გამარჯობა, როგორ ხარ?
ნეტა თუ გიცნობ ამდენ ხალხში, თუ გიგრძნობ..
ოდესმე დავიძნებთ ერთად? ვნახავ შენს თვალის გახელას?
დილით ყავას მომიტან?
დამელოდები სამსახურის მერე სახლში, წყალს მომიტან?
დივანზე თუ ჩამეძინა გადამაფარებ?
დამიბრუნდები, ნეტა..
გზაში რომ შემხვდე, მორიგი გამლელივით, თუ გიცნობ ნეტა..
დაგესიზმრები როდესმე?
გავხდები შენი ფიქრი, სულ ერთი წამით..
წამიც ბევრია.
სასწაულების თუ გჯერა?
დაბრუნებების და თავიდან დაწყებების?!
როდესმე თუ გნახე, მეტყვი რამეს? მეტყვი, გამარჯობა, როგორ ხარს?
სასწაულები არ ხდება.
შენ არ დაბრუნდები.
ადამიანის გუნება მაინც ასეა მოწყობილი, ის უნდა რასაც ვერასდროს მიიღებს, ამიტომ სულ ელოდებიან ვიღაცას/რაღაცას.
მაგრამ, მე ადამიანი არ ვარ, მე იგი ვარ.
მე არ გელოდები, ვიცი რომ ეს ყველაფერი აღარ მოხდება..

კარგი, გატყუებ.

გაახილე თვალები.

გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე?
ახლა გაიღვიძე.

– ჩაირთო და შენ ფრთხილად დაიწყე გაღვიძება.
რა კარგი რამეა ეს მაღვიძარა, რომელიც ამაზრზენი ხმით კი არა – საყვარელი სიმღერით გაღვიძებს.
თუმცა, ყოველ დილით ერთი და იგივე სიმღერა ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია.
აუცილებლად უნდა შეცვალო თორე მთლიანად მოგბეზრდება და გადაგიყვარდება.

ადექი.
ადექი.
ადექი.
ადექი.
ადექი.
ადექი?
ახლა გამოფხიზლდი და ჩიაცვი.

იმეორებს ვიღაც შენს გონებაში, ესეც მოსაბეზრებელია არა?! ყოველ დილით ვიღაცის ნაზი ხმა, ზუსტად ხუთჯერ გეუბნება რომ გააკეთო ის რაც ძალიან გეზარება. მაგრამ სხვა გზა არ არის, ხმა არ გაჩერდება სანამ არ შეასრულებ მის დაჟინებულ თხოვნას.
სამსახურჩი გაგვიანდება? არა, შენ არ მუშაობ. ეს ხმებიც ხშირად გესმის. “არ მუშაობ, არ მუშაობ. შენ არ მუშაობ”

მერე რა რომ ცივია უნიტაზი, დაჯექი, გაგვიანდება.
დაჯექი.
დაჯექი.
დაჯექი.
დაჯექი.
დაჯექი.

“ოღონდ გაჩუმდი და მაცივაშიც შევჯდები. არადა მზე ანათებს, ეს დამპალი უნიტაზი რით ვერ გათბა?! ”
დაჯექი და თან ფეხსაცმლის თასმებს იკრავ.
8:50 ისევ დააგვიანე, 9 ზე იქ უნდა იყო არადა. თუმცა სად? დიახ, სასამსახურთან დაკავშრებით შეხვედრა გაქვს. ამიტომ იცვამ ალბათ სოლიდურად.

გასაღები ავიღე?
გაზი გამოვრთე?
წყალი გადავკეტე?
მრჩება რაღაც.
არა არ მრჩება.

მანქანაში ჩაჯექი, საინტერესოა, თუ არ მუშაობ ეს მანქანა საიდან გყავს? შენმა ყოფილმა გაჩუქა დაბადების დღეზე, ამიტომაცაა დაკაწრული არა? რა ტყუილად მიატოვე, ბევრი ფული ჰქონდა, კიდე კარგ რაღაცეებს გიყიდიდა.
რატომ ჩქარობ ასე? გაგვიანდება მართალია მარა, ასე ავარიაში მოყვები.

ხმებს აღარ უსმენს, სწრაფად მიექანება დანიშნულების ადგილამდე, ყველა წითელზე გავიდა და აი უკვე უახლოვდება მარჯვენა მოსახვევიდან მერსედესი.
გზა მისია, შენ უკანონოდ მიდიხარ მის კუთვნილ გზაზე, აი ახლა დაგარტყამს, ძალიან სწრაფად მოდის შენკენ.

მიქრიხარ სწრაფად, მარჯვნივ გაიხედე რაღაც ხმაზე, დაამუხრუჭე მანქანა, გაშეშდა გარჩემო ყველაფერი და უყურებ თვალებგაფართოებული როგორ მოდის შენსკენ მერსედესი. იმანაც დაამუხრუჭა, ცდილობს როგორმე გადაუხვიოს და არ დაგეჯახოს.
მერე გაგახსენდა სიმღერა. და გაიფიქრე ” არა, მაინც ძალიან მიყვარს და არ გადავაყენებ, არ მომბეზრდება!”
თვალები დახუჭე და საჭე შენთვითონაც არიცი საით მიატრიალე, გონებაში ხმების მაგივრად სიმღერა გაისმა.. ნატრობდი ერთი საათით უკან დაბრუნებას, როცა უკვე მილიარდჯერ მოსმენილი ხმა და მუსიკა გეუბნებოდნენ:

გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე?
ახლა გაიღვიძე.

გაგიმართლა, იქით მოუხვიე სადაც საჭირო იყო, მერსედესი აგცდა და გადარჩი, გზაც გააგრძელე.
უკან ბევრი გინება გამოგაყოლეს, კარგად შეფუთულები, მაგრამ 9 საათზე უკვე დანიშნულ ადგილას იყავი.

სამწუხაროდ ამ სამსახურს კინაღამ შეეწირე, თუმცა ალბათ ღირდა, რადგან… ჰჰ, აგიყვანეს. : )

ბედნიერი ოჯახი და ნამდვილი სიყვარული))

ბედნიერი ოჯახი და ნამდვილი სიყვარული ჩემი აზრით უნდა იყოს ასეთი:

კაცისთვის:
დილით ახალ გაღვიძებულს ძალიან გშია და სამზარეულოში ახალგამომცხვარი ბლინები და ყავა გხვდება.
მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვს სამსახურში და საყვარელი ადამიანი გეტყვის რომ ყვეალფერი კარგად იქნება.
როცა დაღლილი მოდიხარ სამსახურიდან და მასაჟით გაჯილდოვებენ.
დაბადებისდღეზე იმ საათს გჩუქნის რომელიც ასე ძან გინდოდა, მაგრამ გენანებოდა ამდენი ფულის გადახდა.
როცა თავს საჭიროდ გრძნობ, მაშნაც კი როცა გძინავს.
ყოველთვის შეგიძლია სახლში დაპატიჟო რამდენიმე მეგობარი და სახლში ცივი ლუდი დაგახვედროს.
როცა თავისუფლად უყურებ ფეხბურთს და არავინ გეწუწუნება გადამირთე სერიალზეო, რადგან მასაც უყვარს ფეხბურთი და ერთად ყვირით ხოლმე “გოოლს”
როცა შეგიძლია ყვეალფერი უთხრა რასაც ფიქრობ და იცოდე რომ ყოველთვის გითანაგრძნობს.
როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ხარ და ნახულობ მის მესიჯს: “სახლში მალე მოდი, სურპრიზი გელოდება”
სახლში მისულს კი ასეთი გხვდება “წკაპ” + მშვიდი მუსიკა და რომანტიული გარემო..
როცა სასტიკად გეზარება სამსახურში წასვლა და დარჩენის მიზეზს მოგცემს..

ქალისთვის:
დილით ყავის სურნელი გაგაღვიძებს, გადიხარ სამზარეულოში და გხვდება ახალგამომცხვარი ბნილები, მარწყვით, ყავა და მაგიდაზე შენი საყვარელი ყვავილები..
როცა 8 მარტს იმ საყურეებს გაჩუქებს რომელსაც დიდიხანი უყურებდი მაღაზიის ვიტრინიდან.
როცა არ გეშინია უმაკიაჟოთ და მოუწესრიგებელს სიარული, რადგან შენ მაინც ყოველთვის სასურველი ხარ მისთვის.
როცა დაგავიწყდება უთოს გამორთვა, სახლში უნდა დაბრუნდე, მაგრამ დაგირეკავს და გეტყვის რომ მე გამოვრთეო.
როცა კვირას, დილით მზე გიჭყუტუნებს თვალებში, შენ კი ძალიან გეძინება, ადგება და ფარდავს გაწევს.
ის შენი საუკეთესო მეგობარიცაა და შეგიძია ელაპარაკო ყველაფერზე და დარწმუნებული იყო, რომ გაგიგებს.
დამღლელი დღე მარტო მაშინ ხდება სასიამოვნო, როცა მას მოუყვები ყველაფერს.
როცა პარიზში გაგზავნიან სამსახურიდან და + 1 კვირა შეიგიძია დაისვენო, მაგრამ მარტო მიდიხარ და ჩამოსულს აეროპორტში გხვდება, ხვდები ,რომ პარიზიც და დასვენებაც საშინელებაა მის გარეშე.
როცა ღამის 3 საათზე წყალი გწყურია, ადგება და მოგიტანს.
ცუდ ხასიათზე როცა ხარ მან არიცის ეს და უბრალოდ გირეკავ და გეუბნება ახალგაგონილ ხუმრობას, რომელიც სულაც არ არის სასაცილო, მაგრამ ისე ყვება მაინც იგუდები სიცილით.
სახლის გასაღებს ეძებ, გგონია დაკარგე და აღმოჩნდება, რომ მას დამატებითი გასაღებიც აქვს.


ხელის ჭუჭყი!?

გადავწყვიტე პიესა დავდგა.. ჯერ უნდა დავწერო და დადგმაზე მერე ვილაპარაკებ : )) სახელები უკვე მოვიფიქრე და შინაარსიც დაახლოებით.. იმედია მალე მოვაბავ თავს და დავიწყებ წერას :3

ჰომდა 100 ლარი მინდა! ფული მინდა!! 500 ევრო მინდოდა, ეხლა 100 ლარამდე ჩამოვედი, (ლოლ) მაგრამ ეგეც ვერ ვიშოვე))
რათ მინდა? 500 ევრო მინდოდა იმისთვის, რომ ბულგარეთში წავსულიაყვი დაქალთან ერთად პაესკაში…
100 რათ მინდა? მშობლებს რო ვთხოვ ფულს არ მიყვარს.. რომც ვთხოვო სანამ ბევრი არ ვიწუწუნე არ მაძლევენ((
უნდა ვნახო ჩემი მეგობრები (( ანანო, ნინი, მარეხი ❤
კიდევ 21 ში მამკოდაში მივდივართ კლასელები საქეიფოთ და მაგისთვის..
კიდევ მინდა ანგარიშზე..
მინდა ახალი ნაუშნიკები (გავაფუჭ, კარიადა გამიფუჭეს ჩემები.)
ჰოდა კედები მინდა კიდევვვ (არადა 1 თვის წინ ვიყიდე 2 წყვილი :მანიაკისმაილი: )
მოკლედდ ფული მინდა!
გადავწვიტე მემუშავა სადმე, ჰოდა ზუსტად ამ დროს დამირეკა ჩემმა ძვირფასმა სიძემ და შემომთავაზა "სამსახური".. მოკლედ თვითონ ეზარება რაღაცეების დაკოპირება დაფეისთება და მე შემომტენა და დამპირდა გაგიკეთებ საათს და დაგაფინანსებოო..
მაისურსაც შემპირდა (ჩემი დაც!!) და რავიცი, რავიცი.. იქნებაო პრემიები სააღდგომთ))

წინ მიდევს 2 ლარიანი და ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა ამ ფულით 😀
ა. ჩავრიცხო ანგარიშზე
ბ. ნაყინი ვიყიდო
გ. მეგობარს ვუყიდო ქინდერი და გავახარო
დ. სკოლის ბუფეტში ვიყიდო გამხმარი ლობიანი

რამდენი რამის გაკეტება შეიძლება თურმე 2 ლარად :ს
აშკარად "ა"!!

წავალ ცივ ყავას გავიკეთებ ❤