კვერცხის პიცა

მძიმე დღეებში საჭმელების კეთება/გამოგონება მეხმარება.. მე როგორც მომავალმა მზარეულმა (დიდებულმა!) გადავდგი რამდენიმე პაწაწუნა ნაბიჯი ჩემი მომავლისკენ და გამოვიგონე ძალიან მარტივად მოსამზადებელი და გემრიელი საჭმელი.
მთლიანად ჩემი გამოგონილი არაა, მე უბრალოდ რამდენიმე იგრედიენტი დავუმატე.. მაგრამ მაინც ვთვლი რომ ჩემია, იმიტორო ჩემს გაკეთებულს სულ სხვანაირი გემო აქვს (უკეთესი) ..

როგორც უკვე გითხარით ძალიან მარტივად მზადდება, შეგიძლიათ ეხლაც გააკეთოთ, რადგან ეს იგრედიენტები აუცილებლად გექნებათ სახლში..

საჭიროა:
1. კვერცხი
2. პომიდორი
3. ბულგარული წიწაკა
4. ყველი
5. ხახვი
6. სვანური მარული (ჩვეულებრივიც გამოდგება)
7. ძეხვი (გემოვნებით)
8. ზეთი, ტაფა და ბლა, ბლა..

გავტეხოთ კვერცხი(ები), ავთქვიფოთ და გადავდოთ.
დავჭრათ ხახვი, კანი გავაცალოთ პომიდორს და დავჭრათ ძალიან თხლად, ნახევარი პომიდორი ეყოფა 2 ცალ კვერცხს, ასევე წვრილად დავჭრათ ბულგარული და გავხეხოთ ყველი.

ტაფაზე დავასხათ ზეთი და დაველოდოთ მის გაცხელებას. შემდეგ დავაყაროთ ხახვი და გავაჩეროთ 10-15 წამი, დავასხათ ათქვეფილი კვერცხი, ზემოდან დავალაგოთ პომიდორი და ბულგარული, (ძეხვს თუ უკეთებთ, დაჭერით თხლად და დაალაგეთ ზემოდან) მოვაყაროთ ყველი. (ყველი თუ მარილიანია, სურათზე რო ნაჭერია იმის მესამედი უქენით)

დაველოდოთ 5 წუთი, მოვაყაროთ სვანური მარილი და გამოვთოთ გაზი.
2 წუთი გავაჩეროთ ტაფაზე, გადმოვიღოთ თეფშზე და თუ გინდათ გააფორმეთ მწვანილით..

გემრიელად მიირთვით ❤

ქათმის რულეტი

ვაგრძელებ კუს ნაბიჯებით სვლას ჩემი მიზნისკენ.. დღეს კიდევ ერთი კერძი გავაკეთე დამოუკიდებლად.. “ქათმის რულეტი” ნამდვილად არ გავდა რულეტს,ჩვეულებრივი მრგვალი ხაჭაპურის ფორუმა ჰქონდა, მაგრამ არაუშავს ))
სცადეთ და გააკეთეთ თქვენც, ფორმა როგორიც გინდათ ისედი მიეცით.. ძალიან მარტივად კეთდება და უუუგემრიელესია!

საჭირო მასალა:
ფენოვანი ცომი (თუ გინდათ ჩვეულებრივი),
კარტოფილი,
ყველი,
ხახვი და მწვანილები (უხდება მწვანე ხახვიც),
ქათმის ფილე,
წიწაკა,მარილი და პილპილი,
1ც. კვერცხი.

მომზადების წესი:
მოვხარშოთ კარტოფილი, გავხეხოთ და ჩავყაროთ რამე ღრმა ჭურჭელში, მოვახეხოთ ყველი, დავამატოდ წვრილად დაჭრილი ქათმის ფილე, ხახვი, მწვანილები (წვრილად დაჭრილი), მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და პილპილი (გემოვნებით).. კარგად ავურიოთ და შევახვიოთ ცომში,ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და შევდგათ გაზქურაში მაღალ ცეცხლზე, 15–20 წუთით.

გემრილად მიირთვით ))