Overthinking.

large (11)

და შენ პირველად, ჩემს ფიქრებში უფრო მეტი ხარ, ვიდრე მე.
არ მეკარება ძილი, რადგან ვერავინ გაბედავს ახლა ჩვენს დაშორებას.
ყველაზე შორს ხარ ჩემგან, ფიქრებით, ფიზიკურად.. ყველაზე შორს.
ვიდრე აქამდე ყოფილხარ,
იქამდეც კი, ვიდრე შევხვდებოდით ამ ცხოვრებაშიც ერთმანეთს. 
შორს ხარ, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ ასეთი ერთი.
რადგან შენ ჩემს ფიქრებში უფრო მეტი ხარ, ვიდრე მე. 
მუსიკას ვერ ვუსმენ,
ვერ გაბედავს მელოდია, სხვადასხვა ტექსტები, შემოვიდნენ ჩემს გონებაში
და გაგწიონ გვერდით.
მე ვერც ყავას ვსვამ, არც საჭმლის სურვილი მაწუხებს,
რადგან ვინახავ ჩემს ტუჩებს, რომ ჯერ შენ შეგეხონ და მერე სხვა ყველაფერ დანარჩენს. 
ადგილს ვერ ვპოულობ, მე დავძრწივარ აქეთ–იქით, 
ვეღაც ვსუნთქავ,
მხოლოდ სიცივე მოდის ჩემამდე, რადგან შენ ხარ ასე შორს..
და მე მცივა, 
სიცივე ერთადერთია რაც გგავს,
ამიტომ ბედავს ასე უტიფრად ჩადგომას ჩვენ შორის. 
ის მეხვევა შენს მაგივრად
და მე უბრალოდ ვკანკალებ.
ერთადერთი რასაც ახლა ვეძებ შენ ხარ, შენი ღიმილი ისევ,
შენს უჟურ სახეზე. 
ვეძებ მხოლოდ შენს ღიმილს, ჩემზე ნუ ღელავ, ჩემიც გვერდით უდევს შენსას.
მარტოობას ვეღარ ვგრძნობ,პირიქით, ლამის გავგიჟდე ამ სიგიჟით.
არ მასვენებენ ხმები, რომლებიც არ გვანან შენსას.
აქაც უნდა ვეძებო ალბათ, შვება სადღაც შენს ხმაში. 
სევდაც ვერ მეკარება, რადგან როცა მიახლოვდება ხედავს, რომ 
არასდროს არ ყოფილხარ ჩემს ფიქრებში იმაზე მეტი, ვიდრე მე. 
შენი ნახვიდან სამი დღის მერე, 
გაქრა გარშემო სამყარო,
კარგიც და ცუდიც,
მონატრებაც და
სიყვარულიც. 
და დარჩი მარტო შენ,
ჩემ ფიქრებში, ჩემზე მეტი.