მოდი, აღარ გვინდა ოცნებები..

მოდი ვიოცნებოთ..

ვიოცნებოთ ლამაზ სახლებზე და ლამაზ ოჯახებზე..
ვიოცნებოთ კარგ მშობლებზე და იდიალურ მეგობრებზე..
მოდი ვიოცნებოთ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცებზე და სასახლეებზე..
მოვი ვიოცნებოთ ბევრ ფულზე და ლამაზ კაბებზე..
მოდი ვიოცნებოთ!
კარგ სამსახურზე, ლამაზ კაბინეტზე,
სახელგანთქმულობაზე.
მოდი ვიყოთ როკვარსკვლავები, ვიოცნებოთ ბიტლზებზე, ქვინზე, როლინგსტოუნზე..
ვიოცნებოთ ქვეყნებზე, სახლები ლონდონში, ვაშინგქონში და პარიზში..
ბევრ შოკოლადზე და ყავაზე.
ყოველდღე მაკდონალდზე..
ვიოცნებოთ საკუთარ თვითმფრინავზე და მაგარ ნაშებზე.
იქნებ კარგი კაბრიოლეტი? მართალია, ლაბორჯინზე ჯობს.
ვიოცნებოთ მაგარ მობილურებზე და აიპადებზე.
ვიოცნებოთ ვინმეს კონცერტზე ყოფნაზე, არა, მის ცოლობაზე, რომელიმე მომღერლის ცოლობაზე..
ჩაბარებაზე, გამოცდების მოხსნაზე, გრანტებზე..
ვიოცნებოთ იამაიკაზე, ზღვისპირა სახლებზე.
ვიოცნებოთ პრეზიდენტობაზე.
ვიოცნებოთ გაბრწყინებულ საქართველოზე და განვითარებულ საზოგადოებაზე.
მოდი ერთად ვიოცნებოთ ყველას ჯანმრთელობაზე, დაოჯახებაზე.
აფხაზეთის დაბრუნებაზე.
გარდაცვლილების გაცოცხლებაზე. დროის უკან დაბრუნებაზე..
წამის გაჩერების უნარზე, ან პირიქით -გადახვევის.
ვიოცნებოთ სკოლაში ყველაზე პოპულარულ გოგოდ ყოფნაზე.
ვიოცნებოთ..

იქნებ ჯობს ავიღოთ წიგნები ხელში და ვიქიფროთ რეალობაზე? და ავიხდინოთ ოცნებები )) სახლებიც, მანქანებიც, ფულიც და კაბინეტებიც ჩვენით შევქმნათ და არ გვინდა ეს ციდან ჩამოცვენილი სურვილები. იქნებ იქამდე დროის მანქანაც გამოიგონოს ვინმემ, ვინც უკვე დიდიხანია რეალურად აზროვნებს.

მოდი, აღარ გვინდა ოცნებები..

ორი ნაბიჯით დამაგვიანდა

სახლიდან გამოვდიოდი, ციფრული უნდა დამებრუნებინა მეგობრისთვის. (ანისთვის)
უნარებიდან ახალი მოსული ვიყავი, გამოვიცვალე და უკვე გარეთ გავდიოდი, მაგრამ ნათიამ დამირეკა ყურსასმენები დამრჩაო და წამომიღეო, შევბრუნდი, მერე გავედი, ხურდა დამივარდა, დავიხარე, ავიღე.. (სანამ მე ხურდას ვიღებდი ავტობუსმა გამასწრო.)
ავტობუსის გაჩერებასთან მივედი, ვიფიქრე მაიცნ არ მოვა კარგ ხანი და ფეხით მეორე გაჩერებამდე მივალ-მეთქი..
უკვე მისული ვიყავი როცა ავტობუსი დამეწია, სამის ნახევარი ხდებოდა, მერე ჩამოვედი ავტობუსიდან, რამდენიმე მანქანა გავატარე და გზაზე გადავედი, (ამდროს ავტობუსი მოვიდა) ნათიას ყურსასმენები მივეცი, ავტობუსის კარებიც ჩაიკეტა და გამასწრო სამმა ნომერმა, მეორეს უნდა დავლოდებოდი,სხვა არაფერი მიდოდა ანის სახლამდე.
ჯერ 7 წუთი ეწერა, მერე ემატებოდა დრო, ავტობუსი არ მოვიდა, ერთი 20 წუთი ველოდე. მერე მივწერე ანის და მეტროთი წამოდიო, იმასაც შეექმნა პრობლემები, ამიტომ იქაც ველოდე.. 4 დაწყებული იყო, 5 ზე ქართული მქონდა.. მოვიდა ანი, მივეცი ფოტოაპარატი, ვიჭორავეთ ცოტა და წამოვედი სახლში. დავალება ვერ დავწერე, ქართულის მასწავლებელი მეჩხუბა და გამომაგდო.

რა მოხდებოდა,აქედან ერთი რამე მაინც რო არ მომხდარიყო..

ნათიას ყურსასმენები რომ არ დარჩემოდა,
მერომ ხურდა არ დამვარდნოდა,
იმ გაჩერებაზე რომ დავრჩენილიყავი,
მიმესწრო ავტობუსისთვის,
ანი ვიღაცას არ გაეჩერებინა და დროზე მოსულიყო,
სახლში მალე დავბრუნებულიყავი,
დავალება დამეწერა,
არც ქართულიდან გამომაგდებდნენ..

ახლა?

რახან სულ რამდენიმე ნაბიჯით დავიგვიანე..
ქართულიდან თუ გამომაგდეს, გამოცდებზე ჩავიჭრები,
თუ ჩავიჭრები ვერ მივიღებ განათლებას,
გაუნათლებელი თუ ვიქნები ვერ ვიმუშავებ,
თუ ვერ ვიმუშავებ არ მექნება ფული,
ფული თუ არ მექნება ვერ ვიყიდი სახლს და ვერ ვიქნები დამოუხიდებელი,
თუვერ ვიცხოვრებ მარტო მომიწევს მშობლებთან ერთად დაბერება,
რახან განათლება არ მაქვს ვერც გავთხოვდები,
თუ ვერ გავთხოვდები არ მეყოლებოდა შვილები,
თუ შვილები არმეყოლება ვერ გავხდებოდი დედა,
დედა თუვერ გავხდებოდი ვერ მივიყვანდი ბავშვებს ბაღში,მერე სკოლაში..
ვერ გადავუხდი დაბადების დღეებს და ვერ ვატარებდი ზოპარკში..

ჰაჰ, კიდევ კარგი, მაინც მოვასწარი სახლში დაბრუნება, დავალების დაწერა და არც ქართულიდან გამოვუგდივარ მასწავლებელს ))
თორე მექნებოდა თავი მოსაკლავად.
აი ახლა დავაფასე ის ორი სწრაფად გადადმული ნაბიჯი.

არ მოკვდე მამა!

სულ მაინტერესებდა, როგორი შეგრძნებაა, როცა მამა არ გყავს, ან დედა.
როცა მარტო ერთი მშობელი “გზრდის” და მოკლებული ხარ იმ დიდ სიამოვნებას როგორიცაა “მშობლების ჩხუბი”
საბედნიეროდ არიან ბავშვები, რომლებსაც ისეთი საოცარი მშობლები ყავთ, შურით გასკდები.. დედა დაქალივით და მამა – ძმაკაცივით.
მე ამ ბედნიერებას მოკლებული ვარ, ყველანაირად! მაგრამ მაინც არ მინდა რო მამაჩემი მოკვდეს.

ერთი მეგობარი მყავს არვიტყვი ვინაა, რა საჭიროა, მაგის მდგომარეობაშია უმეტესობა.
მოკლედ ცუდი მამა ყავს და ოცნებობს მის სიკვდილზე! ალბათ იმიტომ, რომ გონია მის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივი იქნება.
ასეთი მამები მარათლა უნდა მოკვდნენ? ბავშვობიდან რო გიმწარებენ სიცოცხლეს.
რატომღაც მშობლების არსი სხვანაირი მგონია, მშობელი – რომელმაც უნდა გაგზარდოს, დაგარიგოს, გირჩიოს, გაგიგოს, დაგეხმაროს, ფული მოგცეს და ა.შ.

მოკვდი მამა! დაგვასვენე მამა!
არა, ეს ნამდვილი ეგოიზმია! რატომ არ ვეკითხებით მამას უნდა თუ არა სიკვდილი?
იქნებ არც ჩვენ გამოვდგეთ იდიალური მშობლები? ამის გამო სიკვდილი უსამართლობაა (?)
არვიცი, ჩემთავთან წინააღმდეგობაში მოვდივარ..
ჯობს გყავდეს და ცუდი თუ საერთობ არ გყავდეს?

საერთოდ არ გყავდეს! მაინც აქამდე მივედი..
მესმის იმათი, ვისაც უნდა მამა, აინტერესებს როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება მამა რომ ყოლოდათ.. ამ დროს წარმოიდგენენ ყვეალფერ კარგს და იდიალურ ურთიერთობებს, მაგრამ მამებმა ცუდი რაღაცეებიც იციან : )
სჯობს იოცნებო რომ გყავდეს ვიდრე იმდენად გაგამწაროს რომ მისი სიკვდილი გინდოდეს.

არც მამაჩემია იდიალური, მაგრამ მაინც არაა მთლად ტირანი.. ასე რომ, არ მოკვდე მამა!
პროსტა ტვინს ნუ ბურღავ!
ის ბიჭი, ჩემი მეგობარი იყო, მერე რა რომ ხელი გადამხვია : )

ზუზუს დღიური


2.11.11.

დღეს ქუჩაში რაღაც ბლოკნოტი ვიპოვე, სადღაც მოვკარი ყური, რომ ხალხი თავის ყოველდღიურ საქმიანობას იწერს, მნიშვნელოვან მომენტებს მაინც. ბლოკნოტი სხვა ვერაფერში გამოვიყენე და ვიფიქრე მეც ვცდი მეთქი, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ კეთდება. უბრალოდ როცა მოვიცლი ჩავწერ რამეს.

5.11.11.

ჩემს შესახებ რა საჭიროა რამე დავწერო? ამ დღიურს ჩემს გარდა მაინც არავინ კითხულობს. მე კი ჯერჯერობით მახსოვს ვინც ვარ.
ღამე ახალ ადგილას გავათენეთ, ძველი საშინელმა წვიმამ გაანადგურა და ერთერთი სადარბაზოზს გვერდით ვნახეთ თავშესაფარი. თბილოდა. ჩემი და კეისი ავად გახდა, დედას ვეხვეწე წვიმაში არ დააყენო ქუჩაში მეთქო, გაცივდება, მაგრამ არ მომისმინა. ჩემი კუთვნილი საბანი მას მივეცი და მეც გვერდით მოვუწექი რომ გამეთბო. ჯერემი მთელი ღამე ტიროდა, კეისი რომ არ გაეღვიძებინა ხელში მყავდა აყვანილი და ვაქანავებდი, იქნებ როგორმე ჩასძინებოდა.

Continue reading

ხელის ჭუჭყი!?

გადავწყვიტე პიესა დავდგა.. ჯერ უნდა დავწერო და დადგმაზე მერე ვილაპარაკებ : )) სახელები უკვე მოვიფიქრე და შინაარსიც დაახლოებით.. იმედია მალე მოვაბავ თავს და დავიწყებ წერას :3

ჰომდა 100 ლარი მინდა! ფული მინდა!! 500 ევრო მინდოდა, ეხლა 100 ლარამდე ჩამოვედი, (ლოლ) მაგრამ ეგეც ვერ ვიშოვე))
რათ მინდა? 500 ევრო მინდოდა იმისთვის, რომ ბულგარეთში წავსულიაყვი დაქალთან ერთად პაესკაში…
100 რათ მინდა? მშობლებს რო ვთხოვ ფულს არ მიყვარს.. რომც ვთხოვო სანამ ბევრი არ ვიწუწუნე არ მაძლევენ((
უნდა ვნახო ჩემი მეგობრები (( ანანო, ნინი, მარეხი ❤
კიდევ 21 ში მამკოდაში მივდივართ კლასელები საქეიფოთ და მაგისთვის..
კიდევ მინდა ანგარიშზე..
მინდა ახალი ნაუშნიკები (გავაფუჭ, კარიადა გამიფუჭეს ჩემები.)
ჰოდა კედები მინდა კიდევვვ (არადა 1 თვის წინ ვიყიდე 2 წყვილი :მანიაკისმაილი: )
მოკლედდ ფული მინდა!
გადავწვიტე მემუშავა სადმე, ჰოდა ზუსტად ამ დროს დამირეკა ჩემმა ძვირფასმა სიძემ და შემომთავაზა "სამსახური".. მოკლედ თვითონ ეზარება რაღაცეების დაკოპირება დაფეისთება და მე შემომტენა და დამპირდა გაგიკეთებ საათს და დაგაფინანსებოო..
მაისურსაც შემპირდა (ჩემი დაც!!) და რავიცი, რავიცი.. იქნებაო პრემიები სააღდგომთ))

წინ მიდევს 2 ლარიანი და ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა ამ ფულით 😀
ა. ჩავრიცხო ანგარიშზე
ბ. ნაყინი ვიყიდო
გ. მეგობარს ვუყიდო ქინდერი და გავახარო
დ. სკოლის ბუფეტში ვიყიდო გამხმარი ლობიანი

რამდენი რამის გაკეტება შეიძლება თურმე 2 ლარად :ს
აშკარად "ა"!!

წავალ ცივ ყავას გავიკეთებ ❤