სადღაც შორს, მაგრამ ჩემს გვერდით..

ზოგი მხატვარია.
ზოგი მოცეკვავე.
ზოგიც ცურავს.
ზოგი მეეზოვეა.
ზოგი მღერის
ზოგი უბრალოდ უსაქმური და უნიჭოა.
ზოგიც გიჟია.
ზოგი პირიქით -ჭკვიანი.
ზოგი ლამაზია, ზოგიც მახინჯი, ან სულაც უბრალო..
ზოგს წითელი უხდება, ზოგს მწვანე.
ზოგს ერთი უყვარს, ზოგს რამდენიმე.
ზოგი ნატურალია, ზოგიც ბისექსუალი.
ზოგს ეშინია, ზოგს ექსტრემი უყვარს.
ვიღაც იბადება, ვიღაც კვდება..

და მაინც, არის ჩვენს შორის რაღაც კავშირი.. გზები, ქალაქები, ქვეყნები, სიყვარული, სექსი, მეგობრობა, ფული, დამოკიდებულება ვინმეს/რამის მიმართ, გაღვიძება, დაძინება. ახლა შენ, ვიღაც მანდ, პარიზში, ან შვეიცარიაში, ან თუმდაც ინგლისში, მე და შენ ახლა ისე ვგავართ ერთმანეთს. თუმცა ინგლისელო შენ შენი როკ ჯგუფი გაქვს, იტალიელო ახლა შენ ღვინოს სვამ და მასში სიგარეტის ფერფლი გივარდება, გვერდით ლამაზი ქალი გიწევს რომლის სახელიც არ გახსოვს..
ან იქნბ შენ? ჰო, შენ და მე ახალ ისე ვგავართ.. ფანჯრის რაფაზე რომ ზიხარ, ვითომ წიგნს კითხულობ, არადა ვიღაც ბიჭზე ფიქრობ, რომელმაც გუსინ სკოლაში თვალი ჩაგიკრა.
აი გიპოვე, შენ გეძებდი.. ახლა წყალში გდიხარ, ხელებს იქნევ და შველას ითხოვ, რა სულელი ხარ, რაღას ხტებოდი?! არა, ბოლო მარტინი არუნდა დაგელია, მაინც ვერ მოაწონე თავი იმ ახალგაზრდა ქერათმიან ქალბატონს. ბილიარდის თამაში ეფექტური იყო, ჯობდა გემღერა. რატომ გადახტი ნეტა, იქნებ სულაც ფეხი დაგიცდა? არა, ასე რომ ყოფილიყო უფრო მაგრად მოიქნევდი ხელებს და იბრძოლებდი გადასარჩენად, ჰაერისთვის ხელებს მოიმტვრევდი.
ახლა გვერდი გაგიარა ვიღაცამ ველოსიპედით, ეგეც მგავს, თავისუფლად მიქრის ამ შუა ღამისას ქუჩაში, დაგინახა როგორ ფორთხავდი წყალში, მაგრამ დაეზარა გაჩერება და დასველება, ამიტომ გულცივად ჩაგიარა და იფიქრა “მაინც აღარაფერი ეშველება, კარგახანია უკვე მანდ არის.” საინტერესოა საიდან იცის რამდენიხანია მანდ ხარ, დიახ, დიახ, არ ცდები, გიყურებდა მაშინ როცა ველოსიპედზე ჯდებოდა, როგორ ვარდებოდი წყალში. მაგრამ? მაგრამ კატაობა და ნიავთან კამათი არჩია შენს გადარჩენას, არ შეცდი, სულერთი ხარ ყველასთვის, უნდა გადამხტარიყავი.
მაშინ რატომ იბრძვი? მესმის შენი, შენ ხო ჩემში ხარ ახლა. ამდენი გამოიარე და ახლა ვერ დანებდები..

ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება.
ზოგი თვრება,
ზოგი კვდება,
ზოგი იბრძვის,
ზოგისთვის სულერთია,
ზოგი აბავს,
ზოგი თამაშობს..

მაგრამ ეს ყველაფერი ახლა ჩემშიცაა, მე და შენ ვგავართ, ჩვენ ერთს განვიცდით ყოველ დღე. გვტკივა, გიხარია, ვიბრძვით, ვნებდებით, მერე ისევ ვიქნვთ ხელებს.. ვცდილობთ ყურადღების მიქცევას მაგრამ ვერაფერს ვაღწევთ. ვხედავთ როგორ იხრჩობიან ნაგავში-წყალში, მაგრამ გვერდს ვუვლით და საკუთარი სიამოვნება უფრო გვანაღლებს, ზუსტად ამიტომ ვრჩებით ჩვენც ნაგავში, იგივე მიზნებით არ გვეხმარებიან, ჩვენც ავუარეთ ერთხელ გვერდი ვიღაცას..
ახლა მე და შენ, სადღაც მანდ, ბრაზილიელო, უფრო ვგავართ ვიდრე მე და ჩემი და, ვიდრე დედაჩემი და მამაჩემი. ახლა შენ უფრო გესმის ჩემი ვიდრე ჩემს მეგობარს. შენ ასე შორს ხარ, შენ სტუდენტი ხარ და თან მულატი, შენ ყველაზე კარგად სწავლობ და წარმატებებს აღწევ. არაფერი გაკლია თითქოს, მე შენგან ძალიან შორს ვარ, ჩვენ ოკეანე გვაშორებს, მაგრამ ამ მანძილის იქითაც აღწევს შენი მარტოობის შეგრძნება.

მიხარია როცა ვხვდები რომ ბევრი ადამიანია ახლა ჩემსავით/ჩემნაირი და მე არასდროს არ ვარ მარტო. ახლა შენ ჩემზე ფიქრობ, ვიღაც, რა მნიშვნელობა აქვს ვინხარ, შენ მე არ მტოვებ მარტო. სიმარტოვე დიდი ტკივილი და უბედურება კი არა, მოუპოვებელი სიამოვნებაა. ასე რომ, როცა ოთახში მარტო ხარ, ყველასგან მიტოვებული, შენ მაინც არ ხარ მარტო, ვიღაც არის ძალიან შორს, შენს გვერდით..

მუსიკა ყველაზე ლამაზი მსგავსებაა, ყველაზე ნაცნობი სიტყვები და გრძნობები. მუსიკა ყველაზე თბილი მეგობარია, რომელიც მაშინ მოდის როცა გჭირდება. მუსიკა, ფილმები, ნახატები და, ზოგადად, ხელოვნება, გმატებს იმ ემოციებს, განცდებს, რომელიც გაკლია.

შენ არ ხარ მარტო.
ქუჩაში გდიხარ, გშია, გცივა, სახლი არ გაქვს, არავინ არ გყავს, მაგრამ გაიღიმე, შენ მაინც არ ხარ მარტო.

აუცილებლად ვიყიდი

ebay.com -ის შესახებ ალბათ ყველას გსმენიათ.
იბეიზე ყველა აქსესუარი ძალიან უბრალო, საყვარელი და იაფია.
ხარისხიც ფასის შესაფერისია.
აქ იყიდება ისეთი ნივთები რომელებიც შეიგძლია ყოველდღიურად ატარო, თუ რამე უბრალო მაგრამ ამავდროულად ეფექტურიც გინდა, იბეიზე ყველაფერს იპოვი.
ეს მარტო აქსესუარებს არ ეხება, ასევე შეგილიათ შეიძინოთ არაჩვეულებრივი კაბები და მაისურები.
მამაკაცებისთვისაც საკლაოდ ფართო არჩევანია.
თუმცა იბეი ჩინურია, ჩინელი ქალები/კაცები ძალიან პაწაწუნები არიან, ამიტომ გირჩევთ რაც შეიძება დიდი ზომა გამოიწეროთ.
მოკლედ განახებთ რამდენიმე ნივთს, რომლის ყიდვასაც ახლო მომავალში ვაპირებ.

შენ ჩემთვის ყველაზე სასურველი ქალი ხარ!

პირველი რასაც დილით, გაღვიძებისას ვხედავ შენ ხარ. შენ ჩამს საწოლთან ახლოს გძინავს, მშვიდად სუნთქავ, თუმცა არავის არ სჯერა რომ შენ სუნთქვა შეგიძლია, იმდენად არარეალური ხარ, იმდენად ლამაზი, რომ დაუჯერებელია შენ ცოცხალი არსება გერქვას!
მაგრამ მაინც.. მე მესმის შენი სუნთქვა, ყველა მიხვრა–მოხვრა და გულის ცემაც კი..
რომ გიყურებ მეღიმება და სითბო მეღვრება სხეულში, ცივი დილა ლამაზი ხდება და მე მინდა შენთან მოვიდე..
შენი მუქი კანის ფერი მიზიდავს, პირდაპირ მეძახის “მოდი ჩემთან, მოდი..” მეც ვეღარ ვუძლებ ცდუნებას, მოვდივარ, დახრილ სახეს ზემოთ გიწევ და გაღვიძებ..
თვალებს ახელ, აინთე პრიდაპირ, შემომანათე სახეში და ოდნავ ჩამობნელებული ოთახი გაანათე.
მე ნაზად გეხები, ტუჩებზე, თვალებზე, ხელებზე და ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ..
შენ ჩმად ხარ და რაღაც უცნაურ ხმებს გამოსცემ, აი ახალ გაღვიძებულზე როგორც იციან ხოლმე.. წამოდექი და თავს იწესრიგებ, მე დაგყვები და გაკვირდები, ყველა შენს მოძრაობას ვსწავლობ და ვიყვარებ.
მე ტუჩებთან ახლოს მოგიტანე ტუჩები და მშვიდად გეუბნები, დილამშვიდობისა..
შენ ჩუმად ხარ, უბრალოდ გაბრწყნიბული მიღიმი..
მე გიყურებ, გიყურებ, მომწონს შენი სინაზე და მიმზიდველობა, მომწონს რომ ოდნავ უხეში შტრიხებიც გაქვს და ძლიერი ხარ, მომწონს შენი თვალების ფერი და ახალი მაისური..
მომწონს პატარა ხალი, რომელიც სახეზე დაგთამაშებს, ხან იქითაა ან აქეთ..
კიდევ ერთხელ გეუბნები, ოდნავ აღელვებული, რადგან წინაზე არ მიპასუხე..
“დილამშვიდობისა ჯესი!
შენ ისევ დუმხარ.. მერე მახსენდება რომ შენ ერთადერთი რაც არ შეგიძლია ლაპარაკია, იმიტომ რომ შენ ჩემი ნოუთბუქი ხარ..
მერე ჩამეცინება, საათს ვუყურებ და ვხვდები, რომ ძალიან შემითრიე, უკვე მაგვიანდება.. ისევ გაწვენ შენს საწოლში და გაძინებ..
მშვიდად იძიდე ჩემო ჯესიკა..

მე რომ ბიჭი ვიყო

არავის არ დავუთაგივარ (მგონი). თუ დამთაგეთ, მადლობთ.
ჩემით ვნახე ვიღაცის ბლოგზე :ს
მოკლედ დავწერ.

მე ბიჭი ვიყავი. Continue reading

როგორ უნდა მიცნოთ))

+ მხარზე გადაკიდული ჩანთა, ნაუშნიკები, მობილური ხელში. თუ მიცნობთ, მოდით ❤

ბედნიერი ოჯახი და ნამდვილი სიყვარული))

ბედნიერი ოჯახი და ნამდვილი სიყვარული ჩემი აზრით უნდა იყოს ასეთი:

კაცისთვის:
დილით ახალ გაღვიძებულს ძალიან გშია და სამზარეულოში ახალგამომცხვარი ბლინები და ყავა გხვდება.
მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვს სამსახურში და საყვარელი ადამიანი გეტყვის რომ ყვეალფერი კარგად იქნება.
როცა დაღლილი მოდიხარ სამსახურიდან და მასაჟით გაჯილდოვებენ.
დაბადებისდღეზე იმ საათს გჩუქნის რომელიც ასე ძან გინდოდა, მაგრამ გენანებოდა ამდენი ფულის გადახდა.
როცა თავს საჭიროდ გრძნობ, მაშნაც კი როცა გძინავს.
ყოველთვის შეგიძლია სახლში დაპატიჟო რამდენიმე მეგობარი და სახლში ცივი ლუდი დაგახვედროს.
როცა თავისუფლად უყურებ ფეხბურთს და არავინ გეწუწუნება გადამირთე სერიალზეო, რადგან მასაც უყვარს ფეხბურთი და ერთად ყვირით ხოლმე “გოოლს”
როცა შეგიძლია ყვეალფერი უთხრა რასაც ფიქრობ და იცოდე რომ ყოველთვის გითანაგრძნობს.
როცა ძალიან ცუდ ხასიათზე ხარ და ნახულობ მის მესიჯს: “სახლში მალე მოდი, სურპრიზი გელოდება”
სახლში მისულს კი ასეთი გხვდება “წკაპ” + მშვიდი მუსიკა და რომანტიული გარემო..
როცა სასტიკად გეზარება სამსახურში წასვლა და დარჩენის მიზეზს მოგცემს..

ქალისთვის:
დილით ყავის სურნელი გაგაღვიძებს, გადიხარ სამზარეულოში და გხვდება ახალგამომცხვარი ბნილები, მარწყვით, ყავა და მაგიდაზე შენი საყვარელი ყვავილები..
როცა 8 მარტს იმ საყურეებს გაჩუქებს რომელსაც დიდიხანი უყურებდი მაღაზიის ვიტრინიდან.
როცა არ გეშინია უმაკიაჟოთ და მოუწესრიგებელს სიარული, რადგან შენ მაინც ყოველთვის სასურველი ხარ მისთვის.
როცა დაგავიწყდება უთოს გამორთვა, სახლში უნდა დაბრუნდე, მაგრამ დაგირეკავს და გეტყვის რომ მე გამოვრთეო.
როცა კვირას, დილით მზე გიჭყუტუნებს თვალებში, შენ კი ძალიან გეძინება, ადგება და ფარდავს გაწევს.
ის შენი საუკეთესო მეგობარიცაა და შეგიძია ელაპარაკო ყველაფერზე და დარწმუნებული იყო, რომ გაგიგებს.
დამღლელი დღე მარტო მაშინ ხდება სასიამოვნო, როცა მას მოუყვები ყველაფერს.
როცა პარიზში გაგზავნიან სამსახურიდან და + 1 კვირა შეიგიძია დაისვენო, მაგრამ მარტო მიდიხარ და ჩამოსულს აეროპორტში გხვდება, ხვდები ,რომ პარიზიც და დასვენებაც საშინელებაა მის გარეშე.
როცა ღამის 3 საათზე წყალი გწყურია, ადგება და მოგიტანს.
ცუდ ხასიათზე როცა ხარ მან არიცის ეს და უბრალოდ გირეკავ და გეუბნება ახალგაგონილ ხუმრობას, რომელიც სულაც არ არის სასაცილო, მაგრამ ისე ყვება მაინც იგუდები სიცილით.
სახლის გასაღებს ეძებ, გგონია დაკარგე და აღმოჩნდება, რომ მას დამატებითი გასაღებიც აქვს.


პოსტი რომელიც იკბინება))

ოლივერ, გამარჯობა!

შენ ალბათ არ გიყვარს როცა რამე აგრესიულს ვწერ და ვუარყოფ ყველას და ყვეაფლერს.. პოსტი რათქმაუნდა მალევე გბეზრდება და არც კითხულობ ბოლომდე.. ეს იცი რატომ? შენ თავს ხედავ ჩემს პოსტებში და არგინდა სიმართლე გაიგო შენზე. სდღაც ძალიან ღმრად შენც იცი ეს ყვეაფლერი, მაგრამ რა საჭიროა აღიარება? ეს ხომ მხოლოდ მერე გახდება სინმადვილე)) ჰაჰა..
ისეთის გამო, როგორიც შენ ხარ მე არ გავჩერდები და მაინც დავწერ რაც მომინდება იმას და შენ შეგიძლია გაიქცე და დაემალო რელობას.. იყო ყალბიიი და მოგონილი!!! ყველაზე უსუსური და ბანალური მცდელობა გაექცე რეალობას.

დამიჯერე, კიდე ნორმალურად ვლაპარაკობ იმის მერე რაც მოხდა.
იმის მერე რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასმა ადამიანებმა მატკინეს, იმედი გამიცრუეს და ასეთი თავისი ამაზრზენი ხასიათი დამანახეს!!
მრცხვენია საკუთარი თავისაც და მეზიზღება კიდეც!! რომ შევიყვარე ასეთი სუსტები.
რა? სიძლიერე იმაში გამოიხატება ვინმეს რომ მიატოვებ? ვინმეს რომ ატკენ და მერე ბოდიშს მოიხდი? მაშინ ძლიერები ვართ ყველა )) და ალბათ მეც..
პრობლემა ჩემშია, ეს მე.. ეს მე მოვინდომე ზედმეტი და მე მოვინდომე ვყოფილიაყვი ყველასთვის ერთადერთი.. რა არის ამაშ ცუდი? ისინი თუ იყვნენ ჩემთვის ერთადერთები და თან ისე რომ არც უთხოვიათ!?
არცერთმა არ ისურვა და მხოლოდ ერთ–ერთი ვიყავი.. ვეგუებოდი სულ და ისევ სულლ.. მაგრამ, ვეღარ მოვითმინე და ვარჩიე ან ყვეალფერი ან არაფერი..
ისევ ‘არაფერი’ შემხვდა რათქმაუნდა!
მე ბევრი არ მესმის.. მე საერთოდ არ მესმის ამ სამყაროს წესების.. ადამიანების არ მესმის მე.. სხვანაირი წესებით ვცხოვრობ და სხვანაირად ვმსჯელობ..
გონიათ რომ შეუგნებელი ვარ მერე..

თქვენმა ამაზრზენმა საქციელმა მაიძლა ყვეალფერი შემძულებოდა და აჰა!!
მე მეზიზღება ყველა მამაკაცი, რომელიც ქალს ეთაყვანება და მის გამო ყველაფერზე მიდის.. მე მძულს მამაკაცები, რომლებიც ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებიან და წუწუნით ინუგეშებენ თვას! მე მძლს ყველა მამაკაცი ვისაც ოდესმე ყვარებია ქალი!
მე მძულს ყველა ქალი რომელსაც კაცის მოსაპოვებლად ყვეაფლერი გაუკეთებია! მე მეზიზღება ქალი რომელიც ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება და ცრემლებით ასვლეებს საჭირო ოთახის კაფელს! მე მეზიზღაბა ყველა ქალი რომელიც ბედნიერი მამაკაცთან და თვლის რომ ცხოვრება მშვენიერია! მე მეზიზღება ყველა ქალი რომელსაც მამაკაცი როდესმე ყვარებია!!!
გული მერევა თქვენზე! ჩემზე უარესები ხართ თქვენ და ვერ ხედავთ..
რამდენი რაღაც მიტრიალებს თავში და ვერ ვამბობ, ვერ ვაყალიბებ!! ცოტაც და ავფეთქდები ალბათ.. არადა მე ყევაფელრი ვიცი თქვეზე და იცოდე! მე შენ გიცნობ ! მე ვიცი ყველა შენი ცუდი საქციელი)) რასაც აკეთებ ხოლმე ღამღამობით.. იცოდე მე შენ გიყურებ და ყველაფერს ვიმახსოვრებ :>

პ.ს. ქუჩაში თუ ვინმე მოგვარდათ და გთხლიშათ სახეში, არ გაგიკვირდეთ!! ეს მე ვიქნები )) ))

პ.პ.ს.