Demons..

tumblr_mm7xn5hdvo1s54m99o1_1280მოდიხარ, ხელს თმაში მიცურებ და დამჭკნარ ყვავილებს მაყოლებ ნაწნავებში.
მეფერები, მივლი, არასდროს არ მშორდები გვერდიდადნ..
რა უნდა იყოს იმაში გასაკვირი, რომ შეგეჩვიე და უკვე ვერ წარმომიდგენია შენს გარეშე ვერაფერი.
და რომ იცოდე, როგორ მაშფოთებს შენი არ ყოფნა სადმე.
რასაც ეხები ყველაფერს  ართმევ სიცოცხლის უნარს. 

გრძელი ლამაზი თითები გაქვს. დამჭკნარი ყვავილებივით, ოდნავ დაგკრავს სხეულზე მოიისფრო ფერები.
დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მე მემსგავსები,
ზოგჯერ იმდენადაც, რომ ვეღარ ვხვდები რომელი რომელი ვართ.
ვიცი, რომ გიყურებ სიცივეს უნდა ვგრძნობდე, ცოტა შიშსაც და სევდას, მაგრამ რატომღაც, შენი ყურება ძირითადად სიმშვიდეს მგვრის.
ძალიან გრძელი თმა გაქვს, სქელი.. ბევრი ლამაზი ნაწნავი შიგნით, ზოგი შედარებით მსხვილი, ვიდრე სხვა..
ამ დამჭკნარ ყვაივლებსაც შენი თმიდან იღებ და მე მაწნი თმაში, რომ უფრო დავემსგავსოთ ერთმანეთს..
სახე არ გაქვს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულ მიღიმი..
გრძელი, ნაჭრის უბრალო კაბა გაცვია, უკან მიათრევ მის ნაფლეთებს, მიუხედავად უბრალოებისა, ძალიან გიხდება..
თეთრი კანის ფერი გაქვს, ძალიან თეთრი, ლამაზად არის დაყრილი ამ თეთრ კანზე, მუქი, შავი თმა..
ჰაეროვნად შეგიძლია სიარული, თითქოს არც ეხება შენი ფეხის თითები მიწას,
არც გჭირდება გადაადგილება,
შენ ჩემს შიგნით ხარ, გაჟღენთილი, ჩემით.. მე კიდევ-შენით..

უმეტესაც, სიცარიელის შეგრძნებას გეძახიან, თუმცა მე მეიმას დაგიძახებ,
პირველი რაც მომაფიქრდა, ეგ იყო..

უკვე მეშინია შენი დაკარგვის, ამიტომ არ ვაძლევ არავის საშუალებას, რომ წამართვას შენი თავი..
ხანდახან მეზიზღები,
ხანდახან მჭირდები,
ძანდახან მეშინია,

მაგრამ, უმეტესად..

გეგუები.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s