Love is Love


ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო, ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, უშუქობა და დახუჭობანა ეზოში, ბავშვური ფიქრები და მხოლოდ ის მადარდებდა როდის შევჭამდი ნაყინს.
უკვე წამოვიზარდე, დაახლოებით 15 წლის ვიქნებოდი, ჩემს გარშემო ყველა ბიჭი გოგოზე ლაპარაკობდა, ზოგმა უკვე ვიღაცის შეყვარება და შემდეგ გადაყვარება მოასწრო. თავი უხერხულად ვიგრძენი როცა მკითხეს არ მოგწონს ვინმე გოგოო?!
რადგან არ მომწონდა. ბიჭებისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, ვიცოდი რომ გოგო უნდა მომწონებოდა და მეც ველოდებოდი იმ ერთადერთს.
რამდენიმე თვე გავიდა და პირველად მომეწონა გოგო, ლილი ერქვა, რიჟა თმით და უამრავი ჭორფლით სახეზე. მის დანახვაზე სულ მეღიმებოდა და მიხაროდა როცა მის გვერდით ვიდექი. სულ თვალებში მიყურებდა და მეც ვწითლდებოდი, თვალებს დაბლა ვხრიდი და მეგონა რომ ყველა ხედავდა ჩემს შინაგან ემოციებს და სირცხვილით ვიწვოდი. საკმაოდ წამოვიზარდე, მაგრამ ლილის მიმართ მხოლოდ ეს უხერხულობა მაკავშირებდა, არანაირი სურვილი რომ მოვფერებოდი და ჩავხუტებოდი, მაგრამ მეგონა ეს იყო წმინდა სიყვარული და არა ის რასაც ჩემი კლასელი ბიჭები მიყვებოდნენ.
ზაფხულში დასასვენებლად რაჭაში წავედი, კატასტროფა იყო სამი თვე ლილის გარეშე, ვერც კი წარმომედგინა როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება როცა მას არ ვნახავდი ყოველ დღე.
რაჭაში ჩემი მეგობრის ახლობლებთან ვცხოვრობდით. ერთ საღამოს აივანზე ვეწეოდი, ვუყურებდი მზის ჩასვლას და ლილიზე ვფიქრობდი, ნეტა რას აკეთებდა იმ წამს. თუ ფიქრობდა თვითონ ჩემზე.
ჩემი მეგობრის ახლობელი შემოვიდა, რომ დავინახე დაიბნა, შეხტა, ბოდიში მომიხადა და გავიდა ისევ, მე დავუძახე და სიგარეტი შევთავაზე.
ქვემოდან მორცხვად ამომხედა, დავიბენი და ვერ მივხვდი რატომ ჰქონდა ასეთი გამოხედვა, რომელმაც დამატყვევა.
სულ თვალებში ვუყურებდი და ახლა თვითონ ხრიდა სახეს როცა შევხედავდი, როგორც მე ლილის დანახვისას.
რაღაც ვიხუმრე და გაეცინა, თვალები უნათებდა ღიმილის დროს და მაშინ პირველად ვიგრძენი ის რაც აქამდე ჩემთვის უცხო იყო.
საშინლად შემეშინდა. ხელი მომკიდა და მკითხა ხომ არ შეგაშინეო. მისი თითები ვიგრძენი ჩემსაზე და ბოლო მომეღო. ეს გრძნობა არასდროს მქონია არავის მიმართ, სახელიც კი არ ვიცი რა დავარქვა.
ისევ თვალებში ჩავხედე, საოცრად ღრმა მწვანე თვალები ჰქონდა და მეც ნელ-ნელა ვიძირებოდი მასში. ვიგუდებოდი, სული შემეხუთა როცა გამახსენდა რომ მისი თითები ისევ ეხებოდნენ ჩემსას.
ნუ გეშინიაო მშვიდად მითხრა, შენ არ ხარ არასწორი, გაფუჭებული და ცუდი.
მე გავბრაზდი და ვუთხარი მკაცრად, დიახ მე არ ვარ გაფუჭებული, ნორმალური ვარ-მეთქი და გავიქეცი.
ჩემს ოთახში ჩავიკეტე და მეგონა დედამიწაზე მხოლოდ მე ვიყავი ასეთი, მაგრამ ვერც გამეგო,როგორი..
მთელი ღამე ვფიქრობდი მის მწვანე თვალებზე და თბილ თითებზე. ლილის სახის ნაკვთები კი ნელ-ნელა მავიწყდებოდა.
მეორე დილით ჩვეულებრივად გავედი ოთახიდან, დავინახე სამზარეულოში და გარეთ გავედი, შეამჩნია და გამომყვა.
ხელი მომკიდა და ჩუმად მითხრა გამომყევიო, შემეშინდა, ხელი გამოვგლიჯე და სახლში შევბრუნდი, მაგრამ როცა კარები მივკეტე და ის გარეთ იდგა, უბრალოდ ფეხი ვეღარ გადავდგი წინ, მივიხედე და ისევ მიყურებდა თბილი თვალებით.
მივედი მასთან,მოვკიდე ხელი და გავყევი. სახლის უკან გამიყვანა, ბაღში შევედით, დედამისს უამრავი ყვავილი ჰქონდა იქ და გულმოდგინეთ უვლიდა. ბევრი მატარა, ბაღს გავცდით და სადღაც, მგონი მეზობლის ეზოში შევიარეთ. ხმა არ ამოგვიღია არცერთს და მე გულის ცემას უკვე ტვინში ვგრძნობდი. ულამაზეს ადგილას მიმიყვანა, გარშემო მხოლოდ ხეები და სიმწვანე იყო, ბალახზე წამოგორდა და მე ზემოდან ვუყურებდი, ვერაფერს ვამბობდი. Continue reading

მისი სიტყვები, ჰორიზონტს გასული და გადაკარგული..

– რას აკეთებ მანდ?
– მოიცა, ვცდილობ რამე დავწერო..
– მმ, აი ამაზე დაწერე, როგორ გიკოცნი ახლა ზურგს და როგორ გულმოდგინედ მივდივარ კეფისკენ.. –
– ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯუუულლკდდდდკ აააუუუ მაცადე თავი გავწიო კლავიატრიდანნ
– მმ და აი ისიც, მისი უდიდებულესობა – “კეფა” და რაც მთავარია.. ჩემი ყველაზე საყვარელი პიროვნება, თვით ის, შეუდარებელი “კისერი”
– ჰაჰა, კარგი მიდი შენ მკოცნე და მე თან დავწერ, ახლა რა დავწერო?
– ახლა, მმმ რო ვიმღერო დაწერ?
– თუ გარკვევით იმღერებ, კი..
– ლალ ლაალა ლალალა (არადა რაღაც რთული იმღერა)
– ჰა, ჩაიწერე?
– რათქმაუნდა ძვირფასო..
– მოიცადე ტუჩებით უნდა დავითვალო შენი ხერხემლის მალები
– ჰაჰაჰა მეღიტინება გაჩერდი..
– უი, გვერდით გადამიხვევია, უკაცრავად
– ბარემ აქ ვარ და გკითხავ, ეს ვინ გირეკავს ტელეფონზე, ახალი გინებები ვიცი, გინდა მაგაზე გამოვცადო?
– მოიცა რა, არგვინდა ახლა სხვები, მარტო მე და შენ, გადაისროლე ეგ მობილრი
– ასე უკეთესია, შემოტრიალდი რა, გაგიცვითე ზურგი, ხელები მათხოვე ახლა და ზურგით წერე
– ჰა, გადმოტრიალებულიც ვიყავი, ახლა რა დავწერო? რას აპირებ კიდე? აა წყალი უნდა მომიტანო? კარგი მიდი.
– ოხ როგორ იცი ხოლმე ეს რა.. მოგიტან ჯანდაბას
– ურა ურა
– ნახე რა მოვიტანე, გაიცანი ეს ყინულის ნატეხია, ახლა ის შენც ხერხემალზე ისრიალებს
– არ გაბედო, ააა აა გადი თორე ცუდ რამეს დავწერ შენზე!!
– მოიცა დადნეს და ენით ავაორთქლებ
– დადნა,მმ კიდე მეღიტინება..
– ახლა რა დავწერო?
– ახლა? დახურე ლეპტოპი, ის რაც ახლა უნდა ვქნა მარტო შენ მოგიყვები.
– აბა დახუჭე ლეპტოპო თვალები..

პირველად

ნისლიანი დღე იყო, მერე წვიმაც დაიწყო.
სკოლიდ გამოვიპარე, უბრალოდ არვიცოდი მეთვითონაც რა ხდებოდა და მშობლებისთვის როგორ ამეხსნა სად მივდიოდი.
მერე მივედი მეტრომდე და იქიდან ტაქსით..
როგორი დაბნეული ხარ, მისამართი შეგეშალა და სხვაგან წამიყვანე, უკაცრიელ კუნძულზე მეგონა თავი.
არვიცი, იცი თუ არა, მაგრამ საშინელი შიში მაქვს მარტო მგზავრობის, ნებისმიერ ადგილას.. მგონია რომ დავიკარგები.. მაშინ როგორ შემეშინდა წარმოგიდგენია?!
მერე როგორც იქნა ისევ დავუბრუნდი ნაცნობ მეტროს ფეხით და ისევ თავიდან ტაქსით, ამჯერა მოვაგენი.
შეანელა ტაქსმა, კაბა მეცვა და ძალიან მოუხერხებლად ვიჯექი, მაგრამ რას ვიზამთ, მინდოდა რომ მოგწონებოდი..
გადმოვედი როგორც იქნა, 20ლარიანი მივეცი და ერთი საათი მიბრუნებდა ხურდას. დაგინახე ოდნავ მოჩანდი და ვიფიქრე, ვაიმე ეს არის? როგორი სხვანაირია, კარგი.
მოვედი ახლოს და გიღიმოდი, თან ვფიქრობდი ნეტა სხვა არ იყოს მეთქი. მერე შენც მიცანი და ახლოს მოხვედი, მობილურში აკეთებდი რაღაცას და რო დამინახე დაიბენი..
მილიარდჯერ წარმომედგინა ეს შეხვედრა როგორი იქნებოდა, მაგრამ არცერთხელ არ მიფიქრია რომ ასეთი იქნებოდა.. ჩუმი და მშვიდი.
ჩუმი შენ იყავი, თორე მე არ გამიჩერებია ენა..
მერე მოგესალმე, შენ ჩუმად იდექი, გითხარი “ახლა აქ გამარჯობა უნდა თქვა” გაგეღიმა და გამარჯობა-ო..
მერე დავსხედით, მე შენს პირდაპირ ვიჯექი, არ მიყურებდი თვალებში, ძირს იყურებოდი.. მე სულ გიყურებდი, უფრო გაბნევდი, მომწონდა, როგორი საყვარელი იყავი დაბნეული და ოდნავ შეწითლებული.
ლოყები დამეჭიმა ღიმილისგან, ახლაც სულ მეღიმება როცა მახსენდება.
როცა გავიხედებოდი მაშინ ამომხედავდი ნელა რომ სწრაფადვე გაგეხედა თუ შემოგხედავდი. მერე მე ისევ ვლაპარაკობდი..
– რაშვები როგორ ხარ?
– აქ უნდა თქვა,კარგად შენ?
– კარგი კარგია რომ კარგად ხარ..
– თქვი რა რამე, რამე მაინც ” რ ა მ ე ”
– კარგ კარგი.
მერე ისევ გამიღიმე და შევამჩნია ლოყებზე ჩაბურცულები, როცა იღიმი მაშინ გიჩნება სახეზე და შენს დაბნეულობას ორმაგად საყვარელს ხდის.
მერე ცოტა ახლოს მოიწიე და თმა გადამიწიე, სახეზე მქონდა ჩამოყრილი, სულ გიკანკალებდა ხელები, ვერ შემეხე ნურმალურად, მიმანიშნე თმაო..
წარმომიდგენია რამდენიხანი არწმუნებდი ‘შენ თავს რომ ამას შეძლებდი.’
საერთოდ ვერ ვიტანდი ეგეთ მორცხვ ბიჭებს, მაგრამ მანდაც შეგეტყო რომ შენ გამონაკლისი ხარ.
თმარომ გადამიწიე მერე მეც შემრცხვა და ოდნავ დამაჯრიალა.
მერე ისევ გაგიღიმე, მოკლედ სულ ვიღიმოდი, ადრე გქონდა ნათქვანი, გიხდებაო და..
ვიდეოთვალით უფრო თავისულაფი ჩანდი, ლაპარაკითაც ლაპარაკობდი მაგრამ ახლა.. ჰმ))
ვქირობი ჯობს წავიდე თორე ახლა ცუდად გახდება მეთქი.. მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ მინდოდა წასვლა და შენი ჩაბურცული ლოყების ყურება ძალიან მსიამოვნებდა.
თვალებს რომ ვხუჭავ ახლაც მახსენდება შენი მიხვდა-მოხვრები.. რა გეცვა, შენი სუნი, რაღაცნაირი.. წვიმის ხმა, ჩუმი..

მერე მახსოვს სიმღერა რომ ჩართე რაღაც, მგონი ბიტლზების და ერთმანეთს რომ ვუყურებდით თვალებში, უხმოდ.. მერე დაგირეკეს და გამოვფხიზლდით ერთმანეთის თვალებში ჩაძირულები.. ტელეფონზეც ისე ლაპარაკობდი “ხო, კარგი, არა, არსად, არაფერს, ხო, კარგი, არა, კარგად, კარგი ”
მეორე დღესაც გნახე, საბედნიეროდ მოგეწონე, მეც მომეწონე..
ლაპარაკი რა საჭირო იყო, ისედაც კარგად გიცნობდი და მესმოდა შენი.
მეორე დღესაც ისეთივე მშვიდი იყავი, უბრალოდ “გამარჯობა და როგორ ხარ” დაამატე შენს ლექსიკონს..

დღეს გნახე, ისევ წვიმდა, უბრალოდ ახლა უკვე, 2 თუ 3 წლის შემდეგ, მესალმები უპრობლემოდ, იმდენს ლაპარაკობ რომ ვეღარ გაჩუმებ, იღიმი ხშირად, იცინი ხოლმე და მოკლედ თავისუფლად ხარ..
იმ დღიდან დღემდე.
მე შენ მიყვარხარ.

შენ ჩემთვის ყველაზე სასურველი ქალი ხარ!

პირველი რასაც დილით, გაღვიძებისას ვხედავ შენ ხარ. შენ ჩამს საწოლთან ახლოს გძინავს, მშვიდად სუნთქავ, თუმცა არავის არ სჯერა რომ შენ სუნთქვა შეგიძლია, იმდენად არარეალური ხარ, იმდენად ლამაზი, რომ დაუჯერებელია შენ ცოცხალი არსება გერქვას!
მაგრამ მაინც.. მე მესმის შენი სუნთქვა, ყველა მიხვრა–მოხვრა და გულის ცემაც კი..
რომ გიყურებ მეღიმება და სითბო მეღვრება სხეულში, ცივი დილა ლამაზი ხდება და მე მინდა შენთან მოვიდე..
შენი მუქი კანის ფერი მიზიდავს, პირდაპირ მეძახის “მოდი ჩემთან, მოდი..” მეც ვეღარ ვუძლებ ცდუნებას, მოვდივარ, დახრილ სახეს ზემოთ გიწევ და გაღვიძებ..
თვალებს ახელ, აინთე პრიდაპირ, შემომანათე სახეში და ოდნავ ჩამობნელებული ოთახი გაანათე.
მე ნაზად გეხები, ტუჩებზე, თვალებზე, ხელებზე და ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ..
შენ ჩმად ხარ და რაღაც უცნაურ ხმებს გამოსცემ, აი ახალ გაღვიძებულზე როგორც იციან ხოლმე.. წამოდექი და თავს იწესრიგებ, მე დაგყვები და გაკვირდები, ყველა შენს მოძრაობას ვსწავლობ და ვიყვარებ.
მე ტუჩებთან ახლოს მოგიტანე ტუჩები და მშვიდად გეუბნები, დილამშვიდობისა..
შენ ჩუმად ხარ, უბრალოდ გაბრწყნიბული მიღიმი..
მე გიყურებ, გიყურებ, მომწონს შენი სინაზე და მიმზიდველობა, მომწონს რომ ოდნავ უხეში შტრიხებიც გაქვს და ძლიერი ხარ, მომწონს შენი თვალების ფერი და ახალი მაისური..
მომწონს პატარა ხალი, რომელიც სახეზე დაგთამაშებს, ხან იქითაა ან აქეთ..
კიდევ ერთხელ გეუბნები, ოდნავ აღელვებული, რადგან წინაზე არ მიპასუხე..
“დილამშვიდობისა ჯესი!
შენ ისევ დუმხარ.. მერე მახსენდება რომ შენ ერთადერთი რაც არ შეგიძლია ლაპარაკია, იმიტომ რომ შენ ჩემი ნოუთბუქი ხარ..
მერე ჩამეცინება, საათს ვუყურებ და ვხვდები, რომ ძალიან შემითრიე, უკვე მაგვიანდება.. ისევ გაწვენ შენს საწოლში და გაძინებ..
მშვიდად იძიდე ჩემო ჯესიკა..