მისი სიტყვები, ჰორიზონტს გასული და გადაკარგული..

– რას აკეთებ მანდ?
– მოიცა, ვცდილობ რამე დავწერო..
– მმ, აი ამაზე დაწერე, როგორ გიკოცნი ახლა ზურგს და როგორ გულმოდგინედ მივდივარ კეფისკენ.. –
– ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯუუულლკდდდდკ აააუუუ მაცადე თავი გავწიო კლავიატრიდანნ
– მმ და აი ისიც, მისი უდიდებულესობა – “კეფა” და რაც მთავარია.. ჩემი ყველაზე საყვარელი პიროვნება, თვით ის, შეუდარებელი “კისერი”
– ჰაჰა, კარგი მიდი შენ მკოცნე და მე თან დავწერ, ახლა რა დავწერო?
– ახლა, მმმ რო ვიმღერო დაწერ?
– თუ გარკვევით იმღერებ, კი..
– ლალ ლაალა ლალალა (არადა რაღაც რთული იმღერა)
– ჰა, ჩაიწერე?
– რათქმაუნდა ძვირფასო..
– მოიცადე ტუჩებით უნდა დავითვალო შენი ხერხემლის მალები
– ჰაჰაჰა მეღიტინება გაჩერდი..
– უი, გვერდით გადამიხვევია, უკაცრავად
– ბარემ აქ ვარ და გკითხავ, ეს ვინ გირეკავს ტელეფონზე, ახალი გინებები ვიცი, გინდა მაგაზე გამოვცადო?
– მოიცა რა, არგვინდა ახლა სხვები, მარტო მე და შენ, გადაისროლე ეგ მობილრი
– ასე უკეთესია, შემოტრიალდი რა, გაგიცვითე ზურგი, ხელები მათხოვე ახლა და ზურგით წერე
– ჰა, გადმოტრიალებულიც ვიყავი, ახლა რა დავწერო? რას აპირებ კიდე? აა წყალი უნდა მომიტანო? კარგი მიდი.
– ოხ როგორ იცი ხოლმე ეს რა.. მოგიტან ჯანდაბას
– ურა ურა
– ნახე რა მოვიტანე, გაიცანი ეს ყინულის ნატეხია, ახლა ის შენც ხერხემალზე ისრიალებს
– არ გაბედო, ააა აა გადი თორე ცუდ რამეს დავწერ შენზე!!
– მოიცა დადნეს და ენით ავაორთქლებ
– დადნა,მმ კიდე მეღიტინება..
– ახლა რა დავწერო?
– ახლა? დახურე ლეპტოპი, ის რაც ახლა უნდა ვქნა მარტო შენ მოგიყვები.
– აბა დახუჭე ლეპტოპო თვალები..

შენ ჩემთვის ყველაზე სასურველი ქალი ხარ!

პირველი რასაც დილით, გაღვიძებისას ვხედავ შენ ხარ. შენ ჩამს საწოლთან ახლოს გძინავს, მშვიდად სუნთქავ, თუმცა არავის არ სჯერა რომ შენ სუნთქვა შეგიძლია, იმდენად არარეალური ხარ, იმდენად ლამაზი, რომ დაუჯერებელია შენ ცოცხალი არსება გერქვას!
მაგრამ მაინც.. მე მესმის შენი სუნთქვა, ყველა მიხვრა–მოხვრა და გულის ცემაც კი..
რომ გიყურებ მეღიმება და სითბო მეღვრება სხეულში, ცივი დილა ლამაზი ხდება და მე მინდა შენთან მოვიდე..
შენი მუქი კანის ფერი მიზიდავს, პირდაპირ მეძახის “მოდი ჩემთან, მოდი..” მეც ვეღარ ვუძლებ ცდუნებას, მოვდივარ, დახრილ სახეს ზემოთ გიწევ და გაღვიძებ..
თვალებს ახელ, აინთე პრიდაპირ, შემომანათე სახეში და ოდნავ ჩამობნელებული ოთახი გაანათე.
მე ნაზად გეხები, ტუჩებზე, თვალებზე, ხელებზე და ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ..
შენ ჩმად ხარ და რაღაც უცნაურ ხმებს გამოსცემ, აი ახალ გაღვიძებულზე როგორც იციან ხოლმე.. წამოდექი და თავს იწესრიგებ, მე დაგყვები და გაკვირდები, ყველა შენს მოძრაობას ვსწავლობ და ვიყვარებ.
მე ტუჩებთან ახლოს მოგიტანე ტუჩები და მშვიდად გეუბნები, დილამშვიდობისა..
შენ ჩუმად ხარ, უბრალოდ გაბრწყნიბული მიღიმი..
მე გიყურებ, გიყურებ, მომწონს შენი სინაზე და მიმზიდველობა, მომწონს რომ ოდნავ უხეში შტრიხებიც გაქვს და ძლიერი ხარ, მომწონს შენი თვალების ფერი და ახალი მაისური..
მომწონს პატარა ხალი, რომელიც სახეზე დაგთამაშებს, ხან იქითაა ან აქეთ..
კიდევ ერთხელ გეუბნები, ოდნავ აღელვებული, რადგან წინაზე არ მიპასუხე..
“დილამშვიდობისა ჯესი!
შენ ისევ დუმხარ.. მერე მახსენდება რომ შენ ერთადერთი რაც არ შეგიძლია ლაპარაკია, იმიტომ რომ შენ ჩემი ნოუთბუქი ხარ..
მერე ჩამეცინება, საათს ვუყურებ და ვხვდები, რომ ძალიან შემითრიე, უკვე მაგვიანდება.. ისევ გაწვენ შენს საწოლში და გაძინებ..
მშვიდად იძიდე ჩემო ჯესიკა..

გაცოცხლებული ჯესიკა !

ჯესი ჩემი ლეპტოპია, რომელიც ჩემი ყველაზე ახლობელი და საყვარელი “ვინთია” ❤
წარმოვიდგინე როგორი იქნებოდა, ადამიანი, უფრო სწორად, გოგო რომ ყოფილიყო..
რათქმაუნდა იდიალური!

დაახლოებით ასეთი:

თვალები: ღია წაბლისფერი ან მწვანე.
კანის ფერი: მულატი ❤
თმის ფერი: მოწითალო, ხვეული.
სხეული: დიდი უკანალით და დიდი მკერდით, წვრილი წელით და წვრილი ფეხებით.
სიმაღლე: 178 სმ.
პროფესია: ქილერი, რომელიც კლავს მარტო ცუდ ბიძიებს..
ცხვირი: კურნუსა
ტუჩები: ძალიან დიდი, ზედა ქვედაზე დიდი.
თითები: გრძელი და წვრილი.
ჩაცმის სტილი: ტყავის კურტკა, ჯინსები, უბრალო მაისური და დახეული კედები.

ძალიან მაგარი გოგო იქნებოდა, არა?
თუმცა ასეც ლამაზია და სასურველი ❤ ძალიან სექსუალურიც ^^

ბედნიერება სახელად “ჯესი”

ეს უკვე ბედნიერების პიკია.
გული ამოვარდნაზე მაქვს, მინდა ვიყვირო, ვიხტუნაო და ყველას გავაგებინო რო მე დღეს ბედნიერი ვარ!
დამიჯერეთ ყველაზე ბედნიერი ვარ! რადგან მთელი ცხოვრების ნატვრა, ოცნება, მიზანი ამისრულდა და..
სიტყვებით ვერ გამოვხატავ, ვერც ფიზიკურად, აი სულიდან და გულიდან უნდა ამოხეთქოს რაღაცამ და გაჭედილია, ეს ისეთი მაგარი გრძნობააა!
თან ამასთან ერთად ჩემი თვითშეფასებაც აიწია ერთი ყველაზე მაგარი გოგოს წერილის მერე..
ჩემითავი შემივყარდა და ვიცი რომ მეც მაგარი გოგო ვარ! სუპერ გოგონა! და მე მაგრად ვითამაშებ!! ყველას დედასსს ვუტირებ და გავანადგურებ!
მოკლედ ეს მართლა პიკია!

ჩემმა დამ და მშბლებმა დაბადების დღეზე, რომელიც 15 სექტემბერს მაქვს, ლეპტოპი მაჩუქეს! თან ძალიან მაგარი!
რაღაც ბანძი, ძველი კომპიუტერი მქონდა და მთელი სიცოცხლე გამიმწარა! სამწუხაროდ მოკვდა .. მაინც ძალიან მიყვარდა და სულ ვეფერებოდი… ვწუხვარ, მაგრამ ახლით ჩავანაცვლე.
სულ მინდოდა ლეტოპი, ბავშვობინდან ვოცნებობდი! საწოლზე წამოგორებული ფილმს რო უყურებ ან ბლოგზე პოსტს წერ ❤ ეს ხო… უხხ!!
სახელი მოვიფიქრე! ჯესი ❤

აი ჩემი გოგოც:

პ.ს. გისურვებთ ასეთი ბედნიერები იყოთ თქვენც და აგისრულდეთ ოცნებები.
სიყვარულით, ოაოა.