Nothing

მატარებლამდე მიმაცილა..

ათს რომ ათი დააკლდა დაიძრა,
ფანჯრიდან ვიხედებოდი და ნელ–ნელა სადღაც მიიმალა..
შემდეგ გადავხედე იქაურობას და სიცარიელე გამიმძაფრდა.
დავიწყე ფიქრი, რომ..

ოცი წლის ვხდები და თითქოს ცხოვრება მთავრდება.. მთელი არსებით ვგრძნობ ყოველ დღე, რომ ბავშვობა მორჩა და უკვე დიდი ვარ.. უფრო სწორად, უნდა ვიყო..
ჩემს სიდიდეს და დამოუკიდებლობას მოითხოვს ყველა, მშობლები, მეგობრები, გარემო..საზოგადოება..
მე უკვე როგორც დიდ გოგოს მარტო მიშვებენ დასასვენებლად სადაც მინდა და თითქმის იმდენი ხნით რამდენითაც მინდა, აღარც დღეში 5 ჯერ არ მირეკავენ და არ მეუბნებიან რომ არავის არუნდა ვენდო, ჰგონიათ რომ ეს უკვე დავიმახსოვრე და შეხსენება არ მჭირდება.
როგორც დიდი გოგო, მატარებლითაც მარტო ვმგზავრობ. ამიტომ გზაში ვეღავ ვჭამ დედაჩემის წამოღებულ პურს და ყველას და არც მაცივრის ნახევრადგაყინული წაყლი აღარ მაგრილებს.. სულ მეზიზღებოდა როცა გზაში საჭმელს მაწვდიდა, თუმცა.. ახლა მომენატრა. ამ ყველაფერს გადავიტან, ყველაზე რთული დიდობაში კი განცდების ნაკლებობაა..
უბრალოდ ადგნენ და დამტოვეს ემოციებმა, მხოლოდ გაღიზიანება დამრჩა, რომელმაც თანაგრძნობა ჩაანაცვლა, ახლა აღარ ვუთანაგრძნობ, პირდაპირ ვბრაზდები მთელ სამყაროზე რომ ვიღაც ცუდადაა..
არ ვიცი, პასუხისმგებლობის გრძნობამ თუ იმატა ჩემში, ალბათ კი, რადგან ახლა უკვე ჩემს თავზე ზრუნვა მევალება, ჩემი თავის მოვლა კი ყველაზე რთულ საქმედ მიმაჩნია, რთულად აღსაზრდელი, ბოთე და “ხათაბალა” ვარ.
ჩემს უკან ბავშები ლაპარაკობენ, ფანჯრიდან იხედებიან გაბრწყინებული თვალებით და ერთი სული აქვთ როდის გაჩერდება მატარებელი თბილისში. ჩემი თავი გამახსენდა და (წესით ამ დროს სევდა უნდა შემომწოლოდა, თუმცა ისევ სიცარიელე) შეგრძნებების დაბრუნება ვცადე.. მინდოდა მეც ავმდგარიყავი, თავი გამეყო ფანჯრიდან, ნიავი შემეგრძნო და გამეღიმა, რადგან მალე სახლში ვიქნები.. სახლში.. თუმცა ადგომას ვეღარ ვბედავ, ახლა უკვე მეშინია, მერიდება.. მაშინ გვერდით დედა მეჯდა, სულ მე ვიჯექი ფანჯარასთან, თვითონ მაწვდიდა იდეას,სკამზე მუხლებით დავმდგარიყავი და გამეხედა ფანჯრიდან, სულ პატარაობისას კი, ფეხზე მხიდადა და სკამზე ვდგებოდი, ფანჯარას რომ მივმწვდარიყავი, თვითნაც დგებოდა და წელზე ეკიდა ხელი, რამე რომ არ მომსვლოდა. ახლა გვერდით უცხო, ღიპიანი კაცი მიზის, ალბათ გაგიჟდება მუხლებზე რომ შემოვდგე და ფანჯრიდან გავიხედო, ენა გამოვყო, გულიანად გავიღიმო და ხელებით ტალღები ვაკეთო ჰაერში.
იმდენი ვილაპარაკე, გრძნობებმაც გაიღვიძეს ჩემში, სევდა შემომაწვა და ტირილი მომინდა.. ტირილი საზოგადოებაში არასდროს მინდება, უფრო სწორად არასდროს გამომდის, რადგან არ მინდა ახლობლებმა მნახონ ასე.. თუმცა ახლა ხომ გარშემო სულ უცხო ხალხია, არცერთს არ ვუყვარვარ და არ ვანაღვლებ, უარესად დავსევდიანდი და თავი ჩავხარე.

tumblr_naal2eStic1spmmh0o1_500

ნუთუ მართლა ბავშვობაში რჩება ყველაფერი გულწრფელი და ნამდვილი, უბრალო მაგრამ შეუფასებელი?!
ასე ვიცხოვრებ სულ? უემოციოდ, მხოლოდ იმაზე ფიქრით, რომ “მგონი გავსუქდიიი” ? ნეტა როდის და სად დავკარგე ჩემი ემოციები, სად მომამტვრიეს ფრთები, ან ვინ.. როდის გამომება კისერზე რაღაც, რაც მაჩერებს და სკამზე მუხლებით აღარ ვდგები რომ ფანჯრიდან გავიხედო.. იქნებ მაშინ როცა 32983892 ჯერ გამიცრუვდა იმედი და ამდენჯერვე ვაპატიე და შევიყვარე ხელახლა.. იქნებ აქ დავხარჯე ყველა ჩემი ძალა და უბრალოდ ფიზიკურად აღარ შემიძლია მიხაროდეს, მინდოდეს, მწყინდეს, მანაღვლებდეს, მენატრებოდეს და.. მიყვარდეს.

ერთი თვე დარჩა იქამდე სანამ ჩემი ცხოვრება დამთავრდება და ოცი წლის გავხდები, როცა საბოლოოდ დავმარხავ ჩემს ბავშვობას და სუიციდი ჩვეულებრივი ამბავი იქნება, ჩემიც და სხვისიც. მერე უკვე ალბათ მომავლის გეგმების დაწყობაც მომიწევს და ჩამოყალიბებაც, რა მინდა..

ჩემი თვითკმაყოფილი ცხოვრება, როცა მასში არაფრის შეცვლა არ მინდოდა, მე მეგონა ყველაფერს ისე ვაკეთებდი როგორც საჭირო იყო, როცა ჩემ თავს ვპატიობდი ყველა შეცდომას… ახლა კი, ჩამოსათვლელად ვიხსენებ ჩემს საქციელებს, რომელსაც არ შევცვლიდი..
საერთოდ აღარ ვიცი როგორი ვარ, ვინ ვარ.. საცოდავი მცდელობებით ვარსებობ, ვიყო ვინც ვარ.. თუმცა, აღარ ვიცი სადაა სიყალბე და რომელია ჩემი ნამდვილი სახე, რომ ვიცოდე სიამოვნებით გამოვაჩენდი ჩემს მეს და აღარასდროს მოვიტყუებოდი.
თუმცა რა უნდა ქნა მაშინ როცა, მართლა არ იცი, იტყუები თუ არა..

და მე..
20 წლის ვხდები..
20..
FUCK!

Advertisements

One thought on “Nothing

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s