Overthinking.

large (11)

და შენ პირველად, ჩემს ფიქრებში უფრო მეტი ხარ, ვიდრე მე.
არ მეკარება ძილი, რადგან ვერავინ გაბედავს ახლა ჩვენს დაშორებას.
ყველაზე შორს ხარ ჩემგან, ფიქრებით, ფიზიკურად.. ყველაზე შორს.
ვიდრე აქამდე ყოფილხარ,
იქამდეც კი, ვიდრე შევხვდებოდით ამ ცხოვრებაშიც ერთმანეთს. 
შორს ხარ, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ ასეთი ერთი.
რადგან შენ ჩემს ფიქრებში უფრო მეტი ხარ, ვიდრე მე. 
მუსიკას ვერ ვუსმენ,
ვერ გაბედავს მელოდია, სხვადასხვა ტექსტები, შემოვიდნენ ჩემს გონებაში
და გაგწიონ გვერდით.
მე ვერც ყავას ვსვამ, არც საჭმლის სურვილი მაწუხებს,
რადგან ვინახავ ჩემს ტუჩებს, რომ ჯერ შენ შეგეხონ და მერე სხვა ყველაფერ დანარჩენს. 
ადგილს ვერ ვპოულობ, მე დავძრწივარ აქეთ–იქით, 
ვეღაც ვსუნთქავ,
მხოლოდ სიცივე მოდის ჩემამდე, რადგან შენ ხარ ასე შორს..
და მე მცივა, 
სიცივე ერთადერთია რაც გგავს,
ამიტომ ბედავს ასე უტიფრად ჩადგომას ჩვენ შორის. 
ის მეხვევა შენს მაგივრად
და მე უბრალოდ ვკანკალებ.
ერთადერთი რასაც ახლა ვეძებ შენ ხარ, შენი ღიმილი ისევ,
შენს უჟურ სახეზე. 
ვეძებ მხოლოდ შენს ღიმილს, ჩემზე ნუ ღელავ, ჩემიც გვერდით უდევს შენსას.
მარტოობას ვეღარ ვგრძნობ,პირიქით, ლამის გავგიჟდე ამ სიგიჟით.
არ მასვენებენ ხმები, რომლებიც არ გვანან შენსას.
აქაც უნდა ვეძებო ალბათ, შვება სადღაც შენს ხმაში. 
სევდაც ვერ მეკარება, რადგან როცა მიახლოვდება ხედავს, რომ 
არასდროს არ ყოფილხარ ჩემს ფიქრებში იმაზე მეტი, ვიდრე მე. 
შენი ნახვიდან სამი დღის მერე, 
გაქრა გარშემო სამყარო,
კარგიც და ცუდიც,
მონატრებაც და
სიყვარულიც. 
და დარჩი მარტო შენ,
ჩემ ფიქრებში, ჩემზე მეტი. 

Advertisements

sad.

ლალალა…ლალა..ლალალალა….

ნოა (ჩემი წარმოსახვითი მეგობარი) და მე (მოწყენილი)…

ნოა: რა დაგემართა ნათ?
მე: ისევ მოვიწყინე, ვინმესთან მინდა..
ნოა: ვისთან გინდა ნათ?
მე: რაღაც ახალს ვგრძნობ და ეს არაჩვეულებრივია.
ნოა: ვისთან გინდა ნათ?
მე: ეს სხვა დროსაც ვიგრძენი.. ერთხელ მხოლოდ, მაგრამ მაშინ ეს იმდენად უმნიშვნელო იყო რომ.. ახლა უფრო ძლიერად ვგრძნობ.

ნოა: მიპასუხე! ვისთან გინდა?
მე: ძალიან ბანალური ვარ მე.. ხომ იცი ნოა?!
ნოა: ვიცი.. მე შენი სხეულის და სულის ყოველი სანტიმეტრი კარგად ვიცი ნათ.. ვისთან გინდა, მითხარი.
მე: ჰოდა ახლაც ბანალურად ვარ.. სენტიმენტები და… და იდიოტიზმი.. ბევრიი და მსხვილი იდიოტიზმი!!! ყველაფერი ერთად! ეს ჩემშია..
ნოა: შენი სხეულის მარჯვენა მხარეს უფრო ღმადაა ეს ყვეალფერი.. აი ვიგრძენი.. ვისი ნახვა გინდა ნათ?
მე: შენ ისედაც იცი ნოა.. ყოველი მხარე და ყოველი სანტიმეტრი.. ყოველ წუთას და ყოველ დღე მიცნობ შენ მე.
ნოა: იქნებ არც…
მე: იცი რას ვგრძნობ? ვიცი რომ იცი… გულისცემას გრძნობს ყველა ორგანო და მიბჟუის რაღაც შიგნიდან.. რაღაც ახალია ეს და სასიამოვნო! იცი რა არის ეს? ეს ბევრი რამეა ერთად.. სიყვარული, ტკივილი, სიხარული და და.. იდიოტიზმია ეს!! ბოლოს მაინც მოვიწყინე.
ნოა: მარცხენა მხარესაც ვიგრძენით მე და შენ ეს.. შეჩერდი!
მე: არვიცი როგორ გავაჩერო ეს? ვერა, ვერა! მოვწყდი ყველაფერს, დამეხმარე..
ნოა: ხელი მომეცი და ამოგათრევ.. თუმცა.. გინდა ამოსვლა?!
მე: ცოტახანი დავრჩეთ.. ეს ისეთი სასიამოვნოა, ისეთი უცხო.. დარჩი ჩემთან ნოა.
ნოა: მე არ დაგტოვებ.. გპირდები!
მე: არა, არა ნუ მპრიდები.. ეგ უარესია.. მერე უფრო მოგინდება წასვლა.. დაწექი ჩემთან მოდი და დავიძინოთ მომწვანო მზისფერ ბალახში.. მთვლემარე ზღვის პირას.
ნოა: და მაინც.. ვისთან გინდა ნათ?
მე: ჩემს სუნთქვას მოუსმინე ნოა.. ასე ბანალურად… მე?! მე…
7ენთან მინდა..)) წიწაკასავით მწარესთან.
წამიყვანე ნოა.