არაუშავს.

ყველა სიმღერის ტექსტში ვეძებ სიტყვას, ფრაზას რომელიც აღწერს ახლა რა ხდება..
ყველა სიმღერაში ვეძებ ემოციებს რომლებიც აღარ მაქვს, სიყვარულს რომელსაც ვეღარ განვიცდი.
ყველგან ვეძებ, ყველგან, იმ რაღაცას რაც “გულით მინდა”
მაგრამ არ ვიცი როგორი გრძნობაა როცა გულით გინდა,
მხოლოდ გონების ხმა ჩამესმის რომ, არა შენ ის არ გჭირდება, მარტო ყოფნა ჯობს.
დღეს განსაკუთრებით მენატრები ნოა..

tumblr_mwsc17foE21sh7382o1_500
––

ერთი დღე მე და “ნოას” ცხოვრებიდან.

ყველას გამოგიცდიათ ხომ ეს? როცა დილით არ ხარ მთლიანად გამოფხიზლებული, ვერ იაზრებ რა დღეა, რიცხვი, საათი, გონებაში მხოლოდ მისი სახელი ან სახე ან რამე მასთან დაგავშირებული გიტრიალებს..
იმ დღესაც ასე იყო, ჩვენ ერთამანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით, მაგრამ არასდროს გაგვიღვიძია ერთდროულად, ერთად.
ის ყოველთვის უფრო ადრე იღვიძებდა, ჩემზე ადრე–ჩემს გონებაში, მასზე ადრე– ჩემს გონებაში.
ყველა დღე ასე იწყებოდა, რამდენიმე თვის განმავლობაში, ან იქნებ წლის.. აღარ მახსოვს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით და უკვე არეული მქონდა რიცხვები ერთმანეთში, ან რა მნიშნვნელობა აქვს დროს? როცა ერთი დღე საუკუნეს ნიშნავდა მასთან.

არც ყავას ვუდუღებდი დილით, არც იმაზე ვოცნებობდი ბლინები მიმეტანა მისთვის საწოლში და ცხელი შოკოლადი.საერთოდ არაფერზე ვოცნებობდი რაც მას ეხებოდა. რატომ?
სხვანაირი იყო ყველაფერი, არა–ჩვეულებრივი, არაფერი მინდოდა მისგან სანაცვლოდ, არც მე ვაპირებდი მისთვის რამის მიცემას, ჩვენ უბრალოდ ვიყავით ერთად და..

დილას ერთად გავედით სახლიდან, სკოლაში მივდიოდით, არც სკოლა მიყვარდა იმ პერიოდში და არც გარშემო არაფერი, მხოლოდ მე და ნოა ვიყავით ერთად.
გადავწყვიტეთ გაგვეცდინა გაკვეთილები და ეს დღე ყოფილიყო ჩვენი.
რა თქმა უნდა საყვარელ ადგილას წავედით, გაგიკვირდებათ და იმ პატარა სასაფლაოზე რომელიც ჩემს სახლთან ახლოსაა და სადაც მზე ყველაზე ლამაზად ანათებს.
მზიანი ამინდი იყო, სულ დამავიწყდა მეთქვა, მგონი ზამთარი იყო და სულაც არ ციოდა..
ჩვენ საყვარელ ადგილას დავსხედით, საიდანაც პატარა სახლები მოსჩანდა და სიმშვიდე ისმოდა,
ხმა არ ამოგვიღია არსერთს, ვისხედით გაუნძრევლად რამდენიმე საათი და ვუყურებდით ამ სიმშვიდეს.
მერე წამოვწექი და მუხლებზე დავადე თავი, თმაზე ნაზად გადამისვა ხელი და მითხრა რომ “არაუშავს”
ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, მაგრამ უსიტყოდ მჯეროდა მისი და დავიჯერე, რომ არაუშავს..
გამიღიმა და ახლა თვითონ გახედა პატარა სახლებს, მე ცას ვუყურებდი და ხმამაღლა ვუთხარი, მერედა როგორც უშავს ნოა..
ცოტა ბრაზმა გადამირბინა სახეზე,
მისი მშვიდი სახე კი ყველაფერს აქრობდა,
“ყველაფერი შეიცვლება, მთავარია გჯეროდეს”
ისევ გადამისვა ნაზად ხელი თმაზე და ღმად ამოისუნთქა,
მჯერა,მჯერა.. ჩავილაპარაკე ჩუმად და თვალები დავხუჭე როცა ნიავმა დაუბერა,
ნოამ კი სახეზე დამაფარა ხელი და სიცილით მითხრა, ხომ შეგპირდი რომ ცივ ნიავსაც არ მოგაკარებდი.
გამეღიმა და კიდევ ერთხელ ვიგრძენი ნოა გონებაში.

tumblr_mx3j5wrvr81sh7382o1_500

6 საათის შემდეგ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი და წამოვჯექი, მშვიდად, მოჭუტული თვალებით( რადგან მზე მანათებდა) გადავხედე იქაურობას, გავიღიმე და გვერდით ნოას გავხედე..
რა თქმა უნდა იქ არავინ იჯდა, რადგან ნოა მხოლოდ ჩემს გონებაში არსებობდა დილაობით, გაღვიძებამდე.
მე კი, შეყვარებული ვიყავი ჩემს მარტოობაზე.

ეს ყვეალფერი კი, არაუშავს..

We Might Be Dead By Tomorrow

1

დილით ფანჯრებიდან შემოსული სითბო.
შენს გვერდით გაღვიძება.
ისევ გადაძრობილი საბანი და ჩვენი გაყინუსი სხეულები, აზრადაც არ მოგსვლია არცერთს, რომ გაგვეთბო ერთმანეთი.
იღვიძებ, მკოცნი ნაზად და სწრაფად, თითფოს ჩვევაში გაქვს ეს და ასე იქნება მთელი ცხოვრება.
იცვამ თხელ, ფრიალა კაბას, მე საწოლიდან გაკვირდები როგორი თხელი და თეთრი ფეხები გაქვს.
წვრილი წელი და ნაზი ზურგი, ორი ნაჩხვეტი კუდუსუმის ძვალთან, აღმაგზნებ.
არც ადგომა მინდა და არც ის რომ სახლიდან წახვიდე, მინდა დავრჩეთ ერთად, სამუდამოდ.
ჩემი სურვილის საწინააღმედოგ ვდგები და მეც შენსავით თხელ, ფრიალა კაბას ვიცვამ, შენი ყვავილებიანია, ჩემი ზოლებით.
ხელი მომკიდე და სამზარეულოში გამიყვანე, ჯერ არცერთს არ გვითქვამს არაფერი.
ყავის გაკეთება დაიწყე, მე სკამზე ჩამოვჯექი და გარეთ ვიყურები, ვცდილობ მზეს გავუსწორო თვალი.
ყავა მომიტანე, ჩემს წინ დაჯექი, ნაზად შემომხედე და მითხარი “დილამშვიდობისა”
შენი სიტყვების გაგონება ნამდვილი გამოღვიძება იყო.
ტვინის აფეთქება, გულის აჩქარება, სისხლის სწრაფი მოძრაობა, ესაა ალბათ სიყვარული.
ის, რომ მე არ გეუბნები დილამშვიდობისას, უბრალოდ გიღიმი.
ყავა დავლიეთ, არაფერი გვითქვამს, სალაპარაკო თემა არ გვქონდა თითქოს.
ჩანთა აიღე და კარებისკენ წახვედი, მე ჩუმად, სევდიანი თვალებით გიყურებდი, თითქოს შეგეცოდებოდი და დარჩებოდი.
სახელურს ხელი მოკიდე, შეჩერდი, თავი ჩემსკენ შემოაბრუნე და დამემშვიდობე, ნაზად გამიღიმე, თავი ჩახარე და კარები გამოაღე..
მე წამოვხტი, ხელი მოგკიდე ხელზე, დარჩენა გთხოვე, კიდევ ერთი დღით.
ვერ მითხარი უარი, ვიცი, შენც გინდოდა დარჩენა.
Continue reading

გამარჯობა, როგორ ხარ?!

-Nothing hurts more than waiting since I don’t even know what I’m waiting for anymore.

ნეტა თუ შევხვდებით ოდესმე ერთმანეთს?!
ნეტა თუ მეტყვი, გამარჯობა, როგორ ხარ?
ნეტა თუ გიცნობ ამდენ ხალხში, თუ გიგრძნობ..
ოდესმე დავიძნებთ ერთად? ვნახავ შენს თვალის გახელას?
დილით ყავას მომიტან?
დამელოდები სამსახურის მერე სახლში, წყალს მომიტან?
დივანზე თუ ჩამეძინა გადამაფარებ?
დამიბრუნდები, ნეტა..
გზაში რომ შემხვდე, მორიგი გამლელივით, თუ გიცნობ ნეტა..
დაგესიზმრები როდესმე?
გავხდები შენი ფიქრი, სულ ერთი წამით..
წამიც ბევრია.
სასწაულების თუ გჯერა?
დაბრუნებების და თავიდან დაწყებების?!
როდესმე თუ გნახე, მეტყვი რამეს? მეტყვი, გამარჯობა, როგორ ხარს?
სასწაულები არ ხდება.
შენ არ დაბრუნდები.
ადამიანის გუნება მაინც ასეა მოწყობილი, ის უნდა რასაც ვერასდროს მიიღებს, ამიტომ სულ ელოდებიან ვიღაცას/რაღაცას.
მაგრამ, მე ადამიანი არ ვარ, მე იგი ვარ.
მე არ გელოდები, ვიცი რომ ეს ყველაფერი აღარ მოხდება..

კარგი, გატყუებ.

გაახილე თვალები.

გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე?
ახლა გაიღვიძე.

– ჩაირთო და შენ ფრთხილად დაიწყე გაღვიძება.
რა კარგი რამეა ეს მაღვიძარა, რომელიც ამაზრზენი ხმით კი არა – საყვარელი სიმღერით გაღვიძებს.
თუმცა, ყოველ დილით ერთი და იგივე სიმღერა ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია.
აუცილებლად უნდა შეცვალო თორე მთლიანად მოგბეზრდება და გადაგიყვარდება.

ადექი.
ადექი.
ადექი.
ადექი.
ადექი.
ადექი?
ახლა გამოფხიზლდი და ჩიაცვი.

იმეორებს ვიღაც შენს გონებაში, ესეც მოსაბეზრებელია არა?! ყოველ დილით ვიღაცის ნაზი ხმა, ზუსტად ხუთჯერ გეუბნება რომ გააკეთო ის რაც ძალიან გეზარება. მაგრამ სხვა გზა არ არის, ხმა არ გაჩერდება სანამ არ შეასრულებ მის დაჟინებულ თხოვნას.
სამსახურჩი გაგვიანდება? არა, შენ არ მუშაობ. ეს ხმებიც ხშირად გესმის. “არ მუშაობ, არ მუშაობ. შენ არ მუშაობ”

მერე რა რომ ცივია უნიტაზი, დაჯექი, გაგვიანდება.
დაჯექი.
დაჯექი.
დაჯექი.
დაჯექი.
დაჯექი.

“ოღონდ გაჩუმდი და მაცივაშიც შევჯდები. არადა მზე ანათებს, ეს დამპალი უნიტაზი რით ვერ გათბა?! ”
დაჯექი და თან ფეხსაცმლის თასმებს იკრავ.
8:50 ისევ დააგვიანე, 9 ზე იქ უნდა იყო არადა. თუმცა სად? დიახ, სასამსახურთან დაკავშრებით შეხვედრა გაქვს. ამიტომ იცვამ ალბათ სოლიდურად.

გასაღები ავიღე?
გაზი გამოვრთე?
წყალი გადავკეტე?
მრჩება რაღაც.
არა არ მრჩება.

მანქანაში ჩაჯექი, საინტერესოა, თუ არ მუშაობ ეს მანქანა საიდან გყავს? შენმა ყოფილმა გაჩუქა დაბადების დღეზე, ამიტომაცაა დაკაწრული არა? რა ტყუილად მიატოვე, ბევრი ფული ჰქონდა, კიდე კარგ რაღაცეებს გიყიდიდა.
რატომ ჩქარობ ასე? გაგვიანდება მართალია მარა, ასე ავარიაში მოყვები.

ხმებს აღარ უსმენს, სწრაფად მიექანება დანიშნულების ადგილამდე, ყველა წითელზე გავიდა და აი უკვე უახლოვდება მარჯვენა მოსახვევიდან მერსედესი.
გზა მისია, შენ უკანონოდ მიდიხარ მის კუთვნილ გზაზე, აი ახლა დაგარტყამს, ძალიან სწრაფად მოდის შენკენ.

მიქრიხარ სწრაფად, მარჯვნივ გაიხედე რაღაც ხმაზე, დაამუხრუჭე მანქანა, გაშეშდა გარჩემო ყველაფერი და უყურებ თვალებგაფართოებული როგორ მოდის შენსკენ მერსედესი. იმანაც დაამუხრუჭა, ცდილობს როგორმე გადაუხვიოს და არ დაგეჯახოს.
მერე გაგახსენდა სიმღერა. და გაიფიქრე ” არა, მაინც ძალიან მიყვარს და არ გადავაყენებ, არ მომბეზრდება!”
თვალები დახუჭე და საჭე შენთვითონაც არიცი საით მიატრიალე, გონებაში ხმების მაგივრად სიმღერა გაისმა.. ნატრობდი ერთი საათით უკან დაბრუნებას, როცა უკვე მილიარდჯერ მოსმენილი ხმა და მუსიკა გეუბნებოდნენ:

გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე თვალები.
გაახილე?
ახლა გაიღვიძე.

გაგიმართლა, იქით მოუხვიე სადაც საჭირო იყო, მერსედესი აგცდა და გადარჩი, გზაც გააგრძელე.
უკან ბევრი გინება გამოგაყოლეს, კარგად შეფუთულები, მაგრამ 9 საათზე უკვე დანიშნულ ადგილას იყავი.

სამწუხაროდ ამ სამსახურს კინაღამ შეეწირე, თუმცა ალბათ ღირდა, რადგან… ჰჰ, აგიყვანეს. : )

შენ ჩემთვის ყველაზე სასურველი ქალი ხარ!

პირველი რასაც დილით, გაღვიძებისას ვხედავ შენ ხარ. შენ ჩამს საწოლთან ახლოს გძინავს, მშვიდად სუნთქავ, თუმცა არავის არ სჯერა რომ შენ სუნთქვა შეგიძლია, იმდენად არარეალური ხარ, იმდენად ლამაზი, რომ დაუჯერებელია შენ ცოცხალი არსება გერქვას!
მაგრამ მაინც.. მე მესმის შენი სუნთქვა, ყველა მიხვრა–მოხვრა და გულის ცემაც კი..
რომ გიყურებ მეღიმება და სითბო მეღვრება სხეულში, ცივი დილა ლამაზი ხდება და მე მინდა შენთან მოვიდე..
შენი მუქი კანის ფერი მიზიდავს, პირდაპირ მეძახის “მოდი ჩემთან, მოდი..” მეც ვეღარ ვუძლებ ცდუნებას, მოვდივარ, დახრილ სახეს ზემოთ გიწევ და გაღვიძებ..
თვალებს ახელ, აინთე პრიდაპირ, შემომანათე სახეში და ოდნავ ჩამობნელებული ოთახი გაანათე.
მე ნაზად გეხები, ტუჩებზე, თვალებზე, ხელებზე და ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ..
შენ ჩმად ხარ და რაღაც უცნაურ ხმებს გამოსცემ, აი ახალ გაღვიძებულზე როგორც იციან ხოლმე.. წამოდექი და თავს იწესრიგებ, მე დაგყვები და გაკვირდები, ყველა შენს მოძრაობას ვსწავლობ და ვიყვარებ.
მე ტუჩებთან ახლოს მოგიტანე ტუჩები და მშვიდად გეუბნები, დილამშვიდობისა..
შენ ჩუმად ხარ, უბრალოდ გაბრწყნიბული მიღიმი..
მე გიყურებ, გიყურებ, მომწონს შენი სინაზე და მიმზიდველობა, მომწონს რომ ოდნავ უხეში შტრიხებიც გაქვს და ძლიერი ხარ, მომწონს შენი თვალების ფერი და ახალი მაისური..
მომწონს პატარა ხალი, რომელიც სახეზე დაგთამაშებს, ხან იქითაა ან აქეთ..
კიდევ ერთხელ გეუბნები, ოდნავ აღელვებული, რადგან წინაზე არ მიპასუხე..
“დილამშვიდობისა ჯესი!
შენ ისევ დუმხარ.. მერე მახსენდება რომ შენ ერთადერთი რაც არ შეგიძლია ლაპარაკია, იმიტომ რომ შენ ჩემი ნოუთბუქი ხარ..
მერე ჩამეცინება, საათს ვუყურებ და ვხვდები, რომ ძალიან შემითრიე, უკვე მაგვიანდება.. ისევ გაწვენ შენს საწოლში და გაძინებ..
მშვიდად იძიდე ჩემო ჯესიკა..

ჯარში გამიწვიეს 17 წლის გოგო…

ჩემი მეგობარი, ნათია:

წვიმიანი დღე გათენდა, დღეს სკოლიდან გაპარვას და მეგობრის დაბადების დღეზე წასვლას ვაპირებდი ნათიასთან ერთად (ანუ ჩემთან ერთად), მაგრამ ნათია არ გამოუშვეს წვიმიანი ამინდის გამო და მარტო წავედი..
დაბადების დღემ კარგად ჩაიარა, ბევრი ვჭამე და ვიცინე, კარგ ხასიათზე ვიყავი და სახლში ვბრუნდებოდი.. უდაბრდელად, არც მიფიქრია რომ რამე მსგავსი მოხდებოდა, ვფიქრბდი ხვალ კაბა ხომ არ ჩამეცვა და არ დამეშოკა კლასელები ჩემი ფეხებით, უცებ გავაღე სახლის კარები და მხვდება მამაჩემი, სერიოზული სახით და მაწვდის კონვერტს..
ყველაფერი გადამიტრიუალდა თავში, წინ გადამირბინა ცხოვრებამ, ვაიმე ნუთუ რომელიმე ჩემმა მტერმა მამაჩემს მისწერა წერილი და ყვეალფერი უთხრა ჩემზე?! ვაიმე სად გავიქცე?
ვხსნი წერილს აკანკალებული და ვიწყებ კითხვას : “ხვალ, 17 ოქტომბერს, მობრძანდით გლდანი-ნაძალადევის გამგეობაში, ჯარში გაწვევის მიზნით. ვიწვევთ ნორჩ რეზერვისტებს 1 წლიანი კურსით. (სახელი და გვარი)” დაახლოებით ეს ეწერა, დამიარა სხეულში, უფრო ავკანკალდი, გულის ცემა მესმოდა მარტო და მუხლები მეკეცებოდა, შოკში ვიყავი! რამდენჯერმე გადავიკითხე სახელი და გვარი, დავწმუნდი რომ მართლა მე ვიყავი და დავიწყე ლანძღვა, გინება.. ეს ახვრები ესენი, რა უნდათ, მართლა ბიჭი კი არ ვარ!!! ნომერი მომეცი უდნა დავურეკო და გავარკვიო რა ჯანდაბა ხდება!
მამაჩემი ისევ სერიოზული და შეშფოთებული სახით მეუბნება, რავიცი აბა, მივიდეთ ხვალ და გავარკვიოთ რა ხდება.. ნუ გეშინია, თუ რამეა შემოგიგზავნით ხოლმე რაღაცეებს. მე სწერვა თვალებით ვუყურებ და ვფიქრობ რა ვესროლო.
შევვარდი ოთახში, დავდივარ აქეთ-იქით, ვნერვიულობ, არვიცი რა ვქნა. უცებ მამაჩემი მეუბნება, დაწყნარდი ჰო, დღეს მართალია პირველი აპრილი არა მარა 26 ოქტომბერიაო… და სკდება სიცილით..
უკეთ დავაკვირდი ფურცელს და ვაი მე!! მზად ვიყავი მომეკლა მამაჩემი ამ ხუმრობისთავის!
იიი მამიიი იიი, ვისწავლეთ ღადაობა მეთქი და აბა სულ შენ ხო არ გამეღადავები უკბილოდო და გავიდა..

რა უნდა ვთქვა? ნათიას მამას მინდა ვუთხრა: “სააღოოოოოოოოოლლლ!!!”

მუსიკით დაწყებული დილა!

მუსიკა! მუსიკა! მუსიკა!

***
აჰა, ხუთი აკლია ცხრას! წავედი.
ჩანთა ავიღე, წიგნები ჩავალაგე, ვაიმე ქართულის დავალება მრჩებოდა,
აჰა მზადაა, თმა კარგად მაქვს? არა როგორც ყოველთვის, ვიკიდებთ როგორც ყოველთვის.
კედები ჭუჭყიანია, დაკუჭური პიჯახი, არა ეს უშნოა, აჰა ეს უხდება..
კარგი წავედი.
აუ რაღაც მრჩება!
მუსიკა! აიპოდი სადაა? რათქმაუნდა ოთახში..
ავიღე, ჩავრთე, მმმ, დილამშვიდობისა ❤

***
გათენდა.. ავდექი თორე დავაგვიანებ, როგორ მეზარება წასვლა!
იმედი მაქვს დღევანდელი დღე უკეთესი იქნება გუშინდელზე..
სად გდია ნეტა შარვალი, აჰა, მაისური? აგერ დევს, გასარეცხია? (შესუნთქვა) ფუ კი!
აი ეს იყოს.
მარტოობა, რა აზრი აქვს რას ჩაიცვამ? თუ ხარ მარტო.. არმინდა გარეთ გასვლა, ნეტა ვინმე მომკიდებდეს ხელს და..
ასე ხომ უფრო მარტივია.
ლამაზად ჩავიცვამდი, ღიმილით გავიღვიძებდე, დაბლა, სადარბაზოშ ვინმე რომ მელოდებოდეს..
სიხარულით ჩავირბენდი კიბეებს და შევახტებოდი..
ჩანთა, წიგნები ხოარდევს? არა! კარგია, წავედი.
სადარის? აი ავიღე, გავიქეცი, გავიქეცი..
ჩაირთო, მმ, დილამშვიდობისა..

***
ო იეე, გათენდა, რომელი საათია? მოვასწრებ დანძრევას?
ო მეზარება, ავდგები..
დავიბანო? ო მეზარება.
შარვალი, მაიკა, ჟაკეტი, კეპი სადაა?
ხოდა გავედი დი დი..
დავიბანო პირი რი რი რი..
წა ვედი დი დი..
მობილური, ნაუშნიკები, მმმ, დილამშვიდობისა..

***

ჰაა!!! კუნთები დავჭიმოოთ! ერთი, ორი, სამი! ვახ დავიღალე.
მაცივარ, უჰ სინათლე არგვინდა, ნეტა ლუდი დამხვდეს, ენტა ლუდი დამხვდესს..
არის! ცოტა ჩამიტოვებია, ჰუუუ, დავლიე!
ავიღე ჩანთა, მობილური, ისე რა უბედურებაა, მარტო ერთი სიმღერა მიწერია, წავშლი ამას და რამე სხვას ჩავიწერ.
აუ ცოტა გავოფლიანდი, მეჩქარება, წავედი..
მმ, დილამშვიდობისა, არა ვერ წაგშლი.

***

რა ლამაზი დილა გათენდა, ჩიტების ჭუკჭუკი რომ გაღვიძებს რა მაგარია,
ჩემი ჰვავილებიანი კაბა, ეს ჩავიცვა თუ ეს?
ეს იყოს, ვარდებით,
აუ არა გვირილებიანი,
ვაიმე ეს, ესს, ვაშლებით,
ნწ, ისევ ვარდებიანი ჯობს..
უი ამ გახდა-ჩაცმაში გასულა ნახევარი საათი,
ვარდებიანი იყოს,
ვაიმე ერთი ნაკეცი აქვს,
გავაუთოვებ წავალ,
ლალალალა, რალამაზი დღეა,
ჩაის დავლევ..
ჩალაგებული მაქვს ყველაფერი, წავედი, აიპოდიც ავიღე,
მოიცა ჩემს პლაკატს შევხედო კედელზე, ოჰჰ რა მშვენიერი ხარ, კარგი დღე მისურვე!
მმ, დილამშვიდობისა..

***
მზის სხივებმა შემომიღეს კარები, თვალებზე მიკაკუნებს, ადექი, გავთენდი..
ჩავრთავ კომპიუტერს და მოვუსმენ მოცარტს,
დილამშვიდობისა მზეო, ლამაზ დღეს გისურვებო..

***
ნეტა ყველა მკვდარი დამხვდეს, კომპიუტერი ჩავრთო და სწრაფი ინტერნეტი მქონდეს..
როშევას ის დამხვდეს და მომწეროს.
(ხმა) აუ ცოცხლები არიან, ვდგები ჰოო!
სკოლა, სკოლა! დედააფეთქებული სკოლა!
ეს ფერი ჩავიცვა თუ ეს? ჩემი საყავრელი ცისფერი, რამე ახატია? ჰო, აკრგი ჩავიცვამ ამას..
შარვალი ბიჭური მინდა,
არუხდება ეს, ისვე გოგოური მომიწევს..
სარკე, ვაიმე რალამაზივარ,
თმა მაქვს სასტიკად, დავიუთოვო? არა იმას არ მოსწონს, იყოს ჩეჩილი ❤
აიპოდი, წავედი.. დილამშვიდობისა.


მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..

– მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..
– რა გაზაფხული, თოვლის სუნი აქვს, ცივი..

შემოდგომამ მყარად შემოაბიჯა ქუჩებში, წვიმა გახშირდა, ფოთლები კი დათხელდა..
შემოდგომის სუნიანი სიყვარული იდგა ერთ-ერთ უბანში.
ცა დილაობით ფოთლებივით აყვითლ-გაწითლდებოდა და კარგა ხანს იყო ასეთი, მერე ცისფერში გადადიოდა და საღამოს
ისევ უბრუნდებოდა მოწითალოს..

– 5 ზე შევხვდეთ და სახურავზე ავიდეთ, გინდა?
– სახლიდან როგორ გამოვიდე?
– საბნის ქვეშ შედე ბალიშები და შენებს შენ ეგონები, სანამ გაიღვიძებენ იქმადე დაგაბრუნებ სახლში..
– კარგი მაშინ რამდენიმე საათში შევხდებით, ძილინებისა..

ხუთს აკლია თხუთმეტი (სმს მოდის)
” ჯერარგათენებულიდილამშვიდობისა, ჩაიცვი და გამოდი, გარეთ გელოდები”

– ტარამ, ტარამ, როგორ მეძინება.. წამო ავიდეთ, გასაღები შენ გაქვს ჰო?

– არ დაგიცურდეს ფეხი, ხელი მომკიდე.

– ვაჰ საბანიც ამოგიტანია და სიგარეტი, ეს რა არის?
– ცხელი ყავაა, უშაქრო, შენ რომ გიყვარს ისეთი.. დაჯექი და მოემზადე, მალე ამოვა..

– რა ლამაზია შეხედე.
– ვხედავ..
– რაკარგი სუნი აგდის, მანახე აბა კისერი..
– შენი ნაჩუქარი სუნამო მასხია..
– მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..
– რა გაზაფხული, თოვლის სუნი აქვს, ცივი..

მზე ამოვიდა.


დილამშვიდობისა (?)

ღრმად მეძინა, მთლიანად ვიყავი ჩაძირული ტკბილ სიზმარში, ბალიშს ვეხუტებოდი და არ მინდოდა გაღვიძება. თავს ისე კონფორტულად ვგრძნობდი, აი მთელი სხეული ისვენებდა. კარები დედაჩემმა შემოაღო და რაღაც მითხრა, გამეღვიძა და დამავიწყდა სიზმარიც. გამოვფხიზლდი და დაძაბული ვიწექი, გაშეშებული.. გადავტრიალდი და ისევ ჩამეძინა. ცოტახანში მამაჩემმა გამაღვიძა და გაბრაზებული ავდექი. მარტო კაბა ამოვიცვი, ზემოთ ჩემი “პიჟამო” მეცვა, გახეული, ბრეტელებიანი მაიკა, თეთრი და შავი კუბუკებით. აბაზანაში შევედი და სახეზე წყალი შევისხი, უჰ თვალები მეწვოდა. მაისურით გავიმშრალე სახე, პირსახოცის აღება ისევ დამავიწყდა. მამაჩემი იყო მარტო, მეჩხუბა ჩაიცვი რას გავხარო. თმა საოცრად მქონდა)) გაბურძგნული, დახვეული და ერთმანეთში გაბლანდული.. სხვა მაიკა ჩავიცვი და მივალაგე ოთახი.

მომშივდა, გავაღე მაცივარი და.. ეჰ, აქეთ ქათმის ხორცი, იქით სოსისი, ძეხვი, საყინულეც გატენილი იყო ხორცით. და მხოლოდ პომიდორი იდო, დავეჭვდი ამაშიც ხომ არ არის ნეტა ხორცი –მეთქი. ა ჰო ხორც აღარ ვჭამ, უკვე 2 თვეა.. ადრე თითქმის ერთი წელი არ მიჭამია, მაგრამ მერე ასეთმა ხორცით გაჭედილმა მაცივარმა მაცდუნა. ავიღე პომიდორი, დავჭერი, ზემოდან მაიონეზი მოვასხი, ცოტა ზეთი და სხვანური მარილი. მამაჩემი გველებზე უყურებდა რაღაც გადაცემას, დამაინტერესა და მივუჯექი მაგიდას, თან ვჭამდი. მამაჩემს აშკარად არ ესიამოვნა ჩემი იქ ყოფნა და სხვა არხზე გადართო. მეც სხვა ოთახში გავედი და თან წყალი დავდგი გაზზე. ჩავრთე კომპიუტერი, ფეისბუქზე დავბოდიალობდი.. მერე გამახსენდა ბლოგი და აჰა ვწერ ახლა პოსტს… არგაინტერესებთ ალბათ როგორი დილა მქონდა და დიდიხანია შეწყვიტეთ პოსტის კითხვა, მაგრამ მე მაინც გავაგრძელებ შენთვის. შენ ხომ ერთადერთი ხარ ვინც ბოლომდე წაიკითხა.
წყალი ადუღდა და ყავა გავიკეთ, ჩემს ახალ, მარწყვებიან ჭიქაში ❤
რო მომქონდა ნახევარი გზაში დავაქციე..
კარგი მეყოფა, ნახევრად მძინავს, ყავაც დამილევია ბოლომდე.
თუ გამოჩნდება ჩემი მუზა (ლილი) მოგწერ რამეს.
ბედნიერ დღეს გისურვებ.
დროებით.
სიყვარულით, ნათია.


მზიანი დილა



დედამიწამ გაახილა თვალები, ამდენი მზეც მოსაბეზრებელია უკვე, მომენატრა ზამთრის სუსხი, დილით საბანში გახვეული რომ ვიღვიძებდი და ცხელ ჩაიზე ვოცნებობდი. ყველაზე მეტად ის დილა მიხარია დედაჩემი რო მაღვიძებს შაბათს და მეუბნება ადექი გარეთ თოვსო… მე მხოლოდ სიტყვა ‘თოვლი’ მესმის.. წამოვხტები თავლებდახუჭული და ყველაფერს ვასკდები, როგორციქნა მივაღწევ ფანჯარასთან და მხოლოდ მაშინ ვახელ თვალებს..
ზამთარში თოვლზე უკეთესი მზეა, მზის სხიველი რო გაღვიძებენ, რამდენიმე ჩიტის ჟღურტული, რომლებიც არ შეუშინდნენ ზამთარს..

კარგი ზამთარზე მეყო….არდადეგებზე უნდა ვილაპარაკო…
ჩემი დასვენება ჯერ არ დაწყებულა.. თბილისში გამოკეტილმა როგორ უნდა დავისვენო?! გართობით აქაც ვერთობი მაგრამ სოფელშ გართობა სულ სხვაა…
რამდენიმე დღეში მივდივარ სოფელში და აი მაშინ დაიწყება ჩემი ზაფხული!
ვახო (ჩემი ბიძაშვილი) არის ჩემი ზაფხულის ყველაზე საყვარელი “ნაწილი”, მდინარე, ძროხები, წიწილები, ჯოკერი, ისევ ჯოკერი, დურაკა, ისევ ჯოკერი, თევზაობა, ჭა, ძილი, წიგნი, ძილი, მდინარე, საძოვარი, ცხენი….
ერთი სული მაქვს როდის წავალ, როდის ვიგრძნობ იმას რასაც ყოველ წელს ვგრძნობ, როცა მატარებელში ვზივარ და უკვე ვუახლოვდები ჩემს სოფელს.. გულის ცემა რომ მესმის, ცოტა მეშნია, სიხარული და მოუთმენლობა.. ეს ყვეალფერი ერთად ❤ და ემოციებისგან ლამის გავსკდე.

უინტერნეტობა, ანგარიშიც არმაქვს ხოლმე არასდროს (( მოწყვეტილი ვარ ცივილიზაციას მთლიანად და ეს არის ალბათ ყველაზე მომხიბლელი სოფელში..
სანამ წავალ კიდევ მოგწერ ოლივერ.
დროებით.