შენ ისეთი ფერადი ხარ როგორიც არ ყოფილა ცისარტყელა არასდროს!

ვფიქრობ და ვფიქრობ.. როგორ მივულოცო, რამე განსაკუთებული მინდოდა, მაგრამ რათქმაუნდა ვერ მოვიფიქრე..
ვინმე რიგითი მეგობარი რომ იყო, რამე სისულელეს გავაკეთებდი, ან უბრალოდ მოგწერდი გილცოავთქო, მაგრამ შენ… შენ სხვა ხარ!

მივხვდი რომ ეს ჩემი კი არა “ჩემში” ბლოგია, რადგან აქ ის სამყაროა რომელიც ჩემში ძალიან ღრმადაა..
შენც ასე ხარ ჩემში, ღრმად ჩამჯდარი ჩემს სულში და გონებაში.

ადრე მე “გზრდიდი”, სულ პაწუკა იყავი როცა გაგიცანი, ჩემთან და ნინისთან ერთად დადიოდი სულ და შენ იყავი ჩვენი პატარა თემუკა.
ახლა პირიქითაა, გაიზარდე და თავისუფლად შემიძია ვიამაყო ჩემი თავით! ასეთი კარგი რომ გახდი იქნებ ჩემი წვლილიც არის.
შენით სიამაყე, ჰაჰ, სიამაყე მსუბუქი ნათქვამია.
ჰოდა ახლა პირიქითაა, ჩემი მამაც ხარ, ძმაც და საუკეთესო მეგობარიც.
როცა ცუდად ვარ მივლი, მაჭმევ, მათბობ, მახალისებ..
შენი დანახვაც კი გამონათებასავითაა.

ოჰ, დღეს რა ბედნიერი დღე მაქვს! დღეს ხომ დაიბადე..
არ იქნებოდა ეს ყველაფერი რომ არა დღევანდელი დღე!
არც გაგიცნობდი, არც გამახალისებდი, არც მასწავლიდი, არც დამარიგებდი, არც გამამხნევებდი.
ამიტომ მადლობელი ვარ რომ ხარ!

ახლა როგორ მინდა ჩაგეხუტო, ჩემი ფუმფულა აბრიგინებული პუმა ხარ ❤
მაგრად მაგრად მოგიჭირო და გაგწყლიტო, მერე შენი გაჭყლეტილი სხეული შევისისხლხორცო და გავერთაინდეთ.
ჩემში იყო შენც და ასე მუდამ..

შენ ზუ ხარ.. მალე შენც გაიმართები.
შენ ისეთი ძიერი ხარ როგორიც რკინა არ ყოფილა არასდროს.
შენ ისეთი თბილი ხარ როგორიც მზე არ ყოფილა არასდროს.
შენ ისეთი საყვარელი ხარ როგორიც ფუმფულა სათამაშო არ ყოფილა არასდროს.
შენ ისეთი კეთილი ხარ როგორიც არ ყოფილა მეხანძრე არასდროს.
შენ ისეთი ფერადი ხარ როგორიც არ ყოფილა ცისარტყელა არასდროს.
შენ ისეთი ტკბილი ხარ როგორიც არ ყოფილა შოკოლადი არასდროს.
შენ ისეთი ხარ, როგორიც არ ყოფილა არავინ არასდროს!

უბრალოდ გაიღიმე, ყველაფერი გაივლის, ნაცრისფერი დღეები გაფერადდება, ფიქრები გაგინათდება და გათბები..
გაივლის ჩემო, ყველაფერი. მე შენთან ვარ და სულ ჩემთან იყავი გთხოვ!

ვულოცავ ჩემ თავს შენს დაბადებას და არა შენ შენს დაბადებას!

შენს მიღმა ფანჯარაა…

გაკვეთილზე ვზივარ, ცივი და უფერული დღეა.. ფერადი ფანქრები არიყო საჭირო, ნათიამ ამ წერილით მთელი დღე კი არა სიცოცხლე გამიფერადა …

****
შენს მიღმა ფანჯარაა, იმის მიღმა ცივი ზამთარი, იანვრის სუსხიანი დილაა, ვგრძნობ აქ არ ხარ და მასწავლებლის საუბარი საყვარელი მუსიკის ჰანგებივით ჩაგესმის…
შენს იქით ორი ხეა, ერთი მწვანე მეორე უფოთლო. ერთი შენ ხარ, მეორე – მე.
შენს მიღმა ერთი დიდი ზარდახშაა, რომლის გახსნასაც უკვე ორი წელია ვცდილობ, ვცდილობ და არც იმის მეშინია შიგნით რა იქნება. ვიცი რომ შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ და რომ წახვიდე გავიყინები, ავორთქლდები დედამიწიდან.
ფერადი ფანქვრების ყიდვა ისევ დამავიწყდა და მე შენივე ნაჩუქარი აკვარელით ვხატავ შენ თბილ ხასიათს, ჩემი სიყვარული რომ ერევა.
შენს მიღმა მე ვარ, ჩემს მიღმა შენ..
გაიღიმე… გაიღიმე გთხოვ… ჯოჯოხეთური სიცხით მწვავ როცა ცუდ ხასიათზე ხარ..
წამო ანტი დედამიწაზე, ანტი ადამიანებთან, წამო ეზოში ჰაერობანა ვითამაშოთ…

დროა ვუპასუხო წერილზე, ბოდიში პასუხი რომ დავაგვიანე…

ჩამკიდე ხელი, შენ უფრო მეტი ხარ ჰაერზე, უფრო მეტი ხარ ყველაფერზე და ყველაზე.
დედამიწაზე, სამყაროზე, ადამიანებზე.. ანტიზეც და უ-ანტოზეც.
წამოდი, მე გამოგყვები სულ ბოლოშიც, სადაც არაფერი არაა, სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით.
ჩემს მიღმა შენ ხარ, შენს მიღმა ახლა უკვე გაზაფხულია, მზემ გამოანათა და დაადნო თოვლი..
შენ დღეს დაიბადე, ან გუშინ რავიცი, დაიბადე და…
როგორ მიხარია რომ ჩემზე ადრე დაიბადე და არ მომიწია იმ სამყაროში გაჩენა სადაც შენ არ იყავი..
როგორ მიხარია რომ მერე გაგიცანი, თუმცა ოდესღაც, სადღაც იმ ბოლოში, მარტო ჩვენ რო ვიყავით, იქაც გიცნობდიი.. ვიცოდი რომ ჩვენ ყველა ცხოვრებაში, რამდენიც არუნდა გამოვიაროთ, რამდენჯერაც არუნდა გარდავიქმნათ ერთად ვიქნებით..
ჩიტები ხეებზე, ან თვითონ იმ ხის ტოტები, ან იქნებ სახლის სხურავი, სულაც მზის სხივები..

როგორ გითხრა სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ – მეთქი?
შენ თავზე მეტად მიყვარხარ ნათ ❤
დაბადების დღეს გილოცავ!

ჯარში გამიწვიეს 17 წლის გოგო…

ჩემი მეგობარი, ნათია:

წვიმიანი დღე გათენდა, დღეს სკოლიდან გაპარვას და მეგობრის დაბადების დღეზე წასვლას ვაპირებდი ნათიასთან ერთად (ანუ ჩემთან ერთად), მაგრამ ნათია არ გამოუშვეს წვიმიანი ამინდის გამო და მარტო წავედი..
დაბადების დღემ კარგად ჩაიარა, ბევრი ვჭამე და ვიცინე, კარგ ხასიათზე ვიყავი და სახლში ვბრუნდებოდი.. უდაბრდელად, არც მიფიქრია რომ რამე მსგავსი მოხდებოდა, ვფიქრბდი ხვალ კაბა ხომ არ ჩამეცვა და არ დამეშოკა კლასელები ჩემი ფეხებით, უცებ გავაღე სახლის კარები და მხვდება მამაჩემი, სერიოზული სახით და მაწვდის კონვერტს..
ყველაფერი გადამიტრიუალდა თავში, წინ გადამირბინა ცხოვრებამ, ვაიმე ნუთუ რომელიმე ჩემმა მტერმა მამაჩემს მისწერა წერილი და ყვეალფერი უთხრა ჩემზე?! ვაიმე სად გავიქცე?
ვხსნი წერილს აკანკალებული და ვიწყებ კითხვას : “ხვალ, 17 ოქტომბერს, მობრძანდით გლდანი-ნაძალადევის გამგეობაში, ჯარში გაწვევის მიზნით. ვიწვევთ ნორჩ რეზერვისტებს 1 წლიანი კურსით. (სახელი და გვარი)” დაახლოებით ეს ეწერა, დამიარა სხეულში, უფრო ავკანკალდი, გულის ცემა მესმოდა მარტო და მუხლები მეკეცებოდა, შოკში ვიყავი! რამდენჯერმე გადავიკითხე სახელი და გვარი, დავწმუნდი რომ მართლა მე ვიყავი და დავიწყე ლანძღვა, გინება.. ეს ახვრები ესენი, რა უნდათ, მართლა ბიჭი კი არ ვარ!!! ნომერი მომეცი უდნა დავურეკო და გავარკვიო რა ჯანდაბა ხდება!
მამაჩემი ისევ სერიოზული და შეშფოთებული სახით მეუბნება, რავიცი აბა, მივიდეთ ხვალ და გავარკვიოთ რა ხდება.. ნუ გეშინია, თუ რამეა შემოგიგზავნით ხოლმე რაღაცეებს. მე სწერვა თვალებით ვუყურებ და ვფიქრობ რა ვესროლო.
შევვარდი ოთახში, დავდივარ აქეთ-იქით, ვნერვიულობ, არვიცი რა ვქნა. უცებ მამაჩემი მეუბნება, დაწყნარდი ჰო, დღეს მართალია პირველი აპრილი არა მარა 26 ოქტომბერიაო… და სკდება სიცილით..
უკეთ დავაკვირდი ფურცელს და ვაი მე!! მზად ვიყავი მომეკლა მამაჩემი ამ ხუმრობისთავის!
იიი მამიიი იიი, ვისწავლეთ ღადაობა მეთქი და აბა სულ შენ ხო არ გამეღადავები უკბილოდო და გავიდა..

რა უნდა ვთქვა? ნათიას მამას მინდა ვუთხრა: “სააღოოოოოოოოოლლლ!!!”

დაბადების დღის საჩუქარი და ახალი იმიჯი ))

რამდენიმე საათში დავიბადები, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერ გეტყვით, ხან როგორ ხან როგორ..
17 წლის ვხდები, როგორც იქნა!
არმინდოდა მოსულიყო ეს დღე, იმიტომ რომ ბევრი ჩემი მეგობარი ვერ ახერხებს ჩემთან მოსვლას და არ მიხაროდა დიდად. კიდე სხვა პრობლემებიც და მოკლედ..
გუშინ ღამე გადავწყვიტე ღრმა დეპრესიაშვი ჩაძირვა, მარა ვინ მაცადა? დღეს დილით დამადგა გიორგი და ჯერ არ შესული დეპრესიიდან გამომათრია ❤
არ მითხრა სად მივყავდი, ჯერ დედაჩემს დაელაპარაკა, შეთანხმდნენ და გამოვიდა, დაიბანე და ჩაიცვიო ო.ო
ახალ გაღვიძებულმა გავიხადე პიჟამოები და როგორც მიბრძანა ისე გავაკეთე..
კაბა ჩაიცვიო გინდა თუ არა :/
არ მეუბნებოდა სად მივყავდი, არც დედაჩემი და არც მეგობრები. სურპრიზები მეზიზღება, ვეხვეწე მითხარი მეთქი, მაგრამ არაო.
წავედით, აქვე არისო, ვიარეთ ცოტა და მივედით, მე ნინი და გიო..
ვუახლოვდებოდით და უკე დაიწყო სინასიწყვაობის თქმა:
" მინდა დაგიმტკიცო და დაგანახო, როგორი ლამაზი ხარ! ნუ გარეგნულად ისედაც ნათელია შენი ზე სილამაზე, ხასიათები ხო საერთოდ, მაგიტომაც მიყვარხარ ასე ძან, შენ ვერ ხედავ ამას და მოდი დაგანახებ."
უცებ მანიშნებს სალონზე და მე გავოცდი: "რასს ს მიპირებ გიოო?" ო.ო
შვედები გაოგნებული, ნინი და გიო გარეთ დარჩნენ, თმის ფერს მირჩევდნენ, მერე ერთად ავარჩიეთ, ოქროსფერი.
შემღებეს, გამანძღეს ეს რაფერის თმა გაქვსო, მწვანე რატო დაჰკრავსო, როვუთხარი მწავენდ მქონდა მეთქი, ვაი მე! კინაღამ მცემა, რამ გადაგდრიაო.. მერე ჩემი ზოგან მოჭრილი თმა (ერთხელ თმაში ფერადი ძაფები ჩავიწენი, დედაჩემმა რომ ვერ მომხსნა, ძირში მომაჭრა) .. მოკელდ გაოგნდა და დამაწიწკნა თმა. დავიბანე და უი! რა კარგი ფერია.
"რაარი გოგო კარგი? მწვანე დაჰკრავს ისევ! უხუხუხ!" :დ
მოკლედ ჩემი ძველი ფერისგან არ განსხვავდება დიდად, უბრალოდ ცოტა ღიაა, ჩალისფერი თუ რაღაც ეგეთი..
მერე დიდი კულულები გამიკეთა, ისევ აქნებდა თავს -ნწნწნწ ო.
მერე მაკიაჟის დროც მოვიდა.
ცხოვრებაში პრიველად გავიკეთე მაკიაჟი, ხანდახან თვალის ფანქარი და ცოდა ტონალური, მეტი არაფერი..
დამდღაპნა, წენიო, ტუშიო, რუმიანაო, ესაო-ისაო ო.ო

ამ დროს გიორგი გარეთ იდგა, ყვიროდა იქიდან, ჰა რახდებაა? მალე მორჩებით? დროზე რა მაინტერესებს!!
ნუ გაგიჟდნენ იქაური გოგოები, დედა როგორ უყვარხარ და დედა რა კარგი ბიჭია და რა საყვარელია ო.ო შეყვარებულები ხართო? არა ძმაკაცია მეთქი და უიიიჰ ჩვენც გვინდა ასეთი ემგობრებიო.. მე შევიფერე ))

მორჩა, შემოდი გიო.
ჰა როგორია?
გიო დუმს.
ჰა მოგწონს?
დუმს.
აუ თქვი რამე..
ვააააააააააააუუუუ! (დაიყვირა)
უფფ! (ვეხუტები)
რა ლამაზი ხარ!! ძლივს არ დაემსგავსე კაცო გოგოს?! ბიჭი მეგონე და გოგო ყოფილხარ..
ხო, ვაიმე რა ლამაზი ვარ!

მართლა ლამაზი ვარ, დავინახე, მიაღწია მიზანს ❤
ნახევარ საათში დაბადების დღე მაქვს, ეს იყო ყველაზე კარგი საჩუქარი.
ეს არის ყველაზე მაგარი დაბადების დღე.
და გიროგი არის ყველაზე მაგარი მეგობარი! ❤

დაბადების დღეს გილოცავ ჩემო თავო!