Oh…Shit!

large

თითქოს ისევ ერთი წლის ვარ და სიარულის დაწყებას ვცდილობ.
ნაბიჯებს ვდგამ ფრთხილად და შიშით, მეშინია რომ დავეცემი და რამეს ვიტკენ.
არა, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს წავიქეცი უკვე, ყველაფერი მეტკინა და ახლა უბრალოდ არ ვიცი, როგორ ავდგე.
რა სასაცილოა, ყოველთვის ყველაფერი მე მემართება, თითქოს ფილმის გმირი ვარ და ყვეალფერი რასაც წარმოიდგენ, ცუდს რა თქმა უნდა, თან ფიქრობ, რომ არა ასეთები საერთოდ არ ხდება ცხოვრებაში და მხოლოდ წარმოსახვაა, ბახ, მეორე დღეს ზუსტად ის გემართება რაც შეუძლებელი გეგონა.
აი, ვზივარ მე, სრულიად განადგურებული, ტირილის თავიც რომ არ მაქვს, ვუყურებ “სექსი დიდ ქალაქში”_ს მეორე სეზონის პირველ სერიას, რადგან პირველ სეზონს გუშინ ვუყურე მთლიანად, და ვფიქრობ რომ მეც ამ 4 მარტოხელა გოგონას ნაწილი ვარ, ამ 4 გოგონასი კი არა მთელი მანჰეტენის ნაწილი, მთელი სამყაროსიც. მეც იგივე ისტორიები მემართება, სულ სხვა ქვეყანაში, სხვა დროში, სულაც არ მაცვია დოლჩე და გაბანას ფეხსაცმელები და არ მაქვს სექსი პირველ პაემანზე, მაგრამ მაინც მემართება. როგორც ქერის, მეც მყავს ჩემი “ოცნების მამაკაცი”, რომელიც არ მეუბნება რომ მე ვარ მისი ერთადერთი, ისიც ჯდება მანქანაში, ან ავტობუსში და მტოვებს ტროტუარზე, განადგურებულს და თან მიაქვს ჩემი ყველა იმედი და რწმენა, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს.
ამის მერე რა მელოდება?

ალბათ, ტრადიციულად, ვიტირებ 1 კვირა, შემზიზღდება ყველა შეყვარებული წყვილი, ყველა მამაკაცზე ჩავიქნევ ხელს და დავიწყებ მტკიცებას რომ კაცებით მხოლოდ უნდა გაერთო და მე სიყვარული სულაც არ მჭირდება, პრინციპში, არც შემიძლია და მე ბედნიერი ვარ. თუმცა გავა ერთი კვირა, მოხდება რაღაც უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან კარგი, ან უბრალოდ დამელაპარაკება რომელიმე ჩემი საუკეთესო მეგობარი და მეტყვის რომ მოვკეტო და უბრალოდ ისევ დავიჯერებ,
რომ დაბრუნდება ჩემი “ოცნების მამაკაცი”, ან თუ არ დაბრუნდება მის ადგილს სხვა დაიკავებს და ოდესმე ვიტყვი,რომ თურმე ის ყოფილა ჩემი ერთადერთი.

საოცრებაა პირდაპირ, ამ ყვეალფერს ვწერ და უცებ არსაიდან ხტება ჩემი ერთ–ერთი ყოფილის ფოტო, ფეისბუქზე რომ წამოუჭიმავს პროფილის სურათად, ფოტო რომელზეც თავის ახალ შეყვარებულს ეხუტება. ვუყურებ და ვფიქრობ, აი ისიც, მან იპოვა ის ერთადერთი, რა თქმა უნდა ჩემს ხარჯზე. ახლა იმ გოგოს ადგილას მე უნდა ვიდგე ფოტოზე, მე უნდა ვეხუტებოდე მას და მე უნდა მიწერდნენ კომენტარებს მისი მეგობრები, რომ გოგო ჯობია.
ჰა ჰა ჰა, ერთი დიდი ირონია და კომედიაა ყველაფერი.
მე ხომ ჯერ არც კი ვიცი, რა მინდა ამ ცხოვრებაში. ჯერ პროფესიაც კი არ მაქვს არჩეული, ჯერ ხომ.. პირველი ხელფასი არ დამიხარჯავს ბარში რამდენიმე ჩიქა ტეკილაში. მე ჯერ არც უცნობისთვის მიკოცნია, ამ რამდენიმე ჭიქა ტეკილის შემდეგ და საერთოდ, მე ჯერ არ მჭირდება სერიოზული, ნამდვილი სიყვარული.

არ მჭირდება.. მაგრამ
რა უნდა ქნა მაშინ, როცა შენს დაუკითხავად გიყვარდება ვინმე?!

 მართლაც რომ..
61c3d54306624cfceee6274329eed0c5

ამ ყველაფრის დაწერის შემდეგ კი ვრთავ “სექსი დიდ ქალაქშის” და სერიის პრიველივე წუთებში, ისმის შარლოტას ფრაზა
“იმისთვის რომ დაივიწყო საყვარელი კაცი, უნდა გავიდეს იმის ნახევარი დრო, რამდენი ხანიც ერთმანეთს ხვდებოდით”
საინტერესო აზრია, იქნებ მართლა ასეა?!
ვინ იცის.. სამწუხაროდ თუ საბედნიეროს, ჩემს “ოცნების მამაკაცთან” დაშორების შემდეგ, არასდროს არ გადიოდა 2 თვეზე მეტი, როცა ისევ ვრიგდებოდით.. ჩვენ კიდევ, 2 წელზე მეტი ვხვდებოდით ერთმანეთს. ახლა კი მაქვს საშუალება დავიწყო ამ თეოორის შემოწმება, წინ მაქვს მთელი ერთი წელიწადი და რამოდენიმე თვე მის დასავიწყებლად! წამზომი ჩაირთო..

შეიძლება ასაკის ბრალია, ასეთი კითხვები რომ მაწუხებს, თუმცა “სექსი დიდ ქალაქში” ყველანი ჩემზე ბევრად უფროსები არიან და მათაც იგივე პრობლემები აქვთ, იგივე კითხვები აწუხებთ, არსებობს კი სიყვარული?! ან იდიალური მამაკაცები?! საერთოდ რა ხდება ამ გადარეულ სამყაროში?!
შეცდომაა ყოფილისთვის დარეკვა, თუ მარტივია ყველაფერი და უბრალოდ უნდა დავტკბეთ ერთმანეთთან ყოფნით?!
და ასე უსასრულოდ, კითხვები რომელზეც ბევრი განსხვავებული პასუხი არსებობს. 
პარალელურად მულენ რუჟის სხვადასხვა მონაკვეთს ვუყურებ და ვუსმენ, 
იქაც იგივე გაურკვევლობა, ეჭვიანობა და ნამდვილი სიყვარული.  სევდიანი, მაგრამ სასიხარულო დასასრული, ნამდვილი სიყვარული იმარჯვებს და ისინი სცენაზე კოცნიან ერთმანეთს.
“სექსი დიდ ქალაქშიც” ასე მთავრდება, ქერი თავის “ოცნების მამაკაცთან” რჩება და ის მაინც ეუბნება ქერის, რომ ის ერთადერთია. 

არ ვიცი ამ ყველაფრიდან რა დასკვნა უნდა გამოვიტანო, რომ ჩემს ცხოვრებაშიც ასე მოხდება და მარტოსული არ მოვკვდები?! და სადმე ვიპოვი ჩემს ნამდვილს სიყვარულს?! თუ ის რომ ეს მხოლოდ ფილმებში ხდება და სიყვარულისთვის არ უნდა დაკარგო დრო, რადგან ბოლოს მას აუცილებლად ტკივილი მოაქვს და ყველაფერ კარგს გავიწყებს რაც იქამდე იყო?! 
არ ვიცი.. ალბათ ბოლომდე უნდა ვუყურო ჩემ ფილმსაც და გავიგებ, რა იქნება ბოლოში.. 

ფაქტია, ჩემი თავი მეზიზღება როცა შეყვარებული ვარ, როცა საერთოდ მადარდებს რომელიმე კაცი, როცა მენატრება ვინმე და ვურეკავ. როცა ჩვეულებრივი გოგოსავით ვტირი რომ მას სხვა უყვარს. 

ოჰ, შეეეთ!

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s