არაუშავს.

ყველა სიმღერის ტექსტში ვეძებ სიტყვას, ფრაზას რომელიც აღწერს ახლა რა ხდება..
ყველა სიმღერაში ვეძებ ემოციებს რომლებიც აღარ მაქვს, სიყვარულს რომელსაც ვეღარ განვიცდი.
ყველგან ვეძებ, ყველგან, იმ რაღაცას რაც “გულით მინდა”
მაგრამ არ ვიცი როგორი გრძნობაა როცა გულით გინდა,
მხოლოდ გონების ხმა ჩამესმის რომ, არა შენ ის არ გჭირდება, მარტო ყოფნა ჯობს.
დღეს განსაკუთრებით მენატრები ნოა..

tumblr_mwsc17foE21sh7382o1_500
––

ერთი დღე მე და “ნოას” ცხოვრებიდან.

ყველას გამოგიცდიათ ხომ ეს? როცა დილით არ ხარ მთლიანად გამოფხიზლებული, ვერ იაზრებ რა დღეა, რიცხვი, საათი, გონებაში მხოლოდ მისი სახელი ან სახე ან რამე მასთან დაგავშირებული გიტრიალებს..
იმ დღესაც ასე იყო, ჩვენ ერთამანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით, მაგრამ არასდროს გაგვიღვიძია ერთდროულად, ერთად.
ის ყოველთვის უფრო ადრე იღვიძებდა, ჩემზე ადრე–ჩემს გონებაში, მასზე ადრე– ჩემს გონებაში.
ყველა დღე ასე იწყებოდა, რამდენიმე თვის განმავლობაში, ან იქნებ წლის.. აღარ მახსოვს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით და უკვე არეული მქონდა რიცხვები ერთმანეთში, ან რა მნიშნვნელობა აქვს დროს? როცა ერთი დღე საუკუნეს ნიშნავდა მასთან.

არც ყავას ვუდუღებდი დილით, არც იმაზე ვოცნებობდი ბლინები მიმეტანა მისთვის საწოლში და ცხელი შოკოლადი.საერთოდ არაფერზე ვოცნებობდი რაც მას ეხებოდა. რატომ?
სხვანაირი იყო ყველაფერი, არა–ჩვეულებრივი, არაფერი მინდოდა მისგან სანაცვლოდ, არც მე ვაპირებდი მისთვის რამის მიცემას, ჩვენ უბრალოდ ვიყავით ერთად და..

დილას ერთად გავედით სახლიდან, სკოლაში მივდიოდით, არც სკოლა მიყვარდა იმ პერიოდში და არც გარშემო არაფერი, მხოლოდ მე და ნოა ვიყავით ერთად.
გადავწყვიტეთ გაგვეცდინა გაკვეთილები და ეს დღე ყოფილიყო ჩვენი.
რა თქმა უნდა საყვარელ ადგილას წავედით, გაგიკვირდებათ და იმ პატარა სასაფლაოზე რომელიც ჩემს სახლთან ახლოსაა და სადაც მზე ყველაზე ლამაზად ანათებს.
მზიანი ამინდი იყო, სულ დამავიწყდა მეთქვა, მგონი ზამთარი იყო და სულაც არ ციოდა..
ჩვენ საყვარელ ადგილას დავსხედით, საიდანაც პატარა სახლები მოსჩანდა და სიმშვიდე ისმოდა,
ხმა არ ამოგვიღია არსერთს, ვისხედით გაუნძრევლად რამდენიმე საათი და ვუყურებდით ამ სიმშვიდეს.
მერე წამოვწექი და მუხლებზე დავადე თავი, თმაზე ნაზად გადამისვა ხელი და მითხრა რომ “არაუშავს”
ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, მაგრამ უსიტყოდ მჯეროდა მისი და დავიჯერე, რომ არაუშავს..
გამიღიმა და ახლა თვითონ გახედა პატარა სახლებს, მე ცას ვუყურებდი და ხმამაღლა ვუთხარი, მერედა როგორც უშავს ნოა..
ცოტა ბრაზმა გადამირბინა სახეზე,
მისი მშვიდი სახე კი ყველაფერს აქრობდა,
“ყველაფერი შეიცვლება, მთავარია გჯეროდეს”
ისევ გადამისვა ნაზად ხელი თმაზე და ღმად ამოისუნთქა,
მჯერა,მჯერა.. ჩავილაპარაკე ჩუმად და თვალები დავხუჭე როცა ნიავმა დაუბერა,
ნოამ კი სახეზე დამაფარა ხელი და სიცილით მითხრა, ხომ შეგპირდი რომ ცივ ნიავსაც არ მოგაკარებდი.
გამეღიმა და კიდევ ერთხელ ვიგრძენი ნოა გონებაში.

tumblr_mx3j5wrvr81sh7382o1_500

6 საათის შემდეგ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი და წამოვჯექი, მშვიდად, მოჭუტული თვალებით( რადგან მზე მანათებდა) გადავხედე იქაურობას, გავიღიმე და გვერდით ნოას გავხედე..
რა თქმა უნდა იქ არავინ იჯდა, რადგან ნოა მხოლოდ ჩემს გონებაში არსებობდა დილაობით, გაღვიძებამდე.
მე კი, შეყვარებული ვიყავი ჩემს მარტოობაზე.

ეს ყვეალფერი კი, არაუშავს..

– დრო, გეორგ, რა არის დრო?

“წარმოიდგინე, რომ ამ ზღაპრის კიდეზე დგახარ მილიარდობით წლის წინ, როცა ყოველივე შეიქმნა, და შეგიძლია ამოირჩიო, დაიბადო თუ არა ერთ რომელიღაც მომენტში ამ პლანეტაზე,–მწერდა მამა,– არ იცი როდის დაიბადები,რამდენ ხანს იცოცხლებ,მაგრამ,ნებისმიერ შემთხვევაში,სიცცხლე დიდხანს არ გაგრძელდება. მხოლოდ ის იცი,რომ თუკი გადაწყვეტ ამქვეყნად მოსვლას ერთ რომელიღაც წამს, მაშინ მეორე წამს ყველაფერთან დამშვიდობება და აქედან წასვლაც მოგიწევს”

– იუსტაინ გორდერ “ფორთოხლის გოგონა

Continue reading

131213


Continue reading

We Might Be Dead By Tomorrow

1

დილით ფანჯრებიდან შემოსული სითბო.
შენს გვერდით გაღვიძება.
ისევ გადაძრობილი საბანი და ჩვენი გაყინუსი სხეულები, აზრადაც არ მოგსვლია არცერთს, რომ გაგვეთბო ერთმანეთი.
იღვიძებ, მკოცნი ნაზად და სწრაფად, თითფოს ჩვევაში გაქვს ეს და ასე იქნება მთელი ცხოვრება.
იცვამ თხელ, ფრიალა კაბას, მე საწოლიდან გაკვირდები როგორი თხელი და თეთრი ფეხები გაქვს.
წვრილი წელი და ნაზი ზურგი, ორი ნაჩხვეტი კუდუსუმის ძვალთან, აღმაგზნებ.
არც ადგომა მინდა და არც ის რომ სახლიდან წახვიდე, მინდა დავრჩეთ ერთად, სამუდამოდ.
ჩემი სურვილის საწინააღმედოგ ვდგები და მეც შენსავით თხელ, ფრიალა კაბას ვიცვამ, შენი ყვავილებიანია, ჩემი ზოლებით.
ხელი მომკიდე და სამზარეულოში გამიყვანე, ჯერ არცერთს არ გვითქვამს არაფერი.
ყავის გაკეთება დაიწყე, მე სკამზე ჩამოვჯექი და გარეთ ვიყურები, ვცდილობ მზეს გავუსწორო თვალი.
ყავა მომიტანე, ჩემს წინ დაჯექი, ნაზად შემომხედე და მითხარი “დილამშვიდობისა”
შენი სიტყვების გაგონება ნამდვილი გამოღვიძება იყო.
ტვინის აფეთქება, გულის აჩქარება, სისხლის სწრაფი მოძრაობა, ესაა ალბათ სიყვარული.
ის, რომ მე არ გეუბნები დილამშვიდობისას, უბრალოდ გიღიმი.
ყავა დავლიეთ, არაფერი გვითქვამს, სალაპარაკო თემა არ გვქონდა თითქოს.
ჩანთა აიღე და კარებისკენ წახვედი, მე ჩუმად, სევდიანი თვალებით გიყურებდი, თითქოს შეგეცოდებოდი და დარჩებოდი.
სახელურს ხელი მოკიდე, შეჩერდი, თავი ჩემსკენ შემოაბრუნე და დამემშვიდობე, ნაზად გამიღიმე, თავი ჩახარე და კარები გამოაღე..
მე წამოვხტი, ხელი მოგკიდე ხელზე, დარჩენა გთხოვე, კიდევ ერთი დღით.
ვერ მითხარი უარი, ვიცი, შენც გინდოდა დარჩენა.
Continue reading

Something Inside

Listen. Can you hear it? The music. I can hear it everywhere. In the wind… in the air… in the light. It’s all around us. All you have to do is open yourself up. All you have to do… is listen.

როცა მხოლოდ შენი სუნთქვის ხმა გესმის, ნაბიჯების, როგორ ეხება შენი ფეხსაცმელი ქვებს და მიწას, შენი მძიმე სუნთქვის ხმა ფარავს ყველაფერს და ერთადერთი რაზეც მაგ დროს შეგიძლია იფიქრო ისაა, რომ სწრაფად მიდიხარ და უნდა გაჩერდე.
ყველაფრის გაგონება შეგიძლია გარშემო, მხოლოდ, უნდა მოუსმინო.
როცა ყურადღებას გულისცემაზე გადაიტან, სუნთქვის ხმა იკლებს და გულის ცემა გესმის.
ქარის შრიალი, ჰაერის მკვეთრი მოძრაობაც კი ქმნის ამ ხმებს.. ხმებს, რომელსაც უნდა მოუსმინო.

მოვდივარ, აღმართი უნდა ავიარო, ფეხსაცმელები მიჭერს და ვცდილობ სწარად ავიარო მინგრეულ-მონგრეული გზა.
ეს გზა სასაფლაოს აუყვება, იშვიათად თუ ნახავთ ამ გზაზე გამლელს, ძირითადად სიმშვიდეა ხოლმე.
მზე ჩადიოდა, წითლად და
ყველაფერი ლამაზი ჩანდა.
გულის ცემა და სუნთქვის ხმა შემაწყხებლად გახშირდა,
საფლავებს გავცდი და სასაფლაოს შუაგულში აღმოვჩნდი, უცნაურია, იქიდან ისეთ ლამაზი ხედი იშლება, სიკვდილს ინატრებ რომ ყოველდღე უყურო როგორ ჩადის მზე.
რა თქმა უნდა, გარშემო არავინ იყო, მხოლოდ მე და ის სიმშვიდის ხმა რომელიც კი არ მესმოდა, ვგრძნობდი.
ჩამოვჯექი იქვე, მზე ჩემს პირდაპირ იდგა თითქოს, არაფერი ჩანდა, მხოლოს დაუსრულებელი ცა.
გული ჩვეულებრივ რიტმზე ამუშავდა, ფეხებიც აღარ მოძრაოდბენენ და არც მძიმედ ვსუნთქავდი, მაგრამ რაღაც მაინც ისმოდა.
გაუჩერებელი ფიქრები დარბოდნენ ჩემს გონებაში, ყველაფერზე მეფიქრებოდა ერთდროულად.
ხმებიც მიჩუმდნენ და..
უბრალოდ დავხუჭე თვალები, ამოვისუნთქე და მოვუსმინე..
მოვუსმინე იმას რაც ამ ფიქრების უკან იყო,
ის რაც თითქმის არასდროს მესმის,
ის რაც ყველაზე კარგია ადამიანის გონებაში.
ის,რაც მეტია საჭმელზე, ცხოვრებაზე, ჩვენს თავებზე.
მუსიკა,
მშვიდი, ამ ლამაზი ფერებისგან აწყობილი, ჰაერის ნიავს რომ ერევა..
გაცრეცილი წითელი, მზეც მოეფარა მთებს.
მე ავდექი და წამოვედი, მაგრამ როგორც კი ის სიმშვიდე მახსენდება, ისევ მესმის,
მესმის.

მუსიკა.

თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი

ვუძღვნი ჭშმარიტ თოლია ჯონათანს, რომელიც ყველა ადამიანში ცხოვრობს

Continue reading

November Rain


Continue reading

… გახსოვს?

გახსოვს?
დღე და რიცხვი არც მე მახსოვს..
მაგრამ გახსოვს? მე ყველაფერი მახსოვს..
შენ კოფეინი ხარ დილით მორთმეული, დილის აფეთქება იყავი სულ.
ქარიანი დღე იყო, როგორ გვეზიზღება ორივეს ქარი.
სულ მეუბნები თვალები მიწითლდება და მიწყლიანდება, არ დაკვირვებიხარ? ისედაც წყლიანი გაქვს.
მერე რატომღაც საშინელმა მზემ გამოანათა.
მერე იქ ავედით, ჩემს საყვარელ ადგილას.
შენ მაშინ შორს ცხოვრებდი, სულ რამდენიმე დღე და ისევ წახვიდოდი 3-4 თვით.
გაგახსენდა? ჰო იქ..
გორაზე ავედით, იმ დღეს ჩემი მეგობრები გაგაცანი. შენ ისევ ჩუმად იდექი და მე ისევ გეჩხუბე მაგაზე.
ახლა ვხდები რო ყველა ჩხუბი სულელური იყო.
ძლივს ავედით, მერე პატარა პლედივით გავშალე და იმაზე დავსხედით, უფრო სწორად შენ დაჯექი და მე ბალახზე ვკოტრიალობდი..
მერე ვუყურებდით ჩუმად ჩემს უბანს და საერთოდ თბილის.
საშინელი ხედი იყო ვაღიაროთ, მაგრამ..
ბავშვობიდან მიყვარდა ეგ ადგილი, ეგ ხედი.
ჩემს მეგობართან ერთად ავდიოდი ხოლმე მანდ, ძალიან ძველ მეგობართან..
პიკნიკებს ვაწყობდით ხოლმე, ან ღამე ვიპარებოდით სახლებიდან და ჩაბნელებულ თბილის ვუყურებდით.
იქ სულ სიმშვიდე იყო, არავითარი ცუდი ბიძიები, უბრალოდ მე და ის.. სიჩუმე და თან საუბარი.
ამჯერად ბევრად მშვიდად ვიყავი, ბევრად უფრო ბედენირი ვიდრე მაშინ.
ის ადგილი ადრე მარტოობას მივსებდა,
ახლა კი შენს გარდა მარტოობას ვერავინ მივსებს.
გამოგაცალე პლედი და შენც ჩემთან ერთად გორაობდი.
არა არა ვცდები ორივე პლედზე გავგორდით..
ვიწექით და ვცდილობით ცისთვის შეგვეხედა, მაგრამ მზე ისე მწარედ გვიჭყუტუნებდა ვერ მოვერიეთ.
მეორე დღეს კი ორივეს ცხვირები გავეზაგრა, გახსოვს?
არ გახსოვს..
ან გახსოვს..
სულ ტყუილად.
ეს წარსულში დარჩა.
ახლა აღარც გორაა და აღარც მზე..

ქარი ისევ ქრის და ალბათ ისევ გიწითდელა თვალები..
მუდამ ქარიანი, წყლიანი თვალები..
ახლა დადიხარ ალბათ ქუჩებში რომელიც იმ გორიდან ჩანდა.
ან იქნებ სხვა გზებზე გადაუხვიე და უვკე იქიდანაც ვერ დაგინახავ?

კიდევ ავალ გორაზე ერთხელ და ისევ შემივსებს ყველაზე საშინელი ხედი სიმარტოვეს.

შენს მიღმა ფანჯარაა…

გაკვეთილზე ვზივარ, ცივი და უფერული დღეა.. ფერადი ფანქრები არიყო საჭირო, ნათიამ ამ წერილით მთელი დღე კი არა სიცოცხლე გამიფერადა …

****
შენს მიღმა ფანჯარაა, იმის მიღმა ცივი ზამთარი, იანვრის სუსხიანი დილაა, ვგრძნობ აქ არ ხარ და მასწავლებლის საუბარი საყვარელი მუსიკის ჰანგებივით ჩაგესმის…
შენს იქით ორი ხეა, ერთი მწვანე მეორე უფოთლო. ერთი შენ ხარ, მეორე – მე.
შენს მიღმა ერთი დიდი ზარდახშაა, რომლის გახსნასაც უკვე ორი წელია ვცდილობ, ვცდილობ და არც იმის მეშინია შიგნით რა იქნება. ვიცი რომ შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ და რომ წახვიდე გავიყინები, ავორთქლდები დედამიწიდან.
ფერადი ფანქვრების ყიდვა ისევ დამავიწყდა და მე შენივე ნაჩუქარი აკვარელით ვხატავ შენ თბილ ხასიათს, ჩემი სიყვარული რომ ერევა.
შენს მიღმა მე ვარ, ჩემს მიღმა შენ..
გაიღიმე… გაიღიმე გთხოვ… ჯოჯოხეთური სიცხით მწვავ როცა ცუდ ხასიათზე ხარ..
წამო ანტი დედამიწაზე, ანტი ადამიანებთან, წამო ეზოში ჰაერობანა ვითამაშოთ…

დროა ვუპასუხო წერილზე, ბოდიში პასუხი რომ დავაგვიანე…

ჩამკიდე ხელი, შენ უფრო მეტი ხარ ჰაერზე, უფრო მეტი ხარ ყველაფერზე და ყველაზე.
დედამიწაზე, სამყაროზე, ადამიანებზე.. ანტიზეც და უ-ანტოზეც.
წამოდი, მე გამოგყვები სულ ბოლოშიც, სადაც არაფერი არაა, სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით.
ჩემს მიღმა შენ ხარ, შენს მიღმა ახლა უკვე გაზაფხულია, მზემ გამოანათა და დაადნო თოვლი..
შენ დღეს დაიბადე, ან გუშინ რავიცი, დაიბადე და…
როგორ მიხარია რომ ჩემზე ადრე დაიბადე და არ მომიწია იმ სამყაროში გაჩენა სადაც შენ არ იყავი..
როგორ მიხარია რომ მერე გაგიცანი, თუმცა ოდესღაც, სადღაც იმ ბოლოში, მარტო ჩვენ რო ვიყავით, იქაც გიცნობდიი.. ვიცოდი რომ ჩვენ ყველა ცხოვრებაში, რამდენიც არუნდა გამოვიაროთ, რამდენჯერაც არუნდა გარდავიქმნათ ერთად ვიქნებით..
ჩიტები ხეებზე, ან თვითონ იმ ხის ტოტები, ან იქნებ სახლის სხურავი, სულაც მზის სხივები..

როგორ გითხრა სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ – მეთქი?
შენ თავზე მეტად მიყვარხარ ნათ ❤
დაბადების დღეს გილოცავ!

Imagine – შენ

მოდი შენზე დავწერ.
შენ ყველაფერში ხარ, ბავშვობიდანვე კარგად გამჯდარი და შესისხლხორცებული.
სულ სხვადასხვა სახელი გერქვა ხოლმე..
3 წლის რომ ვიყავი რომელიმე სათამაშოს დავარქმევდი შენს სახელს, ოღონდ ქერათმიან გოგონას და არა მანქანებს და ჯარისკაცებს.
ჰო მე ბიჭების სათამაშოებით ვთამაშბდი, არმიყვარდა გოგოშკური რაღაცები.
მერე გავიზარდე ოდნავ და შენ სახელს ჩემს დას ვეძახდი.
შენ ყოველი დილა იყავი, კარგად დაწყებული დილა..
შენ სულ ჩემს გვერდით დადიოდი, სხვადასხვა ნიღაბი გეკეთა და ხან რა იყავი – ხან რა..
როცა სკოლაში შემიყვანეს, ჩემს აჟიტირებას და ახალ გაცნობილ ბავშვებსაც შენი სახელი ერქვათ.
აი იმ ხუჭუჭა ბიჭსაც რომელთანაც ყველაზე ახლოს ვიყავი.. მერე ის მოკვდა, არ გამნიცდია დიდად, ჩემთვის დღემდე აქ არის და რატომ უნდა მეტირა.
მარადიულობასაც შენი სახელი ერქვა ოდიდგანვე.
მერე მაღალ კლასებში კარგ მომენტებს ‘ერქვი’. როცა არვიცოდი გაკვეთილი და არ გამიძახებდნენ, როცა მიცდებოდა მათემატიკა.
შენ ის განცდა იყავი, მატარებელში რომ ვჯდებოდი და სოფელში მივდიოდი.
დღემდე შემინარჩუნდდი.
ისევ გადაგარქვი სახელი და ბავშვური სიყვარული გერქვა, მარადიული მონატრება და ხატვაზე წასვლის სიხარული.
ილუზიები და ვარდისფერი სამყარო.
შენ ის ზაფხული ხარ, მწვანე ბალახზე კოტრიალით და წუწაობით რომ იწყები.
შენ ბავშვობაში მოპარული ტყემალი და სხვის ეზოში დაკრეფილი გვირილები იყავი..
დილით მოსული პირველი თოვლი, თბილი საწოლი და ჩაი..
ჩიტების ჟღურტული და არდადეგები..
ახალიწელი და 10 დან ქვემოთ დათვლა..

და მაინც რა ხარ შენ?
შენ სიხარული ხარ, შენ მეგობრობა ხარ და შენ ყველაფერი ხარ.
შენ ახლა ანი გქვია, ჩემი მეგობარი ანი ხარ, მზი–ანი და ჩემი–ანი.