We Might Be Dead By Tomorrow

1

დილით ფანჯრებიდან შემოსული სითბო.
შენს გვერდით გაღვიძება.
ისევ გადაძრობილი საბანი და ჩვენი გაყინუსი სხეულები, აზრადაც არ მოგსვლია არცერთს, რომ გაგვეთბო ერთმანეთი.
იღვიძებ, მკოცნი ნაზად და სწრაფად, თითფოს ჩვევაში გაქვს ეს და ასე იქნება მთელი ცხოვრება.
იცვამ თხელ, ფრიალა კაბას, მე საწოლიდან გაკვირდები როგორი თხელი და თეთრი ფეხები გაქვს.
წვრილი წელი და ნაზი ზურგი, ორი ნაჩხვეტი კუდუსუმის ძვალთან, აღმაგზნებ.
არც ადგომა მინდა და არც ის რომ სახლიდან წახვიდე, მინდა დავრჩეთ ერთად, სამუდამოდ.
ჩემი სურვილის საწინააღმედოგ ვდგები და მეც შენსავით თხელ, ფრიალა კაბას ვიცვამ, შენი ყვავილებიანია, ჩემი ზოლებით.
ხელი მომკიდე და სამზარეულოში გამიყვანე, ჯერ არცერთს არ გვითქვამს არაფერი.
ყავის გაკეთება დაიწყე, მე სკამზე ჩამოვჯექი და გარეთ ვიყურები, ვცდილობ მზეს გავუსწორო თვალი.
ყავა მომიტანე, ჩემს წინ დაჯექი, ნაზად შემომხედე და მითხარი “დილამშვიდობისა”
შენი სიტყვების გაგონება ნამდვილი გამოღვიძება იყო.
ტვინის აფეთქება, გულის აჩქარება, სისხლის სწრაფი მოძრაობა, ესაა ალბათ სიყვარული.
ის, რომ მე არ გეუბნები დილამშვიდობისას, უბრალოდ გიღიმი.
ყავა დავლიეთ, არაფერი გვითქვამს, სალაპარაკო თემა არ გვქონდა თითქოს.
ჩანთა აიღე და კარებისკენ წახვედი, მე ჩუმად, სევდიანი თვალებით გიყურებდი, თითქოს შეგეცოდებოდი და დარჩებოდი.
სახელურს ხელი მოკიდე, შეჩერდი, თავი ჩემსკენ შემოაბრუნე და დამემშვიდობე, ნაზად გამიღიმე, თავი ჩახარე და კარები გამოაღე..
მე წამოვხტი, ხელი მოგკიდე ხელზე, დარჩენა გთხოვე, კიდევ ერთი დღით.
ვერ მითხარი უარი, ვიცი, შენც გინდოდა დარჩენა.

მეც ავიღე ჩანთა და გარეთ ერთად გავედით..
მზე გითბობდა თეთრ ფეხებს, თხელ თიდებს უშვერდი მზეს გასათბობად და მე.. მე არაფრის გაკეტება არ შემეძლო, არც ლაპარაკი, უბრალოდ გიყურებდი გაფართოებული თვალებით და ვცდილობდი შენი ყველა მოძრაობის დამახსოვრებას.
არც შენ გიყვარდა ბევრი ლაპარაკი, უბრალოდ მივდიოდით, ფეხებზე გიყურებდი, გადადგმულ ნაბჯებს ვითვლიდი, 447ე ნაბიჯი რომ გადადგი, სკამზე ჩამოჯდომა შემომთავაზე, უსიტყვოდ დავჯექი, მერე შენც მომიჯექი გვერდით
შენი ხელი შემეხო, გაყინული იყავი, მერე ხელზე მოგეფერე, გათბობას ვცდილობდი
მითხარი, რომ ვერ გათბებოდი და აზრი არ ქონდა.
მე მორცხვად დავხარე თავი, ხელი გაგიშვი და თვალები ამიცრემლიანდა
ჩუმად მითხარი, არა,არა, გაიღიმე, მე შენი ღიმილი მიყვარს.
წამოვდექი ღიმილიანი სახით და შენც აგაყენე,
გავიქეცით.

6

თვალების დახუჭვა გთხოვე, იქ მიგიყვანე სადაც პირველად დაგინახე,
სუპერმარკეტის წინ აღმოვჩნდით, გაოცებული იყურებოდი,
“ჰო, მაგრამ, ჩვენ ერთმანეთი პირველად კინოში ვნახეთ”
მე ისევ ვიღიმოდი, ვუყურებდი მარკეტში მოსიარულე ადამიანებს, შიგნით ვერ მოგიყვებოდი, ამიტომ ისევ სკამზე დავსხედით და სიმართლე გითხარი.
– 2 წლის წინ, 13 აგვისტოს, მეგობართან მივდიოდი, შოკოლადის ყიდვა მთხოვა და ამ მაღაზიაშ შემოვედი,
შოკოლადებისკენ რომ გავედი უცებ ვიღაც დავინახე, შენი თმა მომხდა თვალებში,
მაშინაც ფრიალა კაბა გეცვა, თეთრ ფეხებს თითქმის სულ გიფარავდა, რძეს ყიდულობდი.
თითებზე შავი ლაქი გესვა, ნეკა თითზე ნახევრად მოშორებული გქონდა,
ფეხსაცმელზე ყავა გქონდა დასხმული. დაგინახე და უბრალოდ გავჩერდი, ვეღარ ვინძრეოდი.
იმ დღის მერე ყოველ ოთხშაბათს გიყურებდი როგორ ჩემოდიოდი მაღაზიაში და ყიდულობდი რძეს.
ერთ დღეს გამოგყევი უკან, ზღვამდე მიხვედი, მერე იქ ვიღაც ბიჭი ნახე და ვიფიქრე რომ არ მქონდა არანაირი შანსი მეგობრობისაც კი.
სექტემბრის ოთხშაბათს შემთვევით მოვხვდით ისევ ერთ დროს ამ მაღაზიაში, ისევ გამოგყევი დაუფიქრებლად, შენ სახლში შეხვედი და რამდენიმე წუთში ისევ გამოხვედი. ბოლოს კინოშ შეხვედი, მარტო იაყვი, ბილეთი იყიდე და მაღლა ახვედი დარბაზში.
მეც ვიყიდე ბილეთი, შენს გვერდით.
– მერე აღმოჩნდა რომ პოპკორნის საყიდლად ვეღარ გავიდოდი და შენი გამიყავი.

3

სახლში დავბრუნდით, საწოლზე დაგაწვინე, თმაზე გისუნე, ნაზად კისერში გაკოცე
მერე მაიკა აგიწიე, მუცელზე თავი დაგადე და საჩვენებელი თითით შენს მუცელზე წრეებს ვხატავდი.
მერე თითი ოდნავ ქვემოთ ჩავაცურე, შენ ღრმად ამოისუნთქე. მაიკა ბოლომდე გაგხადე
მერე მკერდზე დავიწყე წრეების ხატვა…

2

დილით ისევ მზემ გაგვაღვიძა, ისევ უსიტყვოდ ავდექით, ყავა ჩემით გავიკეთე, მხოლოდ ჩემთვის.
შენ ისევ ის ყვავილებიანი კაბა გეცვა, როგორც მაშინ, კინოში.
გარეთ გავიხედე, მზეს თვალი გავუსწორე და მოვემზადე დასამშვიდობებლად.
გამოხვედი ოთახიდან, არც შენ გინდოდა წასვლა.
მოხვედი და შუბლზე დამადე შუბლი, მერე თავი ამაწევინე და მაკოცე.
კარებთან მიხვედი, უკან მოიხედე ისევ და დამემშვიდობე, მითხარი რომ უნდა გამეშვი და აღარ მომეყვანე სახლში.
შენ წახვედი და აღარ დაბრუნებულხარ.

4

მერე გამახსენდა ისევ ის კადრები, როგორ გამოვდიოდით კინოდან სიცილით, მიყვებოდი შენს ბოიფრენდზე, რომელსაც ეჩხუბებოდი იმის გამო რომ კინოში არ გამოგყვა.
როცა ახსენე რომ ბიჭები მოგწონდა და თან გყავდა უკვე ვიღაც, იმედგაცრუებისგან რაღაც დამივარდა, მგონი სათვალე,
წინ მიდოდი, ხმაზე გაჩერდი და უკან შემოიხედე, ამ დროს მანქანამ გამოიარა,
რომ ამოვიხედე, შენ უკვე რამდენიმე მეტრის მოშორებით იწექი,
ყვავილებიანი კაბა წითლად შეგეღება,
თეთრი გვირილები..

აგაყენე და ჩემთან წამოგიყვანე, იმიტომ რომ, შენ ჩემთვის იქ არ მომკვდარხარ.
შენ აქ ხარ, ყოველ დილით ყავას ვსვამთ ერთად და..
შენ გიყვარვარ..

5

Advertisements

3 thoughts on “We Might Be Dead By Tomorrow

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s