November Rain


ამ სახელს – November Rain, სავარაუდოდ, ყველა განზების სიმღერასთან აკავშირებს.
შეიძლება ზოგი პირდაპირი მნიშვნელობით იგებს, ნოემბრის უსასრულო წვიმები..
მე ეს სახელი წვიმასთან, სიციველსთან და მოწყენილ დღეებთან კი არა – სითბოსთან მეასოცირდება..
ერთი ადამიანი, რომელიც ამ სახელით გავიცანი, პირდაპირ სითბოს გაყრის სახეში და რომ არ აიღო და არ ჩაეხუტო ამ არსებას თავის სითბოსთან ერთად, არ შეიძლება!

რომ მკითხოთ, ყველაზე მეტად მაინც წვიმა მიყვარს, ოღონდ უხეში და ცივი არა..
აი, შხაპუნა, თან რომ მწვიმს მსხვილი წვეთებით და თან მზე რომ ანათებს.
ცისარტყელა ისე არ გამოვა არც ცაზე და არცს ჩვენს ცხოვრებაში, თუ არ იწვიმა.
საინტერესოა, ჩემს ნოემბრის წვიმას რამდენი ფერი აქვს ❤
ალბათ უამრავი!! და თან, ის პირდაპირ გამოდის, წვიმა სულაც არ სჭირდება, პირდაპირ ცისარტყელა გამოანათებს ხოლმე.

არცისე დიდიხანია რაც ვიცნობ ხუნხულას, მაგრამ რამდენიმე სიტყვაშიც ეტყობა ყველაფერი.
ბევრჯერ უთქვამს შურიანი არ ვარო, ანუ ეს კიდევ ამტკიცებს იმას რომ გამორჩეულია.
აი, ისევ დავუბრუნდით მის ნათებას. ამჯერად ცაზე კი არა, ბრბოში ანათებს.

სად გიპოვე? ან იქნებ სულ ჩემში იყავი და ვერ გამჩნევდი? ჰო ეგრე იყო, ჩვენ ერთად გავჩნდით რაღაც მომენტში.
ერთხელ გავიცანით, სადღაც, მიღმიერ სამყაროში და იმ დღიდან დღემდე ასე ვართ. შეიძლება არც ვლაპრაკობთ მაგრამ გვესმის ერთმანეთის.
თითქოს ყველა შენი მიხვრა-მოხვრა მეცონობა, მე ჰომ შენ ადრეც გიცნობდი. მახსოვხარ.
იქ, სადღაც, მარტო ჩვენ ვიყავით. ერთდროულად მოვკვდით რომელიმე დღეს და ერთდროულად გავაცოცხლეთ ერთმანეთი.
მერე ასე დავდიოდით იქით, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, სადაც მზე მხოლოდ სამშაბათს ჩადის.
საიდანაც არასდროს მიფრინავენ ჩიტები.
ახლა რეალობაშიც გაგიცანი, თუმცა ჰო, მახსოვხარ.
ჯერ კიდევ იქიდან, არ არსებულიდან, როცა არც მე ვიყავი რეალობაში და არც-შენ.
იქიდან დღემდე.
ხვალ ოთხშაბათია, მზე ჩასული იყო დღეს, ხვალ ისევ ამოვა.
მერე ვიწვიმოთ ერთად და ცისარტყელაც გამოჩნდება ცაზე.
ჩიტები სხვა ქვეყნებიდანაც მოვლენ.

Advertisements

6 thoughts on “November Rain

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s