131213


ის ადამიანი რომელიც ამბობს რომ არ მინდა მოსაწყენი ცხოვრება, არ მინდა სიმშვიდე, მე მინდა ბევრი პრობლემები, თავგადასავლები და სიგიჟე, დებილია.
ჰო, მეც მასეთი ვიყავი სულ.
ყოველთვის ასე ვიმხნევებდი თავს როცა რამე ცუდი ხდებოდა,
კარგია ცუდი რომ ხდება, რადგან ყველაფერი მოგვარდება და ეს ცუდი ოდესმე არაფრადარ მომეჩვენება.
სულ ვეძებდი თავგადასავლებს, სულ მინდოდა აფორიაქებული ვყოფილიყავი, შეწუხებული, გაგიჟებული..
ალბათ მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს ასეთი ცხოვრებისთვის, რადგან მან მთლიანად ამისრულა ყველა ეს ნატვრა და მე მაქვს გიჟური ცხვორება, თავგადასავლები და სულ აფორიაქებული ვარ.

დავიღალე.

ახლა უკვე სიმშვიდე მინდა მხოლოდ, მზის ჩასვლის ყურება და არაფერზე ფიქრი. არც ადამიანები მინდა, არც სიმდიდრე და არც ლამაზი ადგილების ნახვა,
მხოლოდ მზის ჩასვლა..

კითხვაზე “რომ შეგეძლოს, შეცვლიდი რამეს? ” ვპასუხობ “არას”
თუმცა მაინც შევცლიდი ერთ რამეს,
იმას რომ აღარ ვუპასუხო ამ კითხვაზე “არა”.
არც იდიალურად ვცხოვრობ, ვუშვებ უამრავ შეცდომას და შემდეგ ვიმეორებ მათ,
არაფერს არ ვაკეთებ ისეთს რაც შიძლება მერე არ ვინანო, მაგრამ მაინც არ მინდა არაფრის შეცვლა.
არც მდომებია დროში უკან დაბრუნება და არასდროს მითქვამს “ნეტა თავის დროზე მივმხვდარიყავი”
იმიტომ რომ თავის დროზე მივხვდი ერთს.. რომ გრძნობები მნიშვნელოვანია პრინციპებზე და თავმოყვარეობაზე.
ამიტომ არ ვნანობ არაფერს, ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებ და ყველა ადამიანს ვინც მიყვარს, ვეუბნები რომ მიყვარს.
როცა გულს ვტკენ ვცდილობ გამოვასწორო ჩემი დანაშაული მომავალში და არა ის რომ ვიოცნებო ნეტა უკან დამაბრუნა და არ დავუშვებდი ამ შეცდომასთქო.

მახსოვს ეროვნულების გამოცდას რომ ვწერდი, ქართულს, მაღალ სართულზე ვიყავით და ფანჯრიდან ცა მოჩანდა.
არ დაიჯერებთ, მაგრამ რომ არა ეს ფანჯარა და ეს ცა, ვერ დავწერდი გამოცდას.
წერის დროს უბრალოდ ვჩერდებოდი, ცას ვუყურებდი, ყველას ეგონა რომ პასუხსი ვიხსენებდი, თუმცა მაშინ ვფიქრობდი – ნეტა თუ შევძლებ როდესმე ვარსკვლავების დათვლას?! ან რამდენი თმის ღერი მაქვს თავზე?! პინგვინებს რომ ფრენა შეეძლოთ რა მაგარი იქნებოდა. – მერე თავს ვხრიდი და ვაგრძელბდი წერას. ნერვიულობა კი იქ რჩებოდა.

წკაპ,წკაპ..
წვიმის წვეთი დამეცა?
ნაბიჯებს ავუჩქარე და საკუთარ თავს გავუცრუე იმედი,
სულ მეზიზღებოდნენ წვიმაში მორბენალი ადამიანები.
ვსველდებოდი, სწრაფი სიარულისგან მძიმედ ვსუნთქავდი.
ერთი ორი.
შეჩერდი, მითხრა შიგნიდან.
არ მოვუსმინე და გზა გავაგრძელე,
კიდევ მითხრა -შეჩერდი.
გავჩერდი, გავიყინე ადგილზე,
ისევ მძიმედ ვსუნთქავდი, გულს რომ ამოიძრობ ლამისაა,ისე.
უკან გავბრუნდი, არავინ იდგა,
წარმოვიდგინე რომ დამხვდებოდა ვიღაც და მეტყოდა რომ ვჭირდები, გული უფრო წინ მოიწევდა რომ ამომძვრალიყო სხეულიდან..
რეალურად შევიგრძნი ის რასაც მაგ მომენტში შევიგრძნობდი, მერე თვალები დავხუჭე, თბილი წვეთი დამეცა ლოყაზე, წვიმის ცივი წვეთებისაგან გამოვარჩიე. გავახილე თვალები და დავრწმუნდი რომ არავინ იყო იქ, გულიდამწყდა, მაგრამ რაზე?
არ არსებულზე, ის რაც მეთვითონ წარმოვიდგინე. გავაგრძელე გზა და მთელი დღის ხასიათი გამიფუჭდა, მხოლოდ იმიტომ რომ გული დამწყდა, რატომ არავინ იდგა იქ. თუმდა არც უნდა მდგარიყო, ან ვინ მინდოდა ნეტა.

უბრალოდ გაჩუმდი და ადამიანებს უყურე, ყველას თავისი ისტორია აქვს,
პრობლემები, განცდები, ყველას თავისებურად ტკივა და განიცდის.
რამდენი ადამიანია შეხედე, ყველა განსხვავებული.
-ვიცი მიფიქრია მაგაზე, სულ ვფიქრობ როცა მეტროში ვზივარ და ცივ სახეებს ვუყურებ, ჩემ თავს ვეთამაშიები,
აბა თუ გამოიცნობ ამ ქალს როგორი ცხოვრბა აქვს? აბა როგორია?
.. ნეტა ვინმე თუ ქიფრობს ჩემზე, უცხო გამვლელი, რომელიც ვეღარ მნახავს, ნეტა ის მაინც თუ ფიქრობს რა მაწუხებს?!
სასიამოვნო გრძნობაა სხვაზე ფიქრი, იმედი გიღვივდება, იქნებ ის სხვაც ფიქრობს შენზე, უმიზეზოდ, უბრალოდ ფიქრობს რა გაწუხებს.. არც დახმარება არ უნდა, არც შეუძლია, უბრალოდ ფიქრობს. სასიამოვნოა ამის ცოდნა.
სულ მეგონა, თუ ადამიანზე ბევრს ფიქრობ, ვინც არუნდა იყოს, მას აუცილებლად გაეფიქრება შენზეც.
თუ ადამიანზე სულ იფიქრებ, ერთხელ მოვა და მოგესალმება.
.. ყველაფერს თავისი დრო აქვს, მართლა. ეს სურვილი კი სისულელეებს გვადენინებს, სურვილი,რომ მალე მოვიდეს ეს “დრო”.. ერთხელ უმი ნამცხვარი შევჭამე, იმდენად მინდოდა რომ მალე გამომცხვარიყო და გამეგო როგორი გამომივიდა, ოდნავ შეწითლდა თუ არა გამოვრთე, ცხელი შევჭამე და ნახევრად ცომი. მერე მთლიანად გაფუჭრდა. ჩემი მოუთმენლობის გამო ვერ გავიგე როგორი გემო ექნებოდა იმ ნამცხვარს. მახსოვს, შოკოლადის, ულამაზეს ნამცხვარს ვაცხობდი..

სიმშვიდე კი ყველგანაა,
სადაც მზე ჩადის..
საიდანაც შეგიძია დაინახო როგორ წითლდება ცა.
გაჩერება უნდა შეგეძლოს და დანახვა,
როგორ იცვლის ფერებს მზის ჩასვლის დროს დედამიწა.

-სად არის გიორგი მზე?
-ჩავიდა

მზე არ იყო ჩასული..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s