მეც მრცხვენია !

მე მრცხვენია

მრცხვენია რომ ცუდად ვსწავლობ.
მრცხვენია რომ არ ვკითხულობ ბევრს.
მრცხვენია რომ ჩემი მეგობრები ჩემზე ჭკვიანები და განათლებლები არიან.
მრცხვენია რომ მშობლებს ვართმევ გზის ფულს.
მრცხვენია რომ სულ ვწუწუნებ.
მრცხვენია რომ ასეთი ეჭვიანი და ისტერიჩა ვარ.
მრცხვენია რომ არ ვარ ისეთი როგორიც სულ მინდოდა რომ ვყოფილიყავი.
მრცხვენია რომ სკოლაში არავინ არ მიცნობს
მრცხვენია რომ ვინც მიცნობს ჩემი ეშინია.
მრცხვენია რომ სკოლის ბუფეტში ნაყიდი ‘პრაშკი’ მირჩევნია ხინკალს..
მრცხვენია რომ ჩემს პრინციპები დავივიწყე და ახალ წელს ვჭამე ხორცი.
მრცხვენია რომ მბეზრდებიან ადამიანების ზედმეტი ყურადღება
მრცხვენია რომ ვერ ჩავაბარებ გამოცდებს
მრცხვენია რომ საერთოდ ვერ ვგრძნობ აბიტურიენტობას
მრცხვენია რომ არ მინდა უნივერსიტეტში ჩაბარება
მრცხვენია რომ მყავს ასეთი მშობლები
მრცხვენია რომ დიპლომი მქონდეს მარტო იმიტომ რომ ჩემს მეზობელს აქვს და მე რითი ვარ ნაკლები?!

მრცხვენია რომ ქართველი ვარ!
მრცხვენია რომ უფრო ხმამაღლა და ყველასთან ვერ გამოვთქვამ ჩემ აზრს!
მრცხვენია რომ მეზიზღება ჩემი სახლი და ყველაფერი ჩემს გარშემო.
მრცხვენია რომ მეც ბევრჯერ სხვის დასანახათ დამილევია სუფრაზე ჩვენი ქვეყნის სისადღეგრძელო
მრცხვენია რომ ვცხოვრობ ქვეყანაში სადაც შოთა რუსთაველი 17 საუკუნეშჳ მეფობდა.
მრცხვენია რომ არსებობენ ქალიშვილები, რომლებსაც ჰქონდათ სექსი.
მრცხვენია რომ გოგო თუ სიგარეტს პირში ჩაიდებს ის სხვა რამესაც ჩაიდებს.
მრცხვენია რომ რამეს მაინც არ ვაკეთებ ან საზოგადოების გამოსწორებისთვის, ან აქედან გასაქცევად.

მრცხვენია რომ ფეისბუქის ასეთი ხშირი მომხმარებელი ვარ და მის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება
მრცხვენია რომ მინდა სურათების გადაღება, დადება და მერე ველოდები ახალ ლაიქებს და კომენტარებს
მრცხვენია რომ ბლოგზეც მასე ხდება, ყოველ 2 წუთში რომ ვამოწმებ, ვინმემ რამე ხომ არ დამიკომენტარა..
მრცხვენია რომ ჩემს ბლოქზე მაქისიმალური მნახველების რიცხვი 200 არ აღემატება
მრცხვენია რომ ვერ ვწერ ისე როგორც მინდა
მრცხვენია რომ ვწერ რაღაც ბანალურ სისულელეებს, სიყვარულებზე და ა.შ.
მრცხვენია რომ სარწმუნოება მოდაშია
მრცხვენია რომ პატრიარქი უნდა მიყვარდეს და ამას ფეისბუქზე სურათის დადებით უნდა გამოვხატავდე
მრცხვენია რომ ფორევერ გელა არსებობს
მრცხვენია რომ ‘ძერსკი ნინჩო’ ასეთი პოპულარილი გახდა
მრცხვენია რომ ასეთ კომენტარებს უწერენ, ისინი უფრო საცოდავები არიან
მრცხვენია რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც მიყვარს ფეისბუქი.

მრცხვენია რომ ჩახუტების დღე ახალგაზრდებს “გარყვნილება” ჰგონიათ. რასამბობ უცხოს როგორ უნდა ჩაეხუტოო!?
მრცხვენია რომ ბებოები მეხუტებიან, უცხოელები და ჩემი თანატოლები გამირბიან, თან ბიჭები :დ
მრცხვენია რომ ყველანაირი აქცია და თავისუფალი აზრის გამოთქმა სირცხვილია.
მრცხვენია რომ ხშირად ვერ ვიცლი ეგეთი რაღაცეებისთვის და მეც არ დავდივარ ყველა აქციაზე
მრცხვენია რომ წელს ხმა უნდა მივცე ვინმეს
მრცხვენია რომ ყველას უნდა იყოს ბოროტი, ცუდი გოგო/ბიჭი
მრცხვენია რომ ახლა მოდაშია სხვისი წყენინება
მრცხვენია რომ ჩემი 4 წლის დიშვილი უყურებს სერიალებს და იცის რახდება პოლიტიკაში
მრცხვენია რომ ბავშები აღარ თამაშობენ შვითქვაობანას და დახუჭობანას

მრცხვენია რომ მუსიკაც მოდაში რაცაა იმის მიხედვით აფასებენ
მრცხვენია რომ ახლა მოდაშია ტიტლიკანა ქალების ცეკვა
მრცხვენია რომ უფრო მეტმა იცის ჯასტი ბიბერი ვიდრე კურტ კობეინი.

მრცხვენია რომ ვერ იტანენ გეებს ან ბისექსუალებს.
მრცხვენია რომ რახან ეგეთი მეგობრბი მყავს მეც ეგეთი უნდა ვიყო
მრცხვენია რომ სირცხვილია, არ მეზიზღებოდეს ქუჩაში მოტკეცილი ტყავის შარვალი რომ აცვია ისეთი ბიჭი.

მრცხვენია რომ არსებობს ქელეხები.
მრცხვენია რომ ბევრჯერ წასულვარ უცნობი ნათესავის ქელეხში მხოლოდ საჭმელად
მრცხვენია რომ გვაქვს ასეთი იდიოტი ტრადიციები
მრცხვენია რომ დედაჩემსაც კი ვგონივარ გატყვნილი
მრცხვენია რომ ვცხოვრობ ამ დროში და არა წარსულში ან შორეულ მომავალში
მრცხვენია რომ ზასაობა საზოგადოებრივ ადგილებში უფრო აღაგზნებს
მრცხვენია რომ შეყვარებულები ერთმანეთს ვალენტინობის დღეს გაქუცულ სათამაშჴებს ჩუქნიან
მრცხვენია რომ ახლა კომპიუტერი მირჩევნია დიშვილთან თამაშს..

მრცხვენია!

ვთაგადვ:

1. ადო
2. ანანო
3. შემოდგომისფერი
4. ღიმილი-ანი
5. mycivilization
6. »♥» ana «♥«

საზოგადოება vs მე

პოსტი ჩემს გაშემო მყოფ ადამიანებს ეძღვნება, მშობლებს, კლასელებს, მეზობლებს და ა.შ.

მინდა გითხრათ პირდაპირ, რომ მე მაქვს ჩემი ცხოვრება!
მე მაქვს ჩემი შეხედულებები, ჩემი მიზნები და ოცნებები.
მე მაქვს ყველაფერზე ჩემი აზრი, არავის გთხოვთ გაიზიარეთ და გამიგეთ მეთქი, მაგრამ დაცინვას და უპატივცემულობას ვერ ავიტან!

ვიცი თქვენ ჩემთვის კარგი გინათ, მაგრამ რაც ზოგადად კარგი და სწორია ის არაა ჩემთვის კარგი, არაა ბედნიერება და არც მისაღები!
უკვე მაღიზიანებს თქვენი ირონია, ყოველ სიტყვაში დამცინავად რომ მეუბნებით შენ ეს ქენი, შენ ის ქენიო.
მე თავს ვიკავებ ყოველთვის, ვცდილობ გაგიგოთ და დაგეთანხმოთ, ვცდილობ ყოვეთვის ყურადღებიუანი და თბილი ვიყო, მაგრამ თურმე სულ ტყუილად! მაინც ვერავინ ვერ ამჩნევს!
იმის მაგივრად,რომ ჩემს (თქვენთვის) ცუდლს ხაზი გაუსვათ და წამომაძახოთ, კარგზეც თქვით რამე!

საზოგადოებამ ძალიან ცუდად მიიღო ჩემი მწვანე თმა, ჩემი პოსტი სექსზე, ჩემი არათბილისები შეყავრებული, ჩემი სიარული ფლეშ მობებზე და ჩახუტების დღეზე, მეგობრების ნახვა, რომლებიც ინტერნეტიტ გავიცანი და ა.შ.
მინდათ გიხრათ ყველას, ყველას! ჩემი ცხოვრება, ჩემია! არავინ გეკითხებათ, არუნდა მაინტერესბდეს ბრბოს აზრი, მაგრამ გამაღიზიანებელია ვიღაც რო გაკრიტიკებს უაზროდ! დაწყნარდით, ბოზიც რომ ვიყო ეს თქვენ არაფერს დაგაკლებთ, ან პირიქით.. სიგარეტიც რომ მოვწიო, თქვენს ფილტვებს არაფერი დაუშავდება. წამალში რო გავიპარო, თქვენ ხო არ კვდებით? დაიკიდეთ და საკუთარი ცოხოვრება მოაწესრიგეთ!

სიძულვილით, ოაოა.

ბედნიერების ფორმულა

ბევრი მოსაზრება არზებობს ‘ბედნეირების’ შესახებ, თუ რატომ და როდის ვართ ბედენირები…მეც მაქვს ჩემი პატარა ფორუმლა შექმნილი და ვცდილობ ამ ფორმულით ვიცხოვრო და გამომდის კარგად ყოფნაც.. თქვენ რამდენად გამოგადგებათ თქვენზეა დამოკიდებული.. ჯერ გაიგეთ მართლა გსურთ თუ არა ბედნეირება. თუ გსურს მე ყვეალანაირად შევეცდები გაგარკვიო რა გჭირდება ამისთვის..

პირველ რიგში გეტყვით რა არის პირადად ჩემთვის ბედენირება და თუ დამეთანხმებით ოდანვ მაინც განაგრძეთ პოსტის კითხვა.

“ბედნიერება არის ხასიათი, კარგი განწყობა, გარემო და ა.შ.
ბედნიერი შეიძება იყო დღეში რამდენჯერმე, ხანდახან რამდენიმე დღე გადამბმულად, მაგრამ ბედნიერი ვერ იქნები ყოველთვის… თითქმის ყველას უთქვამს ან გაუფიქრია “ერთ დღეს მე აუცილებლად ვიქნები ბედნიერი!!”
და მერე ელოდებიან იმ დღეს.. თუმცა ვერც ამჩნევენ, რომ ისისნი რამდენიმე დღის წინ იყვნენ ბედნირები.. თუნდაც ახალმა ნაყიდმა ნივთმა ან საყვარელმა ადამიანმა გააბედნიერა .. არაქვს ამას მნიშვნელობა, მთავარია უხაროდა და თავს კარგად გრძნობდა.. მოკლედ ვერ იქნები ბედენირერი სამუდამოდ მხოლოდ იმიტომ რომ მიხვდი ” აი დადგა ეს დღე, მე ბედნიერი ვარ!” ბედენირება სამუდამოდ არ გაგრძელდება.. რომც გქონდეს ყევაფელრი რაზეც ოდესმე გიოცნებია.. ბევრი ფული, კარგი სახლი, სამსახური, შვილები, ქმარი და ა.შ… ვისაც რა გინდათ.. მაინც მოგბეზრდებათ ეს როდესმე და რამე ახალი მოგინდებათ.. სანამ ახალს მიაღწევთ არ იქნებით ბედენიერი.. მერე ისევ და ასე სიკვდილამდე.. მთავარია დაინახო და დაიჭირო ყოველი დღე, წუთი და წამი როცა ბედნიერი ხარ და შეეცადო ეს წამი წუთად აქციო, დღე თვედ და ასე… არ არსებობს ადამიანი რომელიც არ ყოფილა ბედნიერი, არც ისეთი ვინც არ ყოფილა უბედური… ჩემი ბედნიერების ფორუმულა ასეთია – უბრალოდ იყავი ბედნიერი!”

ადამიანები დავყავი 3 კარეგორიად:
1 – ისინი ვინც ცხოვრობენ ჩარჩოებს მიღმა.
2 – ვინც თავისუფალია და გაარღვია ჩარჩოს კედლები..
3 – ვინცს ნახევრად ჩარჩოშია.

1 – ჩარჩოში მოქცეული, დაკომპლექესებულ ადამიანებს მოუწევთ რაღაცეების დათმობა და რაღაცეების შეძენა.. მაგალითად მათ ბედენირებისთვის სჭირდებათ გაანგრიონ ერთი კედელი.. კედელი რომელსაც ჰქვია “საზოგადოების კომპლექსი.”
ანუ როცა რამეს არ აკეთებ რაც გინდა, მხოლოდ იმიტომ რომ ხალხი ცუდად გაიგებს ამას! და უნდა ისწავლონ ამ საქმის ისე შემოტრიალება, რომ ეს რაღაც მაინც გააკეთო და არც ხალხმა დაინახოს ცუდად. ასეთ დაკონსერვებულ ადამიანებს ბედნიერებისთვის ძირითადად ცხოვრების თანამგზავრი სჭირდებათ.. ერთი კონკრეტული ადამიანი რომელთანაც იქნება გამოკეტილი, გაიცნობს კარგად და ეყოლება სულ გვერდით მის გარშემო იტრიელებს ყველაფერი და ასე.. მერე უკვე უფრო იოლად იტანენ ყველანაირ პრობლემას.. ასეთი ადამიანის თანამგზავრი სასურველია იყოს მესამე კატეგორიის ადამიანი.

დასკვნა:
ჩარჩოს – კომპლექსები + შეყვარებული = ბედნიერებას!

2 – ასეთი ადამიანებისთვის სხშირია პრობლემები ოჯახში.. ანუ მშობლებს არ მოსწონთ მისი ქცევა, უშლიან ყვეალფერს და არ აძლევენ საშვალებას იყოს თავისუფალი ყველაფერში და ყველგან. ასეთ ადამიანებს პირიქით, სჭირდებათ ერთი კედელის ამოშენება, რომელსაც “ყველასთან კარგი ურთიერთობა” ჰქვია.. ყველაში შედის ოჯახი, მეგობრები, სკოლა/უნივერსიტეტი და ა.შ. კარგი ურთერთობისთვის საჭიროა რამდენიმე კომპლექსის შეძენაც.. ანუ უნდა ისწავლო იმის გაკეთება რაც ყველას მოსწონს! თბილი ღიმილი და ყოველთვის იმის თქმა რისი მოსმენაც სურთ..
კარგი ურთერთობა უნდა გქონდეს პირველ და მესამე კატეგორიასთან..

დასკვნა:
თავისუფლებას + “კედელი” = ბედნიერებას!

3 – მესამე კატეგორიას მივეკუთვნები მეც.. ანუ არც ძან თავისუფალი და არც ძან დაკომპლექსებული..
ასეთ ადამიენებს ძალიან ცოტა ყოფნით ბედნიერებისთვის.. ძირითადად პრობლემები აქვთ მეგობრებთან.. თუ კარგი მეგობარი (მეგობრები) ყავს , მთავარი პრობლემაც გადაწყვეტილია.. მას ბედნეირებისთვის სჭირდება საყავრელი ადამიანიც.. რომ გახდეს უფრო გახსნილი და არ შემოიფარგლოს არსებული მეგობრებით. მნიშვნელოვანია ასევე “ჰარმონია” ოჯახში და კარგი ურთერთობა ოჯახის წევრებთან.. ასეთი ადამიანის გაბედნიერება თუ გსურთ რამე უნდა აჩუქოთ.. თუნდაც ლამაზი ქვა! ან ღიმილი.. ან კომპლიმენტი.. ყველაზე მარტვი მათი გაბედნეირებაა.. კარგი ურთერთობა აქვს ორივე კატეგორიასთან, უკეთ არის პირველთან, მაგრამ უნდა რომ უფრო კარგად იყოს მესამესთან.. კარგი იქნება თუ ასეთია დამიენები ცოტა უფრო მეტ კომპლექს მოიხსნიან და უფრო გამბედავები გახდებიან.. არ იფიქრებენ შედეგებზე და უბრალოდ გააკეთებენ!

შედეგი:
მეგობრებს + საკუთარი თავის პოვნა + შეყვარებული – რამდენიმე კომლექსი = ბედნიერებას!

ეს ზოგადად, თორე ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შეიძლება არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება, ან სულ სხვა რამე უნდოდეს ბედნეირებისთვის.. მაგრამ ყველას ჭირდება 1! საკუთარი თავის სიყვარული, დაფასება და შეცნობა..
უბრალოდ იყავით ბედნიერები და უბრალოდ გაიღიმეთ! არაა ამისთვის საჭირო ყვეაფლერი ყოველთვის კარგად იყოს!