ჭკვიანი ვყოფილვარ (?)

ე.ი. როგორ უკვე იცით, თუ იცით საერთოდ, მე აბიტურიენტი ვარ და როგორც ყველა მეთორმეტე კლასელი ვაბარებ საატესტატო გამოცდებს.
აი უკვე ჩავაბარე ორი გამოცდა, ქართულში და რუსულში..
რუსული არჩევით იყო, ან გერმანული უნდა ამერჩია ან ეგ, ნუ გერმანულს ვერ ვიტან და თან რუსული ასე თუ ი ისე ვიცი, ამიტომ რუსული ავირჩიე.
არც ჩემ რუსულის მასწავლებელს ჰქონდა ჩემი იმედი და არც გერმანულისას.
თუმცა ვერ გავამტყუნებ ვერცერთს, სკოლაში არასდროს არ მომიკლავს თავი სწავლით, არც გაკვეთილზე არ ვყოფილვარ ყურადღებით, დღემდე არმაქვს არცერთი მთელი რვეული, სულ ფურცლებზე ვიწერდი, ისიც დაძალებით.
ჩემი იმედი მაგათ კი არა ჩემი ოჯახის წევრებსაც არ ჰქონდათ. არც მაგათ ვამტყუნებ რამეში, სახლშიც იშვიათად ვსწავლობთი, თან მარტო წელს.. არა ხანდახან მართლა ვათენებდი ქართულის წერაში.
მოკლედ არვიცი რამდენად გაუხარდათ ჩემს მასწავლებლებ, მეგობრებს და მშობლებს მაგრამ ის კი ნადმვილად ვიცი რო ყველას ძალიან გაუკვირდა ჩემი ასეთი შედეგი. არა, სიხარულით გაუხარდათ მაგრამ გაკვირვება მეტი იყო.
თუ არ ვსწავლობდი როგორ? არვიცი, ქართულს ვსწავლობდი და მაგიტო, რუსული ისე ვიცი, ფილმებიდან.. ყურით მაქვს დამახსოვრებული და ასე.. თუმცა ხვალ ნადვილად არვიცი რა მეშველება, ისტორიის გონში არ ვარ მართლა და ეს ბოლო დროს მეცადინეობა არ მიშველის! არმინდა მაღალი ქულა, აქ მართლა ლიჟბი გადავლახო… და ფიზიკა კიდე.. დანარჩენებს მგონი ეშელებათ ))

წარმატებები მეც და თქვენც, ვინც აბარებთ!

ქართული – 9,5
რუსული – 9,23

ზღვაში ჩამხრჩვალი ცისარტყელა

“მე” არის – mycivilization
“შენ: ვარ – მე, mygreensun

Radiohead-in Rainbow

მე:ვფიქრობ,რომ ჩვენ ვართ ცისარტყელაში,ყოველშემთხევაშიი მინდა რომ ვიყოთ და გამოგვდის მგონი.

შენ: რამე კარგი ხდება მანდ? რომელი ფერი გინდა იყო?

მე:რა ხდება და ისეთი ამბავია მე რომ მინდოდა სულ.მე ვარ ლურჯი.

Nino Katamadze-Toliebi

შენ: არა შენ ვერ იქნები ლურჯი. ხომ გითხარი, შენ ისეთი ფერადი ხარ როგორიც არ ყოფილა ცისარტყელა არასდროს. შენ არ არსებული ფერები ხარ, ყველაფერში და ყველგან ხარ, უხილავი, მაგრამ მკაფიო…

მე:ხო შენ ზღვა ხარ და ღელავ როგორც არასდროს.თოლიები გაწვდიან საკვებს და მეგობრომ მათთან,მეც ხშირად გაკითხავ ხოლმე და განათებ და შენ მე მანათებ

Zgvari-Tetri sizmari

შენ: ოკეანე ვარ, ღმა. ხან მშვიდი და ხან მღელვარე. თუ ღმად შემოცურავ ჩემში, დაიხრჩობი.. მინდა ჩაგახრჩო ამ ოკეანეში და სამუდამოდ გავერთიანდეთ. მინდა მარტო მე მეკუთნოდე, მე მანათებდე, და მე მარტო – შენ.. მე ვიქნები ოკეანე და შენ ოკეანეში დამხვრჩალი ცისარტყელა.

მე:ერთხელ იცი ზღვა და ცისარტყელა შეხვდნენ ერთმანეთს.ცისარტყელა ჭამდა გემრიელ ნუგბარს და ზღვაში ჩაუვარდა,ზღვამაც მიიღო ის და იმის შემდეგ ცისარტყელა ვეღარ ამოდის ზღვიდა,იეშმაკა ზღვამ და ჩაუკეტა გარეთ გამოსასვლელი კარები.ჰო ის ნუგბარიი სითბო და სიყვარული იყოო.

შენ: ლამაზი დღე იყო ერთხელ, გაზაფხულზე. აყვავდა რაღაც ხე და საცოდავს, მაშინვე გასცვივდა ყვავილები.. ნაზმა ნიავმა მომიტანა მათი სურნელი. შენი სუნი გამახსენდა, ყვითელზე რომ აგდის, მწვანეს ქვემოთ, კისერთან. მერე ქარმა ისევ წაიღო ეს ყვავილები, მაგრამ სურნელი დამრჩა. სუნი სულაც არ იყო, ისე ჩამრჩა, გონებაში, ან …

მე:ხო ეგ სუნი ვერ მოვიშორე,არ შემიძლია უბრალოდ,სითბომ მაჩუქა ეგ სურნელი და სიყვარულმა მიანდერძა როგორღა გავუშვა,სირცხვილი არ არის?
მოდი ეს სუნი და ყველაფერი ცალკე გადავდოთ ეს ხომ ფანტაზიაა ჩემო პუმავ,მაგრამ ჭეშმარიტება იცი რაშია? რომ არ იტყუები,რასაც გრძნობ იმას რომ წერ და რასაც წერ იმას,რომ განიცდი.ცისარტყელაც შენშია,ზღვაც და ის ნაზი სურნელი…დაივიწყე პრობლემები და ეხლა მე და შენ მივდივართ ბედნიერება აკაკუნებ კარებზე და უნდა დავხვდეთ ხომ ასეა? ხომ ჩემთან ერთად ხარ ყოველთვის? fuck our problems

შენ: რეალობა ბევრად უკეთესია ხანდახან იმ ცისარტყელაზე და სირობებზე, რომელი ცისარტყელა გჯობია შენ? ან მე რომელი ზღვა? არცერთი. მე და შენ უნიკალურები ვართ. ხოდა მართლა მინდა რო ჩაიძირო ჩემში და მარტო ჩემში იყო! ვიცი ზედმეტს მოვითხოვ და შეუძლებელია, მაგრამ რაც მინდა, მინდა. რა ვქნა?.. პრობლემებიც მომხიბლელია ხანდახან, ექსტრემი და გულისფანცქალი. მთავარია ერთად ვართ. fuck ყველაფერი!

მე:ხო ბევრს არ მოითხოვ,მაგრამ მე ყოველთვის იმას გაგიკეთებ რისი გაკეთებაც შემეძლება.ეს პოსტიც ჩვენზეა და ლამაზია და კარგიიააა.
ეხლაა კიიი უაზრო სიტყვებზე აკინძულ პოსტს თავს დავანებებ და უბრალოდ მე ვიქნები მე,შენ იქნები შენ.როგორც ეს ასეა და ასე იქნება ყოველთვის.ვერც შენ შეგცვლის ვერავინ,ვერც მე და ვიქნებით სულ ცისარტყელები, ზღვები, მცენარეები,ოკიანეები,ძაღლები,კატები,შარვლები,ჰალსტუხები,ასუსები,ეიჩპიები და ეისერები.

შენ: როცა არასდროს არ მიტკვამს სხვისტვის, რომ მე ვიყავი პატარა დიდი.. მიხარი სად მტავრდება ღამე, მითხარი ბიჭო მითხარი! მითხარი რაა! არადა მიყვარს ღამე, არ დამთავრდეს ჯანდაბას.. და ისევ დავრჩებით მე, მზე და ლამაზი დღე.. ლამაზი დღე? არა მე შენ და მზე მაშინ, და ლამაზი დღე თავისთავად მოვა. ოჰ, რა სენტიმენტალურები ვართ, რას გვიშვება ეს სიყვარული, პუმავ.. და მაინც.. მითხარი რა, სად მთავრდება მუქი ფერების კონა?!

მე:…

ცისარტყელა:ზღვაო გაუღე კარი გაუღე, შემოუშვი, მე ჩემთან გამოგზავნე,შენ შენთან წაიყვანე.

ზღვა:სწორედ მაგას ვაპირებდი ეხლა

ზღვარი

ავდგეთ და გადავაბიჯოთ ყველა საღვარს, ბარიერს.. გავანგრიოთ ყველა ჩარჩო და ვიყოთ თავისუფლები.
არ ჩავკლათ ჩვენში მეამბოხე სულები და ამბიციები..
მოვკლათ მშობლები და დიდიხანი ვისხდეთ კომპიუტერთან.
ვიაროთ კლუბებში,დავლიოთ ბევრი და ვიცეკვოთ გათიშვამდე.
მოდით ავიწიოთ მაისურები გოგოებმა შუა გზაზე და შევიწიროთ საჭესთან მჯდომი მამაკაცები..
ბიჭებმა ჩაიხადეთ შარვლები და შეაშინეთ ბებოები..
ბრმებს ძაღლები წავართვათ და მუქი სათვალეები მოვხსნათ!
დამცირებულები დავიცვათ და მერე სხვები დავამციროთ..
მოდით წავიდეთ და ვესროლოთ სახურავიდან წყლით სავსე პრეზერვატივები გამლელებს..
მერე ფერადი ბუშტები გავბეროთ და მთვრალებმა ვიაროთ ღამე ქუჩაში.
მწვანეებზე გადავირბინოთ და ლიანდაგებზე დავწვეთ, მერე უცებ წამოვხტეთ და გავიქცეთ..
ველოსიპედით შევეჯიბროთ მოტოციკლებს და მოვატყუოთ, გზა გადავუჭრათ და ხრამში გადავჩეხოთ მოწინააღმდეგე..
მოდით მასწავლებლებს სუპერწებო დავუსხათ სკამებზე და სახელურზე წავუსვათ მელანი!
მოდით გავიკეთოთ ტატუები და ამოვიწვათ მერე უთოთი..
მოდით ავახიოთ დაქალს შეყვარებული.

ავდგეთ და გავთავისუფლდეთ! გავუცვალოთ შაქარს და მარილს ადგილები.
უნიტაზზე განჭირვალე პარკები გადავაკრათ..
გავშალოთ ფრთები და გადავაფრინდეთ ყველა საზღვარს!
ოჰ, როგორ გვეშინია ყველასი და ყველაფრის!
მარტოობის, უყურადღებობის, სიყვარულის, მეგობრობის, ბედნიერების, უბედურების..
რა მარტივია არადა ყველაფერი!
ყველაფერს აქვს +
უბრალოდ გადააბიჯე ყველა ბარიერს და გათავისუფლდი!
იყავი ახალგაზრდა, იყავი თავხედი და გაუზრდები ბავშვი! იყავი ყველაზე გაბრაზებული და მავნე!
იყავი თავისუფალი და იყავი ის ვინც ხარ ❤