Something Inside

Listen. Can you hear it? The music. I can hear it everywhere. In the wind… in the air… in the light. It’s all around us. All you have to do is open yourself up. All you have to do… is listen.

როცა მხოლოდ შენი სუნთქვის ხმა გესმის, ნაბიჯების, როგორ ეხება შენი ფეხსაცმელი ქვებს და მიწას, შენი მძიმე სუნთქვის ხმა ფარავს ყველაფერს და ერთადერთი რაზეც მაგ დროს შეგიძლია იფიქრო ისაა, რომ სწრაფად მიდიხარ და უნდა გაჩერდე.
ყველაფრის გაგონება შეგიძლია გარშემო, მხოლოდ, უნდა მოუსმინო.
როცა ყურადღებას გულისცემაზე გადაიტან, სუნთქვის ხმა იკლებს და გულის ცემა გესმის.
ქარის შრიალი, ჰაერის მკვეთრი მოძრაობაც კი ქმნის ამ ხმებს.. ხმებს, რომელსაც უნდა მოუსმინო.

მოვდივარ, აღმართი უნდა ავიარო, ფეხსაცმელები მიჭერს და ვცდილობ სწარად ავიარო მინგრეულ-მონგრეული გზა.
ეს გზა სასაფლაოს აუყვება, იშვიათად თუ ნახავთ ამ გზაზე გამლელს, ძირითადად სიმშვიდეა ხოლმე.
მზე ჩადიოდა, წითლად და
ყველაფერი ლამაზი ჩანდა.
გულის ცემა და სუნთქვის ხმა შემაწყხებლად გახშირდა,
საფლავებს გავცდი და სასაფლაოს შუაგულში აღმოვჩნდი, უცნაურია, იქიდან ისეთ ლამაზი ხედი იშლება, სიკვდილს ინატრებ რომ ყოველდღე უყურო როგორ ჩადის მზე.
რა თქმა უნდა, გარშემო არავინ იყო, მხოლოდ მე და ის სიმშვიდის ხმა რომელიც კი არ მესმოდა, ვგრძნობდი.
ჩამოვჯექი იქვე, მზე ჩემს პირდაპირ იდგა თითქოს, არაფერი ჩანდა, მხოლოს დაუსრულებელი ცა.
გული ჩვეულებრივ რიტმზე ამუშავდა, ფეხებიც აღარ მოძრაოდბენენ და არც მძიმედ ვსუნთქავდი, მაგრამ რაღაც მაინც ისმოდა.
გაუჩერებელი ფიქრები დარბოდნენ ჩემს გონებაში, ყველაფერზე მეფიქრებოდა ერთდროულად.
ხმებიც მიჩუმდნენ და..
უბრალოდ დავხუჭე თვალები, ამოვისუნთქე და მოვუსმინე..
მოვუსმინე იმას რაც ამ ფიქრების უკან იყო,
ის რაც თითქმის არასდროს მესმის,
ის რაც ყველაზე კარგია ადამიანის გონებაში.
ის,რაც მეტია საჭმელზე, ცხოვრებაზე, ჩვენს თავებზე.
მუსიკა,
მშვიდი, ამ ლამაზი ფერებისგან აწყობილი, ჰაერის ნიავს რომ ერევა..
გაცრეცილი წითელი, მზეც მოეფარა მთებს.
მე ავდექი და წამოვედი, მაგრამ როგორც კი ის სიმშვიდე მახსენდება, ისევ მესმის,
მესმის.

მუსიკა.

November Rain


Continue reading

მოდის, მოდის, ახალი წელი მოდის <3

ქათქათა თეთრი, თეთრი და თეთრზე თეთრი ფიფლი ნელა ეცემა ჩემს წამწამებს..
წარბებიც გამითეთრდა, თმაც და მხრებიც.
ტკაც, გუნდა მხვდება და მეღვიძება.
ჯანდაბა, არ თოვს, ჩამძინებია…

ახალი წელი ახლოვდება, საერთოდ ვერ ვგრძნობ, დღეს ისეთი მზიანი ამინდი ოყო რომ მეგონა გაზაფხული დადგა ❤
მაგრამ არის მაინც რაღაც–რაღაცეები რაც მაგრძნობინებს რომ ახალი წელი მოდის..

1. კოკა კოლას ეს რეკლამა :

2. ფილმი "მარტო სახლი"

3. თოვლი

4. ნაძვის ხე

5. ეს სიმღერა:

6. ფიფქიანი რაღაცეები :

7. ეს ფერები:

საკმაოდ გრძელი ჩამონათვალი გამომივიდა.. მოკლედ ძალიან მიყვარს და მოუთმენლად ველოდები ახალიწლის მოსვლას ❤

ძვირფასო, სანტა…

ამ წელს არაფერი არ მინდა ატესტატის მეტი..
ა, ჰო.. გთხოვ, უკეოსი წელი იყოს ვიდრე 2011 ❤

სიყვარულით, მე..

მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..

– მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..
– რა გაზაფხული, თოვლის სუნი აქვს, ცივი..

შემოდგომამ მყარად შემოაბიჯა ქუჩებში, წვიმა გახშირდა, ფოთლები კი დათხელდა..
შემოდგომის სუნიანი სიყვარული იდგა ერთ-ერთ უბანში.
ცა დილაობით ფოთლებივით აყვითლ-გაწითლდებოდა და კარგა ხანს იყო ასეთი, მერე ცისფერში გადადიოდა და საღამოს
ისევ უბრუნდებოდა მოწითალოს..

– 5 ზე შევხვდეთ და სახურავზე ავიდეთ, გინდა?
– სახლიდან როგორ გამოვიდე?
– საბნის ქვეშ შედე ბალიშები და შენებს შენ ეგონები, სანამ გაიღვიძებენ იქმადე დაგაბრუნებ სახლში..
– კარგი მაშინ რამდენიმე საათში შევხდებით, ძილინებისა..

ხუთს აკლია თხუთმეტი (სმს მოდის)
” ჯერარგათენებულიდილამშვიდობისა, ჩაიცვი და გამოდი, გარეთ გელოდები”

– ტარამ, ტარამ, როგორ მეძინება.. წამო ავიდეთ, გასაღები შენ გაქვს ჰო?

– არ დაგიცურდეს ფეხი, ხელი მომკიდე.

– ვაჰ საბანიც ამოგიტანია და სიგარეტი, ეს რა არის?
– ცხელი ყავაა, უშაქრო, შენ რომ გიყვარს ისეთი.. დაჯექი და მოემზადე, მალე ამოვა..

– რა ლამაზია შეხედე.
– ვხედავ..
– რაკარგი სუნი აგდის, მანახე აბა კისერი..
– შენი ნაჩუქარი სუნამო მასხია..
– მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..
– რა გაზაფხული, თოვლის სუნი აქვს, ცივი..

მზე ამოვიდა.


არ მძინავს, გიმახსოვრებთ.

ხელი, ხელში სიგარეტი,
სიგარეტში ფერფლი,
ფერფლი საფერფლეში,
საფერფლე მაგიდაზე,
მაგიდა დივანის გვერდით,
დივანი ბალიშით,
ბალიშთან შენ.
შენთან ფანჯარა,
ფანჯარა მინებით,
მინებქვეშ რაფა,
რაფაზე ის.
ის ხელით,
ხელში წიგნით,
წიგნი წითელი ყდით,
წიგნთან მაიკა,
მაიკასთან მოკლე შორტი,
შორტთან შიშველი ფეხები,
გვერდით საწოლი,
საწოლში ბავშვი,
ბავშვი მდედრობითი სქესის,
ბავშვი – მე.
ის – დედა.
შენ- მამა.
ჩვენ ერთნი, რაფაზე, საწოლში, დივანზე..

ყველაფერი დაწვრილებით უნდა დავიმახსოვრო რო მერე გაგიხსენოთ.

ფერთა თერაპია, როგორც განწყობის ამაღლების საშუალება.

ფერი — ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხარისხობრივ სუბიექტური მახასიათებელია, რომელიც განისაზღვრება ფიზიოლოგიურ, მხედველობით შეგრძნების წარმოშობის საფუძველზე და დამოკიდებულია მთელი რიგ ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ფერის აღქმა განისაზღვრება ადამიანის ინდივიდუალურობით, ასევე სპექტრული შემადგენლობით, ფერის და სიკაშკაშის კონტრასტზე მიმდებარე სინათლის წყაროსთან შედარებით, ასევე საგნებზე რომლებიც არ ანათებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მოვლენები, როგორიცაა მეტამერია, განსაკუთრებულად ადამიანის თვალის და ფსიქიკის.

ახლა მოგიყვებით ყველა ცალკეულ ფერზე და მის თვისებებზე:
Continue reading

წითელი წიწაკა!

– დღეს სიყვარულის დღეა!!
— მოიცა, მოიცა!! ყოველი დღე სიყვარულის არაა? o,O
– ოო გეყოფა! გილოცავ.
— ჰო მეც, ჯანდაბას.. მაგრამ არ მიყვარს ეს დღე და გაითვალისწინე რომ სხვა დღეს უფრო დიდი სიყვარულით მოგილცავდი ვიდრე დღეს.
– რატო არ გიყვარს?
— რავიცი, მაღიზიანებს ქუჩაში რო დაბოდიამობენ შეყვარებული წყვილები და გოგოს ერთი გამხარი ვარდი და ვარფისფერი სათამაშო უჭირავს.
– ინქბე გშურს მათი? შენც გინდა იყო ასე… (?)
— მეც მინდა ყურადღება, საჩუქრები და ქუჩაში სიარული, მაგრამ წითელი ვარდი და გაქუცული სათამაშო – არა!
– რას აკეთებდი დღეს?
— მეც გავახარე ჩემი სიყვარული!!! თან ძალიანნ მარტივად მაგრამ მას ესეც გაუხარდა ❤
აი ასე.. ჩიფსები..
იმიტომ გაუხარდა რომ ის ძალიან შორს ცხოვრობს და აქედან როგორღაც მოვახაერხე და საყვარელი ჩიფსები ვაჩუქე)) ჩვენი საერთო მეგობრები დამეხმარნენ..
– ოჰ, და იმან რა გაჩუქა?
— იმან? ბევრი ღიმილი, სიხარული და ყველაფერი რაზეც შეიძლება ვიოცნებო…
– და შენ მხოლოდ ჩიფსები? 🙂
— არა..
– აბა ?
— ❤
– ….

ოოო yეაჰ! წიწკასავით მწარე და წითელი სიყვარუ’ლ’ი!!