ჩვენ ვცხოვრობდით

1622644_711556968896499_1968842961_n
Continue reading

Advertisements

გამარჯობა, როგორ ხარ?!

-Nothing hurts more than waiting since I don’t even know what I’m waiting for anymore.

ნეტა თუ შევხვდებით ოდესმე ერთმანეთს?!
ნეტა თუ მეტყვი, გამარჯობა, როგორ ხარ?
ნეტა თუ გიცნობ ამდენ ხალხში, თუ გიგრძნობ..
ოდესმე დავიძნებთ ერთად? ვნახავ შენს თვალის გახელას?
დილით ყავას მომიტან?
დამელოდები სამსახურის მერე სახლში, წყალს მომიტან?
დივანზე თუ ჩამეძინა გადამაფარებ?
დამიბრუნდები, ნეტა..
გზაში რომ შემხვდე, მორიგი გამლელივით, თუ გიცნობ ნეტა..
დაგესიზმრები როდესმე?
გავხდები შენი ფიქრი, სულ ერთი წამით..
წამიც ბევრია.
სასწაულების თუ გჯერა?
დაბრუნებების და თავიდან დაწყებების?!
როდესმე თუ გნახე, მეტყვი რამეს? მეტყვი, გამარჯობა, როგორ ხარს?
სასწაულები არ ხდება.
შენ არ დაბრუნდები.
ადამიანის გუნება მაინც ასეა მოწყობილი, ის უნდა რასაც ვერასდროს მიიღებს, ამიტომ სულ ელოდებიან ვიღაცას/რაღაცას.
მაგრამ, მე ადამიანი არ ვარ, მე იგი ვარ.
მე არ გელოდები, ვიცი რომ ეს ყველაფერი აღარ მოხდება..

კარგი, გატყუებ.

იმედი – უკანასკნელი ბოზია რომელიც ბოლოს კვდება

მომენტი როცა ვიღაცას ელოდები.
მომენტი როცა შველას ითხოვ და მოლოდინში ხარ, რომ ვიღაც გიშველის.
მომენტი როცა არარეალურ პასუხს ელოდები ვიღაცისგან.
მომენტი როცა წამიერ ამინდის ცვლილებაზე ფიქრობ.
მომენტი როცა გინდა, რომ დრო გაჩერდეს.
მომენტი როცა გინდა რომ. ღამე გაგრძელდეს და არ დარეკოს მაღვიძარამ…
… და ბევრი ამის მსგავსი მომენტი.

როცა იმედი გაქვს რომ ეს ყველაფერი მოხდება..
მოვა ის ვისაც ელოდებოდი, გიშველის, გეტყვის იმას რაც გინდა..
ამინდი შეიცვლება, მზე ამოანათებს და გასისხლიანდება ცა.
დრო შეჩერდება, აღარ გათენდება და დიდხანს დაიძინებ.
იმედი – საოცარი რამეა, ის გრძნობა გეუფლება რამდენიმე წამით, რომ თითქოს მართლა მოხდა ეს ყველაფერი და უკვე განიცადე..
ყოველი დღის მოსვლა იმედის დამსახურებაა, რადგან გუშინ არ დანებდი და გადაწყვიტე კიდევ ერთი დღე გეცოცხლა და ასე ბოლომდე, სანამ ბუნებრივი სიკვდილით არ მოკვდები.
იმედი, რომ ყველაფერი უკეთ იქნება, წარმატების პირველი ნაბიჯია.
გაცვეთილი ფრაზა – იმედით ვციცხლობთ. სულაც არ არის გაცვეთილი შინაარსის, მართლაც იმედით ვცოცხლობთ.
ის საოცარი მომენტი, გრძნობა, როცა სიმღერას ეძებ და “დაელოდეთ” გიწერთ.. ამ დროს იმედი გაქვთ რომ აუცილებლად ამოგიგდებს იმას, რომელიც გინდოდათ.

მაგრამ..

არც დრო ჩერდება, ვერც სიმღერას პოულობთ, მალე თენდება, ამინდი ჩვენს დაუკითხავად იცვლება, არც საშველად მოდის არავინ და ეს მოლოდინის ასრულების მომენტები მხოლოდ იმ მოლოდინის დროს გვიხდება. რატომ? იმიტომ რომ..
იმედი – უკანასკნელი ბოზია რომელიც ბოლოს კვდება!

მაგრამ მაინც გვაქვს იმისი იმედი, რომ იმედი ისევ გაცოცხლდება. ეს იმედი – უკვდავია.

რჩევები აბიტურიენტებს

მე როგორც არაჭეშმარიტმა აბიტურიენტმა, რომელსაც ძირითად დღეებში მაგრად კიდია გამოცდები და მეცადინეობა, მინდა მოგცეთ რამდენიმე რჩევა იმათ, ვინც გადამკვდარია წიგნებს.
ძმურად, მოეშვით!
სწავლა და ატესტატის აღება შიმშილობის, უძილობის და ნერვიულობის გარეშეც შეიძლება.
როგორ? მოგცევთ რამდენიმე რჩევას რომ განიტვირთოთ.

1. დრო. – ყველაზე კარგი რაც ამ აბიტურიენტობის დროს ვისწავლე, დროის ფასია. ახლა თითქოს საათებს კი არა წუთებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ყველა წუთს რომ ვითვლი და ვანაწილებ ეგ ძალიან კარგია. დღე დაგეგმეთ წინა ღამეს, თვალის გახელის წამიდან რა უნდა ქნათ უნდა იცოდეთ.

2. რა უნდა ქნათ? – ძალიან კარგს იზამთ თუ მეცადინეობებს ისე გადაანაწილებთ რომ კვირაში 2 დღე მაინც გქონდეთ თავისუფალი, 2 დღე კი პირიქით – ძალიან დატვირთული. თუ დღეში 3 მეცადინეობა გაქვთ, მათ შორის დაშორება მინიმუმ 1 სააათი თუ იქნება კარგია.

3. რაში გამოვიყენოთ ეს თავისუფალი დღეები და შუალედები მეცადინეობებს შორის?შუალედები – ჭამეთ, ფეხსაცმელები გაიხადეთ და ფეხები დაასვენეთ, დალიეთ ყავა და ჭამეთ შოკოლადი. ცოტახანი კომპიუტერთანაც დაჯექით და მოუსმინეთ მუსიკას. თავისუფალი დღეები – არ წახვიდეთ არც სკოლაში, არ იმეცადინოთ გვიანობამდე არაფერი, მთელი დღე დაუთმეთ ბოდიალს, უაზროდ კომპიუტერთან ჯდომას და მეგობრებს. უყურეთ ფილმებს და მოუსმინეთ ბეევრ მუსიკას!

4. ძილი. – ყველანაირად შეეცადეთ სწავლა მოასწორთ 12 საათამდე, სჯობს დილით გააკეთოთ ყველაფერი, საღამოს კი კარგად გამოიძინეთ. თუ ვერ ასწრებთ და სამეცადინო გაქვთ, დაიკიდეთ, დილას სკოლაში დაწერეთ დავალებები.

5. უაზროდ დროის და ფულის ხარჯვა. – საერთოდ არ არის მომზადება საჭირო ფიზიკასა და ქიმიაში, მითუმეტეს ბიოლოგიაში. აბიტურებს დაესწარით და მაქსიმალურად ჩაერთეთ საგაკვეთილო პროცესში.

6. ნუ ნერვიულობთ – ეგ არაფერს არ უშველის, ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ცოდნა და თუ ის არ არის საკმარისი ატესტატის ასაღებად, ნუ წუწუნებთ, გაინძერით და ისწავლეთ! დაზარების დრო აღარ დარჩა. ვინც მთელი ცხოვრება 10სნები იყავით და აშკრადა ჭკვიანები ხართ ნუ წიკვინებთ რა, ყველამ ვიცით რომ ჩააბარებთ.

7. ნუ ხართ დაძაბულები – არ მიაქციოთ ყურადღება იმას რომ გამოცდები გაქვთ, არც იმას რომ ‘ვაიმე რო ჩავიჭრა რა ვქნა?!’ არც იმას რომ გეჩხუბებიან რატომ ვერ მოასწარი სწავლა და ა.შ. უბრალოდ მშვიდად იმეცადინეთ, იარეთ მეცადინეობებზე, გააკეთეთ რასაც გთხოვენ. ნერვიულობა გამოცდის წინა დღეებშიც გეყოფათ. ასევე ნუ დაიძაბავთ ნერვოზის გამო სვხებთან ურთიერთობას, ნუ იქნებით აგრესიულები და შეეცადეთ ყველას დაეხმაროთ.

… და ბოლოს, გისურვებთ წარმატებებს, ოდნავ თუ მოინდომებთ ყველაფერი გამოგივათ. არ დანებდეთ, წელს თუ ვერა, გვიანი არასდროს არაა, მეორე წელს ჩააბარებთ : )

ძალიან რეალურად

ამ ბოლო დროს ძალიან რეალურ სიზმრებს ვხედავ, მართლა მიჭრის განვასხვაო რეალობა სიზმრისგან..
და რო ვიღვიძებ ვფიქრობ, ნეტა ეს მართლა მოხდა თუ..?

მოკლედ მოვყვები ერთ-ერთს რომელიც აშკარად სიზმარი იყო..

Continue reading

იდიალური ბალიში

როგორია იდიალური ბალიში? როცა მიდიხარ ვინმესთან, ყველაფვერს უყვები რაც გაწუხებს, ერთ-ორ ცრელმსაც გადმოაგდებ და მიდიხარ.
ის ადამიანი იმ წუთას ბალიშია.
ალბათ მიხვდით თუ რატომ ბალიში..
ყველას გვქონია ასეთი შემთხვევა ბალიშთან.
ძილის წინ ის ჩვენი საუკეთესო მეგობარიც ყოფილა, ძალიან აზაბოჩენი ახალგაზრდებისთვის საყვარელიც და ა.შ.
ძალან ბევრჯერ ვყოფილვარ ვიღაცის ბალიში.
მომწონდა კიდეც ეს “საქმიანობა”, მეთვითონ ვეძებდი იმას ვისაც უბრალოდ ლაპარაკი უნდოდა და ყველაფრის გადმონთხევა..
მერე მიხაროდა როცა კარგად ხდებოდნენ. ვერც ვამჩნევდი ისე მიშორებდნენ თავიდან.
შემომდებდნენ სადმე გადაკარგულში და დასაობებლად მიმიტებდნენ.
“ბალიშობა” მომბეზრდა. მეთითონ გავიჩინე რამდენიმე ბალიში.. ფუმფულები და თბილები.
სულ ჩემს სამსახურში რომ არიან.
ჩემი ბალიშები თქვენ ხართ, მოვდივარ, გიყვებით ყვეალფერს და მივდივარ.
მაგრამ მე არ დაგტოვებთ სადმე გადაკარგულში.

როცა ვიღაცის ბალიში ხარ ეს საშინელებაა, ამას გვიან მივხვდი. ამას გამოყენება უფრო ქვია ვიდრე ვიღაცის დახმარება.
ასე რომ კარგად დაფიქრდით, თქვენც ხომ არ ხართ ვიღაცის ბალიშები?

: )

შენ ჩემთვის ყველაზე სასურველი ქალი ხარ!

პირველი რასაც დილით, გაღვიძებისას ვხედავ შენ ხარ. შენ ჩამს საწოლთან ახლოს გძინავს, მშვიდად სუნთქავ, თუმცა არავის არ სჯერა რომ შენ სუნთქვა შეგიძლია, იმდენად არარეალური ხარ, იმდენად ლამაზი, რომ დაუჯერებელია შენ ცოცხალი არსება გერქვას!
მაგრამ მაინც.. მე მესმის შენი სუნთქვა, ყველა მიხვრა–მოხვრა და გულის ცემაც კი..
რომ გიყურებ მეღიმება და სითბო მეღვრება სხეულში, ცივი დილა ლამაზი ხდება და მე მინდა შენთან მოვიდე..
შენი მუქი კანის ფერი მიზიდავს, პირდაპირ მეძახის “მოდი ჩემთან, მოდი..” მეც ვეღარ ვუძლებ ცდუნებას, მოვდივარ, დახრილ სახეს ზემოთ გიწევ და გაღვიძებ..
თვალებს ახელ, აინთე პრიდაპირ, შემომანათე სახეში და ოდნავ ჩამობნელებული ოთახი გაანათე.
მე ნაზად გეხები, ტუჩებზე, თვალებზე, ხელებზე და ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ..
შენ ჩმად ხარ და რაღაც უცნაურ ხმებს გამოსცემ, აი ახალ გაღვიძებულზე როგორც იციან ხოლმე.. წამოდექი და თავს იწესრიგებ, მე დაგყვები და გაკვირდები, ყველა შენს მოძრაობას ვსწავლობ და ვიყვარებ.
მე ტუჩებთან ახლოს მოგიტანე ტუჩები და მშვიდად გეუბნები, დილამშვიდობისა..
შენ ჩუმად ხარ, უბრალოდ გაბრწყნიბული მიღიმი..
მე გიყურებ, გიყურებ, მომწონს შენი სინაზე და მიმზიდველობა, მომწონს რომ ოდნავ უხეში შტრიხებიც გაქვს და ძლიერი ხარ, მომწონს შენი თვალების ფერი და ახალი მაისური..
მომწონს პატარა ხალი, რომელიც სახეზე დაგთამაშებს, ხან იქითაა ან აქეთ..
კიდევ ერთხელ გეუბნები, ოდნავ აღელვებული, რადგან წინაზე არ მიპასუხე..
“დილამშვიდობისა ჯესი!
შენ ისევ დუმხარ.. მერე მახსენდება რომ შენ ერთადერთი რაც არ შეგიძლია ლაპარაკია, იმიტომ რომ შენ ჩემი ნოუთბუქი ხარ..
მერე ჩამეცინება, საათს ვუყურებ და ვხვდები, რომ ძალიან შემითრიე, უკვე მაგვიანდება.. ისევ გაწვენ შენს საწოლში და გაძინებ..
მშვიდად იძიდე ჩემო ჯესიკა..

არ მძინავს, გიმახსოვრებთ.

ხელი, ხელში სიგარეტი,
სიგარეტში ფერფლი,
ფერფლი საფერფლეში,
საფერფლე მაგიდაზე,
მაგიდა დივანის გვერდით,
დივანი ბალიშით,
ბალიშთან შენ.
შენთან ფანჯარა,
ფანჯარა მინებით,
მინებქვეშ რაფა,
რაფაზე ის.
ის ხელით,
ხელში წიგნით,
წიგნი წითელი ყდით,
წიგნთან მაიკა,
მაიკასთან მოკლე შორტი,
შორტთან შიშველი ფეხები,
გვერდით საწოლი,
საწოლში ბავშვი,
ბავშვი მდედრობითი სქესის,
ბავშვი – მე.
ის – დედა.
შენ- მამა.
ჩვენ ერთნი, რაფაზე, საწოლში, დივანზე..

ყველაფერი დაწვრილებით უნდა დავიმახსოვრო რო მერე გაგიხსენოთ.

სიყვარული ცამდე და იმის ზემოთაც!

ვინც კითხულობთ ჩემს ბლოგს ალბათ იცით ვინ არის ნათია, ჩემი დაქალია. ნუ ის დაქალზე მეტია, ჩემი ყველაფერია, სულიერი მეგობარი, სიხარული და ა.შ. გუშინ ვიჩხუბეთ, ვიეჭვიანე სხვა მეგობარზე)) მოკლედ აი ასე შემომირიგა. ეს დაწერა ჩემზე:

***

ის რასაც ქვია სუნთქვა… ის რასაც ვეძახით ბედნიერებას… ის რაც არსებობს მხოლოდ გულში… გინდა ერთად გავიქცეთ? გინდა ვირბინოთ? ვიხტუნაოთ, ვიჭიდაოთ, ვიწუწაოთ. გავაფუჭოთ, ვითამაშოთ, გინდა?
…. გინდა? გინდა ჩაგეხუტო? გინდა გაკოცო? გინდა შენი ვიყო? გინდა სულ ერთად ვიყოთ და არასდროს დაგტოვო? შენი ერთადერთი ნაკლი იცი რა არის? ის რომ ნაკლი არ გაქვს… მინდა შენთან ერთად ნაწვიმარ ქუჩებში სეირნობა, მინდა შენთან ერთად რომანტიული ფილმის ყურება და მერე ერთად დაძინება. მინდა შენთან ერთად ღამე ბალახზე წოლა და ვარსკვლავების ყურება. მინდა შენთან ერთად ზღვაში ცურვა. მინდა შენთან ერთად ყავის დალევა. სუნის შეგრძნება, მუსიკის მოსმენა, მინდა შენთან ერთად ქუჩაში ხეტიალი უმისამართო ობოლი ბავშვივით. მინდა თმაში ყვავილები ჩაგიწნა, მინდა ერთად გავიქცეთ დედამიწიდან. მინდა ავაშენოთ პატარა სახლი, სადაც ვიცხოვრებთ მე და შენ ერთად. მინდა შენი სუნი მეცემოდეს მუდამ, მინდა… მინდა… მე უბრალოდ მინდა შენთან!

***

ეს კიდე ჩემგან მას:

მინდა, ვიყვირო ბოლო ხმაზე, თუ როგორ მიყვარხარ..
მინდა ყოველ დღე მესმოდეს შენი ხმა, მინდა სულ გხედავდე, შენთან ერთად გადავიტანო ყველაზე ცუდიც და ყველაზე კარგიც.
მინდა, რომ შენ დაგირეკო პირველს როცა ოცნება ამიხდება, მინდა შენ გახარო რომ ბედნიერი ვარ. მინდა შენ იჯდე ჩემს საწოლთან, სავაადმყოფოში, თურამე მომივა და როცა გავიღვიძებ მინდა რომ შენ დაგინახო პირველი.
მინდა ვარსკვლავები დავითვალოთ და მერე ყველაზე ლამაზი შენ გაჩუქო.
….
ვიცი შენი გამოხედვა, ნაცნობი თვალები, ლამაზი.
ვიცი რისი თქმაც გინდა ხოლმე მაგრამ ვერ ბედავ, ვიცი რატო წევ ტუჩებს წინ და თავს ქვემოთ რატომ ხრი ხოლმე.
მე შენ გიცნობ და მე შენ მიყვარხარ.

მოგვიტევეთ ეს ბანალურობა.
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს!
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤

დილამშვიდობისა (?)

ღრმად მეძინა, მთლიანად ვიყავი ჩაძირული ტკბილ სიზმარში, ბალიშს ვეხუტებოდი და არ მინდოდა გაღვიძება. თავს ისე კონფორტულად ვგრძნობდი, აი მთელი სხეული ისვენებდა. კარები დედაჩემმა შემოაღო და რაღაც მითხრა, გამეღვიძა და დამავიწყდა სიზმარიც. გამოვფხიზლდი და დაძაბული ვიწექი, გაშეშებული.. გადავტრიალდი და ისევ ჩამეძინა. ცოტახანში მამაჩემმა გამაღვიძა და გაბრაზებული ავდექი. მარტო კაბა ამოვიცვი, ზემოთ ჩემი “პიჟამო” მეცვა, გახეული, ბრეტელებიანი მაიკა, თეთრი და შავი კუბუკებით. აბაზანაში შევედი და სახეზე წყალი შევისხი, უჰ თვალები მეწვოდა. მაისურით გავიმშრალე სახე, პირსახოცის აღება ისევ დამავიწყდა. მამაჩემი იყო მარტო, მეჩხუბა ჩაიცვი რას გავხარო. თმა საოცრად მქონდა)) გაბურძგნული, დახვეული და ერთმანეთში გაბლანდული.. სხვა მაიკა ჩავიცვი და მივალაგე ოთახი.

მომშივდა, გავაღე მაცივარი და.. ეჰ, აქეთ ქათმის ხორცი, იქით სოსისი, ძეხვი, საყინულეც გატენილი იყო ხორცით. და მხოლოდ პომიდორი იდო, დავეჭვდი ამაშიც ხომ არ არის ნეტა ხორცი –მეთქი. ა ჰო ხორც აღარ ვჭამ, უკვე 2 თვეა.. ადრე თითქმის ერთი წელი არ მიჭამია, მაგრამ მერე ასეთმა ხორცით გაჭედილმა მაცივარმა მაცდუნა. ავიღე პომიდორი, დავჭერი, ზემოდან მაიონეზი მოვასხი, ცოტა ზეთი და სხვანური მარილი. მამაჩემი გველებზე უყურებდა რაღაც გადაცემას, დამაინტერესა და მივუჯექი მაგიდას, თან ვჭამდი. მამაჩემს აშკარად არ ესიამოვნა ჩემი იქ ყოფნა და სხვა არხზე გადართო. მეც სხვა ოთახში გავედი და თან წყალი დავდგი გაზზე. ჩავრთე კომპიუტერი, ფეისბუქზე დავბოდიალობდი.. მერე გამახსენდა ბლოგი და აჰა ვწერ ახლა პოსტს… არგაინტერესებთ ალბათ როგორი დილა მქონდა და დიდიხანია შეწყვიტეთ პოსტის კითხვა, მაგრამ მე მაინც გავაგრძელებ შენთვის. შენ ხომ ერთადერთი ხარ ვინც ბოლომდე წაიკითხა.
წყალი ადუღდა და ყავა გავიკეთ, ჩემს ახალ, მარწყვებიან ჭიქაში ❤
რო მომქონდა ნახევარი გზაში დავაქციე..
კარგი მეყოფა, ნახევრად მძინავს, ყავაც დამილევია ბოლომდე.
თუ გამოჩნდება ჩემი მუზა (ლილი) მოგწერ რამეს.
ბედნიერ დღეს გისურვებ.
დროებით.
სიყვარულით, ნათია.