ჩვენ ვცხოვრობდით

1622644_711556968896499_1968842961_n
Continue reading

ხთფუ <3

ამ პოტით მინდა რომ თქვენში შურის გრძნობა აღვძრა, გალურჯდეთ ისე შეგშურდეთ ჩემი! დიახ, დამიჯერეთ შეგშურდებათ!
იმიტომ რომ, მხოლოდ მე მყავს და მხოლოდ მას ვყავარ ასეთი მეგობარი!
დიახ, მაგისიც უნდა გშურდეთ!
Continue reading

ახალი და არასასურველი დღე.

ახალი დღე,
ახალი ცხოვრება.

სუფთა ფურცელი, ახლად დაწერილი რამდნეიმე ასო..
ცხოვრება უშენოდ, ცხოვრება – მარტო.

იყავი ყველაფერი, დავჩი უყველაფროდ.
მიყვარდი ბოლომდე, უმიზეზოდ.

მაგრამ ახლა, წასვლის დროა.
გტოვებ მარტო და უიმედოდ.

მე წავალ, სხვა მოვა. (ტურფასა საბაღნაროსა? ო.ო)
შენ წახვალ, სხვა – არავინ!

მოდი ვიყოთ ერთად, მაგრამ მარტოები.

ყველაფერი კარგად იქნება.

გამოვფეისბუქდი!

ანონიმ გამოფეისბუქებულთა კლუბი:

– გამარჯობათ, მე ნათია ვარ და მე გამოვფეისბუქდი!
– (ყველა ერთად) გა მარ ჯო ბა ნა თი ა!


Continue reading

მე და შენ – ჩვენ.

ჩართეთ მუსიკა ❤

შენ– ხედავ ჩემს მზეს.
მე– ვხედავ შენს მთვარეს.
ჩვენ– გვაქვს ერთი ცა.

შენ– გესიზმრები.
მე– ვარ შენი სიზმარი.
ჩვენ– გვძინავს ერთად.

შენ– გიყვარს ყავა.
მე– ყავა მომაქვს დილით შენს საწოლში.
ჩვენ– ვიღვიძებთ ერთად.

შენ– გინდა რომ გავიქცეთ სადმე შორს, ერთად.
მე– მოგყვები.
ჩვენ– ვიკეტებით ოთახში და გვგონია რომ დედამიწაზე ვართ მარტო.

შენ– მიყურებ.
მე– გიყურებ, მხოლოდ მაშინ როცა შენ არ მიყურებ მე.
ჩვენ– გვიყვარს ერთმანეთი.

შენ– გესმის ჩემი.
მე– მესმის შენი.
ჩვენ– არ ვლაპარაკობთ.

შენ– ჩემი ცხოვრება
მე– შენი ცხოვრების მთავარი გმირი.
ჩვენ– ისევ გვიყვარს ერთმანეთი.

შენ– გააღე იმ ოთახის კარები და გახვედი გარეთ.
მე– გამოგყევი.
ჩვენ– აღარ ვართ მარტო.

შენ– ხალხში მკიდებ ხელს და მეხუტები.
მე– მცხვენია და შენგან მოშორებით ვდგები.
ჩვენ– აღარ ვართ ახლოს.

შენ– ვეღარ ამჩნევ ჩემს სევდიან თვალებს/ხმას.
მე– ვცდილობ გავიღიმო.
ჩვენ– ვლაპარაკობთ და გვესმის ერთმანეთის.

შენ– მიმტკიცებ, რომ არაფერი შეცვლილა.
მე– აღარ მჯერა შენი, მაგრამ მინდა მჯეროდეს.
ჩვენ– ისევ გვიყვარს ერთმანეთი.

შენ– აღარ მიყურებ ძველებურად.
მე– მაშინ გიყურებ როცა მიყურებ შენ.
ჩვენ– ვცხოვრობთ ერთი ცის ქვეშ.

შენ– ჩემი ცხოვრების მთავარი გმირი.
მე– შენი ცხოვრების ერთ–ერთი გმირი.
მე და შენ– აღარ ვართ ერთად.