November Rain


Continue reading

ზღვაში ჩამხრჩვალი ცისარტყელა

“მე” არის – mycivilization
“შენ: ვარ – მე, mygreensun

Radiohead-in Rainbow

მე:ვფიქრობ,რომ ჩვენ ვართ ცისარტყელაში,ყოველშემთხევაშიი მინდა რომ ვიყოთ და გამოგვდის მგონი.

შენ: რამე კარგი ხდება მანდ? რომელი ფერი გინდა იყო?

მე:რა ხდება და ისეთი ამბავია მე რომ მინდოდა სულ.მე ვარ ლურჯი.

Nino Katamadze-Toliebi

შენ: არა შენ ვერ იქნები ლურჯი. ხომ გითხარი, შენ ისეთი ფერადი ხარ როგორიც არ ყოფილა ცისარტყელა არასდროს. შენ არ არსებული ფერები ხარ, ყველაფერში და ყველგან ხარ, უხილავი, მაგრამ მკაფიო…

მე:ხო შენ ზღვა ხარ და ღელავ როგორც არასდროს.თოლიები გაწვდიან საკვებს და მეგობრომ მათთან,მეც ხშირად გაკითხავ ხოლმე და განათებ და შენ მე მანათებ

Zgvari-Tetri sizmari

შენ: ოკეანე ვარ, ღმა. ხან მშვიდი და ხან მღელვარე. თუ ღმად შემოცურავ ჩემში, დაიხრჩობი.. მინდა ჩაგახრჩო ამ ოკეანეში და სამუდამოდ გავერთიანდეთ. მინდა მარტო მე მეკუთნოდე, მე მანათებდე, და მე მარტო – შენ.. მე ვიქნები ოკეანე და შენ ოკეანეში დამხვრჩალი ცისარტყელა.

მე:ერთხელ იცი ზღვა და ცისარტყელა შეხვდნენ ერთმანეთს.ცისარტყელა ჭამდა გემრიელ ნუგბარს და ზღვაში ჩაუვარდა,ზღვამაც მიიღო ის და იმის შემდეგ ცისარტყელა ვეღარ ამოდის ზღვიდა,იეშმაკა ზღვამ და ჩაუკეტა გარეთ გამოსასვლელი კარები.ჰო ის ნუგბარიი სითბო და სიყვარული იყოო.

შენ: ლამაზი დღე იყო ერთხელ, გაზაფხულზე. აყვავდა რაღაც ხე და საცოდავს, მაშინვე გასცვივდა ყვავილები.. ნაზმა ნიავმა მომიტანა მათი სურნელი. შენი სუნი გამახსენდა, ყვითელზე რომ აგდის, მწვანეს ქვემოთ, კისერთან. მერე ქარმა ისევ წაიღო ეს ყვავილები, მაგრამ სურნელი დამრჩა. სუნი სულაც არ იყო, ისე ჩამრჩა, გონებაში, ან …

მე:ხო ეგ სუნი ვერ მოვიშორე,არ შემიძლია უბრალოდ,სითბომ მაჩუქა ეგ სურნელი და სიყვარულმა მიანდერძა როგორღა გავუშვა,სირცხვილი არ არის?
მოდი ეს სუნი და ყველაფერი ცალკე გადავდოთ ეს ხომ ფანტაზიაა ჩემო პუმავ,მაგრამ ჭეშმარიტება იცი რაშია? რომ არ იტყუები,რასაც გრძნობ იმას რომ წერ და რასაც წერ იმას,რომ განიცდი.ცისარტყელაც შენშია,ზღვაც და ის ნაზი სურნელი…დაივიწყე პრობლემები და ეხლა მე და შენ მივდივართ ბედნიერება აკაკუნებ კარებზე და უნდა დავხვდეთ ხომ ასეა? ხომ ჩემთან ერთად ხარ ყოველთვის? fuck our problems

შენ: რეალობა ბევრად უკეთესია ხანდახან იმ ცისარტყელაზე და სირობებზე, რომელი ცისარტყელა გჯობია შენ? ან მე რომელი ზღვა? არცერთი. მე და შენ უნიკალურები ვართ. ხოდა მართლა მინდა რო ჩაიძირო ჩემში და მარტო ჩემში იყო! ვიცი ზედმეტს მოვითხოვ და შეუძლებელია, მაგრამ რაც მინდა, მინდა. რა ვქნა?.. პრობლემებიც მომხიბლელია ხანდახან, ექსტრემი და გულისფანცქალი. მთავარია ერთად ვართ. fuck ყველაფერი!

მე:ხო ბევრს არ მოითხოვ,მაგრამ მე ყოველთვის იმას გაგიკეთებ რისი გაკეთებაც შემეძლება.ეს პოსტიც ჩვენზეა და ლამაზია და კარგიიააა.
ეხლაა კიიი უაზრო სიტყვებზე აკინძულ პოსტს თავს დავანებებ და უბრალოდ მე ვიქნები მე,შენ იქნები შენ.როგორც ეს ასეა და ასე იქნება ყოველთვის.ვერც შენ შეგცვლის ვერავინ,ვერც მე და ვიქნებით სულ ცისარტყელები, ზღვები, მცენარეები,ოკიანეები,ძაღლები,კატები,შარვლები,ჰალსტუხები,ასუსები,ეიჩპიები და ეისერები.

შენ: როცა არასდროს არ მიტკვამს სხვისტვის, რომ მე ვიყავი პატარა დიდი.. მიხარი სად მტავრდება ღამე, მითხარი ბიჭო მითხარი! მითხარი რაა! არადა მიყვარს ღამე, არ დამთავრდეს ჯანდაბას.. და ისევ დავრჩებით მე, მზე და ლამაზი დღე.. ლამაზი დღე? არა მე შენ და მზე მაშინ, და ლამაზი დღე თავისთავად მოვა. ოჰ, რა სენტიმენტალურები ვართ, რას გვიშვება ეს სიყვარული, პუმავ.. და მაინც.. მითხარი რა, სად მთავრდება მუქი ფერების კონა?!

მე:…

ცისარტყელა:ზღვაო გაუღე კარი გაუღე, შემოუშვი, მე ჩემთან გამოგზავნე,შენ შენთან წაიყვანე.

ზღვა:სწორედ მაგას ვაპირებდი ეხლა

ჩემს სიზმარს მოგიყვები დე…

თოვდა… ცისარტყელა იყო ცაზე და ნაცრისფერ ქვეყანას აფერადებდა,
მაგრამ მაინც უცნაურია თოვლის დროს ცისარტყელა..
მართალი რომ გითხრა აღარაფერი მიკვირს,
მაგალითად გუშინ დავინახე როგორ მიართვა შუა დეკემბერში ბიჭმა იასამნევი გოგოს..
როგორ ეხმარებოდა მოხუცი ბავშვს ბურთულების აკრეფაში..როგორ წყევლიდა დედა საკუთარ შვილს..
მაგრამ ცისარტყლელა ყველაზე კარგი უცნაურობაა, გაგვალამაზებს მაინც..
ფანჯრიდან ვიყურებოდი, გარეთ არავინ არ იყო, ციოდა..
რაღაც სისულელე გამახსენდა და ავტირდი.
მერე ოთახში ჩავიკეტე და ჩემს ფუმფულა ბალიშს დავადე თავი..
ჭერს მივაშტერდი და ერთ შავ წერტილში ჩავიძირე.. ვარსკვლავებს ვეხუტებოდი ჩემს ფანტაზიაში..
მერე შენ შამოხვედი, გამომაფხიზლე და ცხელი შოკოლადი მომაწოდე..
მერე ჩაგეხუტე და ისევ ფანჯრისკენ წავედი..
გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და დამერღვია სიჩუმე.
ისე თოვდა ვერაფერს ვხედავდი, ბავში მორბოდა, მხოლოდ ეგ შევამჩნიე..
მომიახლოვდა და შეჩერდა, თოვლი აიღო მიწიდან და ჰაერში აყარა, გამიცინა და გაიქცა..
მე ადგილზე გავიყინე, ღიმილიც მიმეყინა სახეზე, ამ ბავშვის თვალები ცისარტყელას ირეკლავდა,
მეც მაჩუქა რამდენიმე ფერი..
მერე ხეებიც გათბა, ნაცრისფერი წითელში შემომეცვითა, სახლები მწვანედ შევღებე.
გავიქეცი, რომ მეც გადამედო ეს სითბო სხვისთვის.. [ მე არ მჭირდება ფერადი ფანქრები.. მე ცისარტყელა მინდა! ]
მერე სახლში დავბრუნდი და ფიქრებს იქით დაგინახე ❤ შენ არგინდოდა სითბოს გადმოცემა, ისედაც ცხელი ხარ.. ისევ ჩაგეხუტე, მაგრად..
ჩემს ბალიშს დავუბრუნდი და კვლავ შავ წერტილში გავუჩინარდი..
ცა ყვითლად მოვხატე და ვასკვლავების სიკაშკაშე უფრო გავაღვივე, თამაშით რომ დავიღალეთ მთვარეზე ჩამომეძინა და დილას ველოდებოდი…სიზმრებში დამეკარგა ძილი… ისევ..
არმინდოდა გაღვიძება, ვხვდებოდი რომ წითელი ხეები, მწვანე სახლები, ყვითელი ცა და ცისარტყელა თოვლში, მხოლოდ სიზმარი იყო…
მერე გამეღვიძა დე.. მწარე რეალობას შევეჯახე.. გარეთ გაზაფხული იყო და მზე ანათებდა, მაგრამ ყვეალფერი მაინც ნაცრისფრად ჩანდა..
მერე ყვავილები დავკრიფე დე..

გოგონამ საფლავის ქვას ნაზად გადაუსვა ხელი, ყვავილები მიწაზე დაყარა, წამოდგა და..
მომენატრე დე..

Hey Jude :]

შენი გამოხედვა –მწვანე
შენი ფიქრები – ლურჯი
შენი ტუჩები – ვარდისფერი
შენი ცუდი დამოკიდებულება – ნაცრისფერი
შენი პიჯაკი – შავი
შენი შეხება – წითელი
შენი ღიმილი – თეთრი
შენი თმა –ყვითელი
შენი კისკისი– იასამნისფერი
შენი ჩახუტება – ყავისფერი
შენი თითები– სტაფილოსფერი..
მე შენ მიყვარხარ ცისარტყელავ..

მინდა მწვანეში სიყვარული ვიპოვო, მინდა მეცვას შავი, მინდა ვარდისფერის გაწითლება და შემდეგ ყავისფერი.. მინდა ჩემი ხელები ყვითელში და მერე იასამნისფერი..
მინდა მე მეკუთნოდეს ლურჯი, არასდროს მეკარებოდეს ნაცრისფერი, ჩემთვის მხოლოდ თეთრი გემეტებოდეს, სტაფილოსფერი მინდა ჩემს ხელებში,…
ცისარტყელა მინდა გულში..