Overthinking.

large (11)

და შენ პირველად, ჩემს ფიქრებში უფრო მეტი ხარ, ვიდრე მე.
არ მეკარება ძილი, რადგან ვერავინ გაბედავს ახლა ჩვენს დაშორებას.
ყველაზე შორს ხარ ჩემგან, ფიქრებით, ფიზიკურად.. ყველაზე შორს.
ვიდრე აქამდე ყოფილხარ,
იქამდეც კი, ვიდრე შევხვდებოდით ამ ცხოვრებაშიც ერთმანეთს. 
შორს ხარ, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ ასეთი ერთი.
რადგან შენ ჩემს ფიქრებში უფრო მეტი ხარ, ვიდრე მე. 
მუსიკას ვერ ვუსმენ,
ვერ გაბედავს მელოდია, სხვადასხვა ტექსტები, შემოვიდნენ ჩემს გონებაში
და გაგწიონ გვერდით.
მე ვერც ყავას ვსვამ, არც საჭმლის სურვილი მაწუხებს,
რადგან ვინახავ ჩემს ტუჩებს, რომ ჯერ შენ შეგეხონ და მერე სხვა ყველაფერ დანარჩენს. 
ადგილს ვერ ვპოულობ, მე დავძრწივარ აქეთ–იქით, 
ვეღაც ვსუნთქავ,
მხოლოდ სიცივე მოდის ჩემამდე, რადგან შენ ხარ ასე შორს..
და მე მცივა, 
სიცივე ერთადერთია რაც გგავს,
ამიტომ ბედავს ასე უტიფრად ჩადგომას ჩვენ შორის. 
ის მეხვევა შენს მაგივრად
და მე უბრალოდ ვკანკალებ.
ერთადერთი რასაც ახლა ვეძებ შენ ხარ, შენი ღიმილი ისევ,
შენს უჟურ სახეზე. 
ვეძებ მხოლოდ შენს ღიმილს, ჩემზე ნუ ღელავ, ჩემიც გვერდით უდევს შენსას.
მარტოობას ვეღარ ვგრძნობ,პირიქით, ლამის გავგიჟდე ამ სიგიჟით.
არ მასვენებენ ხმები, რომლებიც არ გვანან შენსას.
აქაც უნდა ვეძებო ალბათ, შვება სადღაც შენს ხმაში. 
სევდაც ვერ მეკარება, რადგან როცა მიახლოვდება ხედავს, რომ 
არასდროს არ ყოფილხარ ჩემს ფიქრებში იმაზე მეტი, ვიდრე მე. 
შენი ნახვიდან სამი დღის მერე, 
გაქრა გარშემო სამყარო,
კარგიც და ცუდიც,
მონატრებაც და
სიყვარულიც. 
და დარჩი მარტო შენ,
ჩემ ფიქრებში, ჩემზე მეტი. 

Advertisements

ისევ შენ

შეილება ორ ადამიანს ერთი უყვარდეს? აი ისეთი სიყვარულით, ერთადერთი როა.
ეს ადამიანი ორივეს ცხოვრების აზრად იქცეს, იდეალად, აი ისეთად როგორიც ფილმებშია.
შეიძლება ვინმე, ვინც შენთვის შეიქმნა სხვისიც იყოს?
შეიძელბა, იმიტომ რომ ეს შენ ხარ ასეთ.
და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრის აზრი გახდი,
მაგრამ არცერთი ვყოფილვართ შენი “ფილმის გმირი” და ყველა მიგვაყოვე.
შეგვიძლია პატარა სექტა შევქმნათ “შენზე ნაწყენების”
შენ ამბობდი, რომ ერთ რამეზე ფიზიკურად ვერ იდარდებ მთელი ცხოვრება,
დრო გავა და ყველაფერი შენელდება, გრძნობაც და ტკივილიც, მაგრამ მაშინ რაუნდა ვქნათ, როცა დრო ჩერდება?! ადგილიდან არ იძვრის და ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით.
რამდენჯერ მაგრძნობინე უკვე ჩემი სისუსტე შენს მიმართ, როცა საქმე შენ გეხება სხვა ვხდები, პატარა ბავშვი რომელსაც სათამაშო წაართვეს.

Continue reading

სიცარიელე

8012638623_ceaf1e62de_z_large

უბრალოდ მიჯაჭვული ვარ სხვაზე.
სულ მინდა ვინმესთან ვიყო, თითქმის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ვისთან, მთავარია მარტო არ ვიყო და მთავარია ვინმეზე ვიფიქრო.
დამოკიდებულება მომწონს ვინმესადმი.
მიჩვევა, ჩხუბები, დრამები და ვალდებულებები.
მივეჩვიე, ძალიან პატარა ვიყავი როცა შეყვარება დავიწყე, ხან ვისი და ხან კიდე ვისი.
ჩემი სიყვარულის ყველა ისტორია ცუდად დავთავრდა, უფროსწორად მარტოობით.
ერთადერთხელ ვკარე ხელი სხვას, აი მანდ დავუშვი ყველაზე დიდი შეცდომა.
ერთადერთი იყო ვისაც ვუყვარდი, ზრუნავდა ჩემზე და ანაღვლებდა რაც ვგრძნობდი..
მაგრამ არ შემიძლია მასთან დაბრუნება, ზუსტად ამ მაგრამს გამო.
ზედემტი მომივიდა უკვე, იმდენი შეცდომა დავუშვი, იმდენჯერ გავრისკე და გადავდგი დაუფიქრებელი ნაბიჯი, თან ისეთები, რომ ვეღარ გამოასწორებ, რომ ვერ გაპატიებენ.
უბრალოდ ვეღარ დავბრუნდები უკან.
საბოლოოდ დავრწმუნდი რომ მარტო უნდა ვიყო, უნდა დავინდო ადამიანი ვისაც შეიძლება შევუყვარდე, იმიტომ რომ საშიშა ჩემთან ურთერთობა.
ავადმყოფი ვარ, გაუწონასწორებელი ფსიქოპატი!
არაფერს არ აღვიქვამ სერიოზულად, მეცინება რთულ სიტუაციებში და არ ვგრძნობ იმას რასაც წესით უნდა ვგრძნობდე.
ვინც უნდა მიყვარდეს მძულს და ვინც უნდა მძულდეს მიყვარს.
საერთოდ რა არის სიყვარული?
ჩემთვის სიყვარული გაუთავებელი დრამებია და პრობლემები.
არა რა, ძალიან ზედმეტი მომივიდა!
მეგონა სწორად ვიქცეოდი, მეგონა ასე მჭირდებოდა, მაგრამ თურმე არა.
რაც მართლა მჭირდებოდა იმას გავექეცი, ავდექი და ყველა ახსნა-განმარტების გარეშე გავიქეცი.
ახლა ვებღაუჭები წარსულს, არმინდა მისი ბოლომდე დაკარგვა, ვერ ვიმეტებ გასაშვებად, ვიცი რომ როცა გონზე მოვეგები მერე ძალიან ვინანებ, თუმცა ყველა გზა უფსკრულისკენ იქნება გაყვანილი.
ნეტა ყველაფრის თავიდან დაწყება შემეძლოს.
ეს ყველას უნდა პრინციპში..
ჩემ თავს ვარწმუნებდი რო ნურაფერს ნანობ, რაც გინდოდა ის გააკეთე, მერე რა რომ არასწორად მოიქეცი.
მაგრამ უნდა ვაღიარო, ბევრ რამეს ვნანობ. განსაკუთრებით იმას რომ რაღაც მსგავსი მომინდა და გავაკეთე.
ხანდახან სურვილები გვერძე უნდა გადადო და ის გააკეთო რაც სწორია!
არც გულს უნდა მოუსმინო, ტვინით უნდა იმოქმედო! ყოველთვის!
ოჰ, როგორი არეული ვარ ნეტა იცოდეთ.

სულელი, სულელი ვარ.

tumblr_luzb9kC7Ne1qapfzyo1_r1_500_large

შემიძლია ვიყო ძალიან ჭკვიანი, ვაზროვნებდე ისე რომ რავიცი.. მაგრამ არა, არ ვაკეთებ ამას.
უბრალოდ ერთხელ გავჩერდი, ერთხელ დავნებდი და მერე ვსო, ყველაფერმა აზრი დაკარგა.
ვიცი ეს როდის მოხდა, როცა პირველად გამიცრუა ერთმა ადამიანმა ყველა იმედი, მიმატოვა და მაშინ ვიგრძენი რაიყო მარტოობა, სიცარიელე.
ვერავინ ვერ შეავსო მისი ადგილი, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ის..
ჰაერი იყო მაშინ. მეუბნებოდა იმას რისი გაგონებაც მინდოდა.
რაც ის წავიდა, იმის მერე გავიგუდე და ცოცხალ-მკვდარი დავდივარ.
აი ამას ვეღარ შეცვლი.
ბევრჯერ მეგონა რომ მისი შემცვლელი ვიპოვე, მაგრამ..

რა მინდა? ნეტა გამაგებინა რა მინდა..
ყველაფერი მაქვს კარგად ყოფნისთვის, შემიძლია ყველაზე ბედნიერი ვიყო.
მაგრამ უარს ვამბობ ამაზე, რატომ რატომ რატოომ!
შენც ამის გაგება გინდა ალბათ.
ჰო.. მეც..

შემოლაწუნება მინდა ერთი და ვსო.
ადვილი სამართავი ვარ, ჩემგან არაჩვეულებრივი თოჯინა დადგებოდა, რომელსაც ეტყოდი, მიდი მოკალი, მე ეს მჭირდება და წავიდოდი და მოვკლავდი.

სიცოცხლე ამოცლილი თოჯინა გავხდი.
ამიტომ მარტო უნდა ვიყო!

tumblr_mbcgwi2AK71ri2mibo1_500_large

შენ ვერ გაიგებ

tumblr_m2608bC3R41qard8lo1_500

ასე მგონია ვერ გაიგებ.
მგონია რომ ვერასდროს ჩავწვდები შენს გაყინულ გულს და ვერ ავამუშავებ ჩემებურ რიტმში.
მგონია რო შენ ვერ გაიგებ როგორ მტკივა მე, რომ ვიღაცას ვატკინე შენს გამო.
მგონია რომ ვერ ხედავ რამდენი რამე დავთმე შენს გამო, შენ კიდე გიყვარს ჩემი გაბრაზება.
ვხვდები რომ შენ ხარ ჩვენს შორს მთავარი, შენ ატრიალებ ყველაფერს და მე ვერც კი ვხვდები რატომ, რისთვის დაიმსახურე ასეთი რამე.
შენ ხომ არ გჭირდებოდა ჩემი შველა, არც ჩემი სიყვარული.
არც გალია გჭირდებოდა სიმშვიდისთვის, არც ვინმეზე მიჩვევა და არც მონატრება.
არხარ შენ მზად ჩემი სიყვარუსისთვის, დიდი ტვირთია ჩემი სიყვარული ვინმესადმი. ჩემი შეყვარება მარტივია, სიძულვილი უფრო, მაგრამ მე რო მიყვარდე, უფ, მაგას ერიდე.
მერე მოგინდომებ რო ჩემი იყო მთლიანად, მერე შევისრუტავ შენს სითბოს.
შენ კი ვერ გაიგებ რატო უნდა გძულდე სიყვარულამდე.
შენ ვერასდროს დაინახავ როგორი მარტოსული ვარ ყოველთვის, გვერდით რომ იყო მაშინაც.
ჩვენ კი დღემდე ვერ ვხვდებით, რატომ ვართ ერთად.

tumblr_mg2fpyRrDI1qm6gfno1_500_large

გაცნობის თანავე მიხდი რომ შენ არასდროს მოგეწონებოდა ჩემნაირი გოგო, მერე მომინდი, ისე მომინდა შენი გაგიჟება,
ისე მომინდა ვყოფილიყავი შენთის სხვანაირი და ერთადერთი.
შევძელი და “მოგიპოვე”, მაგრამ პირიქით მოხდა ყველაფერი, შენ გახდი ჩემი “სხვა”.
ის ვისი სუნამოს სუნსაც ვერ დავივიწყებ,
ნუშისმსგავს თვალებს,
გამოხედვას გაბრაზებისას და მძიმე სუნთხვას.
შენს სიცილს რაღაცნაირს.
და.. შენ! მაგ ყველაფრით!
იქნებ მეც გავხდი შენთვის “ვიღაც” და ოდესმე აღიარო რომ შენც დაგემართა ისე როგორც ფილმებშია,
გონება ვეღარ გააკონტროლო და ერთხელ მაინც აჰყვე გრძნობებს.
და შენ მასწავლე ისეთი ერთგულება, როგორიც ძაღლიც კი ვერ იქნება!
არაქვს მნიშვნელობა ერთად ვიქნებით თუ არა, გრძნობების ერთგულიც კი ვარ.
და შენი უბრალოდ არსებობა ამ სამყაროში არ მიშვებს სხვასთან.
მეშინია შენი გადაყვარების,იმიტომ რომ თუ ეს მოხდა
შენ პირველი იქნები ვინც მთელი გულით შემზიზღდება!

tumblr_mg9nwjzZKI1s2zpx8o1_500_large

გამიღეთ კარი !

ნაჭუჭი რომელშიც მე და შენ ვცხოვრობდით – დაიმსხვრა.
ვიღაცამ წიხლი ჩაარტყა და გამომათრია იქიდან, დამანახა რეალობა.
შენ შიგნით ზიხარ და მელოდები, უიმედოდ.
ხანდახან გიჩნდება ეს იმედი და ფართხალებ, მეძებ, მეძახი, მაგრამ მე ისევ გიკლავ იმედებს.
სიმშვიდისთვის უკვე არაფერი აღარ მჭირდება, თვალების დახუჭვა და ვეშვები უსასრულობაში. გაწელილ ნახატებს ემსგავსება ყველაფერი, ტრიალებს ტრიალებს და ისევ.. ტრიალებს..
მთელი სხეული მძიმდება მაგრამ ჩემი გონება ითიშება და ვეღარ ვაზროვნებს, სად ვარ, როგორ ვარ, რატომ..

იქნებ ემოციების გამოხატვა და საუბარი ჩემს გრძნობებზე რო მესწავლა აღარ ვიქნებოდი ასე.
საუბარი შემიძლია, ოღონდ მხოლოდ ჩემ თავთან, გონებაში.. ან აქ თქვენთან და მხოლოდ ასე.
ვერ აღვიქვამ რთულ სიტუაციებს რთულად, მგონია რო ყველაფერი სისულელეა და აზრდაკარგული.
მგონია რომ არასდროს არ მომატყუებენ, ყველაფერს მარტივად ვიჯერებ იმიტორო არმინდა მივხვდე რომ ვიღაც მატყუებს, შეიძლება რამე მომატყუოს.
და ასე, დავდივარ ნაჭუჭიდან ნაჭუჭამდე.
და ეს ჩემი გონების გაბრწყინება მხოლოდ გადაადგილების დროს ხდება. როცა მარტო ვარ, არავის მფარველობის ქვეშ. როცა აფორიაქებული ვარ, გონება იხსნება და ვხედავ ყველფერს. თუმცა მალევე ვპოულობ ახალ სახლს და ვიკეტები შიგნით.
ცხოვრება რა მარტივი იქნებოდა წარსული რომ წარსულში რჩებოდეს.

საქმე ისაა რომ არმინდა ნაჭუჭში ვიყო, ფრთების გაშლა მინდა, თავისუფლება! მინდა ჩემი თავი მე ვაკონტროლო მარტო, ჩემით ვიაზროვნო და მივიღო გადაწყვეტილებები. ძლიერი მინდა ვიყო!

მაგრამ..
მაგრამ მეშინია
და შიში.
შიში ოხერია : )

ნუ უსმენ სინდისს, მოუსმინე გონებას.

როცა ჩემს მშობლებს ვუსმენ და ვუყურებ, ვფიქრობ, რომ მე არასდროს ვიქნები ასეთი. მე ვიქნები მზრუნველი, იდიალური ცოლი და დედა.
როცა ვხედავ რო ჩემს მეგობარს არასწორი ბიჭი უყვარდება, მე ვფიქრობ, რომ არასდროს დავუშვებ იმავე შეცდომას და არ შევიყვარებ ცუდ ბიჭებს.
როცა ჩემი მეზობელი ყრის ნაგავს ქუჩაში, ვფიქრობ, რომ არასდროს დავაბინძურებ გარემოს.
როცა ვხედავ უაზროდ მთვრალ ადამიანებს, ვფიქრობ, რომ არასდროს დავთვრები ეგრე.
საერთოდ, მგონია რომ არასდროს გავიმეორებ სხვის შეცდომებს, არ დავუშვებ ჩემსას და ვიქნები მშვიდად და კარგად.
მაგრამ სანამ შენთვითონ არ მოიტეხ კისერს იქამდე ვერაფერსაც ვერ მიხვდები!

მხოლოდ ცდაშია შესაძლებელი მოპოვებული ცოდნის ჭეშმარიტების შემოწმება.
როცა რჩევას გაძლევენ და შენ ხვდები, რომ ის ადამიანი მართალია და თავს უქნევ, ამ დროს ვერ იაზრებ იმას რომ მისი ნათქვამი შენს სურვილებს ეწინააღმდეგება. შეძლება შენი ქცევა ამაზრზენი და მიუღებელი იყოს, ვერ იტანდე შეცდომის მერე შენს თავს, მაგრამ ვერავინ დაგარწმუნებს შენი ნებით გააკეთო ის რაც არ გინდა. სინამდვილეში შენ გიყვარს შენი საქციელები, შენი ტყუილები და ცუდი ფიქრები. შენ მოგწონს რამის გაფუჭება და ის გრძნობა რასაც ამ დროს გამიცდი, თითქოს ძლიერი ხარ და უემოციო, შეუძლებელია შენ იგივეთი გიპასუხონ.

it doesn’t matter what you create
if you have no fun

ჩვენ გონიერი ცხოველები ვართ და ხანდახან უბრალოდ ცხოველები. მხოლოდ ინსტიქტებით ვმოქმედებთ, გვაქვს მომენტი როცა ვაკეთებთ და ვერ ვხვდებით რას და რატომ. სხეული თავისით მოძრაობს, ამ დროს რომ გვკითხონ რას აკეთებო ჩვენ რამე ჭკვიანურ პასუხს გავცემთ მკითხველს, ზუსტად ესაა ჩვენი გონიერება. როცა ყველაფერს ვაანალიზებთ და ვხვდებით რომ ეს მართლა ჩვენ გავაკეთეთ, მაშინ ვიწყებთ გამართლებას სიტუაციისას, ან პირობას ვდებთ რომ სხვა დროს ვიაზროვნებთ და აღარ გავიმეორებთ შეცდომებს. ახსნა კი ერთია და შედეგიც. გვინდა ის ვაკეთოთ რაც გვინდა და ეს აუცილებლად განმეორდება. კიდევ ბევრჯერ მოვძებნით გასასამართლებელ სიტყვებს, სინდის წავეკამათებით რომ არა, შენ უსაფუძვლოდ მქეჯნი და შემეშვი! ნუ მაწუხებ..
მერე ვფიქრობ რაღაც უაზრობას,რაც იმწუთას ძალიან ზუსტად ნაფიქრი მგონია: “რა კარგი იქნებოდა ცხოვრება ასეთი საშინელი რომ არ იყოს”
მერე ვფიქრობ ღრმა და მშვიდი წუხილით,ნაღვლიანად შეგუებული უპასუხობას: ” რა უნდა გეთქვა?,რა?”

ყველაფერი მარტივია, უბრალოდ აკეთე რაც გინდა, იყავი როგორიც ხარ, ცუდი თუ ხარ, იყავი “კარგი” ცუდი, ანუ აკრგად გააკეთე ცუდი საქმეები, ხარისხიანად და ღირებულად. თუ კარგი ხარ, მაშინ ნუ გინდა იყო ძლიერი და ბოროტი, უბრალოდ იყავი მშვიდი და კარგი.
ნუ უსმენ ხალხს, ნუ უსმენ სინდისს, მოუსმინე გონებას.

გამარჯობა, როგორ ხარ?!

-Nothing hurts more than waiting since I don’t even know what I’m waiting for anymore.

ნეტა თუ შევხვდებით ოდესმე ერთმანეთს?!
ნეტა თუ მეტყვი, გამარჯობა, როგორ ხარ?
ნეტა თუ გიცნობ ამდენ ხალხში, თუ გიგრძნობ..
ოდესმე დავიძნებთ ერთად? ვნახავ შენს თვალის გახელას?
დილით ყავას მომიტან?
დამელოდები სამსახურის მერე სახლში, წყალს მომიტან?
დივანზე თუ ჩამეძინა გადამაფარებ?
დამიბრუნდები, ნეტა..
გზაში რომ შემხვდე, მორიგი გამლელივით, თუ გიცნობ ნეტა..
დაგესიზმრები როდესმე?
გავხდები შენი ფიქრი, სულ ერთი წამით..
წამიც ბევრია.
სასწაულების თუ გჯერა?
დაბრუნებების და თავიდან დაწყებების?!
როდესმე თუ გნახე, მეტყვი რამეს? მეტყვი, გამარჯობა, როგორ ხარს?
სასწაულები არ ხდება.
შენ არ დაბრუნდები.
ადამიანის გუნება მაინც ასეა მოწყობილი, ის უნდა რასაც ვერასდროს მიიღებს, ამიტომ სულ ელოდებიან ვიღაცას/რაღაცას.
მაგრამ, მე ადამიანი არ ვარ, მე იგი ვარ.
მე არ გელოდები, ვიცი რომ ეს ყველაფერი აღარ მოხდება..

კარგი, გატყუებ.

ყველას აქვს წასასვლელი..


Continue reading

November Rain


Continue reading

მისი სიტყვები, ჰორიზონტს გასული და გადაკარგული..

– რას აკეთებ მანდ?
– მოიცა, ვცდილობ რამე დავწერო..
– მმ, აი ამაზე დაწერე, როგორ გიკოცნი ახლა ზურგს და როგორ გულმოდგინედ მივდივარ კეფისკენ.. –
– ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯუუულლკდდდდკ აააუუუ მაცადე თავი გავწიო კლავიატრიდანნ
– მმ და აი ისიც, მისი უდიდებულესობა – “კეფა” და რაც მთავარია.. ჩემი ყველაზე საყვარელი პიროვნება, თვით ის, შეუდარებელი “კისერი”
– ჰაჰა, კარგი მიდი შენ მკოცნე და მე თან დავწერ, ახლა რა დავწერო?
– ახლა, მმმ რო ვიმღერო დაწერ?
– თუ გარკვევით იმღერებ, კი..
– ლალ ლაალა ლალალა (არადა რაღაც რთული იმღერა)
– ჰა, ჩაიწერე?
– რათქმაუნდა ძვირფასო..
– მოიცადე ტუჩებით უნდა დავითვალო შენი ხერხემლის მალები
– ჰაჰაჰა მეღიტინება გაჩერდი..
– უი, გვერდით გადამიხვევია, უკაცრავად
– ბარემ აქ ვარ და გკითხავ, ეს ვინ გირეკავს ტელეფონზე, ახალი გინებები ვიცი, გინდა მაგაზე გამოვცადო?
– მოიცა რა, არგვინდა ახლა სხვები, მარტო მე და შენ, გადაისროლე ეგ მობილრი
– ასე უკეთესია, შემოტრიალდი რა, გაგიცვითე ზურგი, ხელები მათხოვე ახლა და ზურგით წერე
– ჰა, გადმოტრიალებულიც ვიყავი, ახლა რა დავწერო? რას აპირებ კიდე? აა წყალი უნდა მომიტანო? კარგი მიდი.
– ოხ როგორ იცი ხოლმე ეს რა.. მოგიტან ჯანდაბას
– ურა ურა
– ნახე რა მოვიტანე, გაიცანი ეს ყინულის ნატეხია, ახლა ის შენც ხერხემალზე ისრიალებს
– არ გაბედო, ააა აა გადი თორე ცუდ რამეს დავწერ შენზე!!
– მოიცა დადნეს და ენით ავაორთქლებ
– დადნა,მმ კიდე მეღიტინება..
– ახლა რა დავწერო?
– ახლა? დახურე ლეპტოპი, ის რაც ახლა უნდა ვქნა მარტო შენ მოგიყვები.
– აბა დახუჭე ლეპტოპო თვალები..