მომესალმა? უეჭველი გიჟია!!

თუ ქუჩაში შენთვის მიდიხარ, ვიღაც უცნობი გაჩერებს და გესალმება, გეკითხება სახელს, ე.ი – შენი შებმა უნდა ან გიჟია..


Continue reading

მე მიყვარს საქართველო

მოვდივარ აუჩქარებლად და ვტკბები მანქანების ღუღუნით.. გავიხედ-გამოვიხედე და მივხვდი, თუ როგორ მიყვარს ჩემი უბანი, ყველა კუნჭული..
როგორ მიყვარს ეს ლამაზი ქუჩები, მშობლიურის შეგრძნებას რო გიტოვებს..
მივუყვები ნელა, პატარა ბილიკივით ტროტუარს.. რამხელა ბალახებია ჩემს გვერდით, რამე რომ გამოძვრეს და ფეხი მომაჭაამოს არაა გასაკვირი, მაგრამ მაინც როგორი ლამაზი ბალახებია..
აი ისიც, ჩემი საყვარელი ადგილი, ნაგვის ურნებით მორთული გზა, საოცარია..
ურნის გარშემო დადებული ლამაზად შეფუთული ნაგავი, ჩაგდება დაეზარათ ეტყობა, რა საყვარელი ხალხი ცხოვრობს აქ.
და მერედა რას ვერ ნახავთ ამ სანაგვეში.
ისევ აუღელვებლად მივდივარ შინისკენ, უფროსწორად პარკისკენ, აი ისიც, ყველაზე ღირებული ჩვენს პატარა უბანში, რაგბის სტადიონი… გარედან როგორი ლამაზია, რომ შეხედავ იგრძნობ ნამდვილი მამაკაცის მკლავებს, სიძლიერეს.. სახელიც როგორ ამშვენებს.. “ავჭალა”
აი ახლა ვუახლოვდები ეკლესიას, შავი ჯიპით რო დადის სარწმუნოება ეგ მაოცებს, სად ხდება კიდევ ასე?
სარწმუნოება შავი ჯიპით და სასმლის სუნით, საოცრად მიყვარს!
მე მიყვარს ეს ადგილი, ეს სახლები, ერთმანეთზე მიწებებული, მაღალი და ჭრელაჭრულა..
აივანზე გადმოკიდებული სარეცხი როგორ უხდება ამ ყველაფერს, ნამდვილად შესაფერისია.
როგორ მიყვარს ავტობუსის გაჩერება, ნაგავს აქაც ნახავთ, ოღონდ თქვენ რამე მოისურვეთ და აქ ყველაფერია!
თბილისი მართლა ისეთი ქალაქია, როგორც ჩვენი მთავრობა ამბობს, ყველაზე წინ დგას, ყ ვ ე ლ ა ფ რ ი თ!
მიყვარს ეს პარკიც, ერთი სასრიალო რომ დგას მხოლოდ, მოგვიგდეს სახელისთვის და მას დასტრიალებს ათასი ბავშვი.
მიყვარს რა! მიყვარს საქართველო! მე მიყვარს თბილისი და ჩემი უბანი!
მერედა საღამოს როგორ ლამაზდება აქაურობა? სავსეა ღიპიანი მუჟიკებით, ოდნავ დალეულში რომ არიან, გაგართობენ ისტორიებით და “დაია შენი სახელი მაჩუქეთი”.. ამას თან ფონად მოსეირნე ახალგაზრდობაც აქვს, ზესუმზირით რომ ალამაზებენ ქუჩებს.. არა მეტი რაღა უნდა გაალამაზონ?!
ლამპიონები უნათებს გზას ამ ახალგაზრდებს და მოზასავე წყვილებს, ხანდახან კი ციმციმებენ მაგრამ მაინც კარგია შუქი, თუ ჩაქვრა ეგეც არაფერი, სიბნელეს რა ჯობს? ყველაფერი ბნელი, შავი და ქურდული ახლა მოდაშია, ძმაო 😉

არა ქვეყანა კი არა უფრო ხალხი მიყვარს… რომელიც ამ ყველაფერს ქმნის!
უნდა მეამაყებოდეს! მე ქართველი ვარ!
ფუ ბლიად..
რატო? 😦