ზღვაში ჩამხრჩვალი ცისარტყელა

“მე” არის – mycivilization
“შენ: ვარ – მე, mygreensun

Radiohead-in Rainbow

მე:ვფიქრობ,რომ ჩვენ ვართ ცისარტყელაში,ყოველშემთხევაშიი მინდა რომ ვიყოთ და გამოგვდის მგონი.

შენ: რამე კარგი ხდება მანდ? რომელი ფერი გინდა იყო?

მე:რა ხდება და ისეთი ამბავია მე რომ მინდოდა სულ.მე ვარ ლურჯი.

Nino Katamadze-Toliebi

შენ: არა შენ ვერ იქნები ლურჯი. ხომ გითხარი, შენ ისეთი ფერადი ხარ როგორიც არ ყოფილა ცისარტყელა არასდროს. შენ არ არსებული ფერები ხარ, ყველაფერში და ყველგან ხარ, უხილავი, მაგრამ მკაფიო…

მე:ხო შენ ზღვა ხარ და ღელავ როგორც არასდროს.თოლიები გაწვდიან საკვებს და მეგობრომ მათთან,მეც ხშირად გაკითხავ ხოლმე და განათებ და შენ მე მანათებ

Zgvari-Tetri sizmari

შენ: ოკეანე ვარ, ღმა. ხან მშვიდი და ხან მღელვარე. თუ ღმად შემოცურავ ჩემში, დაიხრჩობი.. მინდა ჩაგახრჩო ამ ოკეანეში და სამუდამოდ გავერთიანდეთ. მინდა მარტო მე მეკუთნოდე, მე მანათებდე, და მე მარტო – შენ.. მე ვიქნები ოკეანე და შენ ოკეანეში დამხვრჩალი ცისარტყელა.

მე:ერთხელ იცი ზღვა და ცისარტყელა შეხვდნენ ერთმანეთს.ცისარტყელა ჭამდა გემრიელ ნუგბარს და ზღვაში ჩაუვარდა,ზღვამაც მიიღო ის და იმის შემდეგ ცისარტყელა ვეღარ ამოდის ზღვიდა,იეშმაკა ზღვამ და ჩაუკეტა გარეთ გამოსასვლელი კარები.ჰო ის ნუგბარიი სითბო და სიყვარული იყოო.

შენ: ლამაზი დღე იყო ერთხელ, გაზაფხულზე. აყვავდა რაღაც ხე და საცოდავს, მაშინვე გასცვივდა ყვავილები.. ნაზმა ნიავმა მომიტანა მათი სურნელი. შენი სუნი გამახსენდა, ყვითელზე რომ აგდის, მწვანეს ქვემოთ, კისერთან. მერე ქარმა ისევ წაიღო ეს ყვავილები, მაგრამ სურნელი დამრჩა. სუნი სულაც არ იყო, ისე ჩამრჩა, გონებაში, ან …

მე:ხო ეგ სუნი ვერ მოვიშორე,არ შემიძლია უბრალოდ,სითბომ მაჩუქა ეგ სურნელი და სიყვარულმა მიანდერძა როგორღა გავუშვა,სირცხვილი არ არის?
მოდი ეს სუნი და ყველაფერი ცალკე გადავდოთ ეს ხომ ფანტაზიაა ჩემო პუმავ,მაგრამ ჭეშმარიტება იცი რაშია? რომ არ იტყუები,რასაც გრძნობ იმას რომ წერ და რასაც წერ იმას,რომ განიცდი.ცისარტყელაც შენშია,ზღვაც და ის ნაზი სურნელი…დაივიწყე პრობლემები და ეხლა მე და შენ მივდივართ ბედნიერება აკაკუნებ კარებზე და უნდა დავხვდეთ ხომ ასეა? ხომ ჩემთან ერთად ხარ ყოველთვის? fuck our problems

შენ: რეალობა ბევრად უკეთესია ხანდახან იმ ცისარტყელაზე და სირობებზე, რომელი ცისარტყელა გჯობია შენ? ან მე რომელი ზღვა? არცერთი. მე და შენ უნიკალურები ვართ. ხოდა მართლა მინდა რო ჩაიძირო ჩემში და მარტო ჩემში იყო! ვიცი ზედმეტს მოვითხოვ და შეუძლებელია, მაგრამ რაც მინდა, მინდა. რა ვქნა?.. პრობლემებიც მომხიბლელია ხანდახან, ექსტრემი და გულისფანცქალი. მთავარია ერთად ვართ. fuck ყველაფერი!

მე:ხო ბევრს არ მოითხოვ,მაგრამ მე ყოველთვის იმას გაგიკეთებ რისი გაკეთებაც შემეძლება.ეს პოსტიც ჩვენზეა და ლამაზია და კარგიიააა.
ეხლაა კიიი უაზრო სიტყვებზე აკინძულ პოსტს თავს დავანებებ და უბრალოდ მე ვიქნები მე,შენ იქნები შენ.როგორც ეს ასეა და ასე იქნება ყოველთვის.ვერც შენ შეგცვლის ვერავინ,ვერც მე და ვიქნებით სულ ცისარტყელები, ზღვები, მცენარეები,ოკიანეები,ძაღლები,კატები,შარვლები,ჰალსტუხები,ასუსები,ეიჩპიები და ეისერები.

შენ: როცა არასდროს არ მიტკვამს სხვისტვის, რომ მე ვიყავი პატარა დიდი.. მიხარი სად მტავრდება ღამე, მითხარი ბიჭო მითხარი! მითხარი რაა! არადა მიყვარს ღამე, არ დამთავრდეს ჯანდაბას.. და ისევ დავრჩებით მე, მზე და ლამაზი დღე.. ლამაზი დღე? არა მე შენ და მზე მაშინ, და ლამაზი დღე თავისთავად მოვა. ოჰ, რა სენტიმენტალურები ვართ, რას გვიშვება ეს სიყვარული, პუმავ.. და მაინც.. მითხარი რა, სად მთავრდება მუქი ფერების კონა?!

მე:…

ცისარტყელა:ზღვაო გაუღე კარი გაუღე, შემოუშვი, მე ჩემთან გამოგზავნე,შენ შენთან წაიყვანე.

ზღვა:სწორედ მაგას ვაპირებდი ეხლა

… გახსოვს?

გახსოვს?
დღე და რიცხვი არც მე მახსოვს..
მაგრამ გახსოვს? მე ყველაფერი მახსოვს..
შენ კოფეინი ხარ დილით მორთმეული, დილის აფეთქება იყავი სულ.
ქარიანი დღე იყო, როგორ გვეზიზღება ორივეს ქარი.
სულ მეუბნები თვალები მიწითლდება და მიწყლიანდება, არ დაკვირვებიხარ? ისედაც წყლიანი გაქვს.
მერე რატომღაც საშინელმა მზემ გამოანათა.
მერე იქ ავედით, ჩემს საყვარელ ადგილას.
შენ მაშინ შორს ცხოვრებდი, სულ რამდენიმე დღე და ისევ წახვიდოდი 3-4 თვით.
გაგახსენდა? ჰო იქ..
გორაზე ავედით, იმ დღეს ჩემი მეგობრები გაგაცანი. შენ ისევ ჩუმად იდექი და მე ისევ გეჩხუბე მაგაზე.
ახლა ვხდები რო ყველა ჩხუბი სულელური იყო.
ძლივს ავედით, მერე პატარა პლედივით გავშალე და იმაზე დავსხედით, უფრო სწორად შენ დაჯექი და მე ბალახზე ვკოტრიალობდი..
მერე ვუყურებდით ჩუმად ჩემს უბანს და საერთოდ თბილის.
საშინელი ხედი იყო ვაღიაროთ, მაგრამ..
ბავშვობიდან მიყვარდა ეგ ადგილი, ეგ ხედი.
ჩემს მეგობართან ერთად ავდიოდი ხოლმე მანდ, ძალიან ძველ მეგობართან..
პიკნიკებს ვაწყობდით ხოლმე, ან ღამე ვიპარებოდით სახლებიდან და ჩაბნელებულ თბილის ვუყურებდით.
იქ სულ სიმშვიდე იყო, არავითარი ცუდი ბიძიები, უბრალოდ მე და ის.. სიჩუმე და თან საუბარი.
ამჯერად ბევრად მშვიდად ვიყავი, ბევრად უფრო ბედენირი ვიდრე მაშინ.
ის ადგილი ადრე მარტოობას მივსებდა,
ახლა კი შენს გარდა მარტოობას ვერავინ მივსებს.
გამოგაცალე პლედი და შენც ჩემთან ერთად გორაობდი.
არა არა ვცდები ორივე პლედზე გავგორდით..
ვიწექით და ვცდილობით ცისთვის შეგვეხედა, მაგრამ მზე ისე მწარედ გვიჭყუტუნებდა ვერ მოვერიეთ.
მეორე დღეს კი ორივეს ცხვირები გავეზაგრა, გახსოვს?
არ გახსოვს..
ან გახსოვს..
სულ ტყუილად.
ეს წარსულში დარჩა.
ახლა აღარც გორაა და აღარც მზე..

ქარი ისევ ქრის და ალბათ ისევ გიწითდელა თვალები..
მუდამ ქარიანი, წყლიანი თვალები..
ახლა დადიხარ ალბათ ქუჩებში რომელიც იმ გორიდან ჩანდა.
ან იქნებ სხვა გზებზე გადაუხვიე და უვკე იქიდანაც ვერ დაგინახავ?

კიდევ ავალ გორაზე ერთხელ და ისევ შემივსებს ყველაზე საშინელი ხედი სიმარტოვეს.

ერთი ფინჯანი სითბო

გარეთ ძალიან ცივა.
არ დავიწყებ ახლა ამინდის აღწერას, გაიხედეთ ფანჯრიდან და ნახავთ..
ოთახში თბილა, ჩაის ვსვამ, თუმცა სითბოს როცა ეჩვევი უფრო მეტი გინდა, გგონია რომ გაიყინე..
შეფუთნული ვზივარ და ველოდები პირველ საათს, რომ გარეთ გავიდე..
რატომ?
მმმ….
ჩემი ბიჭი უნდა ვნახო ❤
მერე რა რომ ცივა, მერე რა რომ მეძინება, მერე რა რომ გარეთ უნდა ვიყოთ..
ვიღას ემახსოვრება სიცივე, მაგრად როცა ჩამეხუტება.. ❤
წავალ ახლა გავემზადები, ნელ-ნელა, ღიმილიანი სახით..

სურვილების ყულაბა

ვწერ უმისამართოდ და არც ის ვიცი ვის მივუძღვნა, ვაფრქვევ ფრაზებს აქეთ–იქით, ბავშვური მზერით შორიდან მოსულ სიცარიელეს ხელს ვკიდებ და სასეირნოდ მივდივართ……….

ჩემი სიყვარული სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა…. ეს ფრაზა ყველაზე მეტად მაღიზიანებს, მახსენებს წარსულს და კიდევ ერთხელ მივდივარ სადღაც ზევით ….. აქედან ყველანი კარგად ჩანხართ, უფრო პატარა ვიდრე მეგონეთ…..

მინდოდა სურვილების ყულაბა მქონოდა.. რას ჩავიფიქრებდი? ჩემთვის არაფერს,უფრო მეგობრებ დავურიგებდი, რიკოს და აჩის უამრავ არაყს, საბას ისეთ ქვეყანას თვითონ რომ უნდა, ნინის დიდ ბიბლიოთეკას, ნათელას (მე) მწვანე სახლს, ჩაბოს ძვერ დროს, სულ რომ ენატრება……… კიდევ ბევრ რამეს ჩავიფიქრებდი ყულაბა უფრო დიდი რომ იყოს…

მინდა სინოპტიკოსი ვიყო, იცით რაც ვიზამდი?! ბევრ სითბოს გაჩუქებდით..
მინდა წვიმა ვიყო, ყველას შეგეხებოდით..
მინდა ქარი ვიყო, სულ მოგეფერებოდით..
მინდა, მინდა, მე კიდევ ბევრი რამე მინდა..

კეთილის როლი კარგად მოვირგე..

20.08.10.
by ნათთ ❤