შენს მიღმა ფანჯარაა…

გაკვეთილზე ვზივარ, ცივი და უფერული დღეა.. ფერადი ფანქრები არიყო საჭირო, ნათიამ ამ წერილით მთელი დღე კი არა სიცოცხლე გამიფერადა …

****
შენს მიღმა ფანჯარაა, იმის მიღმა ცივი ზამთარი, იანვრის სუსხიანი დილაა, ვგრძნობ აქ არ ხარ და მასწავლებლის საუბარი საყვარელი მუსიკის ჰანგებივით ჩაგესმის…
შენს იქით ორი ხეა, ერთი მწვანე მეორე უფოთლო. ერთი შენ ხარ, მეორე – მე.
შენს მიღმა ერთი დიდი ზარდახშაა, რომლის გახსნასაც უკვე ორი წელია ვცდილობ, ვცდილობ და არც იმის მეშინია შიგნით რა იქნება. ვიცი რომ შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ და რომ წახვიდე გავიყინები, ავორთქლდები დედამიწიდან.
ფერადი ფანქვრების ყიდვა ისევ დამავიწყდა და მე შენივე ნაჩუქარი აკვარელით ვხატავ შენ თბილ ხასიათს, ჩემი სიყვარული რომ ერევა.
შენს მიღმა მე ვარ, ჩემს მიღმა შენ..
გაიღიმე… გაიღიმე გთხოვ… ჯოჯოხეთური სიცხით მწვავ როცა ცუდ ხასიათზე ხარ..
წამო ანტი დედამიწაზე, ანტი ადამიანებთან, წამო ეზოში ჰაერობანა ვითამაშოთ…

დროა ვუპასუხო წერილზე, ბოდიში პასუხი რომ დავაგვიანე…

ჩამკიდე ხელი, შენ უფრო მეტი ხარ ჰაერზე, უფრო მეტი ხარ ყველაფერზე და ყველაზე.
დედამიწაზე, სამყაროზე, ადამიანებზე.. ანტიზეც და უ-ანტოზეც.
წამოდი, მე გამოგყვები სულ ბოლოშიც, სადაც არაფერი არაა, სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით.
ჩემს მიღმა შენ ხარ, შენს მიღმა ახლა უკვე გაზაფხულია, მზემ გამოანათა და დაადნო თოვლი..
შენ დღეს დაიბადე, ან გუშინ რავიცი, დაიბადე და…
როგორ მიხარია რომ ჩემზე ადრე დაიბადე და არ მომიწია იმ სამყაროში გაჩენა სადაც შენ არ იყავი..
როგორ მიხარია რომ მერე გაგიცანი, თუმცა ოდესღაც, სადღაც იმ ბოლოში, მარტო ჩვენ რო ვიყავით, იქაც გიცნობდიი.. ვიცოდი რომ ჩვენ ყველა ცხოვრებაში, რამდენიც არუნდა გამოვიაროთ, რამდენჯერაც არუნდა გარდავიქმნათ ერთად ვიქნებით..
ჩიტები ხეებზე, ან თვითონ იმ ხის ტოტები, ან იქნებ სახლის სხურავი, სულაც მზის სხივები..

როგორ გითხრა სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ – მეთქი?
შენ თავზე მეტად მიყვარხარ ნათ ❤
დაბადების დღეს გილოცავ!

Advertisements

მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..

– მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..
– რა გაზაფხული, თოვლის სუნი აქვს, ცივი..

შემოდგომამ მყარად შემოაბიჯა ქუჩებში, წვიმა გახშირდა, ფოთლები კი დათხელდა..
შემოდგომის სუნიანი სიყვარული იდგა ერთ-ერთ უბანში.
ცა დილაობით ფოთლებივით აყვითლ-გაწითლდებოდა და კარგა ხანს იყო ასეთი, მერე ცისფერში გადადიოდა და საღამოს
ისევ უბრუნდებოდა მოწითალოს..

– 5 ზე შევხვდეთ და სახურავზე ავიდეთ, გინდა?
– სახლიდან როგორ გამოვიდე?
– საბნის ქვეშ შედე ბალიშები და შენებს შენ ეგონები, სანამ გაიღვიძებენ იქმადე დაგაბრუნებ სახლში..
– კარგი მაშინ რამდენიმე საათში შევხდებით, ძილინებისა..

ხუთს აკლია თხუთმეტი (სმს მოდის)
” ჯერარგათენებულიდილამშვიდობისა, ჩაიცვი და გამოდი, გარეთ გელოდები”

– ტარამ, ტარამ, როგორ მეძინება.. წამო ავიდეთ, გასაღები შენ გაქვს ჰო?

– არ დაგიცურდეს ფეხი, ხელი მომკიდე.

– ვაჰ საბანიც ამოგიტანია და სიგარეტი, ეს რა არის?
– ცხელი ყავაა, უშაქრო, შენ რომ გიყვარს ისეთი.. დაჯექი და მოემზადე, მალე ამოვა..

– რა ლამაზია შეხედე.
– ვხედავ..
– რაკარგი სუნი აგდის, მანახე აბა კისერი..
– შენი ნაჩუქარი სუნამო მასხია..
– მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..
– რა გაზაფხული, თოვლის სუნი აქვს, ცივი..

მზე ამოვიდა.