ნაზი ნიავი

ბუნდოვნად ჩანს ყველაფერი, აქ როცა მზივარ სულ მგონია რომ ბრმა ვარ, რაღაც მაქვს თვალებზე გადაკრული და ვერ ვიშორებ, ექიმი მჭირდება.
ვერ ვარკვევ რეალოობაა ეს თუ სიზმარი?! რატომ ხდება ასე? დავიჯერო ისე ძალიან მიყვარს აქაურობა რომ ვერ ვიჯერებ აქ ყოფნას?! არამგონია.. იქნებ პირიქით, გაუაზრებლად მოვხვდი ამ გაუგებრობაში.
ყველაფერი ისე არაა როგორც გარედან ჩანს, ყველა მინუსი უფრო მკაფიო ხდება ნელ-ნელა.
ნამდვილად ცუდი წელი მქონდა, ჯერ საატესტატო გამოცდებზე ნერვიულოვბა, მერე ეროვნულებზე სიკვდილი. აქაც კი ცუდი რაღაცები მემართება, დაწყევლილი ვარ?

ნაზი ნიავი საღამოს, ცხელი, პაპანაქება დღის მერე რა სასიამოვნოა.
დაბანვა მინდა, თბილი წყლით საუკუნეა მგონი არ დამიბანია, სულ ცივით ვიბან, სხვა გზა არაა და…
ბევრ ხილს ვჭამ, უამრავს! ეს კარგია, ვაშლი არ მიჭამია თბილისშია არასდროს, მაგრამ შენი ხელით მოკრეფილი სულ სხვაა, ხოდა გავსკდი მეც ვაშლით .
ამინდები შესაფერისია, იწვის ყველაფერი. თუმცა მდინარეზე ვერ დავდივართ, იქით წვიმს და სულ ადიდებული და ამღვრეულია.
უნარების შედეგებს გულისფანცქალით ველოდები, 24 ში იქნება.
არშემიძლია მაგაზე ფიქრი, მაშინვე მიკანკალებს ყველაფერი.
მაღაზია რათქმაუნდა არსად არ არის, ამიტომ ქალაქში როცა მოხვდები ყველაფერი უნდა წმოიღო რაც არ გჭირდება.
ახლა წესით ურეკში უდნა ვიყო, ნათესავებთან ერთად, მაგრამ რისი ლუზერი ვიქნებოდი რომ არ „გადავეგდე“ სანათესაოს.
ახლა კი წავალ, დავიბან.. ცივი წყლით, კარგია, გარეთ მაინც მზეა..


მოკლედ ამის მეტი ვერ მოვახერხე ვერაფრის დაწერა როცა სოფელში ვიყავი.
საინტერესო არაფერი არ ხდებოდა, კიდევ კარგი ადრე მომიწია წამოსვლა.. მაგრამ ხანდახან როცა აქაურობა მბედზრდება ვნანობ რატო წამოვედი ასე ადრე – მეთქი..
ეროვნულების შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ერთი დარჩა და აბა ვნახოთ, მაგაში ყველაზე მაღალს ველოდები და უეჭველი ყველაზე დაბალს ავიღებ.
ჩემი “დასვენება” ჯერ არ დამთავრებულა, 13-ში ზღვაზე ვაპირებ წასვლას მეგობრებთან ერთად და იმედია გამოვა ეს ამბავი.
ბლოგი მომენატრა და ბლოგერები. ჩემი მკითხველებიც ❤
დავუვული ეხლა ყველას ბლოგს და წავიითხავ ახალ პოსტებს..
აბა, დროებით..

წერილი 14–15 წლის მეს…

ეს თეგ თამაში მანქის ბლოგზე ვნახე, რომელიც დღეს მაჩვენა ანანომ და ძალიან მომეწონა..

წერილი 14–15 წლის მეს..

ალბათ ახლა მარტო ზიხარ ოთახში და ეწუწუნები საკუთარ თავს, რომ უბედური ხარ და არაფერში გიმართლებს.. ცდილობ ვინმე გაიცნო და გაუზიარო ის რასაც გრძნობ და მასაც დაეხამრო რომელიმე პრობლემის გადაწყვეტაში ან უბრალოდ მოუსმინო.. კარგია ასეთი რომ იყავი, ამის დამსახურებაა მომავალში რომ გახდი უკეთესი.
შენ ერთ ფორუმზე ხარ.. “პირადი ფოტოგალერეა” გაქვს გახსნილი, მთელ დროს სურათების დაპოსტვაში ხარჯავ და არა სწავლაში.. ახალი ფორუმელი შემოემატება მაგ განყოფილებას და იცოდე არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდე მასთან.. თორე შეხვალ, მოგეწონება, მიწერ, დაუმეგობრდები, შეგიყვარდება და მერე ის მიგატოვებს.. შენ მასთან ურთიერთობის დროს იფიქრებ რომ ეს მარადიულია, რომ სულ ასე კარგად იქნებით და მომავალში უკეთესადაც, მაგრამ ყვეალფერი უარესობისკენ წავა და შენ არ დაგრჩება არაფერი, გულში დიდი, შავი ხვრელის გარდა.. ფიქრობ, რომ ტკბილი მოგონებები ან ამ ადამიანისგან ნასწალი რამე დაგრჩება და გემახსოვრება?! ცდები.. მხოლოდ ტკივილი, ტყუილი და იმედგაცრუება.. მის მერე შეიძება არც ენდო არავის.. მოკლედ არ გინდა მასთან დაახლოება, არ ქნა!
მისგან განსხვავებით ფორუმზე ერთი კარგი გოგონაცაა, “March” და მაგას მიწერე..მისგან ისწავლი ბევრ კარგს რაც მომავალშ გამოგადგება. ფორუმზე კიდევ ბევრს გაიცნობ და უმეტესობას რამდენიმე თვეში მიივიწყებ, ამგრამ არაუშავსმ გაიცანი.. კარგი ბავშვები არიან და იმ რამდენიმე თვეს მაინც გაატარებ კარგად.

ერთ ბიჭზე ხარ ყურებამდე შეყვარებული, ვიცი ცდილობ როგორმე გადაიყვარო და არაფერი გამოგდის.. უფრო კარგად სცადე რა! უფრო მაღლა დადექი რა მაგაზე და უფრო მეტად შეხედე რეალობას თვალებში.. თორე მერე რო გაგახსენდება ვინ გივყარდა, გული აგერევა((

2 წლის წინ ვიყავი მე შენნაირი, მაგრამ ამ 2 წელში თითქოს ყველაფერი შეიცვალა, თავიდან ბოლომდე.. შევიცვალე მეც და გარშემო მყოფნიც.. გარემოც და მეგობრებიც.. ფიქრები, შეხედულებები..


ბლოგი გააკეთე აუცილებლად, მერე ბევრ კარგ მეგობარს გაიცნობ მანდ.. ერთ ბიჭსაც გაგაცნობს ერთ–ერთი ბლოგერი.. გაიცანი, კარგი ბიჭია.. შენ მასთან წელიწად ნახევარი იქნები, ბედნიერი (უმეტესად) და მასაც გააბედნერებ (ალბათ).. მაგრამ მერე ისე მოხდება რომ ყვეაფლერს გააფუჭებ (ან ის..) და დაშორდებით.. მერე აღარ შერიგებულხართ, არცერთმა არ სცადა არაფერი და ასე უბრალოდ დაკარგეთ ერთმანეთი… მერე რახდება მეც აღარ ვიცი.. ვიცხოვრებ ჯერ და მოგიყვები მერე შენც, რა უნდა ქნა და რა არა..
კარგად მიდიოდი თავიდანვე, არაფერს ვნანობ ისეთს, განსაკუთრებულს.. რაღაც წვრილმანებს.. რაც მოხდა ყევაფერი საჭირო იყო და უნდა მომხდარიყო.. შეცდომებზე ბევრი ვისწავლე და ახლა უბრალოდ აღარაფერს ვუღრმავდები.. რაც მინდოდა და მჭირდებოდა გავიგე, ურბალოდ ვცხოვრობ და ვცდილობ ყოველი დღე იყოს ლამაზი და ხალისიანი..

იყავი უფო თავდაჯერებული, დააფასე შენი თავი და შეიყვარე.. შეეცადე ბოლომდე გაიცნო ის. დაისახე ერთი მთავარი მიზანი და ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ მიაღწიო მას.. თუ მოინდომებ შენ ყველაფერს შეძლებ!! ❤

ვთაგავ: ანის, Notes Of Summer, Wizard of Oz.