ჩვენ ვცხოვრობდით

1622644_711556968896499_1968842961_n
Continue reading

წვიმის სუნიანი..

წვიმის სუნი ამდის თმაზე.. რატომ? ოცნება ავიხდინე დღეს..
გარეთ საშინლად წვიმდა, არაფერი არ ჩანდა ისეთი მსხვილი წვეთები ცვიოდა.. ამ დროს ყოველთვის მინდოდა გარეთ გავსულიყავი, ბოლოხმაზე მეყვირა და მერბინა შუა გზაზე.. მე და ჩემმა “აბრიგინებულმა პუმამ” ერთმანეთს შევხედეთ და როცა ერთმანეთვს თვლებში ერთი და იგივე სურვილი ამოვიკითხეთ გარეთ გავედით.. გავიქეცით სადარბაზოდან და 2 წამში დავსველდით, გავიქეცით ძალიან მაგრად და თან ვყვიროდით, გარეთ რავინ იყო…
მერე გზისკენ არ გამიშვა, დამიჭირა და ტროტუარზე დავრბოდით.. მოკლედ ბევრი ლიბოდიალეთ, ვირბინეთ, ვითყაპუნეთ გუბეებში და დავბრუნდით სახლში.. ეხლა თმას ვუსუნე და წვიმის სუნი ამდის.. რაღაცნაირი ❤

თითქმის ყველას უყვარს წვიმა, და მგონი ყველას უყვარს წვიმის სუნი, მმ…
და მაიცნ რატომ გვიზიდავს წვიმა?
მე პირადად იმიტომ რომ სიმყუდროვის შეგრძნებას მიტოვებს წვიმის დროს სახლშ ყოფნა, თბილად.. ზოგი ალბათ რომანწიკასთან აკავშირებს )) წვიმაში შეყავრებულთან სირბილი, სიცილი და მერე ვალსის ცეკვა. (ჰაჰა)…

წვიმა რამდენიმე კარგ მოგონებასთან კავშირდება.. სახურავზე ვიყავი ერთხელ და მაშნაც წვიმდა.
წვიმა ერთ ადამიანს მახსენებს, მაგანაც ბანალურად მითხრა წვიმაში მინდა ცეკვაო.. წვიმდა იმ დღესაც როცა პირველად ვნახე ერთი ადამიანი )))
დღევანდელ დღესაც ტკბილად გავიხსენებ მომავალში. მართალია გავიყინე და მგონი ვცივდები, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.
სევდიანი დავდივარ დღეს და საჭმელების კეთებას გადავაყოლე ცოტა გული.
ერთი ვინმეც მინდა, მასაჟს გავუკეთებ და უფრო დავმშვიდდები.. ჰო მასაჟს რო მიკეთებენ მაგაზე უფრო მე რო ვუკეთებ ეგ მამშვიდებს^^
ჰომდა “პომიდორი შამფურზე” გავაკეთე და ნათიას წავუღე, მოეწონა და კიდე გავაკეთეთ.. კიდე რაღაცეებიი ვიბოდიალეთ და ასე ))
ხვალ და ზეგ დიდი გეგმები მაქვს~~
“ვანოს შოუს” გადაღებაზე მივყავართ სკოლიდან )) ჰაჰ.
და შაბათს ჩემი ნინის კონცერტია ❤ ცეკვავს..
მოკლედ როგორმე უნდა გავიყვანო დრო თორე აღარ შემიძლია ამდენი უსაქმურობაა!!

პ.ს. შენ რატომ გივაყრს წვიმა?

16.06.11