არაუშავს.

ყველა სიმღერის ტექსტში ვეძებ სიტყვას, ფრაზას რომელიც აღწერს ახლა რა ხდება..
ყველა სიმღერაში ვეძებ ემოციებს რომლებიც აღარ მაქვს, სიყვარულს რომელსაც ვეღარ განვიცდი.
ყველგან ვეძებ, ყველგან, იმ რაღაცას რაც “გულით მინდა”
მაგრამ არ ვიცი როგორი გრძნობაა როცა გულით გინდა,
მხოლოდ გონების ხმა ჩამესმის რომ, არა შენ ის არ გჭირდება, მარტო ყოფნა ჯობს.
დღეს განსაკუთრებით მენატრები ნოა..

tumblr_mwsc17foE21sh7382o1_500
––

ერთი დღე მე და “ნოას” ცხოვრებიდან.

ყველას გამოგიცდიათ ხომ ეს? როცა დილით არ ხარ მთლიანად გამოფხიზლებული, ვერ იაზრებ რა დღეა, რიცხვი, საათი, გონებაში მხოლოდ მისი სახელი ან სახე ან რამე მასთან დაგავშირებული გიტრიალებს..
იმ დღესაც ასე იყო, ჩვენ ერთამანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით, მაგრამ არასდროს გაგვიღვიძია ერთდროულად, ერთად.
ის ყოველთვის უფრო ადრე იღვიძებდა, ჩემზე ადრე–ჩემს გონებაში, მასზე ადრე– ჩემს გონებაში.
ყველა დღე ასე იწყებოდა, რამდენიმე თვის განმავლობაში, ან იქნებ წლის.. აღარ მახსოვს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით და უკვე არეული მქონდა რიცხვები ერთმანეთში, ან რა მნიშნვნელობა აქვს დროს? როცა ერთი დღე საუკუნეს ნიშნავდა მასთან.

არც ყავას ვუდუღებდი დილით, არც იმაზე ვოცნებობდი ბლინები მიმეტანა მისთვის საწოლში და ცხელი შოკოლადი.საერთოდ არაფერზე ვოცნებობდი რაც მას ეხებოდა. რატომ?
სხვანაირი იყო ყველაფერი, არა–ჩვეულებრივი, არაფერი მინდოდა მისგან სანაცვლოდ, არც მე ვაპირებდი მისთვის რამის მიცემას, ჩვენ უბრალოდ ვიყავით ერთად და..

დილას ერთად გავედით სახლიდან, სკოლაში მივდიოდით, არც სკოლა მიყვარდა იმ პერიოდში და არც გარშემო არაფერი, მხოლოდ მე და ნოა ვიყავით ერთად.
გადავწყვიტეთ გაგვეცდინა გაკვეთილები და ეს დღე ყოფილიყო ჩვენი.
რა თქმა უნდა საყვარელ ადგილას წავედით, გაგიკვირდებათ და იმ პატარა სასაფლაოზე რომელიც ჩემს სახლთან ახლოსაა და სადაც მზე ყველაზე ლამაზად ანათებს.
მზიანი ამინდი იყო, სულ დამავიწყდა მეთქვა, მგონი ზამთარი იყო და სულაც არ ციოდა..
ჩვენ საყვარელ ადგილას დავსხედით, საიდანაც პატარა სახლები მოსჩანდა და სიმშვიდე ისმოდა,
ხმა არ ამოგვიღია არსერთს, ვისხედით გაუნძრევლად რამდენიმე საათი და ვუყურებდით ამ სიმშვიდეს.
მერე წამოვწექი და მუხლებზე დავადე თავი, თმაზე ნაზად გადამისვა ხელი და მითხრა რომ “არაუშავს”
ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, მაგრამ უსიტყოდ მჯეროდა მისი და დავიჯერე, რომ არაუშავს..
გამიღიმა და ახლა თვითონ გახედა პატარა სახლებს, მე ცას ვუყურებდი და ხმამაღლა ვუთხარი, მერედა როგორც უშავს ნოა..
ცოტა ბრაზმა გადამირბინა სახეზე,
მისი მშვიდი სახე კი ყველაფერს აქრობდა,
“ყველაფერი შეიცვლება, მთავარია გჯეროდეს”
ისევ გადამისვა ნაზად ხელი თმაზე და ღმად ამოისუნთქა,
მჯერა,მჯერა.. ჩავილაპარაკე ჩუმად და თვალები დავხუჭე როცა ნიავმა დაუბერა,
ნოამ კი სახეზე დამაფარა ხელი და სიცილით მითხრა, ხომ შეგპირდი რომ ცივ ნიავსაც არ მოგაკარებდი.
გამეღიმა და კიდევ ერთხელ ვიგრძენი ნოა გონებაში.

tumblr_mx3j5wrvr81sh7382o1_500

6 საათის შემდეგ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი და წამოვჯექი, მშვიდად, მოჭუტული თვალებით( რადგან მზე მანათებდა) გადავხედე იქაურობას, გავიღიმე და გვერდით ნოას გავხედე..
რა თქმა უნდა იქ არავინ იჯდა, რადგან ნოა მხოლოდ ჩემს გონებაში არსებობდა დილაობით, გაღვიძებამდე.
მე კი, შეყვარებული ვიყავი ჩემს მარტოობაზე.

ეს ყვეალფერი კი, არაუშავს..

Advertisements

What the hell am I doing here?

გაიქეცი, გაიქეცი..
დაეწიე გთხოვ..

გაააააააააააააიიიიიიიიიიიიიქეცი!

მაგრამ სად?
სად გავიქცე? ვის გავექცე?
სადაც არუნდა წავიდე ყველგან იქნებიან ადამიანები. ყველგან ვიქმები მე.. ჩემთავს როგორ გავექცე?
როგორ მომბეზრდა მშვიდი სახე, ეს ნიღაბი, რომელსაც სულ ვატარებ, სადმე ახლოს მიგდია და უცებ ვირგებ..
მშვიდი სახე, როცა გინდა იყვირიო, დალეწო ყვეალფერი და გამოხატო ემოციები, თუმცა სახე.. ჩემი სახე მშვიდია და თბილი ღიმილით იღიმის..
უკვე იმდენად შევეჩვიე ამ სახეს რომ მიჭირს გავარჩიო რომელია რეალური და რომელი – არა..
გაიქეცი! გაიქეცი!
ისევ უაზრო დეპრესია, იმედგაცრუება და .. და ისევ არ ვიცი რა მინდა!?
არმინდა ვიყო იდიალური, არც გარეგნულად და არც სულიერად.
არც სილამაზე მინდა, არც სიმშვიდე..
რა მინდა? მინდა სიგიჟე, ტკივილი, დრამები, მხიარულება და ჩემი ნამდვილი სახე.. არმინდა ეს სიყალბე და ტყუილი!
მინდა ვთქვა რაც მინდა! მინდა უბრალოდ ავდგე და გავაკეტო რაც მინდა, რაც მართლა მინდა! არ მეშინოდეს პასუხების, იმის რაც ამას მოწყვება.. უბრალოდ მინდა გავეკთო!
მაგრამ…
მაგრამ რა ჯანდაბა მინდა?
რას ვუშვები ჩემ თავს? რატო.. რატოოო!!
ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!
და ეს პოსტიც ჩემი სულის გამოძახილია, არც აქ შემიძლია ვიყო თავისუფალი..

თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ როგორ გავრბივარ ტყეში, ძალიან სწრაფად, ლამისაა ავფრინდე და ჰაერზე ვირბინო.. ტყე უსასრულოდ შორია, ჰორიზონს მივუახლოვდე ლამის.. ვერაფერს ვერ ვარჩევ, გარშემო ყვეაფლერი აიზილა და მე უბრალოდ გავრბივარ..
მომწონს აჩქარებული გულის ცემა და მხოლოდ ფიქრები..
ფიქრები იმაზე ვინც მინდა რომ ბოლოში დამხვდეს, მთელი სისწრაფით და ძალით შეველეწო და გამაჩეროს..
მაგრამ არ მელოდება ბოლოში არავინ, მე კი გავრბივარ უსასრულობაში..

როგორი ნაცნობია ეს სიტყვები, ასე მგონია ძველს ვიმეორებს და გადავცვითე ეს ყვეალფერი.
რატომ ვერ დავაღწიე თავი ამ ყველაფერს? როგორ გავექცე ჩემს თავს?
რაუნდა ქნა როცა ბრძოლა აღარ შეგიძლია და ელოდები როდის იმოქმედებს სხვა..
სხვაც მშვიდადაა, ისიც მირბის ჩემთან ერთად, ბოლოში სხვა ელოდება და ჩერდება..
მე კი მის ნაცვლად ხეებს ველეწები და..
რა იქნება მერე? როცა გავჩერდები..

უცხო გარემოში, ვხვდები რომ არაა ჩემი ადგილი აქ, არც ეს ტყე დამთავრდება, მის მერე სხვა დაიწყება და ასე უსასრულოდ..
როდემდე უნდა ვირბინო? ვერსად გავიქცევი. ჩაკეტილი ვარ მრგვალ ოთახში, სადაც არც კარებია და არც ფანჯრები. დავრბივარ წრეზე და ვყვირი.. რა ჯანდაბა მინდა აქქ?

ისევ ბნელ ოთახში ვზივარ.. და ველოდები როდის შემოაღებს კარებს სხვა..

ვიწყებ შეგუებას, სიბნელესთან, მარტოობასთან და უბრალოდ ვეგუები ადგილს რომელიც არ არის ჩემი.
მე არუნდა ვიყო აქ, ამ პლანეტაზე, ან ქვეყანაში..

და მაინც..
What the hell am I doing here?