10 მიზეზი იმისთვის, რომ ბიჭად ყოფნა მოგინდეს

ეს მხოლოდ ქართველ ბიჭად და არ ჩავთვალე გამონაკლისები:

1. არ მოგიწევდა ბიუსჰალტერის ტარება
2. არ გექნებოდა მოსაშორებელი ზედმეტი თმა (ხელებზე,ფეხებზე..)
3. არ გექნებოდა მენსტრუაცია
4. არ გეტკინებოდა ბავშვის გაჩენა
5. შეგეძლებოდა ბევრ გოგოსთან ყოფნა თან ის რომ არ “გაბოზებულიყავი”
6. ვერ დაკარგავდი ქალიშვილობას
7. არ იქიფრებდი, უხდება თუ არა ამ ზედას შენი საყურე
8. ბიჭები შარდავენ ფეხზე დამდგრები, რაც მოსახერხებელია
9. შეუძლიათ მოწიონ სიგარეტი და “სხვა რამის ჩადებას” არ აბრალებდნენ
10. არ უწევთ ქუსლიანებით სიარული

Advertisements

მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..

– მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..
– რა გაზაფხული, თოვლის სუნი აქვს, ცივი..

შემოდგომამ მყარად შემოაბიჯა ქუჩებში, წვიმა გახშირდა, ფოთლები კი დათხელდა..
შემოდგომის სუნიანი სიყვარული იდგა ერთ-ერთ უბანში.
ცა დილაობით ფოთლებივით აყვითლ-გაწითლდებოდა და კარგა ხანს იყო ასეთი, მერე ცისფერში გადადიოდა და საღამოს
ისევ უბრუნდებოდა მოწითალოს..

– 5 ზე შევხვდეთ და სახურავზე ავიდეთ, გინდა?
– სახლიდან როგორ გამოვიდე?
– საბნის ქვეშ შედე ბალიშები და შენებს შენ ეგონები, სანამ გაიღვიძებენ იქმადე დაგაბრუნებ სახლში..
– კარგი მაშინ რამდენიმე საათში შევხდებით, ძილინებისა..

ხუთს აკლია თხუთმეტი (სმს მოდის)
” ჯერარგათენებულიდილამშვიდობისა, ჩაიცვი და გამოდი, გარეთ გელოდები”

– ტარამ, ტარამ, როგორ მეძინება.. წამო ავიდეთ, გასაღები შენ გაქვს ჰო?

– არ დაგიცურდეს ფეხი, ხელი მომკიდე.

– ვაჰ საბანიც ამოგიტანია და სიგარეტი, ეს რა არის?
– ცხელი ყავაა, უშაქრო, შენ რომ გიყვარს ისეთი.. დაჯექი და მოემზადე, მალე ამოვა..

– რა ლამაზია შეხედე.
– ვხედავ..
– რაკარგი სუნი აგდის, მანახე აბა კისერი..
– შენი ნაჩუქარი სუნამო მასხია..
– მმმ, თითქოს გაზაფხული მოვიდა..
– რა გაზაფხული, თოვლის სუნი აქვს, ცივი..

მზე ამოვიდა.


არ მძინავს, გიმახსოვრებთ.

ხელი, ხელში სიგარეტი,
სიგარეტში ფერფლი,
ფერფლი საფერფლეში,
საფერფლე მაგიდაზე,
მაგიდა დივანის გვერდით,
დივანი ბალიშით,
ბალიშთან შენ.
შენთან ფანჯარა,
ფანჯარა მინებით,
მინებქვეშ რაფა,
რაფაზე ის.
ის ხელით,
ხელში წიგნით,
წიგნი წითელი ყდით,
წიგნთან მაიკა,
მაიკასთან მოკლე შორტი,
შორტთან შიშველი ფეხები,
გვერდით საწოლი,
საწოლში ბავშვი,
ბავშვი მდედრობითი სქესის,
ბავშვი – მე.
ის – დედა.
შენ- მამა.
ჩვენ ერთნი, რაფაზე, საწოლში, დივანზე..

ყველაფერი დაწვრილებით უნდა დავიმახსოვრო რო მერე გაგიხსენოთ.

საზოგადოება vs მე

პოსტი ჩემს გაშემო მყოფ ადამიანებს ეძღვნება, მშობლებს, კლასელებს, მეზობლებს და ა.შ.

მინდა გითხრათ პირდაპირ, რომ მე მაქვს ჩემი ცხოვრება!
მე მაქვს ჩემი შეხედულებები, ჩემი მიზნები და ოცნებები.
მე მაქვს ყველაფერზე ჩემი აზრი, არავის გთხოვთ გაიზიარეთ და გამიგეთ მეთქი, მაგრამ დაცინვას და უპატივცემულობას ვერ ავიტან!

ვიცი თქვენ ჩემთვის კარგი გინათ, მაგრამ რაც ზოგადად კარგი და სწორია ის არაა ჩემთვის კარგი, არაა ბედნიერება და არც მისაღები!
უკვე მაღიზიანებს თქვენი ირონია, ყოველ სიტყვაში დამცინავად რომ მეუბნებით შენ ეს ქენი, შენ ის ქენიო.
მე თავს ვიკავებ ყოველთვის, ვცდილობ გაგიგოთ და დაგეთანხმოთ, ვცდილობ ყოვეთვის ყურადღებიუანი და თბილი ვიყო, მაგრამ თურმე სულ ტყუილად! მაინც ვერავინ ვერ ამჩნევს!
იმის მაგივრად,რომ ჩემს (თქვენთვის) ცუდლს ხაზი გაუსვათ და წამომაძახოთ, კარგზეც თქვით რამე!

საზოგადოებამ ძალიან ცუდად მიიღო ჩემი მწვანე თმა, ჩემი პოსტი სექსზე, ჩემი არათბილისები შეყავრებული, ჩემი სიარული ფლეშ მობებზე და ჩახუტების დღეზე, მეგობრების ნახვა, რომლებიც ინტერნეტიტ გავიცანი და ა.შ.
მინდათ გიხრათ ყველას, ყველას! ჩემი ცხოვრება, ჩემია! არავინ გეკითხებათ, არუნდა მაინტერესბდეს ბრბოს აზრი, მაგრამ გამაღიზიანებელია ვიღაც რო გაკრიტიკებს უაზროდ! დაწყნარდით, ბოზიც რომ ვიყო ეს თქვენ არაფერს დაგაკლებთ, ან პირიქით.. სიგარეტიც რომ მოვწიო, თქვენს ფილტვებს არაფერი დაუშავდება. წამალში რო გავიპარო, თქვენ ხო არ კვდებით? დაიკიდეთ და საკუთარი ცოხოვრება მოაწესრიგეთ!

სიძულვილით, ოაოა.

მე რომ ბიჭი ვიყო

არავის არ დავუთაგივარ (მგონი). თუ დამთაგეთ, მადლობთ.
ჩემით ვნახე ვიღაცის ბლოგზე :ს
მოკლედ დავწერ.

მე ბიჭი ვიყავი. Continue reading

მე მატყუარა ვარ.

შენ – ჩვეულებრივი ბიჭი ხარ, საკუთარ თავში ჩაკეტილი, სულ მოწყენილი, ვიღაცას ელოდები.
მე – ვარ მატყუარა.

დღე პირველი: დილით ადრე დგები, კარადას უტრიალებ და არჩევ ტანსაცმელს, სარკესთან დგახარ და ჩემზე უფრო მეტს იპრანჭები, სულ გგონია, რომ ვიღაც მნიშვნელოვანი შეგხვდება და კარგად უნდა გამოიყურებოდე.
გადიხარ გარეთ და გზაში იფიქრებ თუ სად მიდიხარ. მეგობართან ახვალ, გართობა გინდა, მაგრამ მეგობარი შენზე უფრო მოწყენილია, მას ახლახან გარდაეცვალა საყვარელი ბებია. მოდიხარ მისგან კიდევ უფრო დაგრუზული და პარკში, საქანელაზე ჯდები.. ქანაობ და ფიქრობ რა ვქნაო. მეორე მეგობართან წახვედი, ის დაკავებული იყო ვიღაც გოგოსთან სექსით. სახლში დაბრუნდი გაბრაზებული და შენს ყველაზე ახლო მეგობართა, კომპიუტერთან დაჯექი. ვერ გაიგე ისე გავიდა მთელი დღე, ფილმების ყურებაში და თამაშში.

Continue reading