მისი სიტყვები, ჰორიზონტს გასული და გადაკარგული..

– რას აკეთებ მანდ?
– მოიცა, ვცდილობ რამე დავწერო..
– მმ, აი ამაზე დაწერე, როგორ გიკოცნი ახლა ზურგს და როგორ გულმოდგინედ მივდივარ კეფისკენ.. –
– ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯუუულლკდდდდკ აააუუუ მაცადე თავი გავწიო კლავიატრიდანნ
– მმ და აი ისიც, მისი უდიდებულესობა – “კეფა” და რაც მთავარია.. ჩემი ყველაზე საყვარელი პიროვნება, თვით ის, შეუდარებელი “კისერი”
– ჰაჰა, კარგი მიდი შენ მკოცნე და მე თან დავწერ, ახლა რა დავწერო?
– ახლა, მმმ რო ვიმღერო დაწერ?
– თუ გარკვევით იმღერებ, კი..
– ლალ ლაალა ლალალა (არადა რაღაც რთული იმღერა)
– ჰა, ჩაიწერე?
– რათქმაუნდა ძვირფასო..
– მოიცადე ტუჩებით უნდა დავითვალო შენი ხერხემლის მალები
– ჰაჰაჰა მეღიტინება გაჩერდი..
– უი, გვერდით გადამიხვევია, უკაცრავად
– ბარემ აქ ვარ და გკითხავ, ეს ვინ გირეკავს ტელეფონზე, ახალი გინებები ვიცი, გინდა მაგაზე გამოვცადო?
– მოიცა რა, არგვინდა ახლა სხვები, მარტო მე და შენ, გადაისროლე ეგ მობილრი
– ასე უკეთესია, შემოტრიალდი რა, გაგიცვითე ზურგი, ხელები მათხოვე ახლა და ზურგით წერე
– ჰა, გადმოტრიალებულიც ვიყავი, ახლა რა დავწერო? რას აპირებ კიდე? აა წყალი უნდა მომიტანო? კარგი მიდი.
– ოხ როგორ იცი ხოლმე ეს რა.. მოგიტან ჯანდაბას
– ურა ურა
– ნახე რა მოვიტანე, გაიცანი ეს ყინულის ნატეხია, ახლა ის შენც ხერხემალზე ისრიალებს
– არ გაბედო, ააა აა გადი თორე ცუდ რამეს დავწერ შენზე!!
– მოიცა დადნეს და ენით ავაორთქლებ
– დადნა,მმ კიდე მეღიტინება..
– ახლა რა დავწერო?
– ახლა? დახურე ლეპტოპი, ის რაც ახლა უნდა ვქნა მარტო შენ მოგიყვები.
– აბა დახუჭე ლეპტოპო თვალები..

Advertisements

საზოგადოება vs მე

პოსტი ჩემს გაშემო მყოფ ადამიანებს ეძღვნება, მშობლებს, კლასელებს, მეზობლებს და ა.შ.

მინდა გითხრათ პირდაპირ, რომ მე მაქვს ჩემი ცხოვრება!
მე მაქვს ჩემი შეხედულებები, ჩემი მიზნები და ოცნებები.
მე მაქვს ყველაფერზე ჩემი აზრი, არავის გთხოვთ გაიზიარეთ და გამიგეთ მეთქი, მაგრამ დაცინვას და უპატივცემულობას ვერ ავიტან!

ვიცი თქვენ ჩემთვის კარგი გინათ, მაგრამ რაც ზოგადად კარგი და სწორია ის არაა ჩემთვის კარგი, არაა ბედნიერება და არც მისაღები!
უკვე მაღიზიანებს თქვენი ირონია, ყოველ სიტყვაში დამცინავად რომ მეუბნებით შენ ეს ქენი, შენ ის ქენიო.
მე თავს ვიკავებ ყოველთვის, ვცდილობ გაგიგოთ და დაგეთანხმოთ, ვცდილობ ყოვეთვის ყურადღებიუანი და თბილი ვიყო, მაგრამ თურმე სულ ტყუილად! მაინც ვერავინ ვერ ამჩნევს!
იმის მაგივრად,რომ ჩემს (თქვენთვის) ცუდლს ხაზი გაუსვათ და წამომაძახოთ, კარგზეც თქვით რამე!

საზოგადოებამ ძალიან ცუდად მიიღო ჩემი მწვანე თმა, ჩემი პოსტი სექსზე, ჩემი არათბილისები შეყავრებული, ჩემი სიარული ფლეშ მობებზე და ჩახუტების დღეზე, მეგობრების ნახვა, რომლებიც ინტერნეტიტ გავიცანი და ა.შ.
მინდათ გიხრათ ყველას, ყველას! ჩემი ცხოვრება, ჩემია! არავინ გეკითხებათ, არუნდა მაინტერესბდეს ბრბოს აზრი, მაგრამ გამაღიზიანებელია ვიღაც რო გაკრიტიკებს უაზროდ! დაწყნარდით, ბოზიც რომ ვიყო ეს თქვენ არაფერს დაგაკლებთ, ან პირიქით.. სიგარეტიც რომ მოვწიო, თქვენს ფილტვებს არაფერი დაუშავდება. წამალში რო გავიპარო, თქვენ ხო არ კვდებით? დაიკიდეთ და საკუთარი ცოხოვრება მოაწესრიგეთ!

სიძულვილით, ოაოა.

მე რომ ბიჭი ვიყო

არავის არ დავუთაგივარ (მგონი). თუ დამთაგეთ, მადლობთ.
ჩემით ვნახე ვიღაცის ბლოგზე :ს
მოკლედ დავწერ.

მე ბიჭი ვიყავი. Continue reading

‘სექსის მიზეზები’

ახალი სახალისო სერიალის ყურება დავიწყე რამდენიმე თვის წინ.. “How I Met Your Mother
არც ძალიან საიტნერესო არაა და არც ძალიან სასაცილო, მაგრამ საყურებლად სასიამოვნოა.. თან პერსონაჟებიც საყვარლები არიან.. არ მესიამოვნა როცა შევამჩნიე, რომ რამდენიმე ხუმრობა სერიალ “Friends” დან აქვთ გადმოღებული.. მოკლედ ერთ–ერთმა პერსონაღმა თქვა, რომ სექსის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს სიყვარული, ცოლმა კი დასცინა, რა სისულელეაო.. ქმარმა უთხრა კიდევ ორი მიზეზი მაინც მითხარიო და მან 50 ჩამოუწერა.. მე ჩემს ვარიანტებს ჩამოვწერ, რავიცი რამდენიც მომაფიქრდება და თქვენც თუ გექნებათ რამე აზრი, კომენატრებშ დაწერეთ და ჩავამატებ.

1. რათქმაუნდა სიყვარული.
2. როცა გაინტერესებს როგორი იქნება ‘ვიღაც’ ადამიანთან სექსი.
3. როცა არიცი რა აკეთო და უბრალოდ მოიწყენ
4. როცა გაბრაზებული ხარ ვინმეზე და იმის ნაცვლად რომ ეჩხუბო…
5. როცა დათვრები და უბრალოდ გინდა გართობა
6. გარეგნულად თუ გიზიდავს
7. როცა ლიპტში გაიჭედებით ვინმესთან (სხვარაუნდა აკეთოთ? :პ)
8. თუ იცით რომ ხვალ კვდებით))
9. თუ გაქვთ შიდსი მაშინ უნდა გქონდეთ სექსი იმასთან ვისაც ვერ იტანთ.
10. როცა გინდა ვიღაცის დავიწყება – ერთჯერადი სექსი.
11. შვილის “გაკეთებისთვის”
12. როცა გინდა შეამოწმო, ხარ თუ არა იმპოტენტი :3
13. ძაალის გამოყენებით მიღებული სექსი 😐
14. როცა გინდა სექსით დაამტკიცო, რომ უკვე დიდი გოგო/ბიჭი ხარ.
15. უკვე დროა გქონდეს სექსი, თორე მოგიკაკუნა ორმოცდაათმა 😉

და მე მაინც მიმაჩნია, რომ სექსი იმასთან უნდა გქონდეს ვინც გივყარს და სექსი გახდეს ხორციელ სიამოვნებაზე მეტი.

მე მატყუარა ვარ.

შენ – ჩვეულებრივი ბიჭი ხარ, საკუთარ თავში ჩაკეტილი, სულ მოწყენილი, ვიღაცას ელოდები.
მე – ვარ მატყუარა.

დღე პირველი: დილით ადრე დგები, კარადას უტრიალებ და არჩევ ტანსაცმელს, სარკესთან დგახარ და ჩემზე უფრო მეტს იპრანჭები, სულ გგონია, რომ ვიღაც მნიშვნელოვანი შეგხვდება და კარგად უნდა გამოიყურებოდე.
გადიხარ გარეთ და გზაში იფიქრებ თუ სად მიდიხარ. მეგობართან ახვალ, გართობა გინდა, მაგრამ მეგობარი შენზე უფრო მოწყენილია, მას ახლახან გარდაეცვალა საყვარელი ბებია. მოდიხარ მისგან კიდევ უფრო დაგრუზული და პარკში, საქანელაზე ჯდები.. ქანაობ და ფიქრობ რა ვქნაო. მეორე მეგობართან წახვედი, ის დაკავებული იყო ვიღაც გოგოსთან სექსით. სახლში დაბრუნდი გაბრაზებული და შენს ყველაზე ახლო მეგობართა, კომპიუტერთან დაჯექი. ვერ გაიგე ისე გავიდა მთელი დღე, ფილმების ყურებაში და თამაშში.

Continue reading