არაუშავს.

ყველა სიმღერის ტექსტში ვეძებ სიტყვას, ფრაზას რომელიც აღწერს ახლა რა ხდება..
ყველა სიმღერაში ვეძებ ემოციებს რომლებიც აღარ მაქვს, სიყვარულს რომელსაც ვეღარ განვიცდი.
ყველგან ვეძებ, ყველგან, იმ რაღაცას რაც “გულით მინდა”
მაგრამ არ ვიცი როგორი გრძნობაა როცა გულით გინდა,
მხოლოდ გონების ხმა ჩამესმის რომ, არა შენ ის არ გჭირდება, მარტო ყოფნა ჯობს.
დღეს განსაკუთრებით მენატრები ნოა..

tumblr_mwsc17foE21sh7382o1_500
––

ერთი დღე მე და “ნოას” ცხოვრებიდან.

ყველას გამოგიცდიათ ხომ ეს? როცა დილით არ ხარ მთლიანად გამოფხიზლებული, ვერ იაზრებ რა დღეა, რიცხვი, საათი, გონებაში მხოლოდ მისი სახელი ან სახე ან რამე მასთან დაგავშირებული გიტრიალებს..
იმ დღესაც ასე იყო, ჩვენ ერთამანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით, მაგრამ არასდროს გაგვიღვიძია ერთდროულად, ერთად.
ის ყოველთვის უფრო ადრე იღვიძებდა, ჩემზე ადრე–ჩემს გონებაში, მასზე ადრე– ჩემს გონებაში.
ყველა დღე ასე იწყებოდა, რამდენიმე თვის განმავლობაში, ან იქნებ წლის.. აღარ მახსოვს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით და უკვე არეული მქონდა რიცხვები ერთმანეთში, ან რა მნიშნვნელობა აქვს დროს? როცა ერთი დღე საუკუნეს ნიშნავდა მასთან.

არც ყავას ვუდუღებდი დილით, არც იმაზე ვოცნებობდი ბლინები მიმეტანა მისთვის საწოლში და ცხელი შოკოლადი.საერთოდ არაფერზე ვოცნებობდი რაც მას ეხებოდა. რატომ?
სხვანაირი იყო ყველაფერი, არა–ჩვეულებრივი, არაფერი მინდოდა მისგან სანაცვლოდ, არც მე ვაპირებდი მისთვის რამის მიცემას, ჩვენ უბრალოდ ვიყავით ერთად და..

დილას ერთად გავედით სახლიდან, სკოლაში მივდიოდით, არც სკოლა მიყვარდა იმ პერიოდში და არც გარშემო არაფერი, მხოლოდ მე და ნოა ვიყავით ერთად.
გადავწყვიტეთ გაგვეცდინა გაკვეთილები და ეს დღე ყოფილიყო ჩვენი.
რა თქმა უნდა საყვარელ ადგილას წავედით, გაგიკვირდებათ და იმ პატარა სასაფლაოზე რომელიც ჩემს სახლთან ახლოსაა და სადაც მზე ყველაზე ლამაზად ანათებს.
მზიანი ამინდი იყო, სულ დამავიწყდა მეთქვა, მგონი ზამთარი იყო და სულაც არ ციოდა..
ჩვენ საყვარელ ადგილას დავსხედით, საიდანაც პატარა სახლები მოსჩანდა და სიმშვიდე ისმოდა,
ხმა არ ამოგვიღია არსერთს, ვისხედით გაუნძრევლად რამდენიმე საათი და ვუყურებდით ამ სიმშვიდეს.
მერე წამოვწექი და მუხლებზე დავადე თავი, თმაზე ნაზად გადამისვა ხელი და მითხრა რომ “არაუშავს”
ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, მაგრამ უსიტყოდ მჯეროდა მისი და დავიჯერე, რომ არაუშავს..
გამიღიმა და ახლა თვითონ გახედა პატარა სახლებს, მე ცას ვუყურებდი და ხმამაღლა ვუთხარი, მერედა როგორც უშავს ნოა..
ცოტა ბრაზმა გადამირბინა სახეზე,
მისი მშვიდი სახე კი ყველაფერს აქრობდა,
“ყველაფერი შეიცვლება, მთავარია გჯეროდეს”
ისევ გადამისვა ნაზად ხელი თმაზე და ღმად ამოისუნთქა,
მჯერა,მჯერა.. ჩავილაპარაკე ჩუმად და თვალები დავხუჭე როცა ნიავმა დაუბერა,
ნოამ კი სახეზე დამაფარა ხელი და სიცილით მითხრა, ხომ შეგპირდი რომ ცივ ნიავსაც არ მოგაკარებდი.
გამეღიმა და კიდევ ერთხელ ვიგრძენი ნოა გონებაში.

tumblr_mx3j5wrvr81sh7382o1_500

6 საათის შემდეგ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი და წამოვჯექი, მშვიდად, მოჭუტული თვალებით( რადგან მზე მანათებდა) გადავხედე იქაურობას, გავიღიმე და გვერდით ნოას გავხედე..
რა თქმა უნდა იქ არავინ იჯდა, რადგან ნოა მხოლოდ ჩემს გონებაში არსებობდა დილაობით, გაღვიძებამდე.
მე კი, შეყვარებული ვიყავი ჩემს მარტოობაზე.

ეს ყვეალფერი კი, არაუშავს..

მდუმარებაში მაინც ანათებს რაღაც…

1013704_634327433245849_265337769_n

– ერთ დღეს ორმოცდასამჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას!

და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინე:

– როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს…

– მაშ იმ დღეს, როცა ორმოცდასამჯერ უცქირე მზის ჩასვლას, ძალიან გიმძიმდა?

პატარა უფლისწულმა ხმა არ გამცა.

Continue reading