ისევ შენ

შეილება ორ ადამიანს ერთი უყვარდეს? აი ისეთი სიყვარულით, ერთადერთი როა.
ეს ადამიანი ორივეს ცხოვრების აზრად იქცეს, იდეალად, აი ისეთად როგორიც ფილმებშია.
შეიძლება ვინმე, ვინც შენთვის შეიქმნა სხვისიც იყოს?
შეიძელბა, იმიტომ რომ ეს შენ ხარ ასეთ.
და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრის აზრი გახდი,
მაგრამ არცერთი ვყოფილვართ შენი “ფილმის გმირი” და ყველა მიგვაყოვე.
შეგვიძლია პატარა სექტა შევქმნათ “შენზე ნაწყენების”
შენ ამბობდი, რომ ერთ რამეზე ფიზიკურად ვერ იდარდებ მთელი ცხოვრება,
დრო გავა და ყველაფერი შენელდება, გრძნობაც და ტკივილიც, მაგრამ მაშინ რაუნდა ვქნათ, როცა დრო ჩერდება?! ადგილიდან არ იძვრის და ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით.
რამდენჯერ მაგრძნობინე უკვე ჩემი სისუსტე შენს მიმართ, როცა საქმე შენ გეხება სხვა ვხდები, პატარა ბავშვი რომელსაც სათამაშო წაართვეს.

Continue reading

Advertisements

ბედნიერება სახელად “ჯესი”

ეს უკვე ბედნიერების პიკია.
გული ამოვარდნაზე მაქვს, მინდა ვიყვირო, ვიხტუნაო და ყველას გავაგებინო რო მე დღეს ბედნიერი ვარ!
დამიჯერეთ ყველაზე ბედნიერი ვარ! რადგან მთელი ცხოვრების ნატვრა, ოცნება, მიზანი ამისრულდა და..
სიტყვებით ვერ გამოვხატავ, ვერც ფიზიკურად, აი სულიდან და გულიდან უნდა ამოხეთქოს რაღაცამ და გაჭედილია, ეს ისეთი მაგარი გრძნობააა!
თან ამასთან ერთად ჩემი თვითშეფასებაც აიწია ერთი ყველაზე მაგარი გოგოს წერილის მერე..
ჩემითავი შემივყარდა და ვიცი რომ მეც მაგარი გოგო ვარ! სუპერ გოგონა! და მე მაგრად ვითამაშებ!! ყველას დედასსს ვუტირებ და გავანადგურებ!
მოკლედ ეს მართლა პიკია!

ჩემმა დამ და მშბლებმა დაბადების დღეზე, რომელიც 15 სექტემბერს მაქვს, ლეპტოპი მაჩუქეს! თან ძალიან მაგარი!
რაღაც ბანძი, ძველი კომპიუტერი მქონდა და მთელი სიცოცხლე გამიმწარა! სამწუხაროდ მოკვდა .. მაინც ძალიან მიყვარდა და სულ ვეფერებოდი… ვწუხვარ, მაგრამ ახლით ჩავანაცვლე.
სულ მინდოდა ლეტოპი, ბავშვობინდან ვოცნებობდი! საწოლზე წამოგორებული ფილმს რო უყურებ ან ბლოგზე პოსტს წერ ❤ ეს ხო… უხხ!!
სახელი მოვიფიქრე! ჯესი ❤

აი ჩემი გოგოც:

პ.ს. გისურვებთ ასეთი ბედნიერები იყოთ თქვენც და აგისრულდეთ ოცნებები.
სიყვარულით, ოაოა.

მწვანე ოცნება..

ოთახში სიჩუმეა და უცებ…
ნათია: მგონი ოცნებები ხდება..
მე: რა პონტში?
ნათია: რაა!? აი ადრე ვეტრი გინდოდა და იყიდე, ეხლა მწვანე თმა და გაქვს უკვე.. ადრე რიჟად გინდოდა და გქონდა.. მგონი მარტო შენთვის ხდება?!
მე: ჩემთვის იმიტომ რომ მე ხელი გავანძრია და ლაპარაკის ნაცვლად უბრალოდ ავდექი და გავაკეთე.. აბა თქვენ ზიხართ და ელოდებით.. აი შემოვა ეხლა ამ კარებში რაც მინდა და ამიხდება ოცნებები..არ ხდება ეგრე..

ბავშვობაში ერთი გოგო დავიანხე, რიჟა, სახეზე ოდნავ ჭორფლებით, გრძელი ხვეული თმა, მწვანე ულამაზესი თვალებით და თეთრი ფითქინა კანით.. მოკლედ გაშტერებული ვიყავი და პირდაპირ შემიყვარდა მისი თმა. მაგ დღის მერე ვოცნებობდი და წარმოვიდგენდი ჩემს თავს ასეთ თმაში.. გავიზარდე და მივხვდი რომ ძალიან მარტივია დავიკმაყოფილო სურვილი.. ვიყიდე საღებავი “მუქი ქერა” შევიღებე და დამიჯდა მოწითალო ფერზე.. აი ასეთზე >> “წკაპ”
რამდენიმე თვე უფრო და უფრო მივყარდებოდა და უფრო და უფრო მიღიავდებოდა ეს თმა.. უკვე ქერამდე მივედი და გადამინდა.. შევიღებე ისევ ჩემს ფერზე და დავიწყე ახალ თმაზე ოცნება.. ეს იყო მწვანე! ან ლურჯი ან ვარდისფერი.. მოკლედ რამე განსხვავებული ფერი.. რახან ზოგადად მწვანე ფერზე ვარ გაგიჟებით შეყვარებული, ოცნებებში ძირითადად მწვანე თმა მქონდა..
სახლში რამდენჯერმე კი ვახსენე მინდა მეთქი, მაგრამ მკაცრი მშობლები მყავს და მათთვის მიუღებელია ასეთი ფერის თმა, პირველი რაც მკითხეს ეს იყი: “გაგიჟდი? ” ვინ დადის ეგრე… და ა.შ.
მე გადავწყვიტე მარტივად მეპასუხა “კი, გავგიჟდი, მერე?!” წავედი და ვიყიდე საღებავი.. ცოტათი შემეშინდა, იქნებ არ მომიხდეს მეთქი ან რამე, მაგრამ მაინც გავბედე და შევიღებე! აი ახლა ასეთი ვარ:

დილით ცუდ ხასიათზე გავიღვიძე, სარკესთან მივედი, მწვანე ფერი სულ დამავიწყდა და სარკეში ჩახედვისას გავოცდი, ისე გამიხარდა როგორც პირველად.. ყურებამდე ღიმილით გავედი ოთახიდან და მთელიდღე დავფრინავდი ბედნიერებისგან..
მერე ნათიასთან ჩევედით მე და ნინი.. იმდენი სურათი გადავიღეთ რო რავიცი ❤

მოკლედ ოცნებები მართლა ხდება! ცოტა უნდა გავანძრიოთ ხელი და))
და საერთოდ ამ ბოლო დროს ძალიან კარგად ვარ!!! გარშემო ყველა არეულია, ნერვოზიანები და დაბღვერილები… რატომ ვარ ასე კარგად? ყვეალფერი მაქვს რაც მინდა.. თან ვგრძნობ რამე ცუდი მოყვება ამ ჩემს კარგად ყოფნას და ვცდილობ შევირგო ეს დღეები ❤ ყოველთვის ასეა.. ჯერ კარგი ხდება და მას ცუდი მოსდევს, მერე ისევ კარგი და ასე წრეზე..
მე, უბრალოდ დავტკბები ჩემი გამწვანებული ოცნებით ❤