ხთფუ <3

ამ პოტით მინდა რომ თქვენში შურის გრძნობა აღვძრა, გალურჯდეთ ისე შეგშურდეთ ჩემი! დიახ, დამიჯერეთ შეგშურდებათ!
იმიტომ რომ, მხოლოდ მე მყავს და მხოლოდ მას ვყავარ ასეთი მეგობარი!
დიახ, მაგისიც უნდა გშურდეთ!
Continue reading

მომესალმა? უეჭველი გიჟია!!

თუ ქუჩაში შენთვის მიდიხარ, ვიღაც უცნობი გაჩერებს და გესალმება, გეკითხება სახელს, ე.ი – შენი შებმა უნდა ან გიჟია..


Continue reading

შემოირიგე!

სამწურადოთ თუ საბედნიეროდ, მყავს ბუტია მეგობრები და მე თვითონაც უზმოდ ბუტია ვარ.
უკვე ლამის გამარჯობაზეც გავიბუტო, რატო უფრო თბილად არ მომესალმე-მეთქი.
ხშირად მიწევდა მეგობრების შემორიგება, რომლებიც უარობაზე მებუტებოდნენ. ძირითადად ერთის..
ჩვენი ტრადიციაა უკვე, კარებთან რაღაცის დადება ერთმანეთისთვის და ასე, უსიტყოდ თქმა ყველაფრის.
ყველაზე რთული კი იმის მოფიქრებაა, რა ვაჩუქო? რა დავუდო კარებთან?
სულ ახლახანს მოგვაწოდა ერთმა ემეგობარმა იდია, რომელიც გავაკეთეთ სამმა და შემოვირიგეთ მეოთხე.

გვჭირდება:
1. ქინდერი (რამდენიმე)
2. ვაძრობთ ნელა ქინდერს შეფოთვას
3. თვითონ ქინდერის შოკოლადს ვხსნით ფრთხილად შუაზე (ბრიტვით)
4. სათითაოდ ვდებთ ქინდერებში სათამაშოების გვერდით რამე წერილს (მაგალითად: შემირიგდი,მიყვარხარ)
5. ერთმანეთზე ვადებთ შოკოლადებს და ვდებთ საყინულეში
6. გაყივნის შემდეგ ვფუთავთ როგორც მოვახერხებთ
7. ვდებთ პატარა ყუთში ყველა ქინდერს ერთად და ვუდებთ კარებთან გაბუტულ მეგობარს.
8. ყველა ბედნიერია (გამყიდველი, შემომრიგებლები, გაბუტული)

( შედეგი: http://s017.radikal.ru/i429/1207/e1/5a1114a60f05.jpg )
აღსანიშნავია ისიც, რომ სულ ამ ბუტიას შემორიგება გვიწევს ხოლმე, არააქვს მნიშვნელობა დამნაშავეა თუ არა. : |
მე კარებთანყვავილებს ვუდებდი ხოლმე ო.ო

მოკლედ, ბევრ ლაპარაკს სჯობს გასწავლოთ როგორ შემოირიგოთ მეგობარი ან/და შეყვარებული.
ნუ იქნებით ამაყები, ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება, თუ ოდნავ ყურადღებას და მონდომებას გამოიჩენთ.
არ არის საჭირო ბევრი ფულის ყრა ძვირფას სუნამოებში და ლამაზ თაიგულებში, ყველაზე ძვირფასი მაინც თქვენი ხელით შექმნილი ნივთი იქნება.
ნივთები ძირითადად გოგოშკურია, გამომდინარე იქიდან რომ ძირითადად გოგოები იბუტებიან.

Continue reading

როგორ გაუმწარო სხვას სიცოცხლე

საერთოდ მშვიდი ვარ, მე ასე ვთვლი და რავიცი..
არმიყვარს ვინმეს ნაწყენს რო ვტოვებ, ვცდილობ ყოველთვის ვაპატიო და ვიყო “შენდობილი”.
მაგრამ არის მომენტები, როცა მავიწყდება ყველანაირი ადამიანური სიმშვიდე და ვემსგავსები “შურისმაძიებელ” ცხოვრელს..
ამ დროს არაფერი მაინტერესებს, მაქვს ერთი მიზანი და მშვიდად, გაწონასწორებულად მივდივარ ამ მიზნისაკენ.
ვცდილობ რაც შეიძება მეტი ‘B’გეგმა მქონდეს, უკან დასახევიც და რაც მთავარია “გენიალური დარტყმა”..
ძალიან საინტერესოა, რატო ხდება ასე?
როცა მწარდები, თითქოს მშვიდი ხარ, თითქოს სულ ასეთი იყავი და სულ ასე სწერვობდი..
მომწონს ჩემი თავი სწერვა, მაგ მომენტში ძალიან ძლიერი ვარ და არაფერი არ მაწუხებს.. თუმცა ჩვეულ რიტმს როცა ვუბრუნდები მერე მიკვირს, ნუთუ ეს მე ვიაყვი?! ცოტა იემგაცრუებულიც ვარ ჩემი თავით..
მაგრამ როცა ძალიან გაბრაზებული ვარ! ოჰ, მიფრთხილდით..
რა მაბრაზებს? როცა დამცინიან.. როცა ჩემს საყვარელ ადამიანებს დასცინიან.. როცა ვინმე უცნობს ამცირებენ, როცა მარტო თავის თავზე ფიქრობენ..
რას ვაკეთებ ამ დროს?
ნელ-ნელა, ჭკვიანურად ვწოვ მოწინააღმდეგეს სასიცოცხლო ძალებს..
ცოტა სისხლსაც ვაყოლებ ხოლმე..
და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ.
არ არსებობს მეტოქე რომელსაც ვერ დავამარცხებ, ოღონთ თუ მართლა მინდა მისი განადგურება..

როგორ მომწონს ეს ძლიერი გოგოს იმიჯი, ყავით ხელში, სათვალეები მომიხდებოდა არა?

ვხვდები რომ ამაში არაფერია მოსაწონი, სინამდვილეში არც მომწონს ეს ‘მაგარი გოგო’ ობა, ჩემი თავი ისეთი გულიბრყვილო და დამთმობი მიყვარს როგორიც ვარ.
მაგრამ რა ვქნა? ხანდახან მართლა საჭიროა იგველო, უკბინო სანამ კბენას დაგასწრებენ..
ხოდა ჯობს მოვასწრო ყველას დაკბენა სანამ სწერვა გოგოს როლში ვარ : )

როცა ძალიან გაბრაზებულები ხართ საჭიროა:
1. შეინარჩუნოთ სიმშვიდე
2. არ დაანახოთ არავის რომ ნერვიულობთ
3. არ ინერვიულოთ
4. მიზანი! მიზანი!
5. ჭკვიანურად გათვალეთ ყველა მოსალოდნელი სიტუაცია
6. დახმარება თხოვეთ ძლიერ ადამიანს, რომელიც უბრალოდ თვალყურს გადევნებთ.
7. გამოხედვა, უნრა ეშინოდეს !
8. როცა გადამწყვეტ დარტყმას აყენებ, არ იფიქრო არაფერზე, უბრალოდ გააკეთე ეს!
9. მალევე დაუბრუნდით ჩვეულებრივ სახეს, სხვებთან არ გამოხატოთ ეს გაბრაზება და ბრაზი იმ ერთისთვის შემოინახეთ
10. დარწმუნებული ხარ რომ მიზეზი ღირს ამ ყველაფრად?

p.s.

შენს მიღმა ფანჯარაა…

გაკვეთილზე ვზივარ, ცივი და უფერული დღეა.. ფერადი ფანქრები არიყო საჭირო, ნათიამ ამ წერილით მთელი დღე კი არა სიცოცხლე გამიფერადა …

****
შენს მიღმა ფანჯარაა, იმის მიღმა ცივი ზამთარი, იანვრის სუსხიანი დილაა, ვგრძნობ აქ არ ხარ და მასწავლებლის საუბარი საყვარელი მუსიკის ჰანგებივით ჩაგესმის…
შენს იქით ორი ხეა, ერთი მწვანე მეორე უფოთლო. ერთი შენ ხარ, მეორე – მე.
შენს მიღმა ერთი დიდი ზარდახშაა, რომლის გახსნასაც უკვე ორი წელია ვცდილობ, ვცდილობ და არც იმის მეშინია შიგნით რა იქნება. ვიცი რომ შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ და რომ წახვიდე გავიყინები, ავორთქლდები დედამიწიდან.
ფერადი ფანქვრების ყიდვა ისევ დამავიწყდა და მე შენივე ნაჩუქარი აკვარელით ვხატავ შენ თბილ ხასიათს, ჩემი სიყვარული რომ ერევა.
შენს მიღმა მე ვარ, ჩემს მიღმა შენ..
გაიღიმე… გაიღიმე გთხოვ… ჯოჯოხეთური სიცხით მწვავ როცა ცუდ ხასიათზე ხარ..
წამო ანტი დედამიწაზე, ანტი ადამიანებთან, წამო ეზოში ჰაერობანა ვითამაშოთ…

დროა ვუპასუხო წერილზე, ბოდიში პასუხი რომ დავაგვიანე…

ჩამკიდე ხელი, შენ უფრო მეტი ხარ ჰაერზე, უფრო მეტი ხარ ყველაფერზე და ყველაზე.
დედამიწაზე, სამყაროზე, ადამიანებზე.. ანტიზეც და უ-ანტოზეც.
წამოდი, მე გამოგყვები სულ ბოლოშიც, სადაც არაფერი არაა, სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით.
ჩემს მიღმა შენ ხარ, შენს მიღმა ახლა უკვე გაზაფხულია, მზემ გამოანათა და დაადნო თოვლი..
შენ დღეს დაიბადე, ან გუშინ რავიცი, დაიბადე და…
როგორ მიხარია რომ ჩემზე ადრე დაიბადე და არ მომიწია იმ სამყაროში გაჩენა სადაც შენ არ იყავი..
როგორ მიხარია რომ მერე გაგიცანი, თუმცა ოდესღაც, სადღაც იმ ბოლოში, მარტო ჩვენ რო ვიყავით, იქაც გიცნობდიი.. ვიცოდი რომ ჩვენ ყველა ცხოვრებაში, რამდენიც არუნდა გამოვიაროთ, რამდენჯერაც არუნდა გარდავიქმნათ ერთად ვიქნებით..
ჩიტები ხეებზე, ან თვითონ იმ ხის ტოტები, ან იქნებ სახლის სხურავი, სულაც მზის სხივები..

როგორ გითხრა სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ – მეთქი?
შენ თავზე მეტად მიყვარხარ ნათ ❤
დაბადების დღეს გილოცავ!

იდიალური ბალიში

როგორია იდიალური ბალიში? როცა მიდიხარ ვინმესთან, ყველაფვერს უყვები რაც გაწუხებს, ერთ-ორ ცრელმსაც გადმოაგდებ და მიდიხარ.
ის ადამიანი იმ წუთას ბალიშია.
ალბათ მიხვდით თუ რატომ ბალიში..
ყველას გვქონია ასეთი შემთხვევა ბალიშთან.
ძილის წინ ის ჩვენი საუკეთესო მეგობარიც ყოფილა, ძალიან აზაბოჩენი ახალგაზრდებისთვის საყვარელიც და ა.შ.
ძალან ბევრჯერ ვყოფილვარ ვიღაცის ბალიში.
მომწონდა კიდეც ეს “საქმიანობა”, მეთვითონ ვეძებდი იმას ვისაც უბრალოდ ლაპარაკი უნდოდა და ყველაფრის გადმონთხევა..
მერე მიხაროდა როცა კარგად ხდებოდნენ. ვერც ვამჩნევდი ისე მიშორებდნენ თავიდან.
შემომდებდნენ სადმე გადაკარგულში და დასაობებლად მიმიტებდნენ.
“ბალიშობა” მომბეზრდა. მეთითონ გავიჩინე რამდენიმე ბალიში.. ფუმფულები და თბილები.
სულ ჩემს სამსახურში რომ არიან.
ჩემი ბალიშები თქვენ ხართ, მოვდივარ, გიყვებით ყვეალფერს და მივდივარ.
მაგრამ მე არ დაგტოვებთ სადმე გადაკარგულში.

როცა ვიღაცის ბალიში ხარ ეს საშინელებაა, ამას გვიან მივხვდი. ამას გამოყენება უფრო ქვია ვიდრე ვიღაცის დახმარება.
ასე რომ კარგად დაფიქრდით, თქვენც ხომ არ ხართ ვიღაცის ბალიშები?

: )

სიყვარული ცამდე და იმის ზემოთაც!

ვინც კითხულობთ ჩემს ბლოგს ალბათ იცით ვინ არის ნათია, ჩემი დაქალია. ნუ ის დაქალზე მეტია, ჩემი ყველაფერია, სულიერი მეგობარი, სიხარული და ა.შ. გუშინ ვიჩხუბეთ, ვიეჭვიანე სხვა მეგობარზე)) მოკლედ აი ასე შემომირიგა. ეს დაწერა ჩემზე:

***

ის რასაც ქვია სუნთქვა… ის რასაც ვეძახით ბედნიერებას… ის რაც არსებობს მხოლოდ გულში… გინდა ერთად გავიქცეთ? გინდა ვირბინოთ? ვიხტუნაოთ, ვიჭიდაოთ, ვიწუწაოთ. გავაფუჭოთ, ვითამაშოთ, გინდა?
…. გინდა? გინდა ჩაგეხუტო? გინდა გაკოცო? გინდა შენი ვიყო? გინდა სულ ერთად ვიყოთ და არასდროს დაგტოვო? შენი ერთადერთი ნაკლი იცი რა არის? ის რომ ნაკლი არ გაქვს… მინდა შენთან ერთად ნაწვიმარ ქუჩებში სეირნობა, მინდა შენთან ერთად რომანტიული ფილმის ყურება და მერე ერთად დაძინება. მინდა შენთან ერთად ღამე ბალახზე წოლა და ვარსკვლავების ყურება. მინდა შენთან ერთად ზღვაში ცურვა. მინდა შენთან ერთად ყავის დალევა. სუნის შეგრძნება, მუსიკის მოსმენა, მინდა შენთან ერთად ქუჩაში ხეტიალი უმისამართო ობოლი ბავშვივით. მინდა თმაში ყვავილები ჩაგიწნა, მინდა ერთად გავიქცეთ დედამიწიდან. მინდა ავაშენოთ პატარა სახლი, სადაც ვიცხოვრებთ მე და შენ ერთად. მინდა შენი სუნი მეცემოდეს მუდამ, მინდა… მინდა… მე უბრალოდ მინდა შენთან!

***

ეს კიდე ჩემგან მას:

მინდა, ვიყვირო ბოლო ხმაზე, თუ როგორ მიყვარხარ..
მინდა ყოველ დღე მესმოდეს შენი ხმა, მინდა სულ გხედავდე, შენთან ერთად გადავიტანო ყველაზე ცუდიც და ყველაზე კარგიც.
მინდა, რომ შენ დაგირეკო პირველს როცა ოცნება ამიხდება, მინდა შენ გახარო რომ ბედნიერი ვარ. მინდა შენ იჯდე ჩემს საწოლთან, სავაადმყოფოში, თურამე მომივა და როცა გავიღვიძებ მინდა რომ შენ დაგინახო პირველი.
მინდა ვარსკვლავები დავითვალოთ და მერე ყველაზე ლამაზი შენ გაჩუქო.
….
ვიცი შენი გამოხედვა, ნაცნობი თვალები, ლამაზი.
ვიცი რისი თქმაც გინდა ხოლმე მაგრამ ვერ ბედავ, ვიცი რატო წევ ტუჩებს წინ და თავს ქვემოთ რატომ ხრი ხოლმე.
მე შენ გიცნობ და მე შენ მიყვარხარ.

მოგვიტევეთ ეს ბანალურობა.
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს!
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤

გამოვფეისბუქდი!

ანონიმ გამოფეისბუქებულთა კლუბი:

– გამარჯობათ, მე ნათია ვარ და მე გამოვფეისბუქდი!
– (ყველა ერთად) გა მარ ჯო ბა ნა თი ა!


Continue reading

ყველა–ფერი <3

ყველაფერი აირ–დაირია.
ყველა–ფერი.
ჩემში, შენში, სხვაში, ოთახში, თვალებში, ფიქრებში, ურთიერთობებში, წარსულში..

გჯერა ჩემი?! არა.
ახლა არავისი აღარ გჯერა და არ გწამს. მხოლოდ ერთი გინდა! წუთიერი სიმშვიდე და დალაგება, ყველა–ფერის.
გეტყოდი რამეს, მაგრამ აქვს აზრი? მითხარი რომ აქვს და უპრობლემოდ გეტყვი ყველა–ფერს რისი გაგონებაც გინდა.
რაგითხრა აბა რო დამიჯერო?…
ის რომ ვამაყობ შენით? ის რომ შენ ის შეძელი რაც ბევრმა ვერ შეძლო? რომ შენს გვერდით ვარ და შენ მარტო არ ხარ? იქნებ ის რომ ვწუხვარ ასე რომ მოხდა? არა არა იმას გეტყვი მოდი.. ყველაფერი კარგად იქნებას.
რა გითხრა სხვა? მეც შენთან ერთად განვიცდი და სასტიკად მეამაყები ასე რომ მოიქეცი..
მერე რა? მერე რა რო ოცნებები თავზე დაგემსხვრა? მერე რა რომ უბედური ხარ? მერე რა რომ ყველაფერი რაც გააკეთი არ დაგიფასდა? მერე რა რომ სხვები ვერ გაგიგებენ? მერე რა რომ დაკარგე…
ხო ვიცი – რაც. ვიცი რომ ეს ყველა–ფერია. მე სულ მჯეროდა შენი, ბავშვობიდან.. პირველი კლასიდან მიყვარდი და ვიცოდი რომ შენში რაღაც უფრო მეტი იყო ვიდრე გვანახებდი. ვიცოდი რომ როდესღაც ძალიან გატკენდნენ, მაგრამ ხომ იცი არა?! ყველაფერი უნდა მომხდარიყო.. ამ შეცდომებით გაძლიერდები და ისწავლი.

რაუნდა მეთქვა? რისთვის დავიწყე.. ა ჰო.
მე შენ გვერდით ვარ და.. ყველა–ფერი კარგად იქნება მწვანეთვალებავ.

გყოლიათ ასეთი ადამიანი გვერდით?

გყოლიათ ისეთი ადამიანი გვერდით რომლისაც უხმოდ გესმით? აი უბრალოდ შეხედავთ და ხვდებით რას ფიქრობს, რისი თქმა უნდა..

გყოლიათ ისეთი ადამიანი, რომელსაც სულ გინდათ რო ელაპარაკოთ? აი რამე კარგს/ცუდს გაიგებთ თუ არა მაშინვე მას რომ დაურეკოთ..

გყოლიათ ისეთი ადამიანი გვერდით რომელიც ნაყინს დაგიდებთ კარებთან, მაშინ როცა ძალიან გცხელათ.

გყოლიათ ისეთი ადამიანი გვერდით რომლიც დანახვაზეც ყველაფერი ცუდი გავიწყდებათ?

გყოლიათ ისეთი ადამიანი გვერდით რომელიც თქენს წარუმატებლობაზე იხევა სიცილით და ცდილობს თქვეც გაგაცინოთ?

გყოლიათ ისეთი ადამიანი გვერდით რომელიც აგყვებათ და თვქენთან ერთად იტირებს?

გყოლიათ ისეთი ადამიანი გვერდით რომელიც გეუბნებათ რომ კარგად გამოიყურებით, მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან ცუდ ხასიათზე ხართ.. გაიღიმებთ და მოაყოლებს ” ეს რა გაცვია ?! ” ))

გყოლიათ ისეთი ადამიანი გვერდით რომელიც გალეწილ მთვრალს შუბლს დაგიჭერთ?

გყოლიათ ისეთი ადამიანი გვერდით რომელიც თვქენთვის მოიტყუება?

გყოლიათ მეგობრები? ნამდვილი მეგობრები თუ გყოლიათ ვინმეს..

პ.ს. ეძღვნება ნინკას..