პომიდორი შამფურზე

გამარჯობა ოლივერ, ჩემი მიზნისკენ ნელ–ნელა მივღოღავ და რამდენიმე დღის წინ ერთი ნაბიჯიც გადავდგი.. ჩემი მიზანია გავხდე ძალიან კარგი მზარეული!
დილით ისეთ ხასიათზე გავიღვიძე, რაღაცის გაკეთება მინდოდა დამოუკიდებლად.. ინტერნეტშ მოვძებნე “ვეგეტარიანული კერძები” (ხორცს უკვე ვეღარ ვიტან!) და ვიპოვე რომელიღაც ფორუმზე ასეთივე დასახელების თემა.. ვათვალიერებდი სურათებს და ისეთი დაბრაწული და მადისაღმძვრელი საჭმელი დავინახე, რომ კინაღამ შიგნით შევძვერიი და შევჭამე ❤ ამოვიწერე იგრედიენტები, მომზადების წესიც გადავიკითხცე და გავიქეცი სამზარეულოში.. მოკლედ როგორღაც მარტომ მოვაბი თავი და გავაკეთე უგემრიელები "პომიდორი შამფურზე".. გავასიმჯე ჩემს დას და მშბლებს, ყველას ძალიან მოეწონა, მერე მეც გავსინჯე და კმაყოფილი დავრჩი )) შეგიძლია შენც სცადო, ძალიან მარტივად კეთდება და ძალიან გემრიელია ❤

საჭირო მასალა:
ფენოვანი ცომი,
პომოდორი,
ჰოლანდიური ყველი(სულგუნიც უხდება),
ხახვი,
ნიორი,
მწვანილი,
წიწაკა,
1ცალი კვერცხი.

მომზადების წესი:
დავჭრათ პომიდორი და ყველი, წამოვაცვათ შამფურზე,წაუსვათ წინასწარ დაჭრილი: ხახვი+ნიორი+მწვანილი+წიწაკა.

გავაბრტყელოთ ფენოვანი ცომი.დავჭრათ ზონრებად და სათითაოს შემოვახვიოთ ზემოდან.
წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული,დავაწყოთ რაიმე ფორმაზე(როგორც მწვადი-მაყალზე)და შევდგთ გაზქურაში მაღალ ცეცხლზე.