მომესალმა? უეჭველი გიჟია!!

თუ ქუჩაში შენთვის მიდიხარ, ვიღაც უცნობი გაჩერებს და გესალმება, გეკითხება სახელს, ე.ი – შენი შებმა უნდა ან გიჟია..


Continue reading

დღე პირველი

რასთან ასოცირდება სკოლა?
1–5 კლასამდე – გარეთ ვეღარ გადიხარ ხშირად. “ნეტა ჩემი დამრიგებელი საჭირო ოთახში დადის?”
5–9 კლასამდე – ციხე!! გაგვიშვით! ვერვიტან ჩემს ახალ დამრიგებელს!
9–11 – გვშია გაგვიშვით თორე ჩვენით წავალთ! ” მოდი რამე გავაფუჭოთ” ” ვერვიტან მასწავლებლებს!”
12– აბიტურიენტობა, ბოლო ზარი, ბანკეტი.
ბანკეტი– კაბა, ყველაზე ლამაზი უდნა ვიყო! და რათქმაუნდა ამისთვის დიეტა.

ყველა ეტაპი გავიარე და მოვიდა აბიტურიენტობის ჟამი. თუმცა ბანკეთზე მეტად გამოცდები მანაღვლებს, მაგრამ მაინც არ მავიწყდება ის რომ უნდა გავხდე და ყველაზე ლამაზი ვიყო!

ანინას ახალმა ბლოგმა, რომელიც ალბათ ყველამ ნახეთ, “შთამაგონა” ეს აზრი, რომ ბლოგზე დამეწერა და უფრო გამემარტივებინა დიეტის სიძნელეები.

დღეიდან დავიწყე. დღევანდელ დიეტას შიმშილობა უფრო ერქვა))

დღეს:
1 ნაჭერი ლობიანი დილით
2 უმარილო კიტრი და პომიდორი საღამოს..
ბევრი ანანასის წვენი!

მაგრამ ხვალიდან გადავდივარ ნამდვილ დიეტაზე, მეგობარმა გამიზიარა თავისი გამოცდილება და მითხრა რომ დღეში 1 კილოს იკლებ დაახლოებით.
მინდა სკოლამდე გავხდე, რადგან როგორც თითქმის ყველამ, ახალ წლებზე ძალიან მოვიმატე.. 10 დღიანი მკაცრი დიეტა და შემდეგ ცოტა შევამსუბუქებ, ბოლო თვეებშ კი უსასტიკესი დიეტა!

ხვალიდან:

12 საათზე 2 მოხარშული კვერცხი
2 საათზე 2 ცალი ვაშლი
4 საათზე ორი სოსისი
6 საათზე 50 გრამი შავი შოკოლადი


დღევანდელი განწყობა?
საკმაოდ მოქმედებს დიეტა ჩემს ნერვებზე, როცა მშიერი ვარ უფრო აგრესიული ვხდები, + სასწავლი როცა მაქვს და ოდნავ ხელის შეშლაზე ვსოო! შეიძლება გადავწვა ყველა !
მაგრამ რამდენიმე კვირა ღირს ჩემი თავის ატანა, იმედია სხვებიც ამიტანენ.
ხვალ ავიწონები და დავდებ ჩემი “უნაკლო” სხეულის სურათს.. შევადაროთ ახლანდელი და 10 დღის შემდეგი მე ))

Scarlett Johansson

როგორ შეიძლება მე, ადამიანი რომელიც მას ვაღმერთებ, პოსტი არ მივუძღვნა სკარლეტ იოჰანსონს?!
ქალი რომელიც არის ჩემი იდიალი. (გარეგნულად)
როგორ მსახიობი დიდი არაფერი, როგორც მომღერალი ხო საერთოდ!
მაგრამ ძალიან ლამაზი, სექსუალური, გემოვნებიანი და მომხიბლელია.
იდიალური სახის ნაკვთებით და სხეულის ფორმებით ❤
ბავშვობიდან მიყვარდა და ვაპირებ მიყვარდეს მთელი ცხოვრება!
ცოტა რამ მის შესახებ:


Continue reading

გაიღიმე!

იყო ერთი გოგონა, რომელიც იყო ყველააზე საყვარელი ამ ქვეყნად! ლამაზიც, ზრდილობიანიც, ჭკვიანიც და მოკლედ იდიალური!
უყვარდა ყველას, პირველივე შემხვედრსაც კი.. ყველგან ტოვებდა თავის სითბოს კვალს, ბევრ ღიმილს და სიყვარულს…
გოგონას პრობლემებიც ჰქონდა და ეგონა რომ არაფერში უმართლებდა, მაგრამ მის კარგ ხასიათს ხელს ვერასდროს ვერაფერი უშლიდა! იმდენი სითბო იყო მასში..
გოგონას ვყავდი მე და მე მყავდა გოგონა.. ჩვენ თითქოს საუკუნეა ერთმანეთისთვის ვართ და აღაც კი ამხსოვს როდის დაიწყო ეს.. როდის შემიყვარდა პრიველად..
ეს ალბათ ბავშვობაში იყო, მაშინ როცა სიტყვა ‘სიყვარული’ არვიცოდი რას ნიშნავდა, მე ის მაინც ძალიან მიყვარდა..

და ასე დაიწყო ეს ყველაფერი:
ის – გადმოვიდა ახალ სახლში, ჩემს მეზობლად და იყო ძალიან მორცხვი.. ყავდა ბუნჩულა ძმა.
მე – ვიყავი ქაჯი და მაიტნერესებდა ყველა და ყვეალფერი.. რათქმაუნდა ვეცი ამ ახალ გოგონასაც და გამოვკითხე ყვეალფერი.. მეკეთა კიკინები და მეცვა ჯინსის ჟილეტი და შარვალი (როგორც გოგონა მეუბნება).. სამწუხაროდ მას რა ეცვა არვიცი, მაგრამ ბიჭურად ქონდა თმა მახსოვს..
პირველად ვითამაშეთ ერთად და აი იმ დღეს დაიწყო ყვეალფერი, მე და გოგონა გავხდით – ჩვენ!
არ მახსოვს იმ დღიდან დღემდე არცერთი წამი რომ არ მყვარებოდა მე ეს გოგონა, არ გამეღიმა მასზე გაფიქრებისას..
ჩვნე გავიზარდეთ, ერთად და არასდროს ცალ–ცალკე! ჩვენ ერთმანეთს ბევრი რამ ვასწავლეთ (მაგალითად გუშინ გეოგრაფია დავამხეცეთ ერთად) და შევავსეთ კიდეც..
ჩემი გოგონა ახლა მოწყენილია და მინდა ვუთხრა რომ გაიღიმოს! ყოველთვის გაიღიმოს და გაათბოს სხვები თავისი ღიმილით.. მერე რა რომ რკინები აქვს კბილებზე?! მაინც თვალის მომჭრელი ღიმილი აქვს.. ბავშვური და გულწრფელი..

გოგონას კი ერქვა ნი…. ))

(თუ გყავთ ასეთი მეგობრები, დამიჯერეთ ეს საკმარისია იმისთვის რომ სულ გაღიმებულებმა იაროთ!)