შეშლილი სამყარო

– რას გრძნობ? დღეს შენი დაბადების დღეა..
– ვერაფერს.

Continue reading

მოდის, მოდის, ახალი წელი მოდის <3

ქათქათა თეთრი, თეთრი და თეთრზე თეთრი ფიფლი ნელა ეცემა ჩემს წამწამებს..
წარბებიც გამითეთრდა, თმაც და მხრებიც.
ტკაც, გუნდა მხვდება და მეღვიძება.
ჯანდაბა, არ თოვს, ჩამძინებია…

ახალი წელი ახლოვდება, საერთოდ ვერ ვგრძნობ, დღეს ისეთი მზიანი ამინდი ოყო რომ მეგონა გაზაფხული დადგა ❤
მაგრამ არის მაინც რაღაც–რაღაცეები რაც მაგრძნობინებს რომ ახალი წელი მოდის..

1. კოკა კოლას ეს რეკლამა :

2. ფილმი "მარტო სახლი"

3. თოვლი

4. ნაძვის ხე

5. ეს სიმღერა:

6. ფიფქიანი რაღაცეები :

7. ეს ფერები:

საკმაოდ გრძელი ჩამონათვალი გამომივიდა.. მოკლედ ძალიან მიყვარს და მოუთმენლად ველოდები ახალიწლის მოსვლას ❤

ძვირფასო, სანტა…

ამ წელს არაფერი არ მინდა ატესტატის მეტი..
ა, ჰო.. გთხოვ, უკეოსი წელი იყოს ვიდრე 2011 ❤

სიყვარულით, მე..

შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!

ნიასთან ვნახე ეს ტეგ თამაში და როგორც ყოველთვის თავი დავითაგე (აბა სხვა არ მთაგავს არსად და:( )
ჰოომდა დავიწყებ ჯერ იამზე ფიქრს თუ როდის მინდოდა წამის გაჩერება და მერე შესაბამისად დავიწყებ პოსტის წერასაც 😀

ისეთი წამები, რომლის გაჩერებაც მომდომებია, საკმაოდ ბევრი იყო (საბედნიეროდ) მაგრამ მე მხოლოდ ათს ჩამოვწერ..

შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!


1. როცა ჩემს დას დილით ბალიშის რტყმით ვაღვიძებდი, მერე მიმძუყნიდა, მერე წყალს ვასხამდი და საჭირო ოთახში ვწუწაობდით..

2. 3 წლის წინ.. როცა ზემოთხსენებულ ჩემს დას პატარა, მსუქანი ბავშვი ეყოლა.. 3 დღეღამე გავათენეთ, ვინერვიულეთ და მერე გვეღირსა ულამაზესი თაკო (იხ.სურათი) ❤ 1 კვირის მერე სახლში მოიყავნეს.. პრიველად რომ დავიჭირე ხელში, აი მაგ წამის გაჩერება ნადმვილად მინდოდა.

3. კარგად მახსოვს პირველი თოვლი.. ყოველთვის მიხარია პრიველი თოვლი და აი ის მომენტი დილით დედაჩემი რომ მაღვიძებს გარეთ თოვს გაიხედეო.. თვალები არმაქვს გახელილი და ისე რომ წამოვხტები და მივვარდები ფანჯარას)) ყოველთვის მინდა გავაჩერო წამი მაგ დროს..

4. როცა სულ მარტო ვიდექი ძალიან ამაღლებულ ადგილას (აღარ მახოსვს სად) და გადმოვყურებდი მთელს თბილისს… სულ მარტო და სრულ სიმშვიდეში.. მმმ

5. როცა მე და ჩემი ძაღლი დავრბოდით სტადიონზე.. სხვარაგზაიყო? დაცვა თუვიღაც მოგვზდევდა ჯოხით)) არ შეიძლება აქ სირბილიო O.o

6. ზღვა! ოოო ეს იყო ყველაზე კარგი.. როცა პრიველად ჩავხტი წყალში და ტალღამ სულ სახით მაფორთხიალა ქვებზე )) მერე მრგვალ კამერას დავაჯექი ზემოდან და იმ მრგვალში გავიჭედე.. სამწურაროდ ამოვტრიალდი და კინაღამ დავიხრჩვი.. მაგრამ მაინც ყველაზე კარგი იყო პირველად ზღვაში!

7. როცა ნაყინს ვჭამ სულ მინდა რომ გაიწეროს დრო და არასდროს დამთავრდეს ესესეს უგემრიელესი ნაყინი ❤


8. ორშაბათს როცა აჩის ვეხუტებოდი 😦 ყველაზე თბილი ჩახუტება იყო… ❤ ❤

9. როცა სოფელში მივდივარ ხოლმე და მანქანიდან ჩემს სახლს დავიანხავ..

10. როცა ჩემს 3 წლის დიშვილს (იხ.სურათი) ძინავს ჩემს ხელებში და მარტო მისი სუნთქვა მესმის ❤

პ.ს. ვთაგავ : მზეს, ანანოს და mariamous

პ.პ.ს.

ჩემს სიზმარს მოგიყვები დე…

თოვდა… ცისარტყელა იყო ცაზე და ნაცრისფერ ქვეყანას აფერადებდა,
მაგრამ მაინც უცნაურია თოვლის დროს ცისარტყელა..
მართალი რომ გითხრა აღარაფერი მიკვირს,
მაგალითად გუშინ დავინახე როგორ მიართვა შუა დეკემბერში ბიჭმა იასამნევი გოგოს..
როგორ ეხმარებოდა მოხუცი ბავშვს ბურთულების აკრეფაში..როგორ წყევლიდა დედა საკუთარ შვილს..
მაგრამ ცისარტყლელა ყველაზე კარგი უცნაურობაა, გაგვალამაზებს მაინც..
ფანჯრიდან ვიყურებოდი, გარეთ არავინ არ იყო, ციოდა..
რაღაც სისულელე გამახსენდა და ავტირდი.
მერე ოთახში ჩავიკეტე და ჩემს ფუმფულა ბალიშს დავადე თავი..
ჭერს მივაშტერდი და ერთ შავ წერტილში ჩავიძირე.. ვარსკვლავებს ვეხუტებოდი ჩემს ფანტაზიაში..
მერე შენ შამოხვედი, გამომაფხიზლე და ცხელი შოკოლადი მომაწოდე..
მერე ჩაგეხუტე და ისევ ფანჯრისკენ წავედი..
გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და დამერღვია სიჩუმე.
ისე თოვდა ვერაფერს ვხედავდი, ბავში მორბოდა, მხოლოდ ეგ შევამჩნიე..
მომიახლოვდა და შეჩერდა, თოვლი აიღო მიწიდან და ჰაერში აყარა, გამიცინა და გაიქცა..
მე ადგილზე გავიყინე, ღიმილიც მიმეყინა სახეზე, ამ ბავშვის თვალები ცისარტყელას ირეკლავდა,
მეც მაჩუქა რამდენიმე ფერი..
მერე ხეებიც გათბა, ნაცრისფერი წითელში შემომეცვითა, სახლები მწვანედ შევღებე.
გავიქეცი, რომ მეც გადამედო ეს სითბო სხვისთვის.. [ მე არ მჭირდება ფერადი ფანქრები.. მე ცისარტყელა მინდა! ]
მერე სახლში დავბრუნდი და ფიქრებს იქით დაგინახე ❤ შენ არგინდოდა სითბოს გადმოცემა, ისედაც ცხელი ხარ.. ისევ ჩაგეხუტე, მაგრად..
ჩემს ბალიშს დავუბრუნდი და კვლავ შავ წერტილში გავუჩინარდი..
ცა ყვითლად მოვხატე და ვასკვლავების სიკაშკაშე უფრო გავაღვივე, თამაშით რომ დავიღალეთ მთვარეზე ჩამომეძინა და დილას ველოდებოდი…სიზმრებში დამეკარგა ძილი… ისევ..
არმინდოდა გაღვიძება, ვხვდებოდი რომ წითელი ხეები, მწვანე სახლები, ყვითელი ცა და ცისარტყელა თოვლში, მხოლოდ სიზმარი იყო…
მერე გამეღვიძა დე.. მწარე რეალობას შევეჯახე.. გარეთ გაზაფხული იყო და მზე ანათებდა, მაგრამ ყვეალფერი მაინც ნაცრისფრად ჩანდა..
მერე ყვავილები დავკრიფე დე..

გოგონამ საფლავის ქვას ნაზად გადაუსვა ხელი, ყვავილები მიწაზე დაყარა, წამოდგა და..
მომენატრე დე..