ჩვენ ვცხოვრობდით

1622644_711556968896499_1968842961_n
Continue reading

Advertisements

ისევ შენ

შეილება ორ ადამიანს ერთი უყვარდეს? აი ისეთი სიყვარულით, ერთადერთი როა.
ეს ადამიანი ორივეს ცხოვრების აზრად იქცეს, იდეალად, აი ისეთად როგორიც ფილმებშია.
შეიძლება ვინმე, ვინც შენთვის შეიქმნა სხვისიც იყოს?
შეიძელბა, იმიტომ რომ ეს შენ ხარ ასეთ.
და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრის აზრი გახდი,
მაგრამ არცერთი ვყოფილვართ შენი “ფილმის გმირი” და ყველა მიგვაყოვე.
შეგვიძლია პატარა სექტა შევქმნათ “შენზე ნაწყენების”
შენ ამბობდი, რომ ერთ რამეზე ფიზიკურად ვერ იდარდებ მთელი ცხოვრება,
დრო გავა და ყველაფერი შენელდება, გრძნობაც და ტკივილიც, მაგრამ მაშინ რაუნდა ვქნათ, როცა დრო ჩერდება?! ადგილიდან არ იძვრის და ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით.
რამდენჯერ მაგრძნობინე უკვე ჩემი სისუსტე შენს მიმართ, როცა საქმე შენ გეხება სხვა ვხდები, პატარა ბავშვი რომელსაც სათამაშო წაართვეს.

Continue reading

შავად შეღებილი ფიქრები

იღვიძებ ერთ დღეს, დგები და მარტო ხარ ოთახში. გადახედავ ფანჯრიდან შენს ცხოვრებას და უცებ გემსხვერევა ყვეალფერი. აქამდე აშენებული თეორიები, რისიც ასე გჯეროდა და კარგად იყავი,არაფერი განაღლებდა და თითქოს ყველაფერი კარგად გგქონდა. აი ახლა დამავიწყდა… უბრალოდ გავიღვიძე და აღარ მახსოვდა რატომ უნდა ვყოფილიყავი კარგად. შემიპყრო ცუდმა აზრებმა, სინამდვილემ და ჩავიძირე. მარტო ერთი აზრი მიტრიალებს თავში – ბავშვობა. აქ მოხდა ყველაფერი და სადღაც შორს კიდე გაგრძელდა.. ცუდი ბავშვობა მქონდა, ძალიან ცუდი. რომ მახსენდება უბრალოდ.. აუტანელია ყველაფერი.. ღამე სიზმრებშიც აღარ მასვენებს. წამოვედი იმ ადგილიდან სადაც ყვეალფერი დაიწყო და მერე მას სხვებიც მიემატა, მაგრამ ადგილი არ შველის.. ჩემში დარჩა ის ცუდი, ის ზიზღი, ის სიძულვილი. მთლიანად კაცობრიობის და ჩემი ბავშობის მიმართ.
აი ასე.. დამენგრა ჩემი აზრები, მყარად რო მჯეროდა და ვიმშვიდებდი თავს. დამავიწყდა და უბრალოდ შეგუება დავიწყე. აუტანელია ყოველწამს რო გტკივა, არადა უკვე კარგად ყოფნას რო შეეჩვევი. სულ რომ ცრემლებს ყრი უსუსრი არსებასავით და გინდა იყვირო, დაგლიჯო ყველაფერი.
ოჰ როგორ მინდა გესმოდეთ ვინმეს. არა არა… არმინდა იზიარებდეთ, უბრალოდ მინდა გვერდით დამიდგეს ვინმე, მიხვდეს უთქმელად.. მე არშემიძია თქმა.. ახლა ისევარ ოღონდ მოვიშრო ყველა თავიდან და მარტო დავრჩე, არმინდა სხვისი შეწუხება.. ხოდა მომშორდნენ და… რა ცუდია მარტოობა, არავინ რო არ გყავს ვინც მიხვდება უთქმელად, ერთ სიტყვაზე გაიგებს და უბრალოდ.. უბრალოდ მოგაშორებს ამ ყვეალფერს, წაგიყვანს სადმე შორს.
ერთი შენ გეუბნები ამ ყვეალფერს თორე სხვას ვერ ვერტყვი ვერავის. ვერც გადმოვცემ ნორმალურად რას ვგრძნობ. ისვე ჩემში ჩავიკლა ჯობს!
გამახსენდეს.. მეტა გამახსენდეს.. რისგამო ვიყავი კარგად?…..