– დრო, გეორგ, რა არის დრო?

“წარმოიდგინე, რომ ამ ზღაპრის კიდეზე დგახარ მილიარდობით წლის წინ, როცა ყოველივე შეიქმნა, და შეგიძლია ამოირჩიო, დაიბადო თუ არა ერთ რომელიღაც მომენტში ამ პლანეტაზე,–მწერდა მამა,– არ იცი როდის დაიბადები,რამდენ ხანს იცოცხლებ,მაგრამ,ნებისმიერ შემთხვევაში,სიცცხლე დიდხანს არ გაგრძელდება. მხოლოდ ის იცი,რომ თუკი გადაწყვეტ ამქვეყნად მოსვლას ერთ რომელიღაც წამს, მაშინ მეორე წამს ყველაფერთან დამშვიდობება და აქედან წასვლაც მოგიწევს”

– იუსტაინ გორდერ “ფორთოხლის გოგონა

Continue reading

Advertisements

131213


Continue reading

ლურჯი დათვების ქვეყანა…

– რას ინატრებდი?
– გამოჯანმრთელებას.
– კიდე?
– დიდხანს სიცოცხლეს!
– არა რამე უფრო ისეთი.. მარტივი.
– ერთ დღეს, კიდევ ერთი დღე რა…
– რათ გინდა ეს დღე? ეს ხომ ერთი დღეა? 24 საათი და ვსო. გინდ ყოფილა გინდ არა, რას ცვლის?
– ოოო, ერთი დღე შეიძლება ყველაფერი იყოს.
– მაინც?
– ერთ დღეში იმდენი რამის გაკეთება შეიძლება, რამდენიც შეიძლება მთელს საუკუნეში ვერ შეძლო…
– შენ რას გააკეთებდი ერთ დღეში?
– აი ხვალინდელი დღე თუ გათენდა, განახებ რასაც. ერთი დღე მინდა მარტო..
– და რომ ვერ… ფუ, ფუ არა! აუცილებლად გათენდება! აუცილებლად! გპირდები! რას გააკეთებ ხვალ?
– კინოში წავალ, რამე ძველ ფილს ვუყურებ, ოღონდ მარტო არ მინდა.. მეგობრებთან ერთად.
– კარგი აზრია, წავიდეთ.
– კიდე ნაყინს შევჭამდი ბევრს, დედას ვეტყოდი რომ მიყვარს.
– მაგ რაღაცეების გაკეთება ისედაც შეიძლება, როგორ ვერ მოასწრებ 1 საუკუნეში..
– ჰო მაგრამ არცერთი დღე არ იქნება ისეთი, როცა შენ გააზრებული გაქვს, ხვალ კვდები, მერედა როგორ? საწოლიდან ადექი, არადა ვერ დგებოდი.. შენ ადექი და წახვედი კინოში, ეს ყველაზე მაგარი კინოში წასვლა და ნაყინი იქნება, იმიტომ რომ ბოლოა.
– გინდა ნაყინი მოგიტანო?
– მარწყვის მინდა!

….
– გემრიელია, თან ბოლო..
– არიქნება ბოლო, ჩენ კიდევ ბევრჯერ შევჭამთ ნაყინს ერთად! ( თვალები დაბლა დახარა და შერცხვა რომ მოიტყუა..) რას უყურებ?
– იქ, მაღლა ხედავ? ლურჯი დათვების ქვეყანაა, თურმე ბელადი ყავთ, ყველაზე ლურჯია, კბილებიც კი ლურჯი აქვს და ყველაზე დიდია. პატარა ბელიც ყოლია, აშკარად ნაბიჭვარია, მწვანე გამოუვიდათ… გაგდებას უპირებენ, არადა რაიციან რომ ის გამო–რჩეულია.. და სულაც არ უღალატია ქმრისთვის დედა დათვს! ან ვისთან უნდა ეღალატა, ყველა ლურჯია..
– კარგი ზღაპარია.
– არ არის ზღაპარი, მართლა არის მაღლა ლურჯი დათვების სამყარო.. რო ამთქნარებს რამდენიმე დათვი ერთად მაგიტომაა ქარი, იმდღეს იმიტომ წვიმდა რომ მოცისფრო ყურებცქვეტია დაეღუპათ, ძალიან განიცადეს.
– მიწისძვრაზე რაღაც იტყვი?
– უი, ეგ ძალიან სასაცილო ამბავია (ეცინება), იმ დღეს მამა დათვი, აი ის, ბელადი რა.. კოტრიალებდა საწოლში და ვეღარ მოუზომავს ადგილი, გადავარდნილა საწოლიდან და გაუდენია ზღართანი.. ჰაჰაჰაჰა (იცინის..)
– ჰაჰაჰაჰა
– მეც მათთან წავალა, ლურჯები ჩამაცვით რა, მეც ლურჯი დათვი უნდა გავხდე. ვარსკვლავებით ფეხბურთი უნდა ვითამაშო..
– შენი ასაკი რომ არ მცოდნოდა, ვიფიქრებდი რომ 2 წლის ბავშვი ხარ.. 23ის ხარ ბოლოსდაბოლოს..
– ხვალ მარწყვის ნაყინი მომიტანე.. ეხლა წადი, დავიღალე.
– კარგი, იცოდე ხვალ კინოში თუ ვერ წავედით, კინოს მოვიტან შენთან, კარგი?
– შავთეთრი ფილმი მინდა!
– კარგი, მიყვარხარ, ძილინებისა..
– ტკბილად დამეზინება, არ იდარდო..

ბუხ, ბუხ, ბუხ, ბუხ… სწრაფად ცემს გული..
ბუხბუხ….. ბუხ… ბუხ………..
ბუხ……. ბუხბუხბუხ…. ბუხ …ბუხ… ბუ….
ბუხ……….ბუხ………..ბუხ…..
ბუხ…..ბუ….ხ….
ბუხ… ბ…..უ….ხ…
…………………………………….

– ალო, გამარჯობათ, ცუდი ამბავი მაქვს..
– რამოხდა?
– გთხოვთ სავაადმყოფოშ მოდით, ქვენი მეგობარი……..
– რადაემართა? არა. არა! არადა უკვე თენდებაა!
– ძალიან ვწუხვარ..

ტუ.. ტუ .. ტუ…


– ლურჯი მაისურები რომელ სექციაშია?
– მარჯვნივ მიბრძანდით..
– არა, მწვანე მინდა!

ყველა ჩვენი ახლოები, ბიძაჩემი, მეგობრის ბებია, მეზობელი და ა.შ. ახლა იქ არიან…
ლურჯი დათვების სამყაროში, ვარსკვლავებით თამაშობენ ფეხბურთს და ყველაფერი კარგად აქვთ.
მეც ჩავიცვამ ლურჯებს, მერე, არცისე ახლო მომავალში და გავფრინდები ლურჯ დათვებთან..
სადღაც სივრცეში დავიკარდები, ვიპოვი ნაცნობ სახეებს, შევიძენ სხვა დაკარგულებს და ვიბოდიალებთ ჰაერში, რომლითაც სუნთქავთ!
და ჩვენ ვიქნებით თქვენში, გულებში, სულში, ფიქრებში..
დავრჩებით მარადიულად ცოცხლები.

ბიძია, მომენატრე.

სიყვარული ცამდე და იმის ზემოთაც!

ვინც კითხულობთ ჩემს ბლოგს ალბათ იცით ვინ არის ნათია, ჩემი დაქალია. ნუ ის დაქალზე მეტია, ჩემი ყველაფერია, სულიერი მეგობარი, სიხარული და ა.შ. გუშინ ვიჩხუბეთ, ვიეჭვიანე სხვა მეგობარზე)) მოკლედ აი ასე შემომირიგა. ეს დაწერა ჩემზე:

***

ის რასაც ქვია სუნთქვა… ის რასაც ვეძახით ბედნიერებას… ის რაც არსებობს მხოლოდ გულში… გინდა ერთად გავიქცეთ? გინდა ვირბინოთ? ვიხტუნაოთ, ვიჭიდაოთ, ვიწუწაოთ. გავაფუჭოთ, ვითამაშოთ, გინდა?
…. გინდა? გინდა ჩაგეხუტო? გინდა გაკოცო? გინდა შენი ვიყო? გინდა სულ ერთად ვიყოთ და არასდროს დაგტოვო? შენი ერთადერთი ნაკლი იცი რა არის? ის რომ ნაკლი არ გაქვს… მინდა შენთან ერთად ნაწვიმარ ქუჩებში სეირნობა, მინდა შენთან ერთად რომანტიული ფილმის ყურება და მერე ერთად დაძინება. მინდა შენთან ერთად ღამე ბალახზე წოლა და ვარსკვლავების ყურება. მინდა შენთან ერთად ზღვაში ცურვა. მინდა შენთან ერთად ყავის დალევა. სუნის შეგრძნება, მუსიკის მოსმენა, მინდა შენთან ერთად ქუჩაში ხეტიალი უმისამართო ობოლი ბავშვივით. მინდა თმაში ყვავილები ჩაგიწნა, მინდა ერთად გავიქცეთ დედამიწიდან. მინდა ავაშენოთ პატარა სახლი, სადაც ვიცხოვრებთ მე და შენ ერთად. მინდა შენი სუნი მეცემოდეს მუდამ, მინდა… მინდა… მე უბრალოდ მინდა შენთან!

***

ეს კიდე ჩემგან მას:

მინდა, ვიყვირო ბოლო ხმაზე, თუ როგორ მიყვარხარ..
მინდა ყოველ დღე მესმოდეს შენი ხმა, მინდა სულ გხედავდე, შენთან ერთად გადავიტანო ყველაზე ცუდიც და ყველაზე კარგიც.
მინდა, რომ შენ დაგირეკო პირველს როცა ოცნება ამიხდება, მინდა შენ გახარო რომ ბედნიერი ვარ. მინდა შენ იჯდე ჩემს საწოლთან, სავაადმყოფოში, თურამე მომივა და როცა გავიღვიძებ მინდა რომ შენ დაგინახო პირველი.
მინდა ვარსკვლავები დავითვალოთ და მერე ყველაზე ლამაზი შენ გაჩუქო.
….
ვიცი შენი გამოხედვა, ნაცნობი თვალები, ლამაზი.
ვიცი რისი თქმაც გინდა ხოლმე მაგრამ ვერ ბედავ, ვიცი რატო წევ ტუჩებს წინ და თავს ქვემოთ რატომ ხრი ხოლმე.
მე შენ გიცნობ და მე შენ მიყვარხარ.

მოგვიტევეთ ეს ბანალურობა.
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს!
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤