Lost Control

უბრალოდ..

Life has betrayed me once again,
I accept some things will never change.
I’ve let your tiny minds magnify my agony,
and it’s left me with a chem’cal dependency for sanity.

Yes, I am falling… how much longer till I hit the ground?
I can’t tell you why I’m breaking down.
Do you wonder why I prefer to be alone?
Have I really lost control?

I’m coming to an end,
I’ve realised what I could have been.
I can’t sleep so I take a breath and hide behind my bravest mask,
I admit I’ve lost control.

ნერვები რო აღარ გყოფნის და უბრალოდ გინდა დალეწყო ყვეალფერი და
უბრალოდ გინდა რო გაჩერდეს ეს გრძნობა..
გაქრეს და იგრძნო თავი ძველებურად,
არც ბედენირად, მაგრამ არც უბედურად..
აღარ იგრძნო ეს სიცარიელე და სურვილი ამ სიცარიელის შევსების.
აღარ იგრძნო ყოველი წამი რომელის გადის, აღარ ითვალო წუთები
და თან არც იცი რატომ,
უბრალოდ გინდა რომ დრო გავიდეს და ელოდები იმ წამს როცა ყველაფერი მორჩება და იცხოვრებ ძველებურად, უაზროდ, მაგრამ მშვიდად..
მხოლოდ ერთი ჩახუტება მინდა.. მხოლოდ ხმის გაგონება..
მხოლოდ ის რომ ჯანმრთელი იყოს,
მხოლოდ ის რომ არ დაკარგოს საყვარელი ადამიანი.
მხოლოდ ის რომ ყველაფერი თავიდან დავიწყო ან გავაგრძელო სხვანაირად.
ის რომ ჰქონდეს სახლი,
მინდა რომ სახლში არ უწამლავდნენ ნერვებს და მინდა რომ ისეთი საინტერესო იყოს მისი ცხოვრება როგორიც უნდა რომ ჰქონდეს,
მინდა რომ დაურეკოს იმ ბიჭმა ვინც მართლა უყვარს,
მინდა რომ უბრალოდ.. ყველა ჩემი მეგობარი კარგად იყოს.
მინდა რომ არ ვუყვარდე და არ ვტკენდე გულს, ჩემი არსებობითაც კი, რადგან მე არ ვარ მის გვერდით და მისგან დამოუკიდებლად ვარსებობ.
მხოლოდ? რამდენი რამე მდომებია და ყველაფერი შეუძლებელი.
ასე მგონია ის წამი არასდროს დადგება… რომელსაც ასე ველოდები,
ეს სიცარიელე კი მუდამ ჩემთან იქნება და მხოლოდ თვითონვე თუ შემავსებს..

უბრალოდ..
I can’t tell you why I’m breaking down.

Advertisements

let’s start with ‘forever’

პეპლები.
მივიხედ-მოვიხედე.
ჩემს ჭაღს პეპლები ახატია, ახლა შევამჩნიე.
მოშორებით, საწოლზე ჩემი დიშვილის “ფრთები” დევს. ლამაზი, მხრებზე გასაკეთებელი,თეთრი, პეპლის ფრთები.
კედელზე ბავშვობაში დიდი ყვავილი დავხატე, ყვითელი, ვითომ გვირილაა, მერე ზედ პეპელა მივახატე, ვითონ ყვავილზე ზის.
პეპელა, რამდენიმე დღე ცოცხლობს, როგორ ახერხებს, როგორ ასწრებს ნეტა ყველაფერს?!

რომ ვიცოდე რამდენიმე დღეში ვკვდები, ნეტა რას გავაკეთებდი?
პეპელა რომ ვიყო, დაბადებიდან 3 დღე რომ მქონდეს.
ვიცი რასაც გავაკეთებდი, ავიღებდი სიგარეტს, ყავას და შოკოლადს, ჩავრთავდი ლეძეპელინს და მოვუსმენდი.
სამივე დღეს ამაში გავატარებდი ალბათ, ოთახიდან გამოუსვლელად!
აღარ მომიწევდა ადამიანების გაცნობა, მერე მათი შეყვარება ან პირიქით, მერე მათი დაკარგვა და ახლის პოვნა, აღარ მომიწევდა მათი მოსმენა და ფიქრი იმაზე თუ “პორკე, ჩელავეკ, პორკე!”
ცხოვრება იქნებოდა მარტივი, სასიამოვნო, მოკლე და უპრობლემო.
ვის არუნდა ასეთი ცხოვრება?
ალბათ იმას, ვისაც ისედაც ყველაფერი კარგად აქვს ყოველთვის და ამას 3 დღე კი არა, წლობით განიცდის, ამ სიმშვიდეს.
ყველაზე მეტად კი ცხოვრებაში ზიზღი მაშინებს, ვინმესადმი. მე რომ ვერმიტანდნენ გადავიტან, მაგრამ არმინდა მე შემზიზღდეს ვინმე.
პეპელა რომ ვიყო, აღარ გამოვცდიდი იმ 5 ეტაბს რასაც ადამიანები ვინმე ძვირფასის დაკარგვის დროს განიცდიან..

1. უარყოფა
2. ვბრაზდებით ირგვლივ ყველაზე, ყველაფერზე და საკუთარ თავზე
3. ვიწყებთ ბედთან ვაჭრობას
4. სასოწარკვეთილება
5. აღიარება, შეგუება..

(ც) გერის ანატომია

ყველაფერი კარგად იქნებოდა სულ 3 დღით რომ მეცხოვრა, თან ისე, რომ მცოდნოდა 3 დღე და ვსო.
თუნდაც 5 დღით, ოღონდ არა 18 წელი და არა იმის ცოდნით რომ კდიევ დიდხანს ვიცხოვრებ.
მაგრამ ვინ თქვა რომ მე კარგად ყოფნა მინდა?
ან სიმშვიდე და უინტერესო ცხოვრება?
მთავარი კაიფი ხომ იმაშია,როცა არიცი წინ რამდენი დღე გელოდება. სიამოვნება ადამიანების დაკარგვაშია და სხვების პოვნაში.
სიამოვნება ის მეხუთე ეტაპია, როცა ვაღიარებთ, ვეგუებით და თავიდან ვიწყებთ.
რა საოცარი რამეა, პოსტის წერის დროს ცუდად ვარ, როცა ვიწყებ ვიცი რო ბოლოში ცუდად უნდა დავამთავრო, დეპრესიული დასკვნა გამოვიტანო და თავი მოვიკლა 15 წუთში. მაგრამ ამ საუბარში ვხდები რომ არა, კიდევ დარჩა რაღაც რაც უნად გავაკეთო, რაც უბრალოდ უნდა გავაკეთო, თუნდაც უმიზეზოდ, თუნდაც მარტომ. უნდა, უნდა ვიცოცხლო.
და პოსტს სათაურსაც შევუცვლი, იმიტომ რომ ეს ის არაა რისი თქმაც მინდოდა.
ეს ესაა რასაც ვერ გავექცევი.
life.

შეშლილი სამყარო

– რას გრძნობ? დღეს შენი დაბადების დღეა..
– ვერაფერს.

Continue reading

ცვლილებები?!

ყველაფერი კარგად მაქვს ოლივერ. ნუ უმეტესად. შენ?
აღარ ვუჩივი დეპრესიას და სუიციდს.
აღარ მაწუხებს ყოველ დილით უაზრო ფიქრები და აღარც ის მელანდება თუ როგორ ვკვდები, აღარ მსიამოვნებს ამის დანახვა.
მობილურის დატენვაც ვისწავლე და ისიც ვიცი უკვე სად დევს ჩემი ნივთები. ხანდახან მაინც მავიწყდება და დედა მეხმარება, ძველებურად რა.
კითხვა შემიყვარდა. ძან არ გავგიჟებულვარ, მაგრამ ბევრად მეტს ვკითხულობ ვიდრე ადრე.
სახლსაც ვალაგებ ხოლმე, თუ შევყევი ისე ვაწკრიალებ ყვეალფერს მიკვირს ხოლმე.
სკოლა შემიყვარდა, ბავშვებიც აღარ მაღიზიანებენ დიდად, ვამთავრებ და ეხლა მივხვდი, რომ კარგი ყოფილა ბავშვობა. ბანალურად რა…
გაზრდა არ მინდა. პირიქით! ნეტა ისევ დახუჭობანას და წრეშიბურთს ვთამაშბდე ხოლმე ეზოში.
აღარც უაზროდ მიყვრდებიან ბიჭები, ერთი ღირსეული ამოვარჩიე და ის მიყვარს მთელი გულით. ჰო ის მოხდა რისიც მეშნოდა, ზედმეტად შემიყვარდა, მარგამ არ ვნანობ, ძალიან კარგი ბიჭია.
აღარც ძველი “სიყვარულების” მონატრებები მტანჯავს, ძველი დრო მთლიანად ჩაბარდა წარსულს. კარგიც და ცუდიც. ახლა მე სხვანაირი ვარ, უკეთესი.. (?)

მივეჩვიე ამ უჩვეულო ბედნიერებას, ნუ რაც ქვია. ცუდად ყოფნაც მიხარია ხოლმე, კარგი გრძნობაა თავისებურად. ისევ ვტირი ბანალურ ფილმებზე და ისევ ვუყურებ “მეგობრებს”.. გახსოვარ მე ამ სერიალის გარეშე? ისევ მიყვარს მწვანე ფერი და მჟავე კიტრი. ისევ მინდა პარაშუტიტ გადმოხტომა და ისევ ჭუჭყიანი კეტები მაცვია ხოლმე.

p.s.