ზღვაში ჩამხრჩვალი ცისარტყელა

“მე” არის – mycivilization
“შენ: ვარ – მე, mygreensun

Radiohead-in Rainbow

მე:ვფიქრობ,რომ ჩვენ ვართ ცისარტყელაში,ყოველშემთხევაშიი მინდა რომ ვიყოთ და გამოგვდის მგონი.

შენ: რამე კარგი ხდება მანდ? რომელი ფერი გინდა იყო?

მე:რა ხდება და ისეთი ამბავია მე რომ მინდოდა სულ.მე ვარ ლურჯი.

Nino Katamadze-Toliebi

შენ: არა შენ ვერ იქნები ლურჯი. ხომ გითხარი, შენ ისეთი ფერადი ხარ როგორიც არ ყოფილა ცისარტყელა არასდროს. შენ არ არსებული ფერები ხარ, ყველაფერში და ყველგან ხარ, უხილავი, მაგრამ მკაფიო…

მე:ხო შენ ზღვა ხარ და ღელავ როგორც არასდროს.თოლიები გაწვდიან საკვებს და მეგობრომ მათთან,მეც ხშირად გაკითხავ ხოლმე და განათებ და შენ მე მანათებ

Zgvari-Tetri sizmari

შენ: ოკეანე ვარ, ღმა. ხან მშვიდი და ხან მღელვარე. თუ ღმად შემოცურავ ჩემში, დაიხრჩობი.. მინდა ჩაგახრჩო ამ ოკეანეში და სამუდამოდ გავერთიანდეთ. მინდა მარტო მე მეკუთნოდე, მე მანათებდე, და მე მარტო – შენ.. მე ვიქნები ოკეანე და შენ ოკეანეში დამხვრჩალი ცისარტყელა.

მე:ერთხელ იცი ზღვა და ცისარტყელა შეხვდნენ ერთმანეთს.ცისარტყელა ჭამდა გემრიელ ნუგბარს და ზღვაში ჩაუვარდა,ზღვამაც მიიღო ის და იმის შემდეგ ცისარტყელა ვეღარ ამოდის ზღვიდა,იეშმაკა ზღვამ და ჩაუკეტა გარეთ გამოსასვლელი კარები.ჰო ის ნუგბარიი სითბო და სიყვარული იყოო.

შენ: ლამაზი დღე იყო ერთხელ, გაზაფხულზე. აყვავდა რაღაც ხე და საცოდავს, მაშინვე გასცვივდა ყვავილები.. ნაზმა ნიავმა მომიტანა მათი სურნელი. შენი სუნი გამახსენდა, ყვითელზე რომ აგდის, მწვანეს ქვემოთ, კისერთან. მერე ქარმა ისევ წაიღო ეს ყვავილები, მაგრამ სურნელი დამრჩა. სუნი სულაც არ იყო, ისე ჩამრჩა, გონებაში, ან …

მე:ხო ეგ სუნი ვერ მოვიშორე,არ შემიძლია უბრალოდ,სითბომ მაჩუქა ეგ სურნელი და სიყვარულმა მიანდერძა როგორღა გავუშვა,სირცხვილი არ არის?
მოდი ეს სუნი და ყველაფერი ცალკე გადავდოთ ეს ხომ ფანტაზიაა ჩემო პუმავ,მაგრამ ჭეშმარიტება იცი რაშია? რომ არ იტყუები,რასაც გრძნობ იმას რომ წერ და რასაც წერ იმას,რომ განიცდი.ცისარტყელაც შენშია,ზღვაც და ის ნაზი სურნელი…დაივიწყე პრობლემები და ეხლა მე და შენ მივდივართ ბედნიერება აკაკუნებ კარებზე და უნდა დავხვდეთ ხომ ასეა? ხომ ჩემთან ერთად ხარ ყოველთვის? fuck our problems

შენ: რეალობა ბევრად უკეთესია ხანდახან იმ ცისარტყელაზე და სირობებზე, რომელი ცისარტყელა გჯობია შენ? ან მე რომელი ზღვა? არცერთი. მე და შენ უნიკალურები ვართ. ხოდა მართლა მინდა რო ჩაიძირო ჩემში და მარტო ჩემში იყო! ვიცი ზედმეტს მოვითხოვ და შეუძლებელია, მაგრამ რაც მინდა, მინდა. რა ვქნა?.. პრობლემებიც მომხიბლელია ხანდახან, ექსტრემი და გულისფანცქალი. მთავარია ერთად ვართ. fuck ყველაფერი!

მე:ხო ბევრს არ მოითხოვ,მაგრამ მე ყოველთვის იმას გაგიკეთებ რისი გაკეთებაც შემეძლება.ეს პოსტიც ჩვენზეა და ლამაზია და კარგიიააა.
ეხლაა კიიი უაზრო სიტყვებზე აკინძულ პოსტს თავს დავანებებ და უბრალოდ მე ვიქნები მე,შენ იქნები შენ.როგორც ეს ასეა და ასე იქნება ყოველთვის.ვერც შენ შეგცვლის ვერავინ,ვერც მე და ვიქნებით სულ ცისარტყელები, ზღვები, მცენარეები,ოკიანეები,ძაღლები,კატები,შარვლები,ჰალსტუხები,ასუსები,ეიჩპიები და ეისერები.

შენ: როცა არასდროს არ მიტკვამს სხვისტვის, რომ მე ვიყავი პატარა დიდი.. მიხარი სად მტავრდება ღამე, მითხარი ბიჭო მითხარი! მითხარი რაა! არადა მიყვარს ღამე, არ დამთავრდეს ჯანდაბას.. და ისევ დავრჩებით მე, მზე და ლამაზი დღე.. ლამაზი დღე? არა მე შენ და მზე მაშინ, და ლამაზი დღე თავისთავად მოვა. ოჰ, რა სენტიმენტალურები ვართ, რას გვიშვება ეს სიყვარული, პუმავ.. და მაინც.. მითხარი რა, სად მთავრდება მუქი ფერების კონა?!

მე:…

ცისარტყელა:ზღვაო გაუღე კარი გაუღე, შემოუშვი, მე ჩემთან გამოგზავნე,შენ შენთან წაიყვანე.

ზღვა:სწორედ მაგას ვაპირებდი ეხლა

Advertisements

შენს მიღმა ფანჯარაა…

გაკვეთილზე ვზივარ, ცივი და უფერული დღეა.. ფერადი ფანქრები არიყო საჭირო, ნათიამ ამ წერილით მთელი დღე კი არა სიცოცხლე გამიფერადა …

****
შენს მიღმა ფანჯარაა, იმის მიღმა ცივი ზამთარი, იანვრის სუსხიანი დილაა, ვგრძნობ აქ არ ხარ და მასწავლებლის საუბარი საყვარელი მუსიკის ჰანგებივით ჩაგესმის…
შენს იქით ორი ხეა, ერთი მწვანე მეორე უფოთლო. ერთი შენ ხარ, მეორე – მე.
შენს მიღმა ერთი დიდი ზარდახშაა, რომლის გახსნასაც უკვე ორი წელია ვცდილობ, ვცდილობ და არც იმის მეშინია შიგნით რა იქნება. ვიცი რომ შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ და რომ წახვიდე გავიყინები, ავორთქლდები დედამიწიდან.
ფერადი ფანქვრების ყიდვა ისევ დამავიწყდა და მე შენივე ნაჩუქარი აკვარელით ვხატავ შენ თბილ ხასიათს, ჩემი სიყვარული რომ ერევა.
შენს მიღმა მე ვარ, ჩემს მიღმა შენ..
გაიღიმე… გაიღიმე გთხოვ… ჯოჯოხეთური სიცხით მწვავ როცა ცუდ ხასიათზე ხარ..
წამო ანტი დედამიწაზე, ანტი ადამიანებთან, წამო ეზოში ჰაერობანა ვითამაშოთ…

დროა ვუპასუხო წერილზე, ბოდიში პასუხი რომ დავაგვიანე…

ჩამკიდე ხელი, შენ უფრო მეტი ხარ ჰაერზე, უფრო მეტი ხარ ყველაფერზე და ყველაზე.
დედამიწაზე, სამყაროზე, ადამიანებზე.. ანტიზეც და უ-ანტოზეც.
წამოდი, მე გამოგყვები სულ ბოლოშიც, სადაც არაფერი არაა, სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით.
ჩემს მიღმა შენ ხარ, შენს მიღმა ახლა უკვე გაზაფხულია, მზემ გამოანათა და დაადნო თოვლი..
შენ დღეს დაიბადე, ან გუშინ რავიცი, დაიბადე და…
როგორ მიხარია რომ ჩემზე ადრე დაიბადე და არ მომიწია იმ სამყაროში გაჩენა სადაც შენ არ იყავი..
როგორ მიხარია რომ მერე გაგიცანი, თუმცა ოდესღაც, სადღაც იმ ბოლოში, მარტო ჩვენ რო ვიყავით, იქაც გიცნობდიი.. ვიცოდი რომ ჩვენ ყველა ცხოვრებაში, რამდენიც არუნდა გამოვიაროთ, რამდენჯერაც არუნდა გარდავიქმნათ ერთად ვიქნებით..
ჩიტები ხეებზე, ან თვითონ იმ ხის ტოტები, ან იქნებ სახლის სხურავი, სულაც მზის სხივები..

როგორ გითხრა სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ – მეთქი?
შენ თავზე მეტად მიყვარხარ ნათ ❤
დაბადების დღეს გილოცავ!

გაზაფხული…

გაზაფხულს ყველა ბუნების გამოცოცხლებას უკავშირებს, მზეს და კარგ ამინდებს, ან კარგ სურნელს რომელიც თბილ ნიავს მოჰყვება..
მე კი გაზაფხულს შემოდგომას ვუკავშირებ.. არმიყვარს გაზაფხული, იმიტომ რომ ვიცი, შემოდგომაც მალე მოვა და ისევ დაჭკნება მწვანე და ლამაზი ფოთბელი, ისევ ჩავა მზე და ამოვარდება ქარი, რომელიც სახეში შემოგაყრის ობლად დარჩენილ გაყვითლებულ ფოთლებსა და ქვის მტვერს, როცა ირგვლივ მკვდარი ბალახია, სურნელიც ნაკლებად სასიამოვნოა, თუმცა მე გაზაფხული უნდა დავახასიათო და არა შემოდგომა, მის სილამაზეზე უნდა გავამახვილო ყურადღება..

მახსოვს ერთი ტყემლის ხე, რომლის აყვავილებას სიხარულით ველოდებოდი, რომ შემდეგ მის ტოტებზე ამოსული ყვავილები მომეწყვიტა და დედაჩემისთვის მიმეტანა.. მერე ისევ ველოდებოდი, ამჯერად ტყემალს ველოდებოდი,რომელიც მე ასე ძალიან მიყვარდა..
უკვე დიდი ხანია აღარ მიხარია ამ ტყემლის აყვავილება და აღარც ამ ყვავილების შედეგად ამოსულ ტყემალს ველოდები..
იქნებ იმის ბრალია, რომ გავიზარდე?! იქნებ იმისაც რომ სხვები გაიზარდნენ..
ან იქნებ იმისაც რომ ტყემლის ხის პატრონი გარდაიცვალა და აღარაა ეს ტყემალი ისეთი გემრიელი როგორც მაშინ..
ან იქნებ უბრალოდ ხე დაბერდა და ლამაზ ყვავილებს აღარ ისხავს..
იქნებ გაზაფხული გაუფერულდა და მზე აღარ ათბობს ხის ტოტებს?
იქნებ სულაც ხელს ხის გარშემო შემორტყმული ხის ღობე მიშლის?
ტყემლის ხეზე წერა სისულელეა? და მაინც, ეს ხე არ ყოფილა უბრალოდ მეზობლის ვითომ ეზოში ამოსული ხე..
ამ ხემ დამიტოვა ბევრი მოგონება გაზაფხულზე, ბავშვობაზე და ჩემს მეგობრებზე..
გაზაფხული მისი წყალობით მახსოვს ლამაზი, ყვავილოვანი, სურნელოვანი, სასიამოვნოდ მჟავე, მახსოვს მხოლოდ მის გარშემო ამოსული გრძელი და ხასხასა მწვანე ბალახი..
ბავშვობა მისი წყალობით მახსოვს მხიარული და ეშმაკური, ძალიან თბილი..
მეგობრები მისი წყალობით მახსოვს ბავშვურები და გადარეულები, მახსოვს როგორ ვწუწაობდით ამ ხის წინ, მახსოვს ბევრი სირბილი და ამ სირბილის შემდეგ ძალიან გემრიელად მოჩვენებული უგემური წყალი, მახსოვს იმ ხასხასა ბალახზე ნათამაშები დაჭერობანა..
ამ ხემ ბევრი რამ მოიტანა ჩემს ცხოვრებაში ეს ხე კი მე გაზაფხულმა მომიტანა… ლამაზმა,მხიარულმა და თბილმა გაზაფხულმა..

P.S. შემოდგომას კი გაზაფხულზე ვფიქრობ.. როგორ შეისხამენ უკან ამ დაცვენილ ფოთლებს ხეები, როგორ გამწვანდება ბალახი და როგრო ახმაურდება ქუჩები, როგრო გაანათებს თოვლის შემდეგ მონატრებული ბებერი მზე და როგორ მოიტანს ნიავი წვიმის შემდეგ ქვის მტვერზე დარჩენილ სუნს..