აგრესია

tumblr_mj9f47UcoE1qb5whoo1_1280

თავშეკავება.
გამომუშავებული თუ თანდაყოლილი ნიჭი?
ღმერთი რომ დაგაბერტყებს უხვად, აი ეგ რა.
ყველაზე კარგი რაღაც რაც ადამიანს შეუძლია, ის რაც ყოველთვის და ყველგან გამოგადგება.

აგრესია.
ის რაც ჩემში არის მაგრამ თავშეკავება უფრო მეტად.
აგრესია, რომელსაც მხოლოდ მაუსის “მწარე ტკაცუნით” გამოვხატავ და არა მკლელობით.
როცა მე მხოლოდ თითებს ვატკაცუნებ ან კედელს ვურტყამ მუშტს და არა ვინმეს.
აი ის აგრესია როველიც შიგნიდან გწვავს და ცდილობს ამოხეთქოს, დაანგრიოს ყველაფერი.
აგრესია, რომელიც მიჩენს დაუოკებელ სურვილს დედაჩემის მოკვლისას.
როცა მშივდად ზიხარ და მხოლოდ შენ მძიმე სუნთქვაში გამოუხატება გაცოფება.

ფიქრები.
ის ფიქრები, როცა ყველაფერი ხდება შენს თავში რაც მოგინდება,
როცა მოგზაურობ ყველა ქვეყანაში, გყავს ის ადამიანი გვერდით ვინც გინდა რომ გყავდეს.
ფიქრები, იმაზე თუ როგორ ცხოვრობ შოკოლადის სახლში და გაქვს მჟავე კიტრისგან აშენებული დაჩა. (<3)
მაგრამ, რატომღაც უფრო მრავლადაა ფიქრები იმაზე თუ როგორ დგები და იჭრი ვენებს, როგორ იღებ იარაღს და კედელზე ტოვებ შენი ტვინის ნარჩენებს.
ფიქრები იმაზე თუ როგორ ესვრი ამ იარაღს ჯერ სხვას, მხოლოდ იმიტომ რომ გაჩუმდეს.
ფიქრები იაზე თუ როგორ გინდა ფეხი დაუცურდეს ვიღაც გოგოს რომელმას "უშნოდ" შემოგხედა.
როცა გინდა რომ კანი ააძრო ახვარ ბიჭებს, მოაჭრა თავისი სასქესო ორგანო და პირში ჩატენო.
ფიქრები იამზე თუ როგორ აძრობ ფრაჩხილებს მოძალადე მამაკაცებს, როცა გინდა უყურო მათ მტანჯველ სიკვდილს.
მთავარი ხომ ეს ფიქრებია, ხომ ამით "განვსხვავდებით" ცხოველებისგან? ეს ფიქრი შვება ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც.
სიყვარულის ესაა, როცა ნაკლებად ფიქრობ მკლელობაზე და შოკოლადებზე და უფრო მეტად ფიქრობ ერთ ადამიანზე.
რამდენიმე თვიანი "სიყვარულის" მერე კი იმაზეც ფიქრობ, რაფერის წინდები ეცვა დღეს "იმ ერთადერთს".
ფიქრი აგიჟებს…

65553_538273319546508_1584723053_n

მოკალი–ჩაკალი.
შენში ეს გრძნობა.
რომ უნდა მოკლა ვიღაც.
აგრესია უნდა ჩაკვდეს! არა აგრესიით! სიმშვიდით..
მუსიკით რომელიც ძილის სურვილს ახშირებს.
წერით, რომლითაც არაფერი შავდება, სადაც უსიხლოდ შეგიძლია მოკლა ყველა.
ფიქრებით, სადაც შენ ხარ ღმერთი და შეგიძლია ყვეალფერი ქნა.
ვაფშე ყველაფერი!
კედელზე მუშტის დარტყმით, ბალიშში თავჩარგული ყვირილით და მაუსის “მწარე ტკაცუნით”
მოკალი ეს აგრესია შენში.
მოკალი.
მხოლოდ აგრესია მოკალი.

პოზიტივი.
გავიღიმო, ნელა ამოვისუნთქო და ვიფიქრო თუ რა მშვენიერია ეს ცხოვრება.
მწვანე ხეები, პატარა ბავშვის კისკისი, ლურჯი ტალღები, ვარდისფერი ყვავილები..
პაშლა ტი ნახოუ,
არ შველის ეს “ცხოვრება მაინც მშვენიერია”
ჯასთ..
აი ეს :

“დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო”

ამ პოსტიდან გამომდინარე, მეც გადავწყვიტე ჩამეტარებინა გამოკითხვა თუ როგორ ესმით ხალხს სიყვარული (კონკრეტულ შემთხვევაში ჩემს კლასელებს).

1.
–სახელი, გვარი.
–თემო ვაშაკიძე.
–მომავლის გეგმები?
–მომავალში იმენა ძალიან მაგარი როჟა ვიქნები.
–შენი აზრით რა არის სიყვარული?
–სიყვარულო ძალსა შენსა, მე გავკარი მამაშენსა!

2.
–სახელი, გვარი.
–სოფო წივილაშვილი.
–რა არის სიყვარული შენთვის?
–რა არის სიყვარული? ჩემთვის პირადად ძალიან დიდი რამეა, რადგან როცა მიყვარს მართლა ბედნიერი ვარ. ვსულელობ, ვცანცარებ, ვყვირი, უფრო ბავშვური და საყვარელი ვხდები, ყველაფერს ვარდისფრად ვხედავ. როცა მასზე ვფიქრობ ან ვუყურებ სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება. თუ პირადული ურთიერთობა მოგვარებული მაქვს, მაშინ სხვა ყველაფერს მარტივად ვუყურებ, თუ პირიქით, მაშინ ყველაფერზე ვიძაბები. ერთი სიტყვით სიყვარული აუცილებელია, რადგან ბედნიერებასთან უშუალო კავშირშია და ბედნიერება ვის არ უნდა???
–ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?
–ერთი ნახვით სიყვარული გამიგია, არ გამომიცდია, მაგრამ მჯერა, მაინც შესაძლებელია. თუმცა მე უფრო ერთი ნახვით მოწონების მჯერა.

3.
–სახელი, გვარი.
–ნათია წყლისაშვილი.
–ასაკი?
–17 წლის.
–რა არის სიყვარული?
–ორ ადამიანს შორის ფიზიკური, სოციალური, სულიერი, მატერიალური და ა.შ მიზიდულობები. დღეს სიყვარული ვნებაა. ვგიჟდები თავისუფალ სიყვარულზე… ქუჩაში, ბარში, პარკში, სადარბაზოში, ლიფტში თავისუფლად რომ დუდღნიან ერთმანეთს. სიყვარულის გახსენებაზე, თვალწინ ტიტანიკის ის მომენტი მიდგას ლეონარდო რომ ხელებს აშლევინებს ქეითს.
–შეყვარებული თუ გყავს? შენც ასეთი თავისუფალი ხარ?
–ამჟამად არა. ჰო, ნუ მეც ვარ ხოლმე. აი შეყვარებული სულ სხვანაირი ვარ, აი ბედნიერი ^^

4.
–სახელი, გვარი.
–მირანდა ლეკვეიშვილი.
–ასაკი?
–17 წლის.
–მიზანი?
–ქვეცნობიერის დაჟინებული თხოვნით, სრულყოფილი უნდა გავხდე 😛
–რა არის სიყვარული და შეგიშლის თუ არა ის რამეში ხელს?
–სიყვარული საშუალებაა (არ ავხსნი)… ალბათ შემიშლის, საღად აზროვნებაში.

5.
–სახელი, გვარი.
–გია ჩაფიძე.
–რა არის სიყვარული?
–აი იგრე როგორც მე მხედავთ. აი იგია სიყვარული!!!

6.
–სახელი, გვარი.
–ნანა ებანოიძე.
–რა არის სიყვარული შენთვის ნანა?
–რავიცი აბა… მე პირადად ვერ ვხსნი დიდად. ჩემთვის სიყვარული ურთიერთგაგება, პატივისცემა, მიჩვევა და ერთგულებაა.

7.
–სახელი, გვარი.
–ალინა ძიძიგური.
–ასაკი?
–17 წლის.
–პროფესია?
–მომავალი იურისტი.
–სიყვარულის მარადიულობის გჯერა? თუ ოჯახის შექმნის შემდეგ სიყვარული ქრება?
–სიყვარულის მარადიულობის მჯერა და არ ვფიქრობ რომ ნამდვილი სიყვარული ქრება, პირიქით, მგონია, რომ თუ გრძნობა ჭეშმარიტია, თანაცხოვრება ამტკიცებს და აძლიერებს მას.
–რამდენჯერმე შეყვარების თუ გჯერა?
–მე ვფიქრობ რომ ადამიანს შეიძლება რამდენჯერმე შეუყვარდეს. სულაც არ ვფიქრობ რომ ნამდვილი გრძნობა მხოლოდ ერთხელ მოდის. სიყვარული ხომ ბედნიერების წინაპირობაა, ამიტომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება იყოს მუდმივად შეყვარებული!

როგორ მესმის სიყვარული? ვფიქრობ, არ მესმის, ვერ ვუგებ, ვერ გავუგებ : )
სიყვარული პატარაა, დიდი, მაღალი, დაბალი, მსუქანი, წანწკლა ^^ ჭკვიანი, ცივილური, მაგრამ სულელი და ცანცარა, შეშლილი, უშნო, კოჭლი, მაგრამ ძალიან ლამაზი…
თითოეული სხვანაირად გამოვხატავთ,განსხვავებულად აღვიქვავთ, თავისებურად გვიყვარს, ვეჭვიანობთ, ვგიჟდებით, ვეფერებით, ვუყურებთ, ვუსმენთ, ვტკებიბთ, ვბრაზდებით და ეს ყველაფერი იმდენია რამდენიც ჩვენ ყველანი.
სიყვარული სიმღერაა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ერთხელ მაინც ყველამ უნდა იმღეროს და მიუხედავად იმისა გაქვს თუ არა სმენა ან ხმა ის მაინც უნაკლოდ იქნება შესრულებული ❤
P.S პოსტის ავტორი ნინი ვაშაკიძე