Nothing

მატარებლამდე მიმაცილა..

ათს რომ ათი დააკლდა დაიძრა,
ფანჯრიდან ვიხედებოდი და ნელ–ნელა სადღაც მიიმალა..
შემდეგ გადავხედე იქაურობას და სიცარიელე გამიმძაფრდა.
დავიწყე ფიქრი, რომ.. Continue reading

Advertisements

შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!

ნიასთან ვნახე ეს ტეგ თამაში და როგორც ყოველთვის თავი დავითაგე (აბა სხვა არ მთაგავს არსად და:( )
ჰოომდა დავიწყებ ჯერ იამზე ფიქრს თუ როდის მინდოდა წამის გაჩერება და მერე შესაბამისად დავიწყებ პოსტის წერასაც 😀

ისეთი წამები, რომლის გაჩერებაც მომდომებია, საკმაოდ ბევრი იყო (საბედნიეროდ) მაგრამ მე მხოლოდ ათს ჩამოვწერ..

შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!


1. როცა ჩემს დას დილით ბალიშის რტყმით ვაღვიძებდი, მერე მიმძუყნიდა, მერე წყალს ვასხამდი და საჭირო ოთახში ვწუწაობდით..

2. 3 წლის წინ.. როცა ზემოთხსენებულ ჩემს დას პატარა, მსუქანი ბავშვი ეყოლა.. 3 დღეღამე გავათენეთ, ვინერვიულეთ და მერე გვეღირსა ულამაზესი თაკო (იხ.სურათი) ❤ 1 კვირის მერე სახლში მოიყავნეს.. პრიველად რომ დავიჭირე ხელში, აი მაგ წამის გაჩერება ნადმვილად მინდოდა.

3. კარგად მახსოვს პირველი თოვლი.. ყოველთვის მიხარია პრიველი თოვლი და აი ის მომენტი დილით დედაჩემი რომ მაღვიძებს გარეთ თოვს გაიხედეო.. თვალები არმაქვს გახელილი და ისე რომ წამოვხტები და მივვარდები ფანჯარას)) ყოველთვის მინდა გავაჩერო წამი მაგ დროს..

4. როცა სულ მარტო ვიდექი ძალიან ამაღლებულ ადგილას (აღარ მახოსვს სად) და გადმოვყურებდი მთელს თბილისს… სულ მარტო და სრულ სიმშვიდეში.. მმმ

5. როცა მე და ჩემი ძაღლი დავრბოდით სტადიონზე.. სხვარაგზაიყო? დაცვა თუვიღაც მოგვზდევდა ჯოხით)) არ შეიძლება აქ სირბილიო O.o

6. ზღვა! ოოო ეს იყო ყველაზე კარგი.. როცა პრიველად ჩავხტი წყალში და ტალღამ სულ სახით მაფორთხიალა ქვებზე )) მერე მრგვალ კამერას დავაჯექი ზემოდან და იმ მრგვალში გავიჭედე.. სამწურაროდ ამოვტრიალდი და კინაღამ დავიხრჩვი.. მაგრამ მაინც ყველაზე კარგი იყო პირველად ზღვაში!

7. როცა ნაყინს ვჭამ სულ მინდა რომ გაიწეროს დრო და არასდროს დამთავრდეს ესესეს უგემრიელესი ნაყინი ❤


8. ორშაბათს როცა აჩის ვეხუტებოდი 😦 ყველაზე თბილი ჩახუტება იყო… ❤ ❤

9. როცა სოფელში მივდივარ ხოლმე და მანქანიდან ჩემს სახლს დავიანხავ..

10. როცა ჩემს 3 წლის დიშვილს (იხ.სურათი) ძინავს ჩემს ხელებში და მარტო მისი სუნთქვა მესმის ❤

პ.ს. ვთაგავ : მზეს, ანანოს და mariamous

პ.პ.ს.